akrdzaluli_sia

 

აკრძალული ნივთიერებები

მსოფლიო ანტი–დოპინგური სააგენტოს მიერ გამოცემული აკრძალული სია ორგანიზებას უკეთებს აკრძალულ ნივთიერებებს სხვადასხვა კლასის მიხედვით. ქვემოთ არის მოცემული ინფორმაცია თითოეული კლასის ნივთიერების შესახებ (აღწერა, ეფექტი, გვერდითი მოვლენა).

ყველა დროს აკრძალული ნივთიერებები (როგორც საშეჯიბრო ისე არასაშეჯიბრო პერიოდში)

S1 ანაბოლიკები

ანაბოლიკები არის სტეროიდული ჰორმონი, როგორიცაა ტესტოსტერონი და სხვა ნივთიერებები, მსგავსი მამაკაცური ჰორმონის ეფექტით. ეს აღვივებს ანაბოლურ მეტაბოლურ მდგომარეობას. ანაბოლური აგენტების ჯგუფი (ანაბოლური=ქსოვილის აშენება) იყოფა შემდეგნაირად:

  1. ეგზოგენური და ენდოგენური ანაბოლური ანდროგენული სტეროიდებ(აას) – ეს მოიცავს ჰორმონალურ სტეროიდებს როგორიცაა მამაკაცური ჰორმონი ტესტოსტერონი და ნივთიერებები იგივე ეფექტით როგორიცაა ტესტოსტერონი (ანდროგენული=მამაკაცური). ეს ნივთიერებები ან გამომუშავდება სინთეტიურად და ხდება შეყვანა სხეულში გარედან (ეგზოგენური) ან სხეული გამოიმუშავებს ბუნებრივად (ენდოგენური)
  2. სხვა ანაბოლური აგენტები, როგორიცაა ბეტა–2 აგონისტები კლენბუტეროლი და ზილპატეროლი, რომელსაც აქვს ანაბოლური ეფექტი კუნთოვან სისტემაზე, ან ანდროგენული რეცეპტორების სელექტიური მოდულატორები (არსმ–ები), რომლის ეფექტია იგივეა რაც ანაბოლური ანდროგენული სტეროიდების.

გვერდითი მოვლენები: ანაბოლურ აგენტებს აქვთ საკმაოდ ფართო სპექტრი გვერდითი მოვლენებისა, რამოდენიმე მათგანი სახიფათო, როგორიცაა გულსისხლ ძარღვთა სისტემის ზიანი, ღვიძლის დაავადება ან ღვიძლის კიბო, ლიპიდური მეტაბოლიზმის ცვლილება რომელსაც მიყავს არტერიების გამაგრებამდე (არტერიოსკლეროზისი), წყლის დაგროვება სხეულის ქსოვილში, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები (დეპრესია, აგრესია, ლიბიდო), მოზარდებში ზვლოვანი მასის ნაადრევი ჩამოყალიბება ან ეფექტი რეპროდუქციულ სისტემაზე.

2016 წელს ართურ ბუვერი თამაშობდა ნამიბიის სახელით 2016 წლის მსოფლიო რაგბის ერთა თასზე ბუქარესტში, სადაც დოპინგ ტესტის შედეგად მის სინჯზე იყო პოზიტიური პასუხი აკრძალულ ნივთიერებაზე – ქლოროდეჰიდრომეთილტესტოსტერონი. მსოფლიო რაგბის სანქციის მიხედვით დისკვალიფიცირებულ იქნა 4 წლით.

 

Georgian time
 

gallery

Rugby World Cup 2015
 
European Nations Cup
 
video gallery
 
Rugby Facilities
 
Youth Training Centers
 
Foreign Players
 
shop
 
antidoping
 
keep rugby clean
 
helpful links
 
referee
 
Archive

 

 

 

რაგბი თივი

 

რადიო პალიტრა

 

ლელო