ახალი წესები * 2017 შემოდგომა

2017 წლის შემოდგომაზე – კაცთა ახალი საშინაო სეზონიდან – საქართველოშიც ამოქმედდება ის მორიგი "საცდელი წესები", რომლებითაც თებერვლიდან თამაშობენ ზერაგბში   წყარო @ 18/11_2016

ამ სიახლეებს ჩვენი რაგბის თემი უკვე იცნობს საქართველოში გამართული 20 წლამდელთა მსოფლიო პირველობიდან, ბორჯღალოსანთა ივნისის ტესტებიდან და ბრიტანეთის "ლომების" ზელანდიური ტურნედან

გარდა ამისა, "მსოფლიო რაგბმა" ამ კვირაში დამატებით მოიწონა ის სიახლეებიც, რომლებიც 20 წლამდელთა მსოფლიო პირველობის გახსნის წინა საღამოს უეცრად გამოამზეურა და ამ ტურნირში "დახურულ რეჟიმში" გამოსცადა   წყარო @ 20/07_2017

 

   

მათი არსი შემდეგია:

1.    "საჯარიმო ლელო" დაფასდა 7 ქულად – გარდასახვა აღარ დაირტყმება

და თუ დრო არ ამოწურულა, თამაში განახლდება ცენტრიდან

+    სტატისტიკაში ამ – ახლებურ "საჯარიმო ლელოს" ვუწოდებთ "შვიდქულიან"ს, რათა განვასხვავოთ აქამდელისგან

ვებ და საგაზეთო ოქმებშიც "შვიდ’ქულიანი" გამოიყოფა ცალკე, ამგვარად – ""

2.    დროის ამოწურვის შემდეგ (ნებისმიერ ტაიმში) შესაძლებელი გახდა ჯარიმის "კიდეზე გადატანა" (აუტში დარტყმა), რათა ბურთი დერეფანში მოაწოდო

საამისოდ ბურთი დარტყმის შემდეგ არ უნდა შეეხოს სხვა მოთამაშეს (მეტოქეს) – თორემ ტაიმი დამთავრდება

+    ამ სიახლით ტაიმი შეიძლება ძაან გაიწელოს და კიდევ ბევრი რამ მოესწროს,

ხოლო თუ გუნდს ტაიმის დასრულება სურს, ჯარიმა (ჯერ) უნდა გაათამაშოს და აუტში მერეღა დაარტყას

+    გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად – არადა, მსგავსი რამ უკვე მრავლად მოხდა მთელ მსოფლიოში, სულ სხვადასხვა დონეზე – მსაჯმა გუნდს სასურველია შეახსენოს:  თუ პირდაპირ აუტში დაარტყამთ, თამაში გაგრძელდებაო

3.    თუ შემტევს ერთ ეპიზოდში რამდენიმე (ერთზე მეტი) "საჯარიმო ხეირი" ერგო და შეფერხდა – მსაჯი მის კაპიტანს დაეკითხება, ჯარიმა სად დაგინიშნოთ | სად გირჩევნიათო

4.    "ცრუ შერკინებაში" ორივე გუნდი 8 მოთამაშეს აყენებს – ეს "იტალიური წესი" უკვე ერთი წელია, რაც მოქმედებეს ჩვენს "დიდ 10"-ში

+    ნუ აურევთ "ნაღდ შერკინებაში" – ამაში, თუ ერთი კაცი გაკლიათ | გაგდებული გყავთ, შეგიძლიათ დააყენოთ 7;  თუ ორი – 6;  თუ სამი – 5  

იხილეთ   წიგნში @ გვ.100    დებულება 20.1(ე) გამონაკლისი

5.    თუ მოთამაშე ბურთის დაუფლებას (დაჭერას) ცდილობს – "ბურთიანად" (ბურთს დაუფლებულად) ითვლება, ანუ

ა)    ნება’დართული ხდება მისი დაჭერა | შებოჭვა

ბ)    მოთამაშე აუტშია მაშინაც, თუ ბურთი ჯერ არ დაუჭერია – "ხელზე უთამაშებს", მაგრამ კიდეს კი უკვე დააბიჯა

6.    გინდაც ბურთმა მიაღწიოს "კიდის ხაზის" სიბრტყეს, თუ "აუტში, ლელოს კიდეზე და უკანა ხაზის გადაღმა" არ დააბიჯებ – კალათ’ბურთულად | აკრობატულად შეგიძლია ბურთით თამაში:  ნახტომში დაჭერა და ლელოს დადება;  ხელის მირტყმა და მოედანში გადმოგდება ...

7.    აზრი დაეკარგა ფეხის "მუღამიანად გადგმას"

რადგან სათანადო მუხლები ისე ჩასწორდა, როგორც აქამდე "უძრავი ბურთის" აღებისას იყო:

ა)    მეტოქემ ბურთი მოიგერია, აუტისკენ მოფრინავს, მაგრამ ჯერაც მოედანშია

თუ ცალ ფეხს აუტში გადგამ და დაიჭერ – ბურთის "აუტში  გადატანა" ჩაგეთვლება და

დერეფანი მეტოქეს ერგება "ფეხის გადგმის ადგილზე"

ბ)     მეტოქემ ბურთი თქვენს ლელოში შეაგორა, მაგრამ არ გადადის ლელოს კიდეზე | უკანა ხაზზე

თუ ცალ ფეხს ლელოს კიდეზე ან უკანა ხაზის გადაღმა დადგამ და ბურთს აიღებ  –  "დარტყმის ადგილზე" (ადგილიდან!) შერკინება აღარ გერგება

ამიერიდან დაინიშნება "22"

გ)    მეტოქემ ბურთი თქვენი ლელოსკენ დააგორა, მაგრამ იქ ჯერ არ შესულა

თუ ცალ ფეხს ლელოში დააბიჯებ, ბურთს აიღებ და შენს ლელოში გადადებაღარ გერგება "22"

ამიერიდან ჩაგეთვლება ბურთის "ლელოში შეტანა" და შემტევს ერგება "5-მეტრა შერკინება"

დ)    ცალი ფეხი "22"-ში გიდგას და "22"-ის გარედან აიღე ბურთი

თუ აუტში პირდაპირ დაარტყამ – მანძილს ვეღარ მოიგებ, რადგან ბურთის "22-ში შეტანა" ჩაგეთვლება

 

რაკი ექსპერიმენტმა გაამართლა, ეს სიახლეებიც სრულად დაინერგება:  ჩრდილოეთ ნახევარსფეროში – და ამდენად საქართველოშიც – შემოდგომიდან, ხოლო სამხრეთში – ახალი, 2018 წლიდან

ეს, დამატებითი სიახლეები იმოქმედებს 2017 წლის ნოემბრის ტესტებში, მაგრამ არა ქალთა მსოფლიო თასზე, რადგან მანდილოსნებს მათ შესათვისებლად (თურმე) დრო ვერ ეყო(ფა)თ

 

   

"დამატებით სიახლეთაგან" სამი ეხება ბოჭვა | რაქს და სამიც შერკინებას:

1.    მბოჭავი უნდა წამოდგეს და ბურთისთვის იბრძოლოს მხოლოდ ჭიშკრიდან – აქამდე წამომდგარს, საიდანაც მოესურვებოდა, იქედან შეეძლო თამაში

2.    ჩასწორდა ბოჭვის შემდგომი ეპიზოდის – რაქის განსაზღვრ(ებ)ა:

ამიერიდან:  შებოჭილი, მბოჭავ(ებ)ი და მინიმუმ ერთი, ფეხზე მდგარი, ვინაც ბურთს "თავზე ადგას" (ანუ მესამე) –  უკვე რაქია

მაშინვე ივლება თამაშგარეს ხაზი მოედნის მთელ სიგანეზე

"ფეხზე მდგარს" შეუძლია (ხელით) უმალ აიღოს ბურთი, მაგრამ როგორც კი მას მეტოქე დაეჭიდება, ხელით თამაში ორივე მხარეს ეკრძალება

კანონ’მდებლების აზრით, წესის ასე ჩასწორებით გამოირიცხება მახე, რომელიც ინგლისს "ექვს ერზე" წლეულს დაუგო იტალიამ

3.    მოთამაშემ ბურთი რაქიდან არ უნდა გამოაგდოს ფეხის მირტყმით – ნება’დართულია მხოლოდ (ტერფით) უკან გაგორება

სასჯელი: ჯარიმა

4.    მსაჯი 9 ნომერს აღარ ანიშნებს, ბურთი შერკინებაში შეაგორეო

9 ნომერმა ბურთი შუაში (!) უნდა შეაგოროს, მაგრამ შეუძლია ისე დადგეს, რომ მარცხენა მხარი გვირაბის ღერძზე გაისწოროს

კანონ’მდებლების აზრით, ასე დადგომა უფრო სამართლიანია

5.    შერკინებაში ბურთის შეგორების შემდეგ შემგორებელი გუნდის პირველი ხაზის რომელიმე მოთამაშემ აუცილებლად უნდა დაჰკრას ბურთს ფეხი

სასჯელი: თავისუფალი

6.    8 ნომერს ნება დაერთო, (ხელით) აიღოს მეორე’ხაზელთა ფეხებთან დებული ბურთი

მცირედი სიახლეებია შვიდკაცაშიც – ახალი წესები უკვე მოქმედებს "მსოფლიო სერიაში" (2016 დეკემბრიდან) და ევროპის "გრან პრი"ზე (2017 ივნისიდან)

 

   

კერძოდ:

1.    "თასის ფინალის" ტაიმები 7 წუთამდე დამოკლდა – არადა, ოდითგან 10 წუთიანი იყო

მიზეზი:  მოთამაშეთა კეთილ’დღეობა.  კვლევით დადგენილა, რომ გაზრდილი დატვირთვის გამო ტრავმიანობა კატასტროფულად მატულობს ტურნირის ბოლო მატჩში – "თასის ფინალში"

2.    თამაშის ასაჩქარებლად დადგინდა შემდეგი დროითი ზღვრები (ლიმიტები):

ა)    შერკინება და დერეფანი უნდა დაეწყოს 15 წამში

დრო აითვლება შერკინების ადგილის ტერფით მონიშვნიდან | დერეფნის ადგილის მითითებიდან

ბ)    ნებისმიერი (ფეხით) დარტყმა – 

1) გარდასახვა;  2) ცენტრიდან დაწყება | განახლება ან "22";  3) ჯარიმა ან თავისუფალი –

უნდა შესრულდეს 30 წამში

დრო აითვლება:  1) ლელოს ჩათვლიდან;  2) წინა დარტყმის შესრულებიდან;  3) დანიშვნიდან



თუ რომელი მუხლი როგორ ჩასწორდა სიტყვა’სიტყვით,
იხილეთ  განახლებულ, 2017 წლის წიგნში

 

ჩამოტვირთეთ და ამობჭედეთ  2016 წლის წიგნში 
ჩასაკრავი, დასაჭრელი ფურცლებიც

 

 

20/01_2018 @ 11.4 >>  29/08_2017 @ 11.15  >>  25/07_2017 @ 10.05   >>  21/07_2017 @ 12.15   >>   10/07_2017 @ 12.55

 

 

საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო