რაგბული ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია 23/01 2017   Qaflan@HoTMaiL.com

სარაგბო წიგნებში, სტატიებსა და კომენტარებში
ხშირად გამოყენებულ | გამოსაყენებელ ცნებათა
(თვალ’საჩინო) ახსნა | განმარტებანი

ლექსიკონი თანდათან შეივსება,
სხვა ცნებათა გამო კი იხილეთ  2016 წლის წესების წიგნი

[...]  ინგლისურად ასე ჟღერს      @  მაგალითად, ...

დამატებითი საკითხავი

1989

რაგბი, მორაგბე. სარაგბომიმართვა გაზეთ "ლელოს"

1992

გამოიცა სარაგბო ბიბლიარეცენზია გაზეთ "განათლებაში"

2006

წიგნი ანტი-ზუ-ურიპამფლეტი გაზეთ "ოლიმპში"

2013

რაგბის ტერმინოლოგიისთვის –  მოხსენება კონფერენციაზე "ენის ხვალინდელი დღე"

2014

რაგბის ტერმინოლოგია –  სტატია კრებულში "ტერმინოლოგიის საკითხები"

2015

ტელე-წამყვანის მეგზურიგავრცელებულ შეცდომათა ნუსხა

 

აბრაგანი [აპ ენდ ანდა | გარიოუენ]

ბურთის აღმა დარტყმა ფეხით, რათა მდევარმა დაშვებისას მიუსწროს ან დამჭერი დაატყვევოს

"აიღე და მიეძალე" [პიქ ენდ გოუ | დრაივ]

შეტევითი ილეთი | ფანდი – მოთამაშეები (მეტ’წილად მორკინალები) რიგრიგობით იტაცებენ ბურთს მიწიდან და მეტოქეს იქვე, ახლო’ახლოს ეძალებიან – ჩასათრევად, დასაქანცავად, დროის გასაყვანად, ძალური ლელოს შესატანად,  ჯარიმის გამოსამუშავებლად

ალაგმვა [ჩოუქინგ თექლ]

ბურთიანი მეტოქის შებოჭვა | ზეზეულად გაკავება

ალალი [ფეა ქეჩ]

დაცვითი ხერხი – ბურთის "ალალზე დაჭერა" (18’ წესი), რომლის შედეგად ყოჩაღ დამჭერს "თავისუფალი" ერგება

არეკნი

1) [დროპ ქიქ] ბურთის ფეხით დარტყმა მიწაზე დაგდების შემდეგ პირველივე არეკვლისას

2) [დროპ გოულ] ამ ხერხით გატანილი გოლი – 1948 წლიდან 3 ქულად ფასობს და ბევრს ებევრება

ატაცება

ბურთის მიწიდან აღება – ჩვეულებრივ, ბოჭვის შემდეგ

ბობოლა

ელიტარული | ამპარტავანი სარაგბო ქვეყანა, რომელიც სხვებთან თამაშს უკადრისობს

@  ბობოლები ევროპის პირველობაზე სარაგბოდ ვერ იცლიან

ბორჯღალოსანი [ზი ლელოუ]

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი – უზენაესი პატივი ქართველი მორაგბისათვის

ბურთაობა [ფუთბოლ]

რაგბის შემადგენელი, ჭიდილის საპირისპირო მხარე

ქართველთა ახალი თაობა კოხტა ბურთაობით გვახარებს

ბოჭვა [თექლ]

ბურთიანი მეტოქის დაჭერა და წაქცევა.  ბოჭვის შესრულების შემდეგ მოქმედებას იწყებს რთული და არსებითი, 15’ წესი

ბურჯი [პროპ]

პირველი ხაზის განაპირა მორკინალი – 1 ნომერი (მარცხენა) და 3 ნომერი (მარჯვენა)

გათარხნება [რილიზ]

(გუნდელის) ბურთიანად გათავისუფლება მეტოქის მეურვეობისგან

@  ბარეთმა ფეკიტოა გრძელი პასით გაათარხნა

გაბითურება [თექლ ბასთ]

(დამხვდური) მბოჭავის ჯობნა | დაძლევა | ჩამოშორება ღონით ან ხერხით

@  გორგოძეს მატჩში 5 გაბითურება მოუგროვდა

გარდასახვა [ქონვერშენ]

ლელოს გატანის შემდეგ ბურთის კარში დარტყმა – მონაგარის გასაზრდელად;  კარგა ხანია 2 ქულად ფასობს

გაწაფვა

@  დააოსტატა | კარგად დაასწავლა ილეთები – დაუხვეწა ტექნიკა | უნარები

გახერხება

პასის | ოფლოუდის მოხერხება რთულ ვითარებაში

გურუ [მენთორ]

მოძღვარი | მწვრთნელი | მასწავლებელი

@  რიოს ოლიმპიადაზე ხელ’მოცარულმა კივებმა გურუ – გორდონ თიჩენსი – დაითხოვეს

დაგეზვა

ბურთიანად გეზი მისცა | დაუდგინა

@  ხმალაძე მეტოქეს გაუსხლტა და ფრთაზე თოდუა დაგეზა

დაწიხლვა [სთომპინგ]

წაქცეულისთვის დაბიჯება ან ფეხის ჩარტყმა – ისჯება წითელი ბარათით

დერეფანი [ლაინ აუთ]

თამაშის განახლების ხერხი ბურთის კიდეზე გადასვლის შემდეგ – ორ’რიგიანი მწყობრი, რომლის შუაშიც ბურთს აწვდიან

"დრო გაწითლდა" [ინჯარი თაიმ]

ტაიმში 40 წუთის მომდევნო მონაკვეთი, როცა ტელე’ეკრანზე დრო წითლდება და თამაში ლელომდე | შეცდომამდე | აუტში გასვლამდე გრძელდება

ზედახორა [პაილ აპ]

წაქცეული მოთამაშენი და მათ შორის ჩამარხული ბურთი

ზეზეულად [სთენდინგ]

(ფეხზე) დგომელა | არა-წაქცეულად

ზეპური [სუპა, თოპ ფლაით]

ელიტარული, უფრიადესი დონისა

@  ზეპურ რაგბში ბოლო ხანს ზელანდია ბატონობს

ზოზინი [ლოითერინგ, ლეიზი რანინგ]

განგებ ჩარჩენა თამაშ’გარეთ, რათა მეტოქეს შეტევაში ხელი უწესოდ შეუშალო

თემი [ფოუქს | ქომიუნითი]

რაგბში ჩაბმული | რაგბის ქომაგი | რაგბით მოსულდგმულე წრე | ფენა | საზოგადოება

თულუხჩი [ვოთა ბოი]

მერწყული – გუნდის მომსახურე პერსონალის წევრი, ვისაც პაუზის დროს მოედანზე წყალი შეაქვს და მოთამაშეებს მწვრთნელის დანაბარებსაც გადასცემს

კეპი [ქეპ]

1) ფოჩებიანი ქუდი, რომელსაც ძველად ახურავდნენ ნაკრების წევრს, და ბევრგან ახლაც ჩუქნიან ახალბედას ან იუბილარს 

2) სტატისტიკა, რომელიც გვიჩვენებს, თუ კაცს რამდენჯერ უთამაშია ნაკრებში

@  კვირიკაშვილმა მეასე კეპი გერმანიასთან მოიხვეჭა

კვართი [ჯერზი, შერთ]

რაგბის მაისურა

კვაჭი [ჰუქა]

პირველი ხაზის შუა მორკინალი – 2 ნომერი, ვინაც შერკინებაში შეგორებული ბურთის მოგებას ცდილობს

კიბე [ლედა, ლოგ, სთენდინგზ, თეიბლ]

"სატურნირო ცხრილი" | კლასიფიკაცია

@  საქართველო მეორე დონის კიბეზე მეოთხე საფეხურამდე აღზევდა

კიდე [თაჩ]

მოედნის ნაპირი – "აუტის ხაზი"

@  დაცვამ მოიერიშე კიდეზე გადადენა | გადაიყვანა;  ჯარიმა კარის ნაცვლად კიდეს დაუმიზნეს | კიდეზე დაარტყეს

ლელო

1) ქართული ხალხური თამაში – რაგბის ერთ’ერთი წინამორბედი, რაგბში ჩვენი წარმატების სათავე

2) ადგილი, სადაც ბურთი უნდა მიიტანო (ლელოში) და [ინგოულ] დაამიწო (რაგბში)

3) [თრაი] რაგბში ბურთის გატანის ყველაზე მეტად დაფასებული ხერხი – ამჟამად იძლევა 5 ქულასა და გარდასახვის დარტყმის უფლებას

4) უძველესი ქართული სპორტული გაზეთი

5) დიდი დიღმის რაგბის კლუბი – საქართველოს მრავალ’გზის ჩემპიონი

ლიგური [ლიგი]

სხვა’გვარი, ლიგური, 13’კაცა რაგბიდან გადმოღებული ილეთი – მეტ’წილად, "ბურთის ლელოში შეცურება ფეხით"

მარბიელი [ბრეიქ ევეი]

მესამე ხაზის ბრგე მორკინალი – მეტ’წილად 6 და 8 ნომრები;  შეადარეთ მღლეტელს

მარქაფა [რიზევ | საბ]

თადარიგი | რეზერვი.  უახლესი წესებით 23-კაციანი რაზმის მარქაფაში 8 მოთამაშეა

მაწრთობი [ფითნეს]

ფიზ’მომზადების სპეციალისტი

მგეზავი [პივოთ]

10 ნომერი – ბექი, რომელიც უკანა ხაზს გეზავს და "ფეხით" (ტაქტიკური დარტყმებით) აკონტროლებს მოედნის ვრცელ ნაწილს | უბანს

მეორე დონე [თაიერ თუ]

მსოფლიო რაგბის თანამედროვე – ტრადიციაზე დაფუძნებულ – მოწყობაში:  8 ქვეყანა, რომლებიც 10-ქვეყნიან ელიტაზე უფლებრივად უმცროსად, მაგრამ დანარჩენ რაგბეთზე უფროსად ითვლებიან

მეტობა [ოვერლეპ]

ფლანგზე მოთამაშეთა რიცხობრივი მეტობა, რომლის გამოყენებასაც ლელო უნდა მოჰყვეს

მითვლა

@  შეჰმატა მონაგარს | აქტივს – აიამ წელს მეათე მოგებაც მიითვალა

მოსაკლისება

უნდა | გვსურდა გვყოლოდა, მაგრამ გვაკლდა

@  კანადაში მწარედ მოვისაკლისეთ ლეგიონერები

მომსხეპი [ქათ აუთ]

პასი | გადაცემა, რომელიც ერთბაშად მოსხეპს (რამდენიმე) დამცველს

მორაგბე

რაგბის მოთამაშე; რაგბში ჩაბმული პირი

მორკინალი [ფორვარდ]

ფორვარდი – მორაგბე, რომელიც დგება შერკინებაში და ეწყობა დერეფანში

მღლეტელი [ფეჩა]

მესამე ხაზის ცქვიტი მორკინალი – მეტ’წილად 7 ნომერი, რომლის საქმეცაა ბოჭვაზე ბურთის წაღლეტვა

ნუგეში [ქომპენსეიშენ]

ქულა, რომელიც "ბონუსურ სისტემაში" ეძლევა დამარცხებულ გუნდს ღირსეულად – გარკვეული ზღვრის ფარგალში –  წაგებისთვის

რაგბი

ინგლისის საჯარო სკოლებში XIX საუკუნეში შობილი ბურთაობა – ქართული ლელოს მსოფლიო | საერთაშორისო ანალოგი

რაგბეთი

(სრულიად) რაგბის სამყარო | თემი

რაგბობა

რაგბის თამაში რაიმე ყაიდაზე ან მიზნით

@  ზელანდია ეშხიანად რაგბობს | ბებრები გასართობადღა რაგბობენ

რაზმი [სქვოდ]

შეჯიბრზე ან მატჩზე გასაყვან მორაგბეთა კრებული

@  ბორჯღალოსანთა სატურნეო რაზმი | არმაზის სამატჩო რაზმი

რვეული [თოპ ეით]

შეჯიბრის მოწინავე 8 გუნდი

@  არწივები მოწინავე რვეულს მიღმა დარჩნენ

რკენა [ქლეშ | ფიქსჩა]

მატჩი | თამაში | (სპორტული) შეხვედრა

@  აჭარლებს მომდევნო სამი რკენა თბილისში ელით

საბჭოეთი

საბჭოთა კავშირი (სსრკ); 1991 წელს დაშლილი კომუნისტური სახელმწიფო, რომელშიც რაგბს "რეგბი" ერქვა

@  ქართველებს საბჭოეთის ნაკრებში იშვიათად უხმობდნენ

უკახა’ხაზელი [ბექ]

ბექი – მორაგბე, რომელიც არ მონაწილოებს შერკინებასა და დერეფანში, და ამათ დროს დგება უკან, წესებით დადგენილ ადგილას

უქმი ბურთი [დედ ბოლ]

არქაული ტერმინი – ვითარება, რომელიც იქმნება მსაჯის მიერ დასტვენის შედეგად

@  მატჩი შეიძლება დასრულდეს მხოლოდ "უქმ ბურთზე"

ფალავნობა [ჩემპიონშიპ]

პირველობა | ჩემპიონატი.   ქართულ მედიაში აღნიშნავს სამხრეთი ნახევარ’სფეროს ელიტარულ "ოთხ ერს"

ღერძი [ექსიზ]

გუნდის გონი | ტვინი:  9 ნომერი – ჰავ’ბექი, და 10 ნომერი – მგეზავი.   "ცხრა" მართავს შერკინებას, "ათი" გეზავს (უკანა) ხაზს

ყარაული [სენთინელ]

ბოჭვის არესთან დაყენებული მცველი, რომელმაც იქვე (პოტენციური) შემტევი უნდა დაიჭიროს

შალითა [პედინგ]

კარის ძელზე შემოხვეული დამცავი საფარი, რათა მოთამაშენი შეჯახებისას არ დაშავდნენ

შერკინება [სქრამ]

თამაშის განახლების ხერხი მცირე დარღვევის | ბურთის ჩახურვის შემდეგ – გუნდები სამ ხაზად დალაგდებიან და ერთმანეთს შეეჭიდებიან

შექცეული [ინსაიდ ბოლ]

პასის სახეობა, როცა ბურთს აწვდიან შეტევის პირვანდელი გეზის საპირისპიროდ

შვიდკაცა [სევენს]

რაგბის ოლიმპიური ნაირ’სახეობა – სრულ, 100-მეტრიან მოედანზე გუნდს 7 მორაგბე გაჰყავს და ტაიმიც 7 წუთსღა გრძელდება

შუბური ბოჭვა [სპეარ | თიპ თექლ]

მეტოქის აწევა და მიწაზე თავდაყირა დაგდება – ისჯება წითელი ბარათით

ჩაქცევა [ქოლეპს]

შერკინების ან მოლის განზრახ | უნებურად წაქცევა, რის შედეგადაც ბურთი ზედახორაში ჩაიმარხება – მისით თამაში  შეუძლებელი გახდება

წერტი [პოინთ]

ქულა | პუნქტი | ბალი

@  ფიჯის ძლევით ჩვენმა რეიტინგმა 166 წერტით მოიმატა

ჭიდილი [ქონთესთ]

რაგბის შემადგენელი, ბურთაობის საპირისპირო მხარე

@  ევრო’თასებზე ბევრია ჭიდილი და ცოტა – ბურთაობა

ჭიშკარი [გეით]

"ბოჭვის არის" ის მონაკვეთი, საიდანაც – წესის თანახმად – შეიძლება ბურთისთვის ბრძოლაში ჩაბმა

ხეირი

1) [ედვანთიჯ] მსაჯობის პრინციპი – მეტოქის მიერ წესის დარღვევის მიუხედავად, მსაჯი არ სტვენს და მოიერეშეს შეტევას აცლის

2) [გეინ ლაინ] ხეირის ხაზი – წარმოსახვითი ხაზი,  რომლის გადაკვეთას ცდილობს შემტევი

ჯილა [ვინა]

მრავალ’ეტაპა შეჯიბრში – ჯგუფის გამარჯვებული

ჯგუფური [პუშ ოუა]

ჯგუფის ძალის’ხმევით შეტანილი ლელო

@

უმნიშვნელოდ ჩასწორდა 27/03 2017 # ნულოვანი ვერსია 23/01 2017   Qaflan@HoTMaiL.com

საქართველოს დრო
 

 

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2017-18 * დიდი 10

21/08_2017 @ 18.05

დებულება

 განრიგი   მთელი სეზონი

 საწყისი 5 ტური დღეებისა და
 სტადიონების მითითებით
 

განაცხადები.xls    ტრანსფერები  

1

ჯიქი  გორი

2

ბათუმი  ბათუმი

3

ლელო სარასენს  თბილისი

4

აკადემია  თბილისი

5

ლოკომოტივი  თბილისი

6

აია  ქუთაისი

7

არმია  თბილისი

8

ბაგრატ  ქუთაისი

9

არმაზი  მარნეული

10

ხარები  რუსთავი

2016-17  |  დიდი ფინალის ვებ’ოქმი

შინაური კვარცხლბეკი 1990-2017

2017-18 * პირველი ლიგა

17/08_2017 @ 10.05

დებულება  |  2016-17

 განრიგი   საწყისი 9 ტური
განაცხადები.xls

1

ყოჩები  ბოლნისი

2

ივერია  თბილის

3

ვეფხვები  პატარძეული

4

დინამო  თბილისი

5

არესი  ქუთაისი

6

ხულიგანა  თბილისი

7

იუნკერები  კიკეთი

8

არწივები  ოზურგეთი

2017-18 * რეგიონული ლიგა

17/08_2017 @ 10.05

დებულება  |  2016-17

 განრიგი   მთელი სეზონი

დასავლეთი

განაცხადები.xls

1

ფირალები  ქედა

2

კოლხი რაინდები  ფოთი

3

ტაო  სამცხე-ჯავახეთი

4

წყალტუბო  წყალტუბო

5

რაგბის სკოლა  ჭიათურა

6

აიეტი  ვანი

7

არწივები  ზესტაფონი

აღმოსავლეთი

განაცხადები.xls

1

სტუ  თბილისი

2

ცივი  თელავი

3

ტორნადო  დუშეთი

4

გორდა  გორი

5

დევები  თბილისი

6

იბერია სპორტუნი  მცხეთა

ესები

25/07_2017 @ 10.20

ახალი წესები დამდეგი სეზონისთვის

15-ვე სიახლე 4-გვერდა ბროშურად (ა5)

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

ოქმის ბლანკი და
შევსების ინსტრუქცია

წესების წიგნი 

2017 * შემოდგომის ტესტები

22/07_2017 @ 21.30

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

11/11

.

შინ

.

.

შაბ

18/11

18.30

კარდიფ

უელსი

.

შაბ

25/11

.

შინ

შტატები

.

2017 * ჭაბუკთა ლიგები

14/06_2017 @ 19.20

"" ლიგ

არდადეგები  5/09-მდე

მოწინავე  რვეული

სანუგეშო ჯგუფები     

"" ლიგ

არდადეგები  14/09-მდე

ზედა რვეული         შუა რვეული     

განრიგი დამტკიცდა

სანუგეშო ჯგუფები   აღმ   დას

შავი დაფა

23/05_2017 @ 20.10

ვის როდის უმთავრდება სასჯელი

2018 * რაგბი ევროპა

10/07_2017 @ 19.05   წყარო_EN

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

10/02

15.00

შინ

ბელგია

0:0

შაბ

17/02

17.30

გარეთ

გერმანია

0:0

შაბ

03/03

15.00

შინ

ესპანეთი

0:0

შაბ

10/03

16.00

სოჭი

რუსეთი

0:0

კვი

18/03

13.00

შინ

რუმინეთი

0:0

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები

2019 * მსოფლიო თასი

15/07_2017 @ 09.50

იაპონია * პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
ევრ’1 აფრ’1  აშშ   ფიჯ 
ევრ’2 | სამ რეპ  ტონ  ამე’2

2017 ზაფხულის შესარჩევებში
გამოვლინდა სამი ფინალისტიც:

ამე’1 = შტატები,
ზღვ’1 = ფიჯი, ზღვ’2 = ტონგა

ოთხ 10/05 @ 12.00 საქ 

კიოტო (იაპონია)   წილისყრა

20 ფინალისტი განაწილდა ოთხ 5-გუნდა ჯგუფად

შესარჩევთა ზემო დონე

სახელმძღვანელო

28/10_2016 @ 17.45

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

ლექსიკონი

23/01_2017 @ 21.00

ნულოვანი ვერსია

+ დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

\

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი

 

 

რადიო პალიტრა

 

ლელო