საქართველო და სამი სტუმარი

საქართველო

საქართველოში რაგბის თამაში 1959 წელს დავიწყეთ.

კავშირის წინამორბედი - ფედერაცია 1966 შეიქმნა.

ქართული რაგბი სამი ათეული წელი საბჭოურის ნაწილი იყო, რის გამოც ეროვნული ნაკრები არ გვყავდა 1989 წლამდე.

საქართველო 1992 წლიდან რაგბის საერთაშორისო საბჭოს (ირბ) წევრია.

ბორჯღალოსნები 2000 წლიდან თამაშობენ ევროპის "ერთა თასის" ელიტაში.

ჩვენი გუნდი ამ ტურნირის 6-გზის ჩემპიონია (2001 2007/8 2009 2011 2012 2013), სამჯერ კი (2001 2008 2011) სეზონში ყველა მეტოქე ძლია და სლემი შეასრულა.

საქართველო ბოლო სამი მსოფლიო თასის მონაწილეა  (2003 ავსტრალია, 2007 საფრანგეთი, 2011 ზელანდია) და ჯამური მაჩვენებლებით 25 გუნდს შორის მე-17 ადგილზეა.

ბორჯღალოსნები დღესდღეობით იმავე მიდამოში,  მე-16 ადგილზე არიან ირბ-ის რეიტინგშიც.

25 წელში საქართველოს 156 ტესტი გაუმართავს 43 ნაკრებთან.

ამ შეხვედრათა ბალანსია 92 მოგება - 58 წაგება (6 ფრე)

ნაკრების კვართი ჩაუცვამს 223 ვაჟკაცს, 24 მათგანს კი გუნდისთვის უკაპიტნია.

გამორჩეული ბორჯღალოსნები არიან:

კეპების სიმრავლით:

85  ირაკლი აბუსერიძე
70  მალხაზ ურჯუკაშვილი
69  მერაბ კვირიკაშვილი,  
       თედო ზიბზიბაძე 
67  გია ლაბაძე,  
       გიორგი ჩხაიძე
66  ილია ზედგინიძე, 
       ირაკლი მაჩხანელი
65  დავით კაჭარავა

გატანილი ლელოებით:

23  ირაკლი მაჩხანელი
22  მამუკა გორგოძე
18  მალხაზ ურჯუკაშვილი, 
       თედო ზიბზიბაძე
15  ილია ზედგინიძე, 
       ბესიკ ხამაშურიძე
14  ბესო უდესიანი
13 
დავით კაჭარავა
12  გია ლაბაძე

მოგროვილი ქულებით:

433  მერაბ კვირიკაშვილი
325  მალხაზ ურჯუკაშვილი
320  პავლე ჯიმშელაძე
105  ნუგზარ ძაგნიძე
105  ლაშა მალაღურაძე

კანადა

ოვალურმა ბურთმა ერთ ქვეყნად ჯერაც შეუკავშირებელ ბრიტანეთის სამფლობელოებში 1864 წელს შეაღწია, მაგრამ თამაშმა მალე იცვალა იერი და ორად გაიყო:

კანადელთა უმეტესობა 12-კაცა ეროვნულ ბურთაობას გაყვა, ბრიტანულმა ვერსიამ კი წყნარი ოკეანის კიდეზე, ბრითიშ ქოლამბიაშიღა (ვანკუვერ) იხარა.

ნაკრებმა პირველი მატჩი 1932 წელს გამართა. კავშირი 1974 წელს დარეგისტრირდა. კანადა ირბ-მა 1987 წელს მიიღო და პირველსავე მსოფლიო თასზე მიიწვია.

მას აქეთ "მეიპლ ლივზ" (ნეკერჩხლები) ყველა გათამაშებაში მონაწილეობს და 1991 წელს მეოთხედ-ფინალშიც გავიდა, ჯამური ბალანსით კი 25 ქვეყანას შორის მე-12 ადგილზეა.

შერჩევის ორიგინალური ფორმულის წყალობით, აგვისტოში კანადა შეიქნა პირველი ქვეყანა, ვინც 12 განთესილის კვალად მოიპოვა 2015 წლის მსოფლიო თასის (ინგლისი) საგზური.

ამით ჩრდილო ამერიკის ფალავანი ირბ-ის რეიტინგში მე-14 ადგილამდე აღზევდა. ნეკერჩხლებმა წლეულს სამივე რკენა მოუგეს მეზობელ შტატებს, ვისთანაც ერთად შვიდკაცაშიც მაგრობენ და მსოფლიო სერიის ეტაპთა მუდმივ მონაწილეებად ირიცხებიან.

კანადასთან გვითამაშია სამჯერ: შინ გავიმარჯვეთ, ჩრდილო ამერიკაში კი ორჯერვე დავმარცხდით.

საქართველო 1-2 კანადა

10:42  (2009 დენვერ, აშშ)

22:15  (2010 ეროვნული)

12:31  (2012 ვანკუვერ)

შტატები

ამერიკული რაგბი უცნაური ფენომენია: თუმც ეროვნული ბურთაობის ჩრდილში დგას, 15-კაცა ბრიტანული თამაში მაინც საკმაოდაა გავრცელებული უნივერსიტეტებსა და შეიარაღებულ ძალებში, ოღონდაც იანკები სპორტის ამ სახეობას მეტწილად გასართობად ეტანებიან.

რაგბის პირველი მატჩი შტატებში 1875 წელს მოეწყო. ნაკრებმა პირველი ტესტი 1912 წელს გამართა და 1920 და 1924 წლებში ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა, მაგრამ დეპრესიის დროს რაგბი დაკნინდა და კალიფორნიასა და შიდა დასავლეთშიღა შემორჩა.

აღორძინება 1975 წელს დაგვირგვინდა კავშირის შექმნით, 1987 წელს კი აშშ ირბ-მა სცნო და პირველ  მსოფლიო თასშიც ჩააბა.

"იგლზს" (არწივები) მას აქეთ მხოლოდ 1995 წლის გათამაშება გაუცდა - შესარჩევი ზღუდე ვერ დაძლია, რის გამოც ფინალისტთა რაოდენობა მერე და მერე ოცამდე  გაზარდეს; ჯამური მაჩვენებლებით კი ამერიკა 25 ქვეყანაში ჩვენს წინ, მე-16 ადგილზე სუფევს.

სამაგიეროდ, ირბ-ის რეიტინგში საქართველო წერია შტატებზე (მე-18 ადგილი ) ორი სტრიქონით მაღლა.

იანკებმა აგვისტოში კანადას რომ ვერაფერი დააკლეს, 2015 წელს, ინგლისში, მსოფლიო თასზე სარაგბოდ მათ გაისად, მარტში, ორჯერ მოუწევთ ურუგვაისთან შებმა.

სხვაფრივ, შტატებთან ურთიერთ-შეხვედრების ბალანსი ისეთივე გვაქვს, როგორც მის მეზობელ კანადასთან:

სამი თამაშიდან ერთში - შინ გავიმარჯვეთ, ჩრდილო ამერიკაში კი ორჯერვე დავმარცხდით.

საქართველო 1-2 შტატები

13:31  (2009 დენვერ)

19:17  (2010 ეროვნული)

20:36  (2012 დენვერ)

სამოა

კუნძულები უწინ ზელანდიის სამფლობელო რომ იყო, რაგბი იქ კივებმა დანერგეს 1920 წელს.

კავშირიცა და ნაკრებიც სამოას 1924 წლიდან ჰყავს.

ქვეყანა ირბ-ში 1988 წელსღა მიიღეს, რის გამოც პირველი მსოფლიო თასი (1987) გაუცდა.

ნაკრებს თიკუნად "მანუ" (გულადები) აქვს.

გუნდი თამაშის წინ ასრულებს საბრძოლო ცეკვას, რომელსაც "სივა ტაუ" ჰქვია.

სამოა ირბ-ის რეიტინგში მე-7 ადგილზე რომაა, 2015 წლის მსოფლიო თასზე მეორე დონეზე განითესა.

მანუს ბირთვი ბრიტანეთში, საფრანგეთში, ახალ ზელანდიასა და იაპონიაში მოღვაწეობს.

სამოა 2010 და 2012 წლებში "წყნარი ოკეანის თასის" ჩემპიონი გახდა.

მანუმ შარშანწინ (2011) სტუმრად ძლია თვით ავსტრალია 32:23, შარშან, ტურნეზევე - უელსი 26:19, წელს კი, სამხრეთ აფრიკაში - შოტლანდია 27:17 და იტალია 39:10

სამოა მსოფლიო თასზე წინა საუკუნეში ორჯერ (1991 1995) გავიდა მეოთხედ-ფინალში, სულ კი 25 გუნდში ჯამური მაჩვენებლებით მე-10 ადგილზეა.

მანუს 192 ტესტის ბალანსია 94 მოგება - 93 წაგება (5 ფრე)

სამოას ჭაბუკთა ნაკრებმა 2011 წელს თბილისში იმარჯვა "20 წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე"

სამოას შვიდკაცამ 2010 წელს მოიგო მსოფლიო სერია და ყოველ სეზონში ლიდერთა შორისაა.

ძირით სამოელები არიან გამოჩენილი ზელანდიელი მორაგბეები: მაიქლ ჯოუნზ, ჯო სთენლი, ვაინგა ტუიგამალა, ფრენქ ბანს, ჯოშ კრონფელდ, ტანა უმანგა, ჯერი ქოლინზ, ქრისჩენ ქალენ, არონ მეიჯერ, ქევენ მეალამუ, მალილი მულიაინა, მაჰა ნონუ, ლიამ მესამ; ავსტრალიელი დიგბი იოანე და ინგლისელი მანუ ტუილანგი.

სამოას აქამდე შევხვედრივართ ერთადერთხელ - 2003 წლის მსოფლიო თასზე, პერთში (ავსტრალია)  9:46

საქართველოს დრო
 

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2017-18 * კონტინენტის ფარი

შაბ 16/1ბათუმი  15.00

14/12_2017 @ 13.05

  სრულად    ოფიციოზი_EN

ბათუმი -

საქართველოს თარიღითა და დროით, შაბათობით

14/10

17.00

როვიგო (იტა)

27:31

21/10

15.00

ჰაიდელბერგ (გერ)

33:16

09/12

18.00

ვიადანა (იტა)

27:31

16/12

15.00

ტიმიშოარა (რუმ)

0:0

"ა"

სხვ

ტმშ (რუმ)

13

+41

11/04

რვგ (იტა)

11

+37

11/07

ჰდლ (გერ)

8

-9

04/09

ვდნ (იტა)

6

-28

09/12

"ბ"

სხვ

ბთმ (საქ)

8

+9

11/10

კლვ (იტა)

7

+21

10/06

პდვ (იტა)

6

-3

05/04

ლშბ (პორ)

4

-68

06/15

გუნდი თანაჯგუფელებს ეჯიბრება,
მაგრამ ... არ ეთამაშება!
პლეი
ოფში გადის ორ-ორი მოწინავე

2017-18 * დიდი 10

6/12_2017 @ 10.50

23/12  გადადებული  ლოკ – ბთმ

3/12 @ 16.45

სხვ

 მ-წ *

$

აია  ქუთაისი

38

+147

9-1

2

ლელო სარასენს

36

+96

8-2

4

ლოკომოტივი

33

+87

7-2

5

ჯიქი  გორი ^

28

+26

5-4*1

6

ბათუმი

28

+96

5-3*1

6

ხარები  რუსთავი

23

-34

5-4*1

1

აკადემია

20

+9

3-7

8

არმაზი  მარნეული

15

-59

2-7*1

5

არმია

9

-140

2-8

1

ბაგრატ  ქუთაისი

5

-228

1-9

1

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  სქოლიო

2017-18 * პირველი ლიგა

10/12_2017 @ 17.55

9-10/12   IX ტური

2017-18 * რეგიონული ლიგა

4/12_2017 @ 18.50

განახლდება 2018 წელს

24/02 დასავლეთი | 10/03 აღმოსავლეთი

სტუ-ს დაექვითა 10 ქულა

2017 * ჭაბუკთა ლიგები

17/11_2017 @ 17.30

  მოწინავე სამეულები 

"" ლიგ

4-5/11  ოქროს | ბრინჯაოს  ფინალები

1

ლელო  თბილისი

2

აია  ქუთაისი

3

იუნკერები ჩოხოსნები

რეიტინგოებიც  დასრულდა

"" ლიგ

12/11 ფინალები  | 17/11  II სარეიტინგოები

1

ხვამლი ხომლი

2

ლელო 1  თბილისი

3

მწვანე აია  ქუთაისი

ზედა რვეული      ო    შუა რვეული     

სანუგეშოები დასრულდა   აღმ   დას

შავი დაფა

15/11_2017 @ 19.30

ვის როდის უმთავრდება სასჯელი

2018 * რაგბი ევროპა

10/07_2017 @ 19.05   წყარო_EN

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

10/02

15.00

შინ

ბელგია

0:0

შაბ

17/02

17.30

გარეთ

გერმანია

0:0

შაბ

03/03

15.00

შინ

ესპანეთი

0:0

შაბ

10/03

16.00

სოჭი

რუსეთი

0:0

კვი

18/03

13.00

შინ

რუმინეთი

0:0

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები

2019 * მსოფლიო თასი

2/11_2017 @ 18.15

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

კან | ურუ

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
ევრ’1 აფრ’1  აშშ   ფიჯ 
ევრ’2 | სამ რეპ  ტონ  კან | ურუ

ესები

28/08_2017 @ 22.30

ახალი წესები დამდეგი სეზონისთვის

15-ვე სიახლე 4-გვერდა ბროშურად (ა5)

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

ოქმის ბლანკი და
შევსების ინსტრუქცია

განახლებული წიგნი 

სახელმძღვანელო

13/10_2017 @ 11.05

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

23/01_2017 @ 21.00

ნულოვანი ვერსია

+ დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

\

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი

 

 

რადიო პალიტრა

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო       მინდა ჯგუფის ლოგო