შეცვლა, მიწოლა, უსაფრთხოება

წესთა განმარტებანი გუნდის, მსაჯისა და კომისრისთვის

   თაბახად (ა4)

რადგან რაგბის წესები სხვადასხვა ეპოქაშია დაწერილი სხვადასხვა ხალხის მიერ, საჭიროდ ვცანით ზოგი - ბოლო დროის გამოცდილებით საჭირბოროტოდ ქცეული - მუხლის ჩამოყალიბება უფრო გასაგები ფორმით, ვიდრე ეს დედანსა და მის ზუსტ ქართულ თარგმანშია.

   ინგლისური დედანი   გვ. 34-40 (2016)         ქართული თარგმანი   გვ. 11-17 (2016)

მსაჯი წყვეტს, კომისარი აღნუსხავს

ახლანდელი წესებით - "დასისხლიანებულის გაყვანისა" და "შერკინების უსაფრთხოების" პრინციპთა გამო - შეცვლათა რაოდენობამ ერთობ იმატა.

ამით დამატებითი პასუხის’მგებლობა დაეკისრა მსაჯს - გადაწყვეტილებას იგი ერთ’პიროვნულად იღებს, კომისარი კი პროცესს თვალ-ყურს’ღა ადევნებს, მსაჯს რჩევით თუღა შეეწევა და შეცვლას ოქმში აღნუსხავს.

სამატჩო სია

გუნდს შეუძლია მაქსიმუმ რვა (8) სათადარიგოს ყოლა და ყველანი თამაშამდე უნდა ჩაწეროს ოქმში.

ამით გუნდის სამატჩო სიაში მაქსიმუმ 23 კაცია = 15 დამწყები + 8 სათადარიგო, და ნებისმიერი შეცვლა უნდა გაკეთდეს მხოლოდ ამ მოთამაშეებით.

სათადარიგოთა რაოდენობა

სათადარიგოთა ზუსტი რაოდენობა დგინდება "შერკინების უსაფრთხოებაზე" ზრუნვით. კერძოდ,

#   რეზერვში 8 კაცის დასასმელად 23-კაცა სიაში უნდა გყავდეს მინიმუმ 6 სპეციალისტი პირველ’ხაზელი.

#   4, 5, 6 ან 7 კაცის დასასმელად - მინიმუმ 5 სპეციალისტი,

#   1, 2 ან 3 კაცის დასასმელად - მინიმუმ 4 სპეციალისტი,

#   ხოლო თუ რაზმში მხოლოდ 3 სპეციალისტი გყავს, რეზერვში ვეღარავის დაისვამ - 15 კაცით უნდა ითამაშო.

სპეციალისტები

"სპეციალისტი პირველ’ხაზელი" ისე უნდა იყოს ნავარჯიშები, რომ შეეძლოს პირველ ხაზში დადგომა.

თამაშის დაწყებამდე სპეციალისტები ოქმის შემვსებმა ცხადად უნდა გამოყოს რაიმე ნიშნით - მაგალითად, ვარსკვლავით (*)

დამწყებ 15 კაცში 1, 2, 3 ნომრებზე აუცილებლად სპეციალისტები უნდა ეწერონ, დანარჩენი სპეციალისტები კი შეგიძლია დაისვა რეზერვში ან დაიყენო სხვა ნომრებზე (4 - 15)

პასუხს კაპიტანი აგებს

აქაცა და მერეც, ყველა სხვა ვითარებაში, გუნდი თავად აგებს პასუხს საკუთარ უსაფრთხოებაზე:

კაპიტანმა "ნაღდი შერკინების" პირველ ხაზში არ უნდა დააყენოს არა-სპეციალისტი,

მსაჯს კი შეუძლია მხოლოდ შეეკითხოს კაპიტანს, დაცულია თუ არა შერკინების უსაფრთხოება’ო, და მხოლოდ მისი პასუხის საფუძველზე აკრძალოს მიწოლა - შემოიღოს "ცრუ შერკინება"

ნებისმიერ "უქმ ბურთზე"

"შეცვლა" არის ქმედება, როცა მოთამაშე მოედნიდან გადის და მის მაგივრად მისივე გუნდელი შედის.

შეცვლა შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ მსაჯის დასტურით - მოედანზე შეპარვა ან ძალად შესვლა დარღვევაა.

შეცვლა შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ "უქმ ბურთზე" -

როცა მსაჯმა დაუსტვინა და თამაში შეაჩერა: ჩათვალა ლელო ან გოლი;  დანიშნა ჯარიმა, თავისუფალი, აუტი, შერკინება ან 22, 

ან გარდასახვა კარს ასცდა - ამ დროს მსაჯი არ უსტვენს.

გთხოვთ, დაივიწყოთ მცდარი შეხედულება, რომ ჯარიმაზე კაცის შეცვლა არ შეიძლება. მეტიც, შესულს ჯარიმისა და გარდასახვის დარტყმაც შეუძლია.

შეუცვლელად გასვლა

მოთამაშეს "უქმ ბურთზე" მოედნიდან გასვლა შეუძლია შეუცვლელადაც - ისე, რომ მის მაგივრად არავინ შევიდეს, ოღონდაც აქაც მსაჯის დასტურით: მაგალითად, ტკივილის გასაყუჩებლად, ან საპირფარეშოში.

მოთამაშეს მოედანზე დაბრუნება შეუძლია მხოლოდ "უქმ ბურთზე" და მსაჯის დასტურით’ვე.

დაბრუნება შეღავათია

შეცვლილ მოთამაშეს მოედანზე დაბრუნება შეუძლია, ოღონდაც მხოლოდ შეღავათად - თამაშის უსაფრთხოებისთვის - და არა სხვა მოტივით.

თუ კაცი ცხადად დაშავდა და დაიმტვრა -- გუნდი აღარ უნდა ეცადოს მის დაბრუნებას.

უსაფრთხოებაზე პასუხის’მგებელია კაპიტანი, მაგრამ მსაჯსაც შეუძლია ჩაეძიოს და დაშავებულს დაბრუნება აუკრძალოს.

მეტიც, მსაჯს შეუძლია კაპიტანს მოსთხოვოს, შენი გუნდელი ისე დაიმტვრა, რომ უნდა შეცვალოთ, ან "შეუცვლელად გაიყვანოთ" და ექიმს გაასინჯოთ’ო.

შეღავათები, როცა დაბრუნება დასაშვებია:

(1)  სისხლი

თუ მოთამაშეს სისხლი სდის, მოედნიდან გავა მაქსიმუმ 15 წუთით და მის მაგივრად შევა გუნდელი, გინდაც შეცვლილი - უკვე ნათამაშევი.

ამ დროს გუნდს რეზერვში შეიძლება ეჯდეს უთამაშებლებიც, მაგრამ მაინც ვერავინ - ვერც მსაჯი და ვერც მეტოქე - ვერ მოსთხოვს, ამათგან რომელიმე შეიყვანე, ხოლო შეცვლილს ნუ დააბრუნებო.

"15 წუთის" ათვლა ხდება სამოქალაქო საათით - ამ 15 წუთში შედის პაუზებიც.

ამ 15 წუთის გასვლისას დასისხლიანებული მოთამაშე დასაბრუნებლად მზად უნდა იყოს - მოედნის კიდეზე იდგეს, თამაშში კი პირველ უქმ ბურთზე’ღა, მსაჯის დასტურით ჩაებმება.

თუ 15 წუთის გასვლისას სისხლზე შეცვლილი მოთამაშე მზად ვერაა, იგი ვეღარ დაბრუნდება, მის მაგივრად შესული კი თამაშს ჩვეულებრივად გააგრძელებს - გინდაც სულ ბოლომდე. 

თუ 15 წუთის გასვლა შესვენებაზე ხდება და შეცვლილი დაბრუნებას აპირებს -- გუნდს მეორე ტაიმზე უნდა გამოჰყვეს გასახდელიდან.

თუ სისხლზე შეცვლილის მაგივრად შესული წითლით გააძევეს -- შეცვლილი ვეღარ დაბრუნდება.

თუ სისხლზე შეცვლილის მაგივრად შესული 10-წუთიანში გააგდეს, ეგრეც შეიძლება მოხდეს, რომ შეცვლილს მეტი დრო მიეცეს მოსამზადებლად - სინბინის ამოწურვამდე მაინც ვეღარ დაბრუნდება.

(2)  ჭაბუკები

19 წლამდელთა წესებით - ჭაბუკთა და ბავშვთა რაგბში - შეცვლილს შეუძლია დაშავებულ-დამტვრეულის მაგივრად დაბრუნება.

ეს შეღავათი უპირობოა - გუნდს ვერავინ მოსთხოვს, ჯერაც უთამაშებელი სათადარიგო შეიყვანე, შეცვლილს კი ნუ დააბრუნებ’ო.

(3)  ნაღდი შერკინების უსაფრთხოება

"მსოფლიო რაგბის" ქარტიით, მიწოლა აუცილებელი კომპონენტია შერკინების ნაღდ’ობისთვის.

ამის გამოა, რომ თამაშის ბოლომდე მიწოლის შესანარჩუნებლად და შერკინების უსაფრთხოებისთვის’აც, ნება’დართულია დაშავებული პირველ’ხაზელის მაგივრად შეცვლილი სპეციალისტის დაბრუნება -

უპირობოდ, როცა’კი საჭირო გახდება - გინდაც რეზერვში უთამაშებელი პირველ’ხაზელიც გეჯდეს.

(4)  გაწირვა - ნაღდობის უზრუნველ’ყოფა

თუ პირველ’ხაზელი დაშავდა, 10-წუთიანში გააგდეს ან სულაც წითლით გააძევეს --
მსაჯი მაშინვე ჰკითხავს კაპიტანს, ნაღდ, მიწოლიან შერკინებაში როგორ დადგებითო.

კაპიტანი ამაზე ან

ა) მიუგებს, აგერ, ეს ბიჭი - გინდ შემოსულთაგან რომელიმე და გინდაც მოედანზე ადრევე მყოფი - სპეციალისტი პირველ’ხაზელია’ო, ან

ბ) მოახსენებს, რომ პირველი’ვე შერკინების დანიშვნის შემდეგ მოედანზე მყოფთაგან რომელიმეს გაწირავს - ეს გავა და მის ნაცვლად სპეციალისტი შემოვა’ო. და ანაც

გ) აცნობებს, რომ გუნდი მიწოლიან შერკინებაში ვეღარ დადგება, რის გაგონებაზეც მსაჯი გუნდებს გამოუცხადებს -- რათა ამათ იცოდნენ, რაც ელით -- რომ თუ ვითარება არ შეიცვალა, შერკინებაში მიწოლა იკრძალება და შემდეგი შერკინება "ცრუ" იქნება.

მეტიც, გუნდი დაშავებული პირველ’ხაზელის ნაცვლად იმთავითვე  -- მსაჯის მიერ "ცრუ შერკინების" გამოცხადების’თანავე -- ვეღარავის შეიყვანს და ამდენად -- კაც’ნაკლული დარჩება.

ბ) შემთხვევაში "შემოსაყვანი სპეციალისტი" შეიძლება იყოს სათადარიგოც და "შეცვლილი დამწყებიც", თავად შეცვლა კი ხდება მომდევნო შერკინების დანიშვნის შემდეგ -- მის მოწყობამდე.

(( ყურადღება მიაქციეთ, "შერკინების დანიშვნის შემდეგ" - და არა მანამდე: ეგებ აღარც ინიშნება შერკინება და შეღავათმა რატომ უნდა იმოქმედოს? ))

სინბინის ამოწურვის შემდეგ გაწირულს შეეძლება "შემცვლელი სპეციალისტის" მაგივრად დაბრუნება;

მაგრამ თუ ეს სპეციალისტი წითლით გააძევეს, ახალი, 2016 წელს გამარტივებული მუხლით -- გაწირული ვეღარ დაბრუნდება >> 3.11(ე) დებულების ანალოგიით @ გვ.16

ერთი კია, ახალი, 2016 წელს გამარტივებული მუხლით’ვე -- წითლით გაძევებული პირველ’ხაზელის ნაცვლად შესაყვანი სპეციალისტისთვის გაწირული მოთამაშე იძენს "სათადარიგოს სტატუსს" და შეეძლება შემცვლელად შესვლა >> 3.6(ზ) დებულება @ გვ.14 

ცრუ შერკინება

დავუბრუნდეთ წინა ნაკვეთის გ) შემთხვევას -- მსაჯმა "ცრუ შერკინების" შემოღება გამოაცხადა.

მაშინ, მომდევნო შერკინების დანიშვნის შემდეგ, მის მოწყობამდე -- გუნდი, ვისაც პირველ’ხაზელი 10-წუთიანში გაუგდეს | წითლით გაუძევეს და შერკინებაში მიწოლა სწორედ ამის გამო აიკრძალა -- მოედნიდან გაიყვანს (მოიკლებს) კიდევ ერთ, ნებისმიერ მოთამაშეს.  

(( აქაც მიაქციეთ ყურადღება, "შერკინების დანიშვნის შემდეგ" - და არა მანამდე: ეგებ შერკინება აღარც ინიშნება? ))

ახალი, "იტალიური წესით", ცრუ შერკინებაში ორივე გუნდი 8 კაცით ეწყობა - ოღონდაც გუნდები ერთმანეთს უბრალოდ ეყუდებიან, არ აწვებიან და ბურთს შეუფერხებლივ იგებს შემგდები გუნდი. თუ გუნდს სპეციალისტები აღარ ჰყოფნის, პირველ ხაზში დადგომა შეუძლია უკვე ნებისმიერს.

კიდევ ვიმეორებთ, შერკინების უსაფრთხოებაზე პასუხს აგებს კაპიტანი: მსაჯი ვერ იქნება "ცრუ შერკინების" ინიციატორი -- მოთხოვნა უნდა მოდიოდეს სპეციალისტ’ნაკლული გუნდისგან. "ცრუ შერკინებაზე" თამაშის გადაყვანისთვის კი გუნდი იმით ისჯება, რომ ერთი მოთამაშე უნდა მოიკლოს.

2014 წლის აპრილიდან ჩვენში მოქმედი "ფრანგული წესით", კაცის მოკლება უპირობოა - "ცრუ შერკინებაზე" გადასვლის მიზეზს მნიშვნელობა არა აქვს: მეტოქეს სრულად უნდა მიეცეს ძლიერი შერკინების გამოყენების შანსი, ხოლო თუ უსაფრთხოება მაინც მოითხოვს მიწოლვის აკრძალვას -- გუნდმა სანაცვლო უპირატესობა სხვა რგოლში უნდა მიიღოს.

"ცრუ შერკინება" მარადიული როდია: თუ მისი შემოღება სინბინის გამო მოხდა -- სასჯელის ამოწურვის შემდეგ აღდგება მიწოლა და მოკლებული მოთამაშეც დაბრუნდება.

შეღავათი არ ვრცელდება ...

კიდევ ვიტყვით. რომ პირველ’ხაზელებთან დაკავშირებული შეღავათები შემოღებულია მხოლოდ და მხოლოდ შერკინების უსაფრთხოებისა და ნაღდ’ობისთვის - რათა ბოლომდე იყოს ბრძოლა, მიწოლა და გამოუცდელი არა-სპეციალისტიც არ დაკუტდეს.

ამიტომაა, რომ დაბრუნების შეღავათი არ ვრცელდება 9 ნომერზე, არც ათზე, არც 15-ზე, არც კარში დამრტყმელზე, არც დერეფანში ბურთის ამგდებზე, მხტომელზე და ა.შ.

თუ ესენი დაგიშავდნენ ან გაგიგდეს, გაჭირვებას გუნდის რესურსებით უნდა გაუმკლავდეთ - სხვა მოთამაშე გადაიყვანოთ პრობლემურ პოზიციაზე, ან გააკეთოთ კლასიკური შეცვლა, რომლის შედეგადაც შეცვლილს მეტწილად ვეღარც დააბრუნებთ - გამონაკლისია ისევ და ისევ (1) სისხლი

მაგალითად, თამაში ვთქვათ და ორი 9 ნომრით უნდა გააგრძელოთ, თუკი ერთი სინბინში გაგიგდეს და ამ დროს მეორე შეიყვანეთ რომელიმე სხვა მოთამაშის მაგივრად.

31/08_2016 @ 18.10  #  11/03_2016 @ 13.35  #  8/09 2015 @ 15.25

 

 

საქართველოს დრო
 

 

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2017-18 * კონტინენტის ფარი

შაბ 21/10  ბათუმი  15.00

21/10_2017 @ 24.50

  სრულად    ოფიციოზი_EN

ბათუმი -

საქართველოს თარიღითა და დროით, შაბათობით

14/10

17.00

როვიგო (იტა)

27:31

21/10

15.00

ჰაიდელბერგ (გერ)

33:16

09/12

18.00

ვიადანა (იტა)

0:0

16/12

15.00

ტიმიშოარა (რუმ)

0:0

"ა"

სხვ

ტმშ (რუმ)

9

+39

9/3

რვგ (იტა)

6

-1

5/6

ჰდლ (გერ)

4

-13

3/7

ვდნ (იტა)

1

-32

4/9

"ბ"

სხვ

ბთმ (საქ)

7

+13

8/5

კლვ (იტა)

6

+23

9/4

პდვ (იტა)

5

+1

3/3

ლშბ (პორ)

4

-30

5/9

  ლელოთა ფარდობა დადგინდა!  

გუნდი თანაჯგუფელებს ეჯიბრება,
მაგრამ ... არ ეთამაშება!
პლეი
ოფში გადის ორ-ორი მოწინავე

2017-18 * დიდი 10

10/10_2017 @ 18.25

განახლდება  27/10

8/10 @ 19.40

სხვ

 მ-წ *

$

აია  ქუთაისი

24

+57

6-0

0

ლელო სარასენს

18

+28

4-2

2

ბათუმი

17

+75

3-1*1

3

ხარები  რუსთავი

17

-1

4-2

1

ჯიქი  გორი

16

+28

3-3

4

ლოკომოტივი

14

+11

3-2

2

არმაზი  მარნეული

13

-4

2-3*1

3

არმია

9

-78

2-4

1

აკადემია

5

-42

0-6

5

ბაგრატ  ქუთაისი

5

-74

1-5

1

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  სქოლიო

2017-18 * პირველი ლიგა

21/10_2017 @ 16.30

19-22/10   IV ტური

2017-18 * რეგიონული ლიგა

17/10_2017 @ 19.40

22/10   დას VII ტური | აღმ VI ტური

2017 * ჭაბუკთა ლიგები

20/10_2017 @ 19.15

"" ლიგ

24-26/10  საჩემპიონო ნახევარ’ფინალები

საპასუხო სრეიტინგო მატჩები

სანუგეშო ჯგუფები     

"" ლიგ

19-20/10   III ეტაპის ბოლო, VI ტური

ზედა რვეული         შუა რვეული     

სანუგეშო ჯგუფები   აღმ   დას

შავი დაფა

20/10_2017 @ 17.20

ვის როდის უმთავრდება სასჯელი

2017 * შემოდგომის ტესტები

9/10_2017 @ 18.55

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

 1989-2017   203 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად

შაბ

11/11

18.00

დინამო

კანადა

.

შაბ

18/11

18.30

კარდიფ

უელსი

.

შაბ

25/11

18.00

მესხი

შტატები

.

2018 * რაგბი ევროპა

10/07_2017 @ 19.05   წყარო_EN

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

10/02

15.00

შინ

ბელგია

0:0

შაბ

17/02

17.30

გარეთ

გერმანია

0:0

შაბ

03/03

15.00

შინ

ესპანეთი

0:0

შაბ

10/03

16.00

სოჭი

რუსეთი

0:0

კვი

18/03

13.00

შინ

რუმინეთი

0:0

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები

2019 * მსოფლიო თასი

15/07_2017 @ 09.50

იაპონია * პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
ევრ’1 აფრ’1  აშშ   ფიჯ 
ევრ’2 | სამ რეპ  ტონ  ამე’2

2017 ზაფხულის შესარჩევებში
გამოვლინდა სამი ფინალისტიც:

ამე’1 = შტატები,
ზღვ’1 = ფიჯი, ზღვ’2 = ტონგა

ოთხ 10/05 @ 12.00 საქ 

კიოტო (იაპონია)   წილისყრა

20 ფინალისტი განაწილდა ოთხ 5-გუნდა ჯგუფად

შესარჩევთა ზემო დონე

ესები

28/08_2017 @ 22.30

ახალი წესები დამდეგი სეზონისთვის

15-ვე სიახლე 4-გვერდა ბროშურად (ა5)

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

ოქმის ბლანკი და
შევსების ინსტრუქცია

განახლებული წიგნი 

სახელმძღვანელო

13/10_2017 @ 11.05

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

23/01_2017 @ 21.00

ნულოვანი ვერსია

+ დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

\

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი

 

 

რადიო პალიტრა

 

ლელო