მზარდი საქართველო v ინგლისის საგრაფოები XV - მეორე მატჩი

07-ივნ-2014

მზარდი საქართველოს ნაკრები ხვალ ორ მატჩიანი საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრას გამართვას ინგლისის საგრაფოთა ნაკრებთან. მატჩი კვლავ რუსთავის სარაგბო მოედანზე გაიმართება, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 1 ლარს შეადგენს და მისი შეძენა სტადიონზეა შესაძლებელი.

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა, რომელიც 4 ივნისს გაიმართა, სტუმრების გამარჯვებით 48:23 დასრულდა. თამაშის მსვლელობისას, საქართველოს ნაკრების რიგებში პირველი ლელოს ავტორმა, რეზი ჯინჭველაშვილმა ტრავმა მიიღო - მან ადრინდელის მსგავსად, კოჭი დაიზიანა. მალევე ტრავმის გამო გიორგი ჯიმშელაძემ დატოვა მოედანი, ხოლო მოგვიანებით კი საბა ნიკოლავამ.

რაზმში რამოდენიმე ცვლილებაა

აღნიშნული ტრავმების გამო, მზარდი საქართველოს მთავარმა მწვრთნელმა ორ მოთამაშეს უხმო შეკრებაზე - ხვალინდელ მატჩში ფულ ბეკის პოზიციაზე თბილისის ლოკომოტივისა და ეროვნული ნაკრების 15 ნომერი - ბექა წიკლაური გაირჯება; მარქაფაში კი, არმიელ გიორგი ზაქაშვილს ვიხილავთ, რომელიც ტრავმირებული ნიკა პატარაიას ნაცვლად იქნება, რომელმაც წინა შეხვედრაში წელის ტრავმა მიიღო. მზარდი საქართველოს შერკინებას გიორგი ჭყოიძე შეკრავს. მიღებული ზიანი სერიოზული არ გამოდგა  რეზი ჯინჭველაშვილისათვის და მან გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა აღარ გარისკა და ამიტომ ხვალ მას მარქაფაში 21 ნომრით ვიხილავთ. მის ნაცვლად მატჩს მგეზავის პოზიციაზე მამუკა ნინიძე დაიწყებს.

ვარჯიშის ფოტოები >>>

8 ივნისი, 18:00 საათი - რუსთავის სარაგბო სტადიონი

მზარდი საქართველო ინგლისის საგრაფოთა XV წინააღმდეგ II მატჩი

ქართული რაზმი

შერკინება

1. თორნიკე ლომიძე, 2. დავით ხიდეშელი, 3. ზაზა ნავროზაშვილი, 4. ლაშა ლომიძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. გიორგი მჭედლიშვილი, 7. ელგუჯა სურგულაძე (კაპ), 8. გიორგი ჭყოიძე

ღერძი

9. ალექსანდრე მინდიაშვილი, 10. მამუკა ნინიძე

ხაზი

11. მურაზ გიორგაძე, 12. გიგა გაგოშვილი, 13. გიორგი ტალახაძე, 14. ლევან გოგოლაშვილი, 15. ბექა წიკლაური

მარქაფა

16. გიორგი ლომთაძე, 17. გიორგი ზაქაშვილი, 18. გურამ კავთიძე, 19. ბაჩუკი გუჯარაიძე, 20. ვასილ ლობჟანიძე, 21. რეზი ჯინჭველაშვილი, 22. თორნიკე ცერცვაძე, 23. მიხეილ გაჩეჩილაძე

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

XI ტური

სრულად

პარ 13/12   გორი, ჭალა   17.00

შაბ 14/12   რაგბი პლატო   15.00

შაბ 14/12   ქუთაისი   17.00

კვი 15/12   რაგბი პლატო   15.00

კვი 15/12   დიდი დიღომი, ლელო   17.00

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო