ლეგიონერები: ევროპული საკლუბო რაგბის მე-4 ტურში

20-დეკ-2015

© Stade.fr

17-20 დეკემბერს ევროპაში ორივე საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების მე-4 ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასზე ზურაბ ჟვანიას ‘სტად ფრანსემ’ 40:14 სძლია იტალიურ ‘ბენეტონ ტრევიზოს’. ჟვანია შეცვლაზე შევიდა და 63-მე წუთზე შესანიშნავი ლელო დადო. ‘სტად ფრანსე’ მე-4 პულში 10 ქულით მე-2 ადგილზეა

 

Higlights: Stade Francais Paris v Benetton Treviso

HIGHLIGHTS: On home soil Stade Français Paris delivered a second consecutive victory over Benetton Rugby #ChampionsCup

Posted by EPCR Champions Cup on Sunday, 20 December 2015

 

მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას ‘ტულონი’ დუბლნში ‘ლენსთერს’ ავივაზე საპასუხო მატჩში ესტუმრა და 20:16 დაამარცხა მეტოქე. სამივე ბორჯღალოსანი მარქაფაში იყვნენ. ჩილაჩავას დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ტულონის საჯარიმო ლელო 58-ე წუთზე. 67-ე წუთზე მოედანზე გორგოძე შევიდა. რამდენიმე წუთში მამუკამ თავის ჩვეულ სტილში რაქში გვერდიდან აიტაცა ბურთი. მას ჩაეჭიდა და ლელომდე აწვებოდა კოტე მიქაუტაძე. გორგოძემ დაამიწა, მაგრამ მსაჯმა ტელერეფს უხმო - მანამდე წინ თამაში ხომ არ ყოფილაო. ტელერეფმაც დაუდასტურა და ლელო არ ჩაითვალა. ამ მოგებით და 8 ქულით ტულონმა მესამედან მეორეზე გადაინაცვლა.

 

Highlights: Leinster Rugby v Toulon

HIGHLIGHTS: RCT - Rugby Club Toulonnais power back from 11 points down at the Aviva Stadium #ChampionsCup

Posted by EPCR Champions Cup on Sunday, 20 December 2015

 

წინა კვირას 'ქინგსჰოლმზე' წაგებული თამაშის შემდეგ დათო ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის ‘კლერმომნა’ შინ ‘ექსეთერთან’ დამაჯერებლად 42:10 გაიმარჯვა. კლერმონმა მეტოქეს 5 ლელო დაუდო. ვიტო კოლელიშვილმა 70-ე წუთამდე ითამაშა. ამ დროს მსაჯმა ვიტო მოლის ჩაქცევისთვის გაასინბინა თამაშის ბოლომდე. ორი წუთის შემდეგ, მსაჯმა კიდევ ერთი კლერმონელი, კლემენტ რიკი იგივე მიზეზით გააძევა და მატჩის ბოლომდე კლერმონმა 13 კაცის ოდენობით ითამაშა. მეორე პულში კლერმონი 10 ქულით მე-2 ადგილზეა.

 

© Getty Images

 

ჩელენჯ თასზე 17 დეკემბერს ორმა ბორჯღალოსანმა იასპარეზა. ჯაბა ბრეგვაძის ‘ვუსთერმა’ გასვლაზე ‘გლოსთერთან’ 27:13 დათმო შეხვედრა. ბრეგვაძე მოედანზე მეორე ტაიმის მე-10 წუთზე შევიდა და მატჩის ბოლომდე ითამაშა.

 

Highlights: Gloucester Rugby v Worcester Warriors

HIGHLIGHTS: On Thursday evening Gloucester Rugby faced Worcester Warriors and with the positive result achieved a new EPCR Challenge Cup record with 13 consecutive victories. They top Pool 4 heading into Round 5. #ERChallengeCup

Posted by EPCR Challenge Cup on Friday, 18 December 2015

 

მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის ‘მონპელიემ’ შინ უელსურ ‘კარდიფ ბლუზს’ უმასპინძლა და 1 ქულის სხვაობით, 23:22 გაიმარჯვა. ნარიაშვილმა სასტარტო 15-ეულში დაიწყო და 73-ე წუთამდე ითამაშა.

 

Highlights: Montpellier v Cardiff Blues

HIGHLIGHTS: In Pool 3 Montpellier Hérault Rugby page officielle beat Cardiff Blues in dramatic fashion with the last conversion of the match. #ERChallengeCup

Posted by EPCR Challenge Cup on Friday, 18 December 2015

 

18 დეკემბერს, თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთროშვილისა და გიორგი მარგველანის ‘აჟენი’ გასვლაზე ‘გრენობლთან’ და 48:45 დამარცხდა. ამ შეხვედრაში პროფესიონალური-ევროპული დებიუტი ჰქონდა აჟენის ესპუართა გუნდის წევრს, 20-წლამდე ბორჯღალოსანთა ბურჯ გიორგი მარგველანს.

 

19 დეკემბერს, სოჭში ევროთასებზე მოპოვებული პირველი გამარჯვების შემდეგ, დავით კაჭარავას ‘ენისეი’ საფრანგეთში ‘ბრივს’ ესტუმრა. კარლენ ასიეშვილის, გიორგი ჯღენტის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ცუცქირიძის გუნდმა 33:3 გაიმარჯვა. ბრივში ჩვენებურთაგან მარქაფაში გოდერძი შველიძე იყო, ხოლო ‘ენისეის’ სამწვრთნელო შტაბმა დავით კაჭარავა ფრთაზე ათამაშა.

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო