გოჩა სვანიძის სრკ-ს საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა

30-დეკ-2015

© საქართველოს რაგბის კავშირი

 

დღეს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა ქართული სარაგბო ოჯახის დიდი ნაწილი, რომელმაც შიდა კონსულტაციების შედეგად მათ მიერ შერჩეული სრკ-ს საპრეზიდენტო კანდიდატად გოჩა სვანიძე წარადგინეს.

 

ამ ეტაპზე მის კანდიდატურას 16-მა ნამდვილმა წევრმა დაუჭირა მხარი. პრესკონფერენციაზე ამ კლუბების სახელით სრკ-ს გამგეობის წევრმა და ‘ლელო სარასენსის’ დამფუძნებელმა ბათუ კევლიშვილმა ისაუბრა. მან თავდაპირველად მადლობა გადაუხადა მოქმედ პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს „ქართული რაგბის 8 შესანიშნავი წელიწადისთვის“ და იმედი გამოთქვა, რომ ნიჟარაძე ქართულ რაგბში დარჩება.  გოჩა სვანიძის წარდგენისას მან აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის გაარგძელებს ნიჟარაძის მიერ აღებულ კურსს.

 

წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს გოჩა სვანიძე ესაუბრა. მან მადლობა გადაუხადა წარმდგენებს ნდობისათვის და აღნიშნა: „ნიჟარაძე ჩემი მეგობარი და თანამებრძოლია. ჩემთვის რთული იქნება მისგან მემკვიდრეობის მიღება და თუ 24 იანვარს ნამდვილი წევრები მე ამირჩევენ, ისევ გიასა და ჩემი მხარდამჭერების დახმარებით შევძლებთ ქართული რაგბის განვითარების გაგრძელებას.“

 

მან ასევე დასძინა, რომ მის საარჩევნო პროგრამას ის ნაახალწლევს წარადგენს.

 

პრესკონფერენციის ბოლოს სრკ-ს მომქედმა პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვისი დაუღალავი შრომითაც ქართული რაგბი აქამდე მოიტანა და გოჩა სვანიძე დაახასიათა: „გოჩას ბევრია წელია რაც ვიცნობ. მას ბევრი დადებითი თვისება აქვს და ყველაზე მეტად მის პრინციპულობას ვაფასებ. სხვადასხვა საკითხებზე ხშირად გვიკამათია, როგორ შეიძლებოდა ამა თუ იმ საქმის უკეთ გაკეთება და მრავლად იყო ისეთი მომენტები, როდესაც მისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელი ყოფილა. გოჩა არის ის ადამიანი, რომელიც არა მარტო შეინარჩუნებს იმ კარგს რაც არის, არამედ გამოასწორებს იმას რაც არ იყო და თავის გუნდთან ერთად ქართულ რაგბს ბევრად უფრო წარმატებულს გახდის.“

 

გოჩა სვანიძე ქართული სარაგბო ოჯახის წევრია. ის 1981-1994 წლებში შემდეგ კლუბებში თამაშობდა: ‘სამედიცინო ინსტიტუტში’, ‘შევარდენში’, ‘ელმავალში’, ‘მიმინოში’, ამირანსა და ‘თბილისში’. 2004 წლიდან დღემდე საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა.

 

ამ ეტაპზე გოჩა სვანიძე წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: ლელო სარასენს, აია, არმია, აკადემია, ყოჩები, ლოკომოტივი, ჯიქი, ჯიხა, ქუთაისის სარაგბო სკოლა, ჭიათურა, ჯრუჭი, დინამო, კოლხი რაინდები, იუნკერები, ქუთაისის უნივერსიტეტი და დევები

 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 24 იანვარს გასამართი სრკ-ს საერთო კრებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 18 იანვრის 13:00 საათი.

გთავაზობთ დღევანდელი პრესკონფერენციის აღმსახველ ვრცელ ვიდეოს


უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

მოვარჯიშე რაზმი

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

ქინგზ [აფრ]

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით
განრიგში შაბათები წერია, მაგრამ შეიძლება კვირას ვითამაშოთ

.

01/02

.

შინ

რუმინეთი

.

08/02

.

გარეთ

ესპანეთი

.

22/02

.

შინ

ბელგია

.

07/03

.

გარეთ

პორტუგალია

.

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [2952] მორაგბე [ 07/08 @ 19.20 ]

კაცი [1228] | ა’ლიგელი [674] | ბ’ლიგელი [1050]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

9

10

6

6

31

19

14

19

52

83

განაცხადის შევსება-გამოგზავნა

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

ქულათა ტოლობა [თაი’ბრეიქი]

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო