გავეშებული ხარები

18-აპრ-2017
 
რუსთავის „ხარები“ დიდ 10-ს ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დიდი ზარ-ზეიმით დაუბრუნდნენ.  ქვემო ქართლის დედა-ქალაქის გუნდმა პირველი ლიგა შთამბეჭდავად მოიგო: 14-ვე შეხვედრაში პრემიით იმარჯვა, უახლოესი მდევარი 19 ქულით ჩამოიტოვა და ელიტაში ბოლნისის "ყოჩები“ ჩაანაცვლა.
 
 
რუსთავს ქართული რაგბის სამყაროში ღირსეული ადგილი უკავია. „ხარების“ 27-წლიანი ისტორიაში ეროვნული ნაკრების კვართი სულ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა მოირგეს.
 
ოვალური ბურთის აღიარებული ოსტატების - ლევან ცაბიძის, დავით ზირაქაშვილის, მევლუდ მთიულიშვილის, გოდერძი შველიძის, პალიკო ჯიმშელაძის, კახა უჩავას, ზაზა და ვაჟა ხუციშვილების, ბექა გორგაძისა და გიორგი მელიქიძის კვალად ბორჯღალოსანი „ხარების“ ამჟამინდელი ლიდერიც - 21 წლის შუამარბი გიორგი კოშაძე გახდა.
 
18 წლამდელთა ნაკრების წევრია გარემარბი ლევან ნარიმანიძე, ხოლო 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყნის ღირსებას თორნიკე აქუბარდია და გიორგი ნარიმანიძე დაიცავენ.
 
შარშანდელი წარუმატებლობის მიუხედავად, ქალაქის თავი დავით ჯიქია „ხარებს“ ყურადღებას არ აკლებს და გუნდის სამომავლო განვითარებაშიც დიდი წვლილი შეაქვს. კლუბს ფინანსური პრობლემა არ აწუხებს და სამომავლოდ დიდ მიზნებს ისახავს.
 
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რუსთაველ მორაგბეებზე „ქართუ ჯგუფის“ ზრუნვა.  ჩვენი რაგბის უპირველესმა მეოხმა ამ 4 წლის წინ თანამედროვე ინფრა-სტრუქტურის, 3500 კაცის დამტევი და სათადარიგო მოედნიანი სარაგბო სტადიონით ქვემო ქართლის დედა-ქალაქს ჩინებული საჩუქარი უძღვნა.
 
„რუსთავი არენის“ დირექტორის, გია ქერაშვილის თქმით, „ქართუ“ ამჟამად ახორციელებს სტადიონის მინი-რეკონსტრუქციას, რაც კარს არაერთ ნიჭიერ ყმაწვილს გაუღებს და რუსთავ-ქალაქსაც ნებისმიერი საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობის შესაძლებლობას გაუჩენს.
 
 
„ხარები“ მთლიანად ადგილობრივი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. გუნდის მთავარი მწვრთნელი მამუკა მინდორაშვილი და მისი თანაშემწე ზაზა ხუციშვილი შევსებას ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგებში მოასპარეზე რუსთავის გუნდებიდან იღებენ.
 
მამუკას თქმით, მომავალ სეზონში „ხარების“ პროგრამა-მინიმუმი დიდ 10-ში ადგილის შენარჩუნება იქნება, პლეი-ოფში მოსახვედრად კი კლუბი რამდენიმე გამოცდილი მოთამაშის დამატებას საჭიროებს.
 
უნარიანად უძღვებიან საქმეს ჭაბუკთა „ა“ ლიგაში მოასპარეზე „ხარების“ თავკაცები - დავით კაკაბაძე და თემურ ლობჟანიძე.  ამ დუეტის ნაყოფიერი მუშაობის შედეგად კაცთა გუნდმა მარტო გასულ წელს 8 ჭაბუკი აიმატა. ასევე ნაყოფიერია „ბ“ ლიგაში“ მოასპარეზე ყმაწვილთა ხელმძღვანელების - რუბენ თევზაძისა და ლაშა კაკაბაძის გარჯაც.
 
 
„ა“ ლიგის“ მესამე ტურის გამორჩეულ შეხვედრაში „ხარები“ პრინციპულ მეტოქეს - თბილისის „ლოკომოტივს“ თავიანთი არენის ხელოვნურ მოედანზე დაუხვდნენ.  ქვემო-ქართლელებმა „რკინიგზელებს“ 4 ლელო დაუდეს, მეტოქე ნუგეშსღა დააჯერეს და დაძაბულ ბრძოლაში 24:17 იმარჯვეს.
 
ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ ჭაბუკი „ ხარები“ „ა“ ლიგას 14 ქულით სათავეში უდგანან და მდევარს -„იუნკერებ - ჩოხოსნებს“ 1 ქულით უსწრებენ.  მოწინავე რვეულის მორიგ, მეოთხე ტურის შეხვედრაში რუსთაველები „ყოჩებ - ხულიგანას“ 19 აპრილს, ავჭალაში ეწვევიან.
 
დიტო მარინაშვილი
 
 
 
 
 
 
უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

 

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2018 * რაგბი ევროპა

17/02_2018 @ 22.55     სრულად    ოფიციოზი_EN

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

10/02

14.00

ქუთაისი

ბელგია

$ 47:0

შაბ

17/02

17.30

ოფენბახ

გერმანია

$ 64:0

23 მოთამაშე  |  გუნდები + მსაჯები  |  უსრული ოქმი

რუს $  48:7 ბელ

ესპ  კვი 15.45  რუმ

2’ რაუნდი

სხვ

გატ

 მ-წ

$

საქართველო

10

+111

17

111

2-0

2

რუსეთი

6

+34

8

61

1-1

2

რუმინეთი

5

+79

13

85

1-0

1

ესპანეთი

4

+7

3

20

1-0

0

ბელგია

0

-88

1

7

0-2

0

გერმანია

0

-143

0

6

0-2

0

შაბ

03/03

18.00

მესხი

ესპანეთი

0:0

შაბ

10/03

16.00

კრასნოდარ

რუსეთი

0:0

კვი

18/03

16.00

დინამო

რუმინეთი

0:0

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები  |   დებულება 

თებერვლის 36-კაცა რაზმი

1989 - 2017 206 ტესტი | 252 ბორჯღალოსანი | სრულად

2017-18 * დიდი 10

17/02_2018 @ 16.50

 

XIII ტური

სრულად

პარ 16/02   ავჭალა   16.00

შაბ 17/02   ქუთაისი   13.00

შაბ 17/02   ავჭალა   15.00

კვი 18/02   ქუთაისი   14.00

კვი 18/02   ავჭალა   16.00

17/02 @ 16.50

სხვ

    მ-წ *

$

აია  ქუთაისი

52

+189

12-1

4

ლოკომოტივი

51

+140

11-2

7

ლელო სარასენს

41

+86

09-4

5

ჯიქი  გორი

38

+95

07-4*1

8

ბათუმი

37

+87

07-5*1

7

ხარები  რუსთავი

28

-55

06-6*1

2

აკადემია

21

-14

03-10

9

არმაზი  მარნეული

19

-80

03-8*1

5

არმია

10

-161

02-10

2

ბაგრატ  ქუთაისი

5

-287

01-11

1

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  სქოლიო

2019 * მსოფლიო თასი

17/02_2018 @ 19.30

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
ევრ’1 აფრ’1  აშშ   ფიჯ 
ევრ’2 | სამ რეპ  ტონ  ურუ

შესარჩევები    ევროპის ზონა

7’ რაუნდი

სხვ

გატ

 მ-წ

$

რუმინეთი

20

+122

28

199

4-1

4

ესპანეთი

17

+54

11

101

4-1

1

რუსეთი

15

+38

20

154

3-3

3

გერმანია

8

-115

14

121

2-3

0

ბელგია

2

-99

08

071

0-5

2

შავი დაფა

9/02_2018 @ 16.25

ვის როდის უმთავრდება სასჯელი

2017-18 * პირველი ლიგა

18/12_2017 @ 20.00

განახლდება  3/03

2017-18 * რეგიონული ლიგა

4/12_2017 @ 18.50

განახლდება

24/02 დასავლეთი | 10/03 აღმოსავლეთი

2018 * ჭაბუკთა ლიგები

13/02_2018 @ 19.05

გარდამავალი ტურნირი

23/02 - 29/04   "" ლიგ

1/03 - 4/05   "" ლიგ

ესები

2/10_2017 @ 12.45

ახალი წესები დამდეგი სეზონისთვის

15-ვე სიახლე 4-გვერდა ბროშურად (ა5)

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

ოქმის ბლანკი და
შევსების ინსტრუქცია

განახლებული წიგნი 

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

სახელმძღვანელო

13/10_2017 @ 11.05

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

23/01_2017 @ 21.00

ნულოვანი ვერსია

+ დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

\

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

რაგბი თივი

 

 

imedi

 

logo_palace

 

რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო   აისის ლოგო     მინდა ჯგუფის ლოგო