თასი მოგზაურობს

21-აპრ-2017

 

თვეზე ოდნავ ნაკლები დრო რჩება საქართველოში წლის ყველა მნიშვნელოვანი სარაგბო მოვლენის, მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩმეპიონატის დაწყებამდე. ტურნირი, რომელიც სარაგბო სამყაროში, კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ მეორეა, 31 მაისიდან 18 ივნისამდე თბილისში და ქუთაისში გაიმართება. ასპარეზობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მონაწილეობს.

 

ტურნირი 5 სამატჩო დღედ ჩატარდება: ჯგუფური ეტაპის მატჩებს (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) თბილისში ავჭალის სტადიონი, ხოლო ქუთაისში აია არენა უმასპინძლებს; ნახევარ-ფინალები და ფინალები (14 ივნისიდა 18 ივნისი) თბილისში - ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება.

 

ტურნირის ბილეთების გაყიდვა 12 აპრილს დაიწყო და მსურველებს მათი შეძენა შეუძლიათ გვერდზე TKT.GE/U20

ბილეთების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილე აქ>>>

 

 

თასის მოგზაურობა დაიწყო

 

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდოს, თასის მოგზაურობა სარაგბო სამყაროს ტრადიციაა. ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, წინასწარ ჩადის თასი, რათა ქვეყნის ღირშესანიშნავ ადგილებში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იხილოს.

 

ლელო ბურთი, თასის პირველი მასპინძელი

 

თასმა საქართველოში მოგზაურობა 16 აპრილს, აღდგომას, გურიის სოფელ შუხუთიდან დაიწყო, სადაც ყოველწლიურად იმართება ქართული ტრადიციული ლელო ბურთი. გურიაში თასი ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ ჩაიტანეს. სიმბოლურია, რომ თასმა მოგზაურობა ლელოთი დაიწყო, ვინაიდან ლელოს საქართველოში უხსოვარი დროიდან ვთამაშობთ და რაგბის ქართულ წინაპრადაც მივიჩნევთ.

 

 

“საქართველოს წილად გვერგო უდიდესი პატივი, რომ ვუმასპინძლოთ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ტურნირის მთავარი ჯილდო უკვე ჩვნთანაა და იწყებს საქართველოში მოგზაურობას.

 

“თასის ვოიაჟს ვიწყებთ გურიიდან, ჩვენი ისტორიული თამაში - ლელო ბურთიდან. ამის შემდეგ თასი მოივლის ქვეყნის ბევრ რეგიონსა და კუთხე-კუნჭულს, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს მიეცემა მისი ნახვის და მასთან სურათის გადაღების შესაძლებლობა. ეს დიდი პატივია, ვინაიდან მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანს მიეცა იმის პრივილეგია, რომ ეს თასი აეწია.

 

“31 მაისიდან მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდი საქართველოში სწორედ ამ თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს, რათა ფინალის შემდეგ თასზე გამარჯვებული გუნდის სახელი დაიწეროს” - განაცხადა ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ნონო ანდღულაძემ, რომელაც ზურგს 11 სანაკრებო კეპი უმაგრებს.

 

 

ლელოს დაწყებამდე შუხუთელებს სწორედ ამ თასის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ, რამაც საუკუნეების ტრადიციულ თამაშს ახალი ხიბლი შესძინა. წლევანდელი ლელო 17 საათზე, მას შემდეგ  დაიწყო, რაც ტრადიციულად ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარი მამა საბა სოფლის ცენტრში მრავლად შეკრებილ, ზემოურებად და ქვემოურებად დაყოფილ შუხუთელებს შორის ჩადგა და ბურთი, რომელიც წელს 18 კილაგრამიანი გამოვიდა, ჰაერში ააგდო.

 

უცხოელებში ქართულ ტრადიციულ რაგბად წოდებული მამა-პაპური ბურთაობა, რომლის დროსაც თანასოფლელები ნებისმიერი ხერხით ცდილობენ “ლელოს გატანას” წელს სარეკორდოდ მოკლე დროში, 25 წუთში დასრულდა და გამარჯვება ზემოურებს დარჩათ.

 

თასის მოგზაურობა გრძელდება

 

გურიაში თასის მოგზაურობა ლელოთი არ დასრულებულა. შუხუთიდან ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ თასი ჯერ სოფელ ძიმითში და შემდეგ ოზურგეთში ჩაიტანეს, სადაც რაგბით დაინტერესებულ ადგილობრივ გოგო-ბიჭებს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდოს ხილვის შესაძლებლობა მიეცათ, რის შემდეგაც ვეტერანი ბორჯღალოსნები გურულ ბავშვებს რაგბის ფასეულობებზე ესაუბრნენ და მათთან ერთად რაგბის ბურთით ითამაშეს.

 

 

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე თასი საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში მოგზაურობას გააგრძელებს, რა დროსაც უფრო მეტ ადამიანს მიეცემა მისი გაცნობის შესაძლებლობა. 

 

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2017-18 * დიდი 10

23/04_2018 @ 23.35

 

პლეი’ოფი

სრულად

შაბ 28/04  ავჭალა  16.00

[შფ]  ლოკომოტივიაია

კვი 29/04  გორი  16.00

[გფ]  ჯიქიბათუმი

სტატ’მოწინავენი

14/04 @ 18.00

სხვ

    მ-წ *

$

ლოკომოტივი ^

70

+238

15-3

10

აია  ქუთაისი

70

+296

16-2

6

ჯიქი  გორი ^

58

+162

11-6*1

12

ბათუმი

58

+132

12-5*1

8

ლელო სარასენს

47

+48

10-8

7

ხარები  რუსთავი

44

-1

09-8*1

6

აკადემია

33

+18

05-13

13

არმაზი  მარნეული

32

-87

06-11*1

6

არმია

15

-353

03-15

3

ბაგრატ  ქუთაისი

5

-453

01-17

1

^ პირისპირ შედეგით  |  ქულათა ტოლობა  |  სქოლიო

ბაგრატი გავარდა

2017-18 * პირველი ლიგა

24/04_2018 @ 15.55

29/04   პირველი გადათამაშება

პატარძეული დიდ 10-ში ავიდა

ხულიგანა გავარდა

2017-18 * რეგიონული ლიგა

23/04_2018 @ 23.35

28/04  პირველი ფინალი

დასავლეთი | აღმოსავლეთი  დასრულდა

2018 * ჭაბუკები

26/04_2018 @ 20.45

"" ლიგ   26-27/04

VIII ტურიაღმ      |  დას    

"" ლიგ   28-30/04
აღმ
  IX ტური  |  დას  დასრულდა

შავი დაფა

26/04_2018 @ 19.30

ვის როდის უმთავრდება სასჯელი

2019 * მსოფლიო თასი

19/03_2018 @ 00.50

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუმ აფრ’1  აშშ   ფიჯ 
ესპ პორ
სამ
რეპ  ტონ  ურუ

ესები

26/02_2018 @ 15.30

ახალი წესები დამდეგი სეზონისთვის

15-ვე სიახლე 4-გვერდა ბროშურად (ა5)

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

  კაცთა | ჭაბუკთა ოქმის
ბლანკი და მისი შევსების
ინსტრუქცია

განახლებული წიგნი 

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

სახელმძღვანელო

13/10_2017 @ 11.05

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

17/04_2018 @ 12.55

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

ტაბლო

სად მივაბაროთ ბიჭი

სარაგაბო ბაზები

ევროპის ერთა თასი

ვიდეო გალერეა

არქივი

მსოფლიო თასი 2015

ლეგიონერები

referee

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

რაგბი თივი

 

 

imedi

 

logo_palace

 

რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო   აისის ლოგო     მინდა ჯგუფის ლოგო