სამი ფინალისტი ცნობილია

21-მაის-2017
სამეგრელოს ღია ჩემპიონატის – "კოლხეთის თასის" – ბოლოსწინა, მეოთხე ეტაპს ჩხოროწყუმ უმასპინძლა
 
დასავლეთ საქართველოში გადაუღებელმა, კოკისპირულმა წვიმამ ლელოს აქტივს თავსატეხი გაუჩინა. უამინდობის გამო შეჯიბრების ბოლოსწინა, მეოთხე ეტაპი დაგეგმილზე სამი დღით გვიან, შაბათს, 20 მაისსღა გაიმართა.
 
ტაროსმა მონაწილენი არც ამჯერად დაინდო, და რომ არა ჩხოროწყუს გამგებლის, დავით გოგუას ძალისხმევა, შეჯიბრება ვინძლო კიდევ გადადებულიყო.  გოგუამ თანამშრომლებთან ერთად ქუდზე კაცს უხმო და ცენტრალური სტადიონის დატბორილი მოედანი შეძლებისდაგვარად მოაწესრიგა.
 
თქეშმა ქომაგიც ვერ შეაშინა. თამაშები ბარემ 500 გულშემატკივრის ისეთი ყიჟინის თანხლებით მიმდინარეობდა, რომ არაერთი დიდ სტადიონს შეშურდებოდა. მობურთავეებმა მხარდაჭერა დაუფასეს ლიანგს, თავი არ დაზოგეს და შეხვედრათა მეტი ნაწილი უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა.
 
 
ზუმელთა ნიჭი და უნარი
 
ჩემპიონატში პირველი ფრე აღინუსხა – დაზავდნენ აბაშა და მარტვილი, ლიდერებმა – ფოთმა, ზუგდიდმა და ჩხოროწყუმ –  კი ორ-ორი თამაშიც მოიგეს, რითაც „ოთხის ფინალში“ მონაწილეობა დაიბევეს.
 
ეტაპის გამორჩეული შეხვედრა ჩხოროწყუსა და ხონის ბურთაობა იყო. ატალახებულ მოედანზე მეტოქენი თითოეული მეტრის მოსაგებად არც თავს ზოგავდნენ და არც მეტოქეს. მატჩი მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით 4:3 მოიგეს, რამაც გამგებელი ისე აღაფრთოვანა, რომ მოთამაშეთა მოკითხვის შემდეგ სტადიონი გალუმპულმა და სამოს-გალაფულმა დატოვა.
 
ჩხოროწყუს გუნდი მთლიანად ერთი სოფლის – ზუმის – მაცხოვრებლებითაა დაკომპლექტებული. ყურადღებიანმა და მადლიერმა გამგებელმა ბიჭებს ვახშამი გაუმართა.
 
 
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის 10 მონაწილიდან 6 მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, ხოლო აბაშის, წალენჯიხის, ჩოხატაურისა და ჩხოროწყუს ლელოელები ოვალურ ბურთს არ ეტანებიან ლელოს არსენალით გადიან ფონს.  მიუხედავად ამისა, ჩხოროწყუს კვალად ფინალში გასვლის შანსს გურულებიც ინარჩუნებენ – მათ მიზნის მისაღწევად ბოლო ტურში მარტვილის ძლევა მართებთ.
 
მეხუთე ეტაპი – დასკვნითი, მეცხრე ტური და ფინალები –  ფოთში გაიმართება კვირას, 28 მაისს – უხნესი, მაგრამ მარად ახალგაზრდა, ქართული თამაშის ზეიმი სამ საათზე დაიწყება.
 
 
დავით კილასონია, დიტო მარინაშვილი
 
 
 

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

2018 * ევროპის შვიდკაცა

გრან პრი   I ეტაპი   მოსკოვი, ოქწიაბრ (რუს)

საქართველოს დროით   სთრიმი   დებულება

საქართველო 

19/05

12.28

საფრანგეთი

12:21

 

15.35

რუსეთი

00:19

 

17.58

შვედეთი

12:24

ცხრილები ახლდება ტურის ბოლოს:
* ფრე;  წინაა ^ პირადით, + გატანილით, $ ლელოებით

#

მ-წ

სხვ

ა1

რუს

3-0

+47

ა2

სფრ

2-1

+14

9

შვდ

1-2

-21

11

საქ

0-3

-40

#

მ-წ

სხვ

ბ1

ირლ

3-0

+97

ბ2

პორ

2-1

-5

8

გერ

1-2

-6

12

პოლ

0-3

-86

#

მ-წ

სხვ

1

ინგ^

2-1

+6

2

იტა

2-1

+16

7

ესპ^

1-2

+7

10

უელ

1-2

-29

20/05

12.50

უელსი  IX - XII

7:26

XI - XII

15.43

პოლონეთი

34:7

ეტაპზე დავიკავე XI ადგილ

თასის პლეიოფი
რუს 1 5:12 გერ 8 – პორ ბ2 7:14
იტა გ2
ირლ ბ1 26:0 ესპ 7  –  ინგ გ1 5:14 სფრ ა2
1/2 ფინ | გერ 22:7 იტა
| ირლ 31:0 სფრ
ფინალი | გერ
7:28
ირლ

ქულა:  20 ირლ, 18 გერ, 16 იტა, 14 სფრ – 12 რუს, 10 ინგ,
8 ესპ, 6
პორ – 4 უელ, 3 შვდ, 2 საქ, 1 პოლ

შემდეგი ეტაპი:  30/06 - 1/07  მარკუსი (სფრ)

2019 * მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

15/05 რუმინეთი და ესპანეთი მოიხსნენ
    ევროპის შესარჩევი

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს აფრ’1  აშშ   ფიჯ 
გერ პორ
სამ
რეპ  ტონ  ურუ

2017-18 * დიდი 10

 

პლეი’ოფი

სრულად

დიდი ფინალი    კვი 13/05  ავჭალა  20.00

ლოკომოტივი მეათედ გახდა ჩემპიონი

კვარცხლბეკი

სტატ’მოწინავენი

ორი წრე

სხვ

    მ-წ *

$

ლოკომოტივი ^

70

+238

15-3

10

აია  ქუთაისი

70

+296

16-2

6

ჯიქი  გორი ^

58

+162

11-6*1

12

ბათუმი

58

+132

12-5*1

8

ლელო სარასენს

47

+48

10-8

7

ხარები  რუსთავი

44

-1

09-8*1

6

აკადემია

33

+18

05-13

13

არმაზი  მარნეული

32

-87

06-11*1

6

არმია

15

-353

03-15

3

ბაგრატ  ქუთაისი

5

-453

01-17

1

^ პირისპირ შედეგით  |  ქულათა ტოლობა  |  სქოლიო

ბაგრატი გავარდა პირველ ლიგაში

2017-18 * სხვა ლიგები

პირველი დასრულდა

პატარძეული ავიდა დიდ 10-ში

ხულიგანა გავარდა რეგიონულ ლიგაში

რეგიონული  19/05 გადათამაშება

ტაო ავიდა პირველ ლიგაში

დასავლეთი  |  აღმოსავლეთი

ჭაბუკთა ""  დასრულდა

დასავლეთი  |  აღმოსავლეთი

ჭაბუკთა ""  დასრულდა

აღმ      |  დას    

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება  სასჯელი

ესები

ახალი წესები დამდეგი სეზონისთვის

15-ვე სიახლე 4-გვერდა ბროშურად (ა5)

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

  კაცთა | ჭაბუკთა ოქმის
ბლანკი და მისი შევსების
ინსტრუქცია

განახლებული წიგნი 

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

ტაბლო = რბევა!

სად მივაბაროთ ბიჭი

სარაგაბო ბაზები

ევროპის ერთა თასი

ვიდეო გალერეა

არქივი

მსოფლიო თასი 2015

ლეგიონერები

referee

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

რაგბი თივი

 

 

imedi

 

logo_palace

 

რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო   აისის ლოგო     მინდა ჯგუფის ლოგო