საქართველო - ბელგია | სამატჩო შემადგენლობა

08-თებ-2018

 

10 თებერვალს ქუთაისში, ‘აია არენაზე’ ბელგიასთან გასამართ მატჩში მოედანზე 11 ისეთი ბორჯღალოსანი გავა, რომელთაც 10-ზე ნაკლები სანაკრებო კეპი აქვთ. მათგან ორი დებიუტანტია - მიხეილ გაჩეჩილაძე და გურამ შენგელია მარქაფაში არიან და თამაშში მოგვიანებით ჩაერთვებიან.

 

მარქაფაში მყოფ კიდევ ოთხ მოთამაშეს ჯამში 11 კეპი უგროვდება - თორნიკე მატარაძე (5), გიორგი მელიქიძე (3), გიორგი ჭყოიძე (2) და ანზორ სიჭინავა (1):

 

სიჭინავას სანაკრებო დებიუტი 2016 წლის ნოიემბერში იაპონიასთან ჰქონდა და მას შემდეგ ბორჯღალოსნების კვართით აღარ უთამაშია; ჭყოიძეს დებიუტი შარშან, სწორედ ბელგიასთან ჰქონდა, მერე გერმანიასთან ითამაშა და ნაკრებს 1-წლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება; ბრიუსელში მესამე კეპი მოიხვეჭა და მას შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს გიორგი მელიქიძე; ხოლო თორნიკე მატარაძე ბორჯღალოსნებში შარშან გამოჩნდა და ივნისის ტესტებზეც ითამაშა.

 

10 გამოცდილი და 5 ახალბედა

 

თამაშს გამოცდილი ბურჯები და კვაჭი იწყებს:  ზურაბ ჟვანია, შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა. აღსანიშნავია, რომ ჟვანიამ სასტარტოში თამაში ბოლოს 2016 წლის ივნისში დაიწყო, მას შემდეგ ოთხჯერ შეცვლაზე შევიდა და ახლა კვლავ ძირითადში ბრუნდება.

 

ქუთაისში გუნდს გამოცდილი მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე უკაპიტნებს, რომელსაც შედარებით ახალბედა ნოდარ ჭეიშვილი (7 კეპი) შეუწყვილდება. ჭეიშვილმა ნაკრების კვართი ბოლოს შარშან, ივნისში კანადის წინააღმდეგ მოირგო.

 

მესამე ხაზში გამოცდილ ლაშა ლომიძიესა და კოკი თხაილიშვილთან ერთად ოთარ გიორგაძე (7 კეპი) დადგება. ქუთაისის ‘აიას’ აღზრდილმა, ‘კლერმონის’ მორაგბემ ნოემბრის ტესტები ტრავმის გამო გამოტოვა.

 

ბორჯღალოსანთა მაისურით სასტარტო შემადგენლობაში თამაშს პირველად იწყებს გელა აფრასიძე, რომელიც აქამდე სამივეჯერ შეცვლაზე შევიდა. მგეზავი ასევე შედარებით გამოუცდელი რეზი ჯინჭველაშვილია.

 

ცენტრში დავით კაჭარავას კიდევ ერთი ახალგაზრდა გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, რომელმაც ნაკრების კვართი ნოემბერის ტესტებზე ორჯერ მოირგო.

 

ფრთებზე ითამაშებენ გამოცდილი სანდრო თოდუა და გიორგი ფრუიძე, რომელიც ნაკრებში ერთწლიანი შესვენების შედეგ ბრუნდება. შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად გამოჩნდა ბექა წიკლაური. სასტარტო შემადგენლობაში მან ბოლოს 2 წლის წინ, გერმანიის წინააღმდეგ ითამაშა.

 

ღია ვარჯიშის შემდეგ

 

 

დღეს დილით ‘შევარდენზე’ გამართული ღია ვარჯიშის შემდეგ მილთონ ჰეიგმა განაცხადა, რომ ქუთაისში დამაჯერებელი გამარჯვების მოლოდინშია:

 

„2013 წელს ბელგიასთან ბრიუსელში რთული თამაში გვქონდა. ახლა ვფიქრობთ, რომ ასე არ იქნება. ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები, შერკინებაში დიდი ბიჭები გვყავს და ამ უპირატესობას კარგად გამოვიყენებთ. ტრავმის გამო მერაბ შარიქაძეს ვასვენებთ, თუმცა ეს პრობლემას არ შეგვიქმნის. ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნებს გიორგი ნემსაძე, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილებას კარგად გამოიყენებს.

 

რაც მე საქართველოს მწვრთნელი ვარ, პირველად ვითამაშებთ ქუთაისში, საიდანაც ნაკრებში ძალიან ბევრი მოთამაშე გვყავს. ვფიქრობ, გულშემატკივრისგან დიდი მხარდაჭერა გვექნება“.

 

ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნებს ‘ბრისტოლის’ მეორეხაზელი, ქუთაისში დაბადებული გიორგი ნემსაძე, რომელიც ჩვენი ნაკრების 30-ე კაპიტანი გახდება:

 

„მნიშვნელოვანია, რომ სანაკრებო რაგბი რეგიონებში გავიტანოთ.  ამჯერად ქუთაისში ვთამაშობთ, მომავალში ბათუმში და სხვა ქალაქებშიც უნდა ვითამაშოთ.

 

ბელგია სულ ცდილობს, რომ ხელდახელ ითამაშოს. ვეცდებით მათ ჩვენი სტილი მოვახვიოთ და ტოლს არც გახსნილ თამაშში დავუდებთ. . ფავორიტები ვართ, თუმცა მაქსიმალური მობილიზებით ვემზადებით და ვეცდებით ის შედეგი დავაფიქსიროთ, რასაც ჩვენგან მაყურებელი ელის.

 

 

ნაკრებს პირველად ვუკაპიტნებ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ისეთი ავტორიტეტული მოთამაშეების შემდეგ, როგორებიც მამუკა გორგოძე და მერაბ შარიქაძე არიან. ბიჭებს ვთხოვე, რომ ყველანაირად დამეხმარონ და ყველანი ერთად ვიყოთ კაპიტნები“.

 

გიორგი კვესელაძე დარწმუნებულია, რომ ნაკრებს ქუთაისში დიდი მხარდაჭერა ექნება:

 

„ნაყოფიერი შეკრება გვქონდა და მომავალ თამაშს დიდი იმედებით ვხვდებით. გავიარეთ ბელგიის ძლიერი და სუსტი მხარეები და კარგი თამაშის მოლოდინში ვართ. გულშემატკივრის თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. მოვუწოდებ ქუთაისელ მაყურებელს, რომ მოვიდნენ სტადიონზე და ერთად მოვიგოთ ეს თამაში“.

 

 

საქართველოს ბორჯღალოსნები

"რაგბი ევროპა"  |  რაუნდი  |  – ბელგია

შაბ 10/02 2018  |  ქუთაისი, აია არენა  |  14.00

1989 - 2017   206 ტესტი | 252 ბორჯღალოსანი | სრულად

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

 

უკანა ხაზი [ბექები]

 

15

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

14

გიორგი ფრუიძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1994

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

12

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

10

რევაზ ჯინჭველაშვილი

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1995

9

გელა აფრასიძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1998

 

შერკინება [ფორვარდები]

 

1

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

2

შალვა მამუკაშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1990

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

4

გიორგი ნემსაძე^კაპ

ბრისთოლ [ინგ ჩემპ]

1984

5

ნოდარ ჭეიშვილი

შონბრი [სფრ ფედ1]

1990

6

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

7

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

8

ლაშა ლომიძე

ლონდონ აირიშ [ინგ პრემ]

1992

 

თადარიგი [რეზერვი]

 

23

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

22

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

21

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

 

16

გიორგი ჭყოიძე

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1991

17

თორნიკე მატარაძე

ლიონ [სფრ ტოპ 14]

1996

18

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

19

მიხეილ გაჩეჩილაძე

ენისეი [რუს სუპერ]

1990

20

გურამ შენგელია

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1992

13.50 @ 8/02_2018

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

XI ტური    13-15/12

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო