რაგბის ზაფხულის თასი 2018

11-ივლ-2018

 

ცხელი სარაგბო ზაფხული გრძელდება საქართელოში - ივლისის ბოლოს თბილისი  ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს - რაგბის ზაფხულის თასი | Rugby Summer Cup 2018 საქართველოში პირველად იმართება. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს რაგბის კავშირია და ჩვენი სურვილია, რომ ამ ასპარეზობამ ყოველწლიური ხასიათი მიიღოს.

 

რადგან ევროპის ტოპ-კლუბებმა მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, არაა გამორიცხული, რომ სამომავლოდ მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდოს და შესაბამისად, ფორმატიც შეიცვალოს. 

 

წლევანდელი ტურინისის სპონსორები თი ბი სი ბანკი და რაგბი თივი არიან და მასში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას - ფრანგული ტოპ 14-ის გრანდი ‘რასინგ 92’ (Racing 92), ბრაზილიის ეროვნული ნაკრები და არგენტინა XV, ხოლო მეოთხე გუნდი იქნება ‘საქართველო XV’ (‘A’ ნაკრები, ყოფილი მზარდი საქართველო).

 

ტურნირის შესახებ

 

ტურნირი ორ ტურად - 28 ივლისსა და 3 აგვისტოს ‘მიხეილ მესხზე’ გაიმართება.

 

28 ივლისს საქართველო XV არგენტინა XV-ს, ხოლო ‘რასინგი’ ბრაზილიის ნაკრებს შეხვდება;

 

3 აგვისტოს ‘რასინგი’ არგენტინა XV-ს ეთამაშება, საქართველო XV კი ბრაზილიას შეხვდება.

 

მოგებული გუნდი 4 სატურნირო ქულას მიიღებს და თუ გამარჯვებული მეტოქეს 3-ზე მეტ ლელოს გაუტანს, ერთ ბონუს ქულასაც მიითვლის. 7 და ნაკლები ქულით მარცხი ასევე 1 ქულად ფასობს, ხოლო ფრეზე ორივე გუნდი 2-2 ქულას ჩაიწერს.

 

გარდა გამარჯვებული გუნდისა, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მელელოვე და მექულე.

 

 

მონაწილეების შესახებ

 

საქართველო XV-ს, რომელიც საქართველოს „ა“ ნაკრებისა და ‘მზარდი საქართველოს’ სამართალმემკვიდრეა, ვეტერანი ბორჯღალოსანი ბესიკ ხამაშურიძე გაწვრთნის. მას ბექა ყურაშვილი და დავით ნემსაძე დაეხმარებიან, მენეჯერი კი ლექსო იორდანიშვილია. ამ ეტაპზე გუნდი დიდი 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტდება და ლეგიონერები გამოძახებული არ იქნებიან.

 

არგენტინა XV-ს, იგივე „ა“ ნაკრებს და ‘იაგუარებს’ თბილისში არაერთხელ უთამაშია. 2005, 2008 და 2009 წლებში, ის ‘ჩერჩილის თასზე’ თამაშობდა; რეგულარულად მონაწილეობს ‘მსოფლიო რაგბის ერთა თასზე’, როგორც რუმინეთში, ასევე თბილისში, ერთი თვის წინ კი ‘ერთა თასზე’ ურუგვაიში ითამაშა; ის ასევე მონაწილეობს ამერიკის ექვს ერში აშშ-ს, კანადის, ურუგვაის, ჩილესა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად. 2009-2014 წლებში ტურნირში ოთხი გუნდი იღებდა მონაწილეობას და არგენტინა ყველა ჯერზე ჩემპიონი გახდა. 2016 წლიდან ტურნირი 6-გუნდა გახდა და არგენტინა XV კვლავ პირველი იყო, წელს და შარშან კი, მეორე ადგილს დასჯერდა (ჩემპიონი აშშ გახდა).

 

რასინგი 92 ფრანგული ტოპ 14-ის 6-გზის ჩემპიონია. კლუბი 128 წლის წინ, 1890 წელს დაარსდა. ბოლოს ის ქვეყნის ჩემპიონი 2016 წელს გახდა. გასულ სეზონში პარიზულმა კლუბმა რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა, თუმცა ნახევარფინალში დამარცხდა. წელსვე ‘რასინგმა’ ჩემპიონთა თასის ფინალი ითამაშა და ‘ლენსთერთან’ 12:15 დამარცხდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში გუნდმა 2016 წელსაც ითამაშა. მაშინ მას ‘სარასენსმა’ 21:9 მოუგო.

 

ამ გუნდის შემადგენლობაში არაერთ საერთაშორისო დონის ვარსკვლავს უთამაშია, მათ შორისაა ტესტ-მატჩების ისტორიაში საუკეთესო მექულე, ახალ ზელანდიელი დენ კარტერი. გუნდის შემადგენლობაში არიან ფრანგები: დიმიტრი შარჟევსკი, მაქსიმ მოშენო, ჰენრი ჩავენსი, ვირიმი ვაკატავა და ბერბარდ ლე რუ, ფიჯელი ლეონე ნაკარავა და ბენ ვოლავოლა, სამხრეთ აფრიკელი პეტ ლემბიე, შოტლანდიელი ფინ რასელი, არგენტინელი ხუან იმჰოფი, ზელანდიელი ჯო როკოთოკო, ირლანდიელი საიმონ ზიბო და სხვა.

 

‘რასინგში’ თამაშობს ქართველი ბურჯი ვასილ კაკოვინი. სხვადასხვა დროს ამ კლუბის ღირსებას იცავდნენ ბორჯღალოსნები დავით ხინჩაგიშვილი, გიორგი ჩხაიძე და მამუკა მაგრაქველიძე.

 

Rugby Summer Cup-ს ‘რასინგი’ მომავალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს.

 

ბრაზილიის ნაკრები ბოლო წლებში საგრძნობ პროგრესს განიცდის, განსაკუთრებით 7-კაცა რაგბში. 15-კაცა ნაკრები მოცემული მომენტისთვის მსოფლიო რეიტინგში 26-ე ადგილზეა. გუნდი რეგულარულად მონაწილეობს ამერიკის ექვს ერში და ‘მსოფლიო რაგბის’ დახმარებით, უკანასკნელ წლებში რეგულარულად მართავს მაღალი დონის ტესტ-მატჩებს.

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

2018 * ზაფხულის თასი

თბილისი, ვაკე, მესხი    სრულად

შაბ 28/07

19.00

საქართველო

0:0

არგენტინა

. .

21.30

რასინგი

0:0

ბრაზილია


პარ  03/08

19.00

რასინგი

0:0

არგენტინა

. .

21.30

საქართველო

0:0

ბრაზილია

0 ტური

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*

$

არგენტინა XV

0

=0

00:00

0/0

0-0

0

ბრაზილია

0

=0

00:00

0/0

0-0

0

რასინგ 92 [სფრ]

0

=0

00:00

0/0

0-0

0

საქართველო XV

0

=0

00:00

0/0

0-0

0

2019 * მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

14/07  სამოამ აჯობა გერმანიას

  ევროპის შესარჩევი

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს აფრ’1  აშშ   ფიჯ 
სამ რეპ  ტონ  ურუ

2018-19 * დიდი 10

განრიგი  |  წინა სეზონი [2017-18]

1

ლოკომოტივი  თბილისი

2

აია  ქუთაისი

3

ჯიქი  გორი

4

ბათუმი  ბათუმი

5

ლელო სარასენს  თბილისი

6

ხარები  რუსთავი

7

აკადემია  თბილისი

8

არმაზი  მარნეული

9

არმია  თბილისი

10

ვეფხვები  პატარძეული

2018-19 * პირველი ლიგა

განრიგი  |  წინა სეზონი [2017-18]

1

ბაგრატ  ქუთაისი

2

ყოჩები  ბოლნისი

3

არესი  ქუთაისი

4

იუნკერები  კიკეთი

5

დინამო  თბილისი

6

არწივები  ოზურგეთი

7

ივერია  ფოთი

8

ტაო  სამცხე-ჯავახეთი

2018-19 * რეგიონული ლიგა

წინა სეზონი [2017-18]

დასავლეთი

განრიგი

1

რაგბის სკოლა  ჭიათურა

2

დინოზავრი  წყალტუბო

3

აიეტი  ვანი

4

ფირალები  ქედა

5

არწივები  ზესტაფონი

6

გორ  გორი

აღმოსავლეთი

განრიგი

1

რაგბის კლუბი  თელავი

2

დევები  თბილისი

3

სტუ  თბილისი

4

იბერია სპორტუნი  მცხეთა

5

ტორნადო  დუშეთი

+

ყაზბეგი  სტეფან’წმინდა

+

წიქარა  თბილისი

+

რუსთავი  რუსთავი

ოვალის ამქარი

კაცთა ლიგების     ყველა [1395] მოთამაშე

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2018 * ჭაბუკთა ლიგები

გარდამავალი სეზონი     "ა"   "ბ"

ესები

გამარტივებული და დამოკლებული

ახალი წესები 2017-18 სეზონისთვის

15-ვე სიახლე 4-გვერდა ბროშურად (ა5)

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

  კაცთა | ჭაბუკთა ოქმის
ბლანკი და მისი შევსების
ინსტრუქცია

განახლებული წიგნი 

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

მსოფლიო

სად მივაბაროთ ბიჭი

სარაგაბო ბაზები

ევროპის ერთა თასი

ვიდეო გალერეა

არქივი

მსოფლიო თასი 2015

ლეგიონერები

referee

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

რაგბი თივი

 

 

imedi

 

logo_palace

 

რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო   აისის ლოგო     მინდა ჯგუფის ლოგო