ლიმონათი ზანდუკელი | რაგბის კავშირის ახალი პარტნიორი
12-ივლ-2018

© გოგიტა ბუხაიძე
საქართველოს რაგბის კავშირსა და ლიმონათ „ზანდუკელს“ შორის საპარტნიორო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად ის უმცროსი ბორჯღალოსნების - 20 და 18-წლამდელების სპონსორი გახდა.
თანამშრომლობა ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე გაფორმდა და რაგბის კავშირიდან მას ხელი გოჩა სვანიძემ, ხოლო „ზანდუკელიდან“ ვასილ სულხანიშვილმა მოაწერეს.

ცერემონიალს უმცროსი ბორჯღალოსნებიც დაესწრნენ, რომლებმაც ბავშვთა სახლ კარიტასის ბავშვებთან რაგბი ითამაშეს.
„მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ჩვენი კიდევ ერთი პარტნიორი და დიდი ოჯახის ახალი წევრი - ლიმონათი „ზანდუკელი“. თითოეული ახალი მეგობრის შეძენით, ჩვენ კიდევ უფრო მდიდრები ვხდებით და ვიმედოვნებ, ამ შესანიშნავ ქართულ პროდუქტს სხვა ქართული კომპანიებიც დაემატებიან“ - განაცხადა სვანიძემ.

„მადლობა ბატონ გოჩას და რაგბის კავშირს ამ შესაძლებლობისთვის - ეს ჩვენთვის დიდი პატივია. გულშემატკივრებს ლიმონათი „ზანდუკელის“ შეძენით თავადაც შეუძლიათ რაგბის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტენა, რადგან ყველა შეძენილი ბოთლიდან, გარკვეული თანხა სწორედ სრკ-ს ანგარიშზე ჩაირიცხება“ - თქვა სულხანიშვილმა.

ამიერიდან ლიმონათი „ზანდუკელი“ სპეციალური ეტიკეტით გაიყიდება, წარწერით - „რაგბი ჩვენი თამაში“ და ყოველი გაყიდული ბოთლიდან, გარკვეული თანხა უმცროსი ბორჯღალოსნების განვითარებას მოხმარდება.



