ზაფხულის თასი | შეფასებები - თედო აბჟანდაძე

07-აგვ-2018

© გოგიტა ბუხაიძე

 

რამდენიმე დღის წინ თბილისში პირველი საკლუბო/საერთაშორისო ტურნირი - „რაგბის ზაფხულის თასი 2018“ დასრულდა, რომლის გამარჯვებული ტოპ 14-ის პარიზული კლუბი ‘რასინგ 92’ გახდა, დიდი 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტებული საქართველო XV მეორე ადგილზე გავიდა, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მესამე იყო, ხოლო არგენტინა XV მეოთხეზე დარჩა.

 

დიდი 10-ის მოთამაშეებისთვის ეს ტურნირი იყო საშუალება იმისა, რომ ეთამაშათ მაღალი დონის საერთაშორისო რაგბი, მიეღოთ ფასდაუდებელი გამოცდილება, რამაც უახლოეს მომავალში ჩვენი შიდა ჩემპიონატის დონის ამაღლება უნდა განაპირობოს. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან ქართული კლუბების მწვრთნელები და ის მორაგბეები, რომლებიც ქვეყნის ღირსებას საქართველო XV-ის შემადგენლობაში იცავდნენ.

 

ასე ფიქრობს ჩვენი გუნდის ახალგაზრდა, 19 წლის მგეზავი თედო აბჟანდაძეც, რომელმაც ორ მატჩში გუნდს 21 ქულა შესძინა და ტურნირის საუკეთესო მექულე გახდა:

 

„ეს იყო მაღალი ტემპის, ინტენსივობის თამაშები, რომელთა მსგავსი დიდ 10-ში პირადად მე არ მახსენდება. განსაკუთრებით სწრაფები იყვნენ არგენტინელები, რომლებთანაც პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. ისინი დერეფანშიც ისე სწრაფად აგდებდნენ ბურთს, რომ ჩვენ მოწყობასაც ვერ ვასწრებდით. მთლიანობაში, არგენტინა XV-თან და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან თამაშებმა უდიდესი გამოცდილება შეგვძინა“.

 

დიდი გამოცდილება

 

საქართველო XV-ის შემადგენლობაში მრავლად იყვნენ მორაგბეები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშეს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც საერთაშორისო დონეზე პირველი გამოცდილება შეიძინეს:

 

„ვითამაშეთ კაცთა ნაკრებების წინააღმდეგ, სადაც სულ სხვა ჯანის მორაგბეები თამაშობენ და ეს მნიშვნელოვანი იყო. პირადად მე, ყველაზე მეტად შარშანდელ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამიჭირდა, როდესაც სხვებს ჯანით აშკარად ჩამოუვარდებოდი. იმ გამოცდილების ფონზე, წლევანდელი 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულად მოვემზადე, რადგან ვიცოდი რა ინტენსივობის და წნეხის ქვეშ უნდა მეთამაშა. შესაბამისად, არც „ზაფხულის თასზე“ გამჭირვებია“ - ამბობს აბჟანდაძე და აგრძელებს:

 

„მაღალ ტემპში, ხელდახელ თამაშის გამოცდილება მნიშვნელოვანია და ამ გამოცდილების დიდ 10-ში გადატანა ჩვენს შიდა ჩემპიონატს ძალიან წაადგება. ვფიქრობ, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაში „ზაფხულის თასისაზე“ უფრო რთული იყო. ის კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ, რანგით მეორე ჩემპიონატია (მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებული): ტემპი მაღალია, მოედანზე გასვლა 4 დღეში ერთხელ გიწევს, გუნდებში ისეთი მორაგბეები თამაშობენ, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის ამბიცია აქვთ და თანაც, ოფიციალურ ტურნირს მეტი დატვირთვა აქვს“

 

„თუმცა „ზაფხულის თასზე“, საქართველო XV-ის შემადგენლობაში ისეთი მორაგბეებიც იყვნენ, რომელთაც არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშიათ და მათთვის ამ დონის გუნდების წინააღმდეგ თამაში უმნიშვნელოვანესია. თუ ამ ფორმაციის ნაკრები მომავალშიც შეიკრიბება და მრავლად ექნება ამ დონის შეხვედრები, ეს აამაღლებს დიდი 10-ის თითოეული მოთამაშის მოტივაციას. ყველას გაუჩნდება იმედი, რომ ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე დაცვის საშუალება ექნება, რაც უთუოდ აისახება შიდა ჩემპიონატის დონეზე“.

 

არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ახალგაზრდებისთვის, ამ შემთხვევაში თედო აბჟანდაძისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო. ესაა გუნდის კაპიტანი გიორგი (გოშა) შკინინი:

 

„ბედნიერი ვიყავი გამოცდილი მოთამაშეების მხარდამხარ ამდენი დრო რომ გავატარე და მათგან ბევრი საინტერესო ნიუანსი ვისწავლე. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო შკინინის კაპიტნობის ქვეშ თამაში. ბევრი კაპიტნისგან მომისმენია მატჩის წინა გასამხნევებელი სიტყვები, მაგრამ გოშას სიტყვებს სულ სხვა განცდა მოყვა. მას უდიდესი გამოცდილება აქვს, ეროვნულ ნაკრებშიც არაერთხელ უთამაშია და 18-20 წლის ბიჭებისთვის უდიდესი მაგალითი იყო“.

 

52 მეტრი და სველი ბურთი

 

ზაფხულის თასის პირველ მატჩში საქართველო XV არგენტინა XV-ს შეხვდა და პირველი ტაიმის შემდეგ 15 ქულით ჩამორჩა, თუმცა მეორე ტაიმში ბესიკ ხამაშურიძის შეგირდებმა 16 უპასუხო ქულა აიღეს და 23:22 იმარჯვეს. მატჩის 75-ე წუთზე, გადამწყვეტი ჯარიმა კარიდან მარცხნივ, 52 მეტრიდან აბჟანდაძემ გაიტანა.

 

თედოს შეეძლო მატჩის გმირი ბრაზილიასთანაც გამხდარიყო. მან ამჯერად 53 მეტრიდან დაჰკრა კარში და მიზანი კი გაისწორა, მაგრამ დარტყმას ძალა დააკლდა და ის ჰორიზონტალური ძელის წინ ერთ მეტრში დაეშვა:

 

„ჩემი აზრით, არგენტინა უფრო ძლიერი გუნდი იყო, ვიდრე ბრაზილია. არგენტინელები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდნენ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. შესვენების შემდეგ მწვრთნელებმა სწორი რჩევები მოგვცეს და 15-ქულიანი ჩამორჩენის შემობრუნება მოვახერხეთ“.

 

„ბრაზილიასთან ვერმოგება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ყველას უნდა ეთამაშა და მწვრთნელებმა ხაზის 5 მოთამაშე შეცვალეს. შედეგად, ვერ მოავეხერხეთ შეთამაშება. გარდა ამისა, წვიმის გამო ბევრი უნებლიე შეცდომა დავუშვით. გარჯა არ უნდა დავუკარგოთ მეტოქესაც. ბრაზილიამ ბოლო წლებში არგენტინა XV, კანადა და აშშ დაამარცხეს. ის შეკრული, შეთამაშებული გუნდია და შეცდომები არ გვაპატია“.

 

„რაც შეეხება ჯარიმებს, არგენტინელებთან ჯარიმა რომ დაინიშნა და კარს გავხედე, მივხვდი გატანა შემეძლო. ეს კაპიტანს (შკინინს) ვუთხარი და მანაც დარტყმის უფლება მომცა. ბრაზილიასთან მანძილი თითქმის ისეთივე იყო, კუთხე უკეთესი და ბურთიც მიზანში მიდიოდა, მაგრამ იმ დღეს წვიმდა, სველი ბურთი დამძიმებული იყო და ეს ვერ გავთვალე. ამ გადასახედიდან, რა თქმა უნდა ჯობდა აუტში დამერტყა და ლელოზე გვეთამაშა, რადგან მეტოქეს ჯანში ვჯობდით. თუმცა იმ ჯარიმის შემდეგაც ვფლობდით ინიციატივას, დროც საკმარისი გვქონდა და მოგება შეიძლებოდა. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა“

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

18/08  ნამიბიამ მოიგო    აფრიკის ზონა

  ევროპის შესარჩევი

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ რეპ  ტონ  ურუ

2018-19  |  განაცხადების მიღება

განაცხადთა მიღება დასრულდა!

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

სიები იხილეთ სათანადო ლიგებში

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

მოთამაშეთა დასამატებლად
შეავსეთ და ნაცნობ მისამართზე
გამოაგზავნეთ  მინი
ბლანკი

ამოსაშლელად იხილეთ განაცხადი საითზე
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

ოვალის ამქარი

ახალი სეზონის [2018-19] წინ @ 16/08

კაცთა ლიგების ყველა [1217] მოთამაშე

2018-19  |  დიდი 10

იწყება  31/08

განრიგი  |  დებულება  |  ტრანსფერები

საწყისი 3 ტურის დღიური განრიგი

2018-19  |  პირველი ლიგა

იწყება  6/10

განრიგი  |  დებულება

2018-19  |  რეგიონული ლიგა

იწყება  15/09

განრიგი  დას  |  აღმ  |  დებულება

2018-19  |  ჭაბუკთა ლიგები

"" ლიგა [2000-01]

იწყება  7/09

განრიგი  |  დებულება

"" ლიგა [2002-03]

იწყება  დას 12/09 | აღმ 5/09

განრიგი  |  დებულება

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2019  |  რაგბი ევროპა

ოფიციოზი_EN

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

09/02

.

გარეთ

რუმ | პორ

0:0

შაბ

16/02

.

შინ

ესპანეთი

0:0

შაბ

02/03

.

გარეთ

ბელგია

0:0

შაბ

09/03

.

შინ

გერმანია

0:0

კვი

17/03

.

გარეთ

რუსეთი

0:0

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები

წინა სეზონი [2018]

1989 - 2018    215 ტესტი  |  254 ბორჯღალოსანი  |  სრულად [1/06]

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაიბრეიქი

  კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

 

ნამიბია
მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

რაგბი თივი

 

 

imedi

 

logo_palace

 

რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო   აისის ლოგო     მინდა ჯგუფის ლოგო