კონტინენტის ფარი | ‘ლოკომოტივი’ იტალიაში მიდის

06-დეკ-2018

საქართველოს ჩემპიონი თბილისის ‘ლოკომოტივი’ დღეს იტალიაში მიემგზავრება, სადაც 10 დღე გაჩერდება და კონტინენტის ფარის ორ შეხვედრას გამართავს.

 

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ევროთასებზე პირველი მატჩი 13 ოქტომბერს, „ავჭალაზე“ გამართა, ‘კალვიზანოს’ უმასპინძლა და შეხვედრა 6:17 დათმო. მეორე ტურში ‘ლოკომოტივი’ ისვენებდა, ‘კალვიზანომ’ იტალიურ დერბიში ‘ფიამე ოროს’ 35:20 მოუგო, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო და ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს.

 

მე-3 ტურში, 8 დეკემბერს, საქართველოს ჩემპიონი ‘ფიამე ოროს’ რომში შეხვდება და ამ მატჩის მოგებული სამგუნდა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსს შეინარჩუნებს. თამაში ჩვენი დროით 18 საათზე (ადგილობრივი დროით 15 საათზე), Fiamme Oro Stadium-ზე (Via Portuense, 1680, რომი) დაიწყება, რომელიც 1300 მაყურებელს იტევს.


თბილისელები რომში დარჩებიან, მომავალ ხუთშაბათს კალვიზანოში გადაინაცვლებენ და 15 დეკემბერს ჯგუფის ლიდერ ‘კალვიზანოს’ შეხვდებიან. ეს მატჩიც 18 საათზე იწყება.

 

 

ქართული და იტალიური რაგბის ლიდერები

 

იტალიაში გამგზავრებამდე ‘ლოკომოტივმა’ დიდი 10-ის მე-9 ტურის მატჩი ქუთაისში, ‘აიასთან’ გამართა, 4 ლელო გაიტანა და 28:14 იმარჯვა. რკინიგზელებმა 9 შეხვედრიდან 7 მოიგეს, ორივე წაგებულ შეხვედრაში დაცვის ბონუსი აიღეს და 32 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე არიან.

 

რკინიგზელთა მეტოქეები იტალიის ჩემპიონატში მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. ‘ფიამე ორომ’ 6 მოგებითა და 3 მარცხით 29 ქულა მოაგროვა. გასულ შაბათს ისინი ‘სან დონას’ სტუმრად შეხვდნენ და 3:10 დამარცხდნენ. ტოპ 12-ის მიმდინარე სეზონში მათ საკუთარ მოედანზე ოთხი თამაში გამართეს და ყველა მოიგეს.

 

‘კალვიზანომ’ 5 თამაში მოიგო და 4-ში დამარცხდა, თუმცა მათაც 29 ქულა მოაგროვეს და გატანილ-გაშვებული ქულათა უკეთესი ბალანსით მესამე პოზიციაზე არიან. მათ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე 5-ჯერ ითამაშეს და ორჯერ დამარცხდნენ.

 

 

იტალიაში 25 მორაგბით

 

თბილისის ‘ლოკომოტივი’ იტალიაში გუნდს მომავალ ორ მატჩში მწვრთნელები -  დავით ჩავლეიშვილი და სიმონ მაისურაძე უხელმძღვანელებენ.

 

გაფართოებულ შემადგენლობაში 25 მორაგბეა. გიორგი (გოშა) შკინინს ტრავმა აწუხებს და ‘ფიამე ოროს’ წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ‘კალვიზანოსთან’ მატჩისთვის მწყობრში იქნება. ‘ლოკომოტივს’ დააკლდება ბურჯი გიორგი არაბული, რომელსაც კისერი აწუხებს.

 

გუნდის მწვრთნელი, ვეტერანი ბორჯღალოსანი სიმონ მაისურაძე იმედოვნებს, რომ ‘ლოკომოტივი’ იტალიიდან 9 ქულით დაბრუნდება:

 

„რთული ამოცანის წინაშე ვართ, თუმცა მოტივაცია არ გვაკლია. იმისათვის, რომ ჯგუფიდან გასვლა მოვახერხოთ, ‘ფიამე ოროს’ ბონუსით უნდა ვძლიოთ, ხოლო ‘კალვიზანოს’ 11-ზე მეტი ქულის სხვაობით ვაჯობოთ. ‘ფიამე ორო’ შედარებით სუსტი გუნდია, უპირატესობას შერკინებით თამაშს ანიჭებს და ვფიქრობ, მათთან მიზნის მიღწევა სრულებით შესაძლებელია, ‘კალვიზანოსთან’ კი უფრო რთული თამაში გვექნება“.

 

მაისურაძე ფიქრობს, რომ იტალიაში გუნდი ხარისხობრივად უკეთეს თამაშს აჩვენებს, ვიდრე 13 ოქტომბერს „ავჭალაზე“:

 

„თბილისურ მატჩში ჩვენი უდიდესი პრობლემა დერეფანში თამაში იყო. ამას ობიექტური მიზეზი ჰქონდა. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა დაგვტოვა, რომელიც დერეფანში ბურთს აგდებდა. მის შემცვლელებს უმაღლეს დონეზე ბევრი არ ჰქონდათ ნათამაშები და კომბინაციების დალაგებას დრო დაჭირდა. ახლა ამ კომპონენტში ბევრად უკეთ ვართ, შეტევაში ბურთი უფრო ხშირად გვაქვს და მეტოქეებს ბევრ პრობლემას შევუქმნით“.

 

„ჩვენ დომინანტური შერკინება გვაქვს, თუმცა ბოლო დროს ხაზიც კარგად ათამაშდა. მომავალ შეხვედრებში აქცენტს მოლსა და შერკინებაზე გავაკეთებთ, მაგრამ ვეცდებით ხაზით თამაშით ბალანსი შევიტანოთ“.

 

‘ლოკომოტივი’ იტალიაში ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება:

 

პირველი ხაზი: ვახტანგ ქვათაძე, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ქართველიშვილი, ლევან ჭავჭავაძე, გაგა გორგასლიძე, თევდორე მაჭარაშვილი;

 

მეორე ხაზი: გაგა არაბული, დაჩი კოპაძე, გიორგი გეგია, თორნიკე ტურაშვილი;

 

მესამე ხაზი: ფარნა გასვიანი, ლევან დარასელია, ვასილ ყველაიძე, ზვიად მაისურაძე, ვახტანგ ამირანაშვილი;

 

უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე, ვახტანგ კავთიძე, გიორგი ტალახაძე, ლაშა გედეხაური, ზურაბ ძნელაძე, გიგა გაგოშვილი, ლევან გოგოლაშვილი, იოანე ხელაია, გიორგი შკინინი, ბექა წიკლაური.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

ტაბლო

2019  |  რაგბი ევროპა

კვი 17/02  ავჭალა  18.00

 სრულად   ოფიციოზი_EN

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

09/02

16.00

კლუჟ

რუმინეთი

18:9

2 რაუნდი

სხვ

გატ

 მ-წ

$

საქართველო

8

+23

6

42

2-0

0

რუსეთი

6

+55

12

78

1-1

2

რუმინეთი

5

+19

6

47

1-1

1

ესპანეთი

4

-12

3

26

1-1

0

ბელგია

4

-50

6

36

1-1

0

გერმანია

1

-35

4

32

0-2

1

კვი

17/02

18.00

ავჭალა

ესპანეთი

0:0

23-კაცა სია  |  გუნდები და მსაჯები  |  ოქმი

შაბ

02/03

18.00

ბრიუსელ

ბელგია

0:0

კვი

10/03

16.00

ქუთაისი

გერმანია

0:0

კვი

17/03

16.00

კრასნოდარ

რუსეთი

0:0

რაზმი  |  ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები

წინა სეზონი [2018]

1989 - 2018    218 ტესტი  |  257 ბორჯღალოსანი  |  სრულად

2018-19  |  დიდი 10

21-24/02   XIV ტური

10/02 @ 18.00

სხვ

    მ-წ *

$

ბათუმი  ბათუმი

50

+154

11-2

6

ლოკომოტივი  თბ

43

+112

09-4

7

ხარები  რუსთავი

42

+59

09-3*1

4

აია  ქუთაისი

32

+17

07-5*1

2

ჯიქი  გორი

30

+8

05-7*1

8

არმაზი  მარნეული

29

+39

05-7*1

7

ლელო სარასენს  თბ

28

-10

06-7

4

აკადემია  თბილისი

24

-116

05-7*1

2

ვეფხვები  პატარძეული

16

-126

02-10*1

6

არმია  თბილისი

15

-137

03-10

3

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  ცოცხალი ოქმის სქოლიო

 პლეი’ოფში  ნომრები აღარ გაიცვლება
 დიდ ფინალს  უმასპინძლებს
შესარჩევი ფინალის  მოგებული

X ტურიდან ტექნიკურ ზონაში დაშვებულია
4 პირი –  სამის ნაცვლად 
   მუხლი 24   @ გვ. 7

23-კაცა სამატჩო სიის ახალი ფორმა

2018-19  |  დუბლები

10-15/02   X ტური

2018-19  |  პირველი ლიგა

16/02   X ტური

შემდეგი სეზონიდან [2019-20] ლიგა
  ფართოვდება  10 გუნდამდე
ამ სეზონის VIII ადგილოსანი დარჩენაზე
  ეთამაშება  რეგიონულის მესამეს 

2018-19  |  რეგიონული ლიგა

16-17/02   IX ტური   დას  |  აღმ

ნახევარ’ფინალთა მოგებულები  პირდაპირ  
ავლენ 10-გუნდა პირველ ლიგაში. 
III
ადგილოსანი ასვლაზევე  ეთამაშება  
პირველი ლიგის ბოლოს (VIII)

2018-19  |  სამოყვარულო ლიგა

რაგბობს  სახალისოდ

2018-19  |  ჭაბუკთა ლიგები

"" [2000-01 დაბ]

15-17/02   VIII ტური

რვეული    მოწინავე  |  სანუგეშო

"" [2002-03 დაბ]

გაგრძელდება   13/03
III ეტაპის ოთხეულები      I - VIII  |  IX - XVI
სანუგეშო ჯგუფები     დას  |  აღმ

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2018-19  |  ოვალის ამქარი

ყველა ლიგის ყველა [3328] მორაგბე [16/02]

კაცი [1369]  |  ჭაბ’ა [640]  |  ჭაბ’ბ [1319]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

განახლებული სრული სიები არ მიიღება!

მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ
მინი’ფორმა

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

2019  |  20წ მსოფლიო

არგენტინა    სანტა’ფე, როსარიო

ისტორია ზოგადი | საქართველო ოდითგან | ალაფაზე

საქართველო

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

04/06

20.00

სტფ

ახ.ზელანდია

0:0

შაბ

08/06

17.30

რსრ

სამხრ.აფრიკა

0:0

ოთხ

12/06

17.30

რსრ

შოტლანდია

0:0

#

სხვ

1

სფრ

0

=0

6

არგ

0

=0

7

უელ

0

=0

12

ფიჯ

0

=0

#

სხვ

2

ინგ

0

=0

5

ავს

0

=0

8

იტა

0

=0

11

ირლ

0

=0

#

სხვ

3

აფრ

0

=0

4

ზელ

0

=0

9

საქ

0

=0

10

შტლ

0

=0

პლეი’ოფი

ორ

17/06

.

.

ნახევარ’ფინალი

0:0

შაბ

22/06

.

.

ფინალი

0:0

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

წიგნების განაწილება და გატანა

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაიბრეიქი

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო       მინდა ჯგუფის ლოგო