კონტინენტის ფარი | ერთ კვირაში ავჭალაზე!

04-იან-2019

© გოგიტა ბუხაიძე

 

ერთ კვირაში საახალწლო, საზეიმო განწყობა მოედანზე გადაინაცვლებს და 2019 წლის პირველი სარაგბო მატჩი 12 იანვარს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.

 

15 საათზე საქართველოს ჩემპიონი თბილისის ‘ლოკომოტივი’ იტალიურ კლუბს, ‘ფიამე ოროს’ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში „კონტინენტის ფარის“ ფლეი ოფში გასვლის შანსს შეინარჩუნებს.

 

ამ გუნდების პირველი შეხვედრა დაახლოებით ერთი თვის წინ, 8 დეკემბერს რომში შედგა. მაშინ მასპინძლები 68-ე წუთისთვის 12 ქულის სხვაობით (22:10) იგებდნენ, თუმცა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, დარჩენილ დროში სამი ლელო გაიტანა, მეოთხე, გამარჯვების მომტანი გაწითლებულ დროზე და ბონუსიც ჩაიწერა - 29:22.

 

ეს იყო ‘ლოკომოტივის’ პირველი გამარჯვება ევროტურნირებზე. ერთ კვირაში რკინიგზელები ასევე სტუმრად ‘კალვიზანოს’ შეხვდნენ და 20:13 იმარჯვეს. სამწუხაროდ, ამ მატჩის მიწურულს ლელო მასპინძლებმა გაიტანეს და ბონუსი აიღეს, რითაც ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნეს და ფლეი ოფში გასვლაც მხოლოდ ‘ლოკომოტივის’ წარმატებაზე დამოკიდებული აღარაა.

 

„კონტინენტის ფარის“ პირველ ტურში, თბილისელებმა ‘კალვიზანო’ „ავჭალაზე“ მიიღეს, სადებიუტო მღელვარება ვერ გადალახეს და გამარჯვება მეტოქეს დარჩა (6:17). ‘კალვიზანომ’ მეორე ტურში ‘ფიამე ოროს’ ბონუსით, 35:20 აჯობა და შედეგად, სამი მატჩის შემდეგ 10 ქულით, ის პირველ ადგილზეა, ხოლო ‘ლოკომოტივს’ 9 ქულა აქვს და მეორეა.

 

ამრიგად, ‘ფიამე ოროსთან’ მოგებით ‘ლოკომოტივი’ პირველ ადგილზე აღზევდება, თუმცა ერთ კვირაში, 19 იანვარს, იტალიური კლუბები ერთმანეთს ხვდებიან და ‘კალვიზანო’ გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპს ფლეი ოფში გამსვლელ, პირველ ადგილზე დაასრულებს.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, ‘ლოკომოტივს’ 12 იანვრის მატჩი მოსაგები აქვს. ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ჩემპიონს!

 

ვრცლად ტურნირის სისტემის და განრიგის შესახებ

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

XI ტური    13-15/12

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო