კონტინენტის ფარი | იტალიელებზე დამოკიდებული

08-იან-2019

© ანი რეხვიაშვილი

 

თბილისის ‘ლოკომოტივმა’ სადღესასწაულო დღეები ვარჯიშში გაატარა, რადგან გუნდი 2019 წლის პირველი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც „კონტინენტის ფარზე“, 12 იანვარს იტალიურ კლუბ ‘ფიამე ოროსთან’ გამართავს.

 

საქართველოს ჩემპიონისთვის საშემოდგომო სეზონი ყველაზე მეტად გაიწელა და ყველაზე გვიან დასრულდა, რადგან ოქტომბერში ევროთასებზე სადებიუტო მატჩი ჰქონდა ‘კალვიზანოსთან’ (6:17), დეკემბერში კი იტალიურ ტურნეზე გაემგზავრა და ჯერ რომში ‘ფიამე ოროს’ სძლია ბონუსით (29:22), მერე ‘კალვიზანოსთან’ აიღო რევანში (20:13).

 

„იტალიური ტურნე დადებითად შეფასდა და სხვანაირად არც შეიძლება მომხდარიყო, რადგან ადვილი არაა იტალიაში ჩახვიდე და ზედიზედ ორი თამაში მოიგო. რომ არა ‘კალვიზანოსთან’ ბოლო წუთზე გაშვებული სამწუხარო ლელო, სავარაუდოდ ჩელენჯ ქაფზეც აუცილებლად მოვხვდებოდით, მაგრამ არ გაგვიმართლა“ - ამბობს გუნდის კაპიტანი ვახტანგ კავთიძე.

 

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ‘ლოკომოტივს’ ‘ფიამე ოროსთან’ გაუმართლა და დასკვნით 12 წუთში გატანილი სამი ლელოთი, ბონუსით იმარჯვა. მანამდე იყო ჩავარდნა და 12-წულიანი ჩამორჩენა:

 

„იტალიაში ჩასვლამდე დიდი გზა გავარეთ, აღდგენისა და ვარჯიშისთვის ერთი სრული დღეც არ გვქონდა, პირდაპირ თამაშზე გავედით და შესვენების შემდეგ გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, იმედი არ დაგვიკარგავს, ბოლომდე ვიბრძოლეთ, საბედნიეროდ, მომენტები 100 პროცენტით გამოვიყენეთ და სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ. ეს იყო პასუხისმგებლობის შედეგი, რადგან ვიცოდით, წაგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გვექნებოდა“ - აღნიშნავს კავთიძე და იმავე ‘ფიამე ოროსთან’, უფრო რთული მატჩის მოლოდინშია:

 

„მეტოქისგან დიდ წინააღმდეგობას ველოდებით, რადგან ჩვენთან გამარჯვების შემთხვევაში, მათაც უჩნდებათ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი. დარწმუნებული ვარ უფრო მეტი ბრძოლა დაგვჭირდება, ვიდრე 1 თვის წინ“.

 

კაპიტანმა რომში თამაშისას ნეკნი გაიტეხა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ თბილისში დაბრუნებულმა გაიგო და მანამდე ‘კალვიზანოს’ წინააღმდეგ ითამაშა. ის უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და გუნდს მომავალ მატჩშიც დაეხმარება. მოკეთდა და სათამაშოდ 90%-ით მზადაა დიდი 10-ის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ასევე მელელოვე გოშა შკინინი.

 

„ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში ვართ, კარგად დავისვენეთ და ვარჯიშებიც მაღალი ინტენსივობის გვაქვს. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, თუნდაც ლელოების გარეშე, რადგან ბონუსი რეალურად არაფერს გვაძლევს. მთავარია მოვიგოთ და მერე ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. მიუხედავად ყველაფრისა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გვაქვს იმედი, რომ იტალიელები სარაგბო ღირებულებებს არ დაარღვევენ. ‘ფიამე ოროს’ აქვს იმის შესაძლებლობა, თუ მოინდომებს რომში ‘კალვიზანო’ დაამარცხოს. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს და 19 იანვარს დაველოდებით“ - ამბობს კავთიძე.

 

საქმე ისაა, რომ ‘კალვიზანოსგან’ ბოლო წუთზე მიღებული ლელოს შემდეგ, ეს იტალიური კლუბი 10 ქულით პირველ ადგილზე რჩება და 19 იანვარს ‘ფიამე ოროს’ ეთამაშება, რომელიც თბილისში მარცხის შეთხვევაში უმოტივაციო იქნება. ამრიგად, ‘ლოკომოტივმა’ თავისი შეხვედრა უნდა მოიგოს და ერთი კვირა სამართლიანი თამაშის მოლოდინში იყოს, რათა ჩელენჯ ქაფის საგზურისთვის ბრძოლა გააგრძელოს.

 

კავთიძე იმედოვნებს, რომ 12 იანვარს საქართველოს ჩემპიონს ქომაგობა არ მოაკლდება და ეს გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება:

 

„პირველ თამაშზე გულშემატკივარი არ მოვიდა და გულდაწყვეტილები ვიყავით. ახლა თამაშზე დასწრება თავისუფალია. სასიამოვნოა, როდესაც სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშობ, მით უმეტეს იტალიური კლუბის წინააღმდეგ და ყველას მოვუწოდებ მხარი დაგვიჭიროს. ეს ტურნირი ქართული კლუბებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

2018-19  |  დიდი 10

25-27/01   XI ტური

23/12 @ 18.15

სხვ

 მ-წ *

$

ბათუმი  ბათუმი

40

+121

9-1

4

ხარები  რუსთავი ^

32

+53

7-3

4

ლოკომოტივი  თბ

32

+71

7-3

4

არმაზი  მარნეული

29

+99

5-4*1

7

აია  ქუთაისი

26

+13

6-4

2

ლელო სარასენს  თბ

24

+14

5-5

4

ჯიქი  გორი

19

-37

3-6*1

5

აკადემია  თბილისი

16

-101

3-6*1

2

ვეფხვები  პატარძეული

14

-89

2-7*1

4

არმია  თბილისი

7

-144

1-9

3

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  ცოცხალი ოქმის სქოლიო

 პლეი’ოფში  ნომრები აღარ გაიცვლება
 დიდ ფინალს  უმასპინძლებს
შესარჩევი ფინალის  მოგებული

X ტურიდან ტექნიკურ ზონაში დაიშვება
4 პირი –  სამის ნაცვლად 
   მუხლი 24   @ გვ. 7

23-კაცა სამატჩო სიის ახალი ფორმა

2018-19  |  კონტინენტის ფარი

 სრულად   ოფიციოზი_EN

ლოკომოტივი  –

საქართველოს თარიღითა და დროით, შაბათობით

13/10

15.00

კალვიზანო

___6:17__

08/12

18.00

ფიამე ორო

$ 29:22 $

15/12

18.00

კალვიზანო

_ 20:13 $

12/01

15.00

ფიამე ორო

$ 47:10__

""

სხვ

კლვ (იტა)

15

+42

ლოკ (საქ)

14

+40

ფმრ (იტა)

1

-82

""

სხვ

რვგ (იტა)

16

+145

პდვ (იტა)

14

+34

ბრბ (ბელ)

0

-179

ფინალი:  30/03 კლვ (იტა) – რვგ (იტა) 20/04

მოგებული ადის 2019-20 ჩელენჯზე

2019  |  რაგბი ევროპა

 სრულად   ოფიციოზი_EN

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

09/02

16.00

კლუჟ

რუმინეთი

0:0

კვი

17/02

18.00

თბილისი

ესპანეთი

0:0

შაბ

02/03

18.00

ბრიუსელ

ბელგია

0:0

კვი

10/03

14.00

ქუთაისი

გერმანია

0:0

კვი

17/03

16.00

[გარეთ]

რუსეთი

0:0

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები

წინა სეზონი [2018]

2018-19  |  დუბლები

20-26/01  IX ტური

2018-19  |  პირველი ლიგა

გაგრძელდება   16/02

შემდეგი სეზონიდან [2019-20] ლიგა
  ფართოვდება  10 გუნდამდე
ამ სეზონის VIII ადგილოსანი დარჩენაზე
  ეთამაშება  რეგიონულის მესამეს 

2018-19  |  რეგიონული ლიგა

გაგრძელდება   16/02   დას  |  აღმ

ნახევარ’ფინალთა მოგებულები  პირდაპირ  
ავლენ 10-გუნდა პირველ ლიგაში. 
III
ადგილოსანი ასვლაზევე  ეთამაშება  
პირველი ლიგის ბოლოს (VIII)

2018-19  |  სამოყვარულო ლიგა

რაგბობს  სახალისოდ

2018-19  |  ჭაბუკთა ლიგები

"" [2000-01 დაბ]

გაგრძელდება   15/02

რვეული    მოწინავე  |  სანუგეშო

"" [2002-03 დაბ]

გაგრძელდება   13/03
III ეტაპის ოთხეულები      I - VIII  |  IX - XVI
სანუგეშო ჯგუფები     დას  |  აღმ

ოქროსა და ბრინჯაოს  ფინალთა მასპინძლები
შეირჩევა სპორტული პრინციპით

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2018-19  |  ოვალის ამქარი

ყველა ლიგის ყველა [3310] მორაგბე [21/01]

კაცი [1357]  |  ჭაბ’ა [636]  |  ჭაბ’ბ [1317]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

განახლებული სრული სიები არ მიიღება!

მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ
მინი’ფორმა

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

2019  |  20წ მსოფლიო

არგენტინა    სანტა’ფე, როსარიო

ისტორია ზოგადი | საქართველო ოდითგან | ალაფაზე

საქართველო

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

04/06

20.00

სტფ

ახ.ზელანდია

0:0

შაბ

08/06

17.30

რსრ

სამხრ.აფრიკა

0:0

ოთხ

12/06

17.30

რსრ

შოტლანდია

0:0

#

<>

სხვ

1

სფრ

0

=0

6

არგ

0

=0

7

უელ

0

=0

12

ფიჯ

0

=0

#

<>

სხვ

2

ინგ

0

=0

5

ავს

0

=0

8

იტა

0

=0

11

ირლ

0

=0

#

<>

სხვ

3

აფრ

0

=0

4

ზელ

0

=0

9

საქ

0

=0

10

შტლ

0

=0

პლეი’ოფი

ორ

17/06

.

.

ნახევარ’ფინალი

0:0

შაბ

22/06

.

.

ფინალი

0:0

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

წიგნების განაწილება და გატანა

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაიბრეიქი

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

რაგბი თივი

 

 

imedi

 

logo_palace

 

რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო   აისის ლოგო     მინდა ჯგუფის ლოგო