რუსეთთან ტრადიციის გასაგრძელებლად

14-მარ-2019

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

17 მარტს 2019 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონები - ბორჯღალოსნები,ტურნირის დასკვნით შეხვედრას პრინციპულ მეტოქესთან, რუსეთისნაკრებთან გამართავენ, ერთი დღით ადრე კი, საქართველო XV რუსეთის „ა“ ნაკრებს ეთამაშება. გუნდები რუსეთში ერთად, 15 მარტს გაემგზავრებიან. 

 

საქართველო XV-ს ჭყოიძე დაემატა

 

© გოგიტა ბუხაიძე

 

მატჩები კრასნოდარში გაიმართება. საქართველო XVრუსეთის „ა“ ნაკრებს სტადიონ „ტრუდზე“, 16 საათზე შეხვდება და ქომაგს მისი ხილვის შესაძლებლობა სთრიმის საშუალებით ექნება.

 

ჩვენს გუნდს, რომელიც მარტყოფის რაგბის ბაზაზე ემზადება კვაჭი გიორგი ჭყოიძე დაემატა. რადგან შეხვედრა ოფიციალური ხასიათის არაა, ბესიკ ხამაშურიძე გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფ 25-ივე მორაგბეს ათამაშებს. 

 

მატჩის რეფერი რუსი გეორგი კოპპი იქნება, რომელსაც კიდეებიდან კრასნოდარელი მსაჯი ლევვ სლეპცოვი და სამხრეთ აფრიკელი ტალა სიმო ნტშაკაზა დაემატება. 

 

შეგახსენებთ, რომ დიდი 10-ის მორაგბეებით დაკომპლექტებული საქართველო XVპირველად გასული წლის ზაფხულში შეიკრიბა და „ზაფხულის“ თასზე არგენტინაXV23:22 დაამარცხა, ხოლო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ - 20:18.

 

საქართველო XVწელს მინიმუმ ერთხელ კიდევ შეიკრიბება და ივნისში ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ორ მატჩიან სერიას გამართავს. 

 

მეოთხედსაუკუნოვანი ისტორია

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

ბორჯღალოსნები „რუს დათვებს“ 17 მარტს, ასევე 16 საათზე კრასნოდარის ცენტრალურ, „ყუბანის“ სტადიონზე ეთამაშებიან და თითქმის მეოთხედსაუკუნოვანი ისტორიის გაგრძელებას ეცდებიან.

 

1993 წლიდან დღემდე, ამ გუნდებმა 22-ჯერ ითამაშეს და რუსებმა მხოლოდ პირველი შეხვედრა მოიგეს, 1993 წელს სოპოტში (პოლონეთი) 15:9, ერთხელ კი, 17 წლის წინ (2002 წელი) თბილისში ფრედ ითამაშეს - 12:12. დანარჩენ 20 შემთხვევაში, აქედან ზედიზედ 17 მატჩში, გამარჯვება ბორჯღალოსნებს დარჩათ. 

 

„დათვები“ ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წელს „მიხეილ მესხზე“ დავამარცხეთ - 46:0. მშრალი ანგარიში დაფიქსირდა 2015 წელსაც და კვლავ ვაკეში სტუმრები 33:0 დავჯაბნეთ. სტუმრად გამართულ შეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობა შარშან, სწორედ კრასნოდარში დაფიქსირდა და მაშინ მე-20, საიუბილეო გამარჯვება 20 ქულის სხვაობით მოვიპოვეთ - 29:9. 

 

კრასნოდარში რუსებთან სულ 4-ჯერ გვითამაშია და ოთხი მოგება გვაქვს. 21-ე საუკუნის დასაწყისში „დათვები“ სწორედ ამ ქალაქში გვმასპინძლობდნენ და 2001 წელს 25:23, 2003 წელს 23:17, ხოლო 2004 წელს 27:15 ვძლიეთ. კრასნოაირსკში და სოჭში თამაშების შემდეგ, მეტოქემ კრასნოდარში შარშან დაგვაბრუნა და მზარდი დინამიკა შენარჩუნდა - 29:9. 

 

სულ ამ გუნდთან 11-ჯერ გვითამაშია შინ, 8-ჯერ სტუმრად და 3-ჯერ ნეიტრალურ მოედანზე (20 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). მეტოქისთვის გატანილი გვაქვს 63 ლელო და მიღებული 16, გატანილ-გაშვებულ ქულათა ბალანსი კი 557:254-ზეა. 

 

„ყუბანის“ სტადიონი 1960 წელს გაიხსნა და 35 200 მაყურებელს იტევს. მომავალ შეხვედრას ინგლისელი რეფერი ტომ ფოლი მოემსახურება. კიდეებიდან მას ასევე ინგლისელი ენტონი ვუდტორპი და ფილ უოტერსი დაეხმარებიან. 

 

2019 წლის რაგბი ევროპა

 

წლევანდელ რაგბი ევროპაზე ბორჯღალოსნებმა ოთხივე მატჩი მოიგეს და ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდნენ. კლუჟში რუმინეთის 18:9 ძლევის შემდეგ, მილთონ ჰეიგის შეგირდებმა „ავჭალაზე“ ესპანეთს 24:10 მოუგეს, ბრიუსელში ბელგია ბონუსით, 46:6 დაამარცხეს, ხოლო ერთი კვირის წინ გერმანიას ქუთაისში ასევე ბონუსით, 52:3 მოუგეს. ამ ოთხ მატჩში ჩვენმა გუნდმა გაიტანა 22 ლელო და გაუშვა ორი, ორივე ესპანეთისგან. 

 

მას შემდეგ, რაც 2018 წლის სკანდალს რუმინეთისა და ესპანეთის ნაკრებები „შეეწირენ“, რუსეთის ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მიიღო და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლინ ჯონსი მიიწვია. მიუხედავად ამისა, წლევანდელ რაგბი ევროპაზე „დათვები“ ორივე მთავარ კონკურენტთან დამარცხდნენ, თუმცა მცირე სხვაობით - ესპანეთთან მადრიდში 14:16 და რუმინეთთან ბოტოშანში 20:22.

 

აღსანიშნავია, რომ რუსებმა რუმინელებს ოთხი ლელო გაუტანეს და თავად ერთი გაუშვეს, მაგრამ მოგება მაინც ვერ მოახერხეს. დანარჩენ ორ მატჩში „დათვებმა“ ბელგიას სოჭში ბონუსით (64:7), ხოლო გერმანიას ჰაიდელბერგში მოუგეს (26:18). შედეგად, რუსეთს 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან. განვლილ ოთხ მატჩში მათ გაიტანეს 20 ლელო და მიიღეს 5.  

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

 

 

ტაბლო

2019  |  რაგბი ევროპა

 სრულად   ოფიციოზი_EN

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

09/02

16.00

კლუჟ

რუმინეთი

_18:09

კვი

17/02

18.00

ავჭალა

ესპანეთი

_24:10

შაბ

02/03

19.00

ბრიუსელ

ბელგია

$46:06

კვი

10/03

16.00

ქუთაისი

გერმანია

$52:03

კვი

17/03

16.00

კრასნოდარ

რუსეთი

$22:06

23 მოთამაშე  |  გუნდები+მსაჯები  |  ოქმი  |  ვიდეო

საბოლოო

სხვ

გატ

 მ-წ

$

საქართველო

24

+128

25

162

5-0

4

ესპანეთი

18

+52

18

127

4-1

2

რუმინეთი

15

+44

14

130

3-2

3

რუსეთი

11

+45

20

130

2-3

3

ბელგია

4

-154

8

68

1-4

0

გერმანია

1

-115

7

63

0-5

1

დაგვერიცხა სლემის +1 ბონუსიც

რაზმი  |  ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები

1989 - 2018    218 ტესტი  |   262 ბორჯღალოსანი   |  სრულად

2018-19  |  დიდი 10

22-24/03   XVI ტური

03/03 @ 17.50

სხვ

    მ-წ *

$

ბათუმი  ბათუმი

58

+171

13-2

6

ლოკომოტივი  თბ

49

+130

10-5

9

ხარები  რუსთავი

46

+45

10-4*1

4

ლელო სარასენს  თბ

36

-5

08-7

4

აია  ქუთაისი ^

34

+10

07-7*1

4

ჯიქი  გორი

34

-1

06-8*1

8

არმაზი  მარნეული

33

+23

06-8*1

7

აკადემია  თბილისი

24

-134

05-9*1

2

ვეფხვები  პატარძეული

22

-107

03-11*1

8

არმია  თბილისი

20

-132

04-11

4

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  ცოცხალი ოქმის სქოლიო

 პლეი’ოფში  ნომრები აღარ გაიცვლება
 დიდ ფინალს  უმასპინძლებს
შესარჩევი ფინალის  მოგებული

X ტურიდან ტექნიკურ ზონაში დაშვებულია
4 პირი –  სამის ნაცვლად 
   მუხლი 24   @ გვ. 7

23-კაცა სამატჩო სიის ახალი ფორმა

2018-19  |  დუბლები

15-18/03   XII ტური

2018-19  |  პირველი ლიგა

16/03   XIII ტური

შემდეგი სეზონიდან [2019-20] ლიგა
  ფართოვდება  10 გუნდამდე
ამ სეზონის VIII ადგილოსანი დარჩენაზე
  ეთამაშება  რეგიონულის მესამეს 

2018-19  |  რეგიონული ლიგა

17/03   II ნახევარ’ფინალები
დას  |  აღმ  დასრულდა

ნახევარ’ფინალთა მოგებულები
დევები და ყაზბეგი
ავიდნენ 10-გუნდა პირველ ლიგაში. 
III
ადგილოსანი ასვლაზევე  ეთამაშება  
პირველი ლიგის ბოლოს (VIII)

2018-19  |  სამოყვარულო ლიგა

რაგბობს  სახალისოდ

2018-19  |  ჭაბუკთა ლიგები

"" [2000-01 დაბ]

19-24/03   XII ტური

რვეული    მოწინავე  |  სანუგეშო

"" [2002-03 დაბ]

20-21/03  III ეტაპის II ტური
ოთხეულები      I - VIII  |  IX - XVI
სანუგეშო ჯგუფები     დას  |  აღმ

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2018-19  |  ოვალის ამქარი

ყველა ლიგის ყველა [3359] მორაგბე [15/03]

კაცი [1387]  |  ჭაბ’ა [644]  |  ჭაბ’ბ [1328]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

განახლებული სრული სიები არ მიიღება!

მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ
მინი’ფორმა

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

2019  |  20წ მსოფლიო

არგენტინა    სანტა’ფე, როსარიო

ისტორია ზოგადი | საქართველო ოდითგან | ალაფაზე

საქართველო

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

04/06

20.00

სტფ

ახ.ზელანდია

0:0

შაბ

08/06

17.30

რსრ

სამხრ.აფრიკა

0:0

ოთხ

12/06

17.30

რსრ

შოტლანდია

0:0

#

სხვ

1

სფრ

0

=0

6

არგ

0

=0

7

უელ

0

=0

12

ფიჯ

0

=0

#

სხვ

2

ინგ

0

=0

5

ავს

0

=0

8

იტა

0

=0

11

ირლ

0

=0

#

სხვ

3

აფრ

0

=0

4

ზელ

0

=0

9

საქ

0

=0

10

შტლ

0

=0

პლეი’ოფი

ორ

17/06

.

.

ნახევარ’ფინალი

0:0

შაბ

22/06

.

.

ფინალი

0:0

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

წიგნების განაწილება და გატანა

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაიბრეიქი

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო