ქართველი მწვრთნელი ირლანდიურ აკადემიაში!

26-მარ-2019

© Getty Images

 

ვეტერანი ბორჯღალოსანი, დავით კილასონიას სახელობის ეროვნული აკადემიისა და თბილისის ‘ლოკომოტივის’ მწვრთნელი სიმონ მაისურაძე, სამუშაოდ ირლანდიის რაგბის აკადემიაში მიიწვიეს.

 

ირლანდიის რაგბის აკადემია კერძო აკადემიაა და ის დუბლინიდან ნახევარი საათის სავალზე, ქალაქ ნაისში სამხრეთ აფრიკელმა სპეციალისტებმა გახსნეს. დირექტორი დენ ფან სეილია, რომელსაც ზე-რაგბსა და ირლანდიაში უმაღლეს დონეზე, ასევე სამხრეთ აფრიკის ნაკრებში უთამაშია. მისი დამხმარე, კო-დირექტორი ასევე სამხრეთ აფრიკელი იოან ტეილორია, რომელსაც ასევე ზე-რაგბსა და ირლანდიაში უთამაშია.

 

ფან სეილი მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ირლანდიაში დარჩა და 12 წლის განმავლობაში ‘ლენსთერის’ აკადემიების ხელმძღვანელი იყო. მას მწვრთნელის უმაღლესი, მეოთხე დონის დიპლომი აქვს და ‘ლენსთერში’ დაგროვილი გამოცდილების ფონზე, ერთი წლის წინ ირლანდიაში კერძო აკადემია გახსნა. პარალელურად, ის ირლანდიის შიდა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდ ‘ნაისის’ მთავარი მწვრთნელია. 

 

მეოთხე დონის მწვრთნელის ლიცენზია აქვს ტეილორსაც, რომელიც ‘ნაისში’ ფან სეილის დამხმარეა და პარალელურად შრილანკას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

 

სიმონ მაისურაძე ირლანდიის აკადემიაში ფან სეილის მიწვევით მოხვდა, ოღონდ ამ მიწვევის მიზანი თავიდანვე შერკინების მწვრთნელის პოვნა სულაც არ ყოფილა:

 

„ფან სეილი საქართველოს რაგბის კავშირს, კერძოდ მისი მაღალი მიღწევების დირექტორ ბაჩო ხურციძეს დაუკავშირდა. მას ახსოვდა, რომ საქართველოდან სამხრეთ აფრიკის აკადემიაში ახალგაზრდა, ნიჭიერ მორაგბეებს აგზავნიდა და შემოგვთავაზა: ჩვენი თვალით გვენახა ირლანდიის რაგბის აკადემია და იქაური პირობები“ - გვიყვება მაისურაძე და აგრძელებს:

 

„ნაისში მე მომიწია ჩასვლა და როდესაც გაიგეს, რომ მწვრთნელობის, ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და მესამე დონის ლიცენზია მქონდა, მთხოვეს ირლანდიის აკადემიის ბავშვებისთვის შერკინების ვარჯიში ჩამეტარებინა. მათ ჩემი ვარჯიშები მოეწონათ და კლუბში, ‘ნაისშიც’ მიმიწვიეს, სადაც ორი ვარჯიში ჩავატარე. ამის შემდეგ მათ მთხოვეს, რომ თუ შესაძლებელი იყო, პერიოდულად ირლანდიაში ჩავსულიყავი და როგორც აკადემიაში, ასევე კლუბში შერკინების ვარჯიშები ჩამეტარებინა, რაზეც თანხმობა ვუთხარი. ჩემთვის ეს სამუშაო საინტერესოა, რადგან ირლანდიელებისა და სამხრეთ აფრიკელებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, რასაც მერე საქართველოში გამოვიყენებთ“.

 

პირველი სტუმრობიდან სიმონ მაისურაძემ არაერთი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა, რის დანერგვასაც ქართულ რაგბში ისურვებდა:

 

„ირლანდიაში რაგბს უდიდესი ტრადიცია აქვს და ამ ქვეყნის სარაგბო კულტურიდან ბევრი კარგი დეტალის გადმოღება შეიძლება. ერთ ასეთ საინტერესო დეტალს წავაწყდი: ‘ნაისისა’ და ‘მელონის’ შეხვედრის შემდეგ, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და 22:20 დასრულდა, მესამე ტაიმზე ორივე გუნდის მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან ერთად მსაჯებიც იმყოფებოდნენ. საკმაოდ მეგობრული ატმოსფერო იყო და მსაჯების მიმართ უდიდესი პატივისცემა იგრძნობოდა. მათ მორაგბეებთან ერთად მიირთვეს, გაიარეს თამაშის დეტალები და მეგობრული საუბარი ჰქონდათ. ის, რომ დღეს საერთაშორისო დონეზე ქართველი მსაჯები ადგილს იმკვიდრებენ და წინ მიიწევენ, დიდწილად ირლანდიელების დამსახურებაა, რადგან ჩვენს მსაჯებს თავის დროზე სწორედ მათ გაუწოდეს დახმარების ხელი, დაეხმარნენ განვითარებაში და კარგი იქნება თუ მსაჯების მიმართ პატივისცემასაც ირლანდიელებივით ვისწავლით“.

 

უმაღლესი დონის სასწავლო ცენტრი

ფან სეილისა და ტეილორის გახსნილი აკადემია ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „კილაშის“ ტერიტორიაზეა, სადაც ახალგაზრდებს სარაგბო უნარების დასახვეწად, ასევე ინგლისური ენის შესასწავლად საუკეთესო პირობები აქვთ.

 

სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტების გარდა, სიმონ მაისურაძის მსგავსად, იქ რამდენიმე ცნობილი სპეციალისტი მუშაობს: ფრანგი ფილიპ სენტ-ანდრე, რომლის ანგარიშზე საფრანგეთის ნაკრების 69 კეპია, მწვრთნელად კი საკლუბო დონეზე ‘გლოსთერში’, ‘სეილ შარქსში’ და ‘ტულონში’, ხოლო საერთაშორისო დონეზე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში უმუშავია; ჩილეს ნაკრების მწვრთნელი სებასტიან ბერტი; ჯონ მერფი; 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ბობი სკინსტადი’ ირლანდიის ნაკრების ყოფილი მორაგბე მაიკლ როსი; საერთაშორისო დონის მსაჯები. ამავე აკადემიაში მოღვაწეობს კიდევ ერთი ქართველი ნიკა აბდალაძე, რომელიც წლებია ირლანდიაში მოღვაწეობს.

 

აკადემია თანამშრომლობს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ფიზმომზადების ცენტრ „სეტანტასთან“, რომელიც ნაისიდან 40 წუთის სავალზე, ქალაქ ლიმერიკშია. იქ მოთამაშეებს სამ თვეში ერთხელ ტესტები უტარდებათ და იმის მიხედვით აფასებენ საკუთარ პროგრესს. პროექტის თანახმად, სამომავლოდ ირლანდიის რაგბის აკადემია ფიზმომზადების სპეციალისტების გადამზადებასაც გეგმავს.

 

სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები, აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, მოსასვენებელი ოთახი, სასადილო და ა.შ.

 

ირლანდიის რაგბის აკადემიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ აკადემიის ოფიციალურ საიტზე და ფეისბუქ-გვერდზე:

 

აკადემიის გვერდი და ფეისბუქი

 

 

ირლანდიის რაგბის აკადემიის უცხოელი მორაგბეები, პარალელურად ‘ნაისის’ შესაბამისი ასაკის გუნდში ითამაშებენ. ყოველი თამაშის შემდეგ, მოთამაშეებს ჩაუტარდებათ ინდივიდუალური ვიდეო-ანალიზი და ისინი აკადემიაში სწავლების პერიოდში არა მხოლოდ სარაგბო უნარებს დახვეწენ, არამედ სრულფასოვნად შეისწავლიან თამაშს, რაც მათ მომავალში მწვრთნელობასა თუ მსაჯობაში დაეხმარება.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

ტაბლო

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2018-19  |  დიდი 10

დასრულდა

1

ბათუმი  ბათუმი

2

ხარები  რუსთავი

3

არმაზი  მარნეული

ორი წრე

სხვ

    მ-წ *

$

ბათუმი  ბათუმი

66

+139

15-3

6

ხარები  რუსთავი

60

+73

13-4*1

6

ლოკომოტივი  თბ

55

+135

11-7

11

აია  ქუთაისი ^

42

-1

09-8*1

4

არმაზი  მარნეული

42

+77

08-9*1

8

ლელო სარასენს  თბ

37

-40

08-10

5

ჯიქი  გორი

36

-18

06-11*1

10

აკადემია  თბილისი

31

-138

06-10*2

3

ვეფხვები  პატარძეული

30

-94

04-12*2

10

არმია  თბილისი

28

-133

06-12

4

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  ცოცხალი ოქმის სქოლიო

პლეი’ოფის სქემა    მუხლი 2.3

ყველა პრიზიორი და ფინალი  [1990-2019]

2018-19  |  დუბლები

ნაშთი  მაისის ბოლომდე

2018-19  |  პირველი ლიგა

დასრულდა

დიდ 10-ში ავიდნენ
ყოჩები
და იუნკერები

2018-19  |  რეგიონული ლიგა

დასრულდა

10-გუნდა პირველ ლიგაში
ავიდნენ ყაზბეგი და დევები

2018-19  |  ჭაბუკთა ლიგები

"" [2000-01 დაბ]

დასრულდა

1

ლელო  თბილისი

2

აია  ქუთაისი

3

ხარები  რუსთავი

რვეული    მოწინავე  |  სანუგეშო

"" [2002-03 დაბ]

დასრულდა

1

ლელო  თბილისი

2

ხვამლი 1  თბილისი

3

არმაზი  მარნეული

ოთხეულები      I - VIII  |  IX - XVI
სანუგეშო      დას  |  აღმ

ყველა პრიზიორი  [2000-2019]

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2019  |  20წ მსოფლიო

არგენტინა    სანტა’ფე, როსარიო

ისტორია ზოგადი | საქართველო ოდითგან | ალაფაზე

საქართველო

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

04/06

20.00

სტფ

ახ.ზელანდია

0:0

შაბ

08/06

17.30

რსრ

სამხრ.აფრიკა

0:0

ოთხ

12/06

17.30

რსრ

შოტლანდია

0:0

#

სხვ

1

სფრ

0

=0

6

არგ

0

=0

7

უელ

0

=0

12

ფიჯ

0

=0

#

სხვ

2

ინგ

0

=0

5

ავს

0

=0

8

იტა

0

=0

11

ირლ

0

=0

#

სხვ

3

აფრ

0

=0

4

ზელ

0

=0

9

საქ

0

=0

10

შტლ

0

=0

პლეი’ოფი

ორ

17/06

.

.

ნახევარ’ფინალი

0:0

შაბ

22/06

.

.

ფინალი

0:0

2019  |  თასის’წინა მოთელვა

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

რუსეთი

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

2018-19  |  ოვალის ამქარი

ყველა ლიგის ყველა [3383] მორაგბე [18/05]

კაცი [1393]  |  ჭაბ’ა [646]  |  ჭაბ’ბ [1344]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

განახლებული სრული სიები არ მიიღება!

მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ
მინი’ფორმა

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

წიგნების განაწილება და გატანა

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაიბრეიქი

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო