ჭაბუკთა ლიგის სეზონი ‘ლელოს’ ტრიუმფით დასრულდა

12-მაის-2019

© ანი ბერთლანი

 

დიდ დიღომში, ‘ლელოს’ მთავარმა არენამ ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის გადამწყვეტ შეხვედრებს ანშლანგით უმასპინძლა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ფავორიტმა ‘ხვამლმა’ მეტოქე რუსთავის ‘ხარები’ ჯეროვნად ვერ შეაფასა, რაც რატი ურუშაძის შეგირდებს აღნიშნული ლიგაში, თავის სადებიუტო სეზონში დაგეგმილი მედლების დაკარგვის ფასად დაუჯდათ!

 

მატჩის საწყის ნახევარ საათში, ქვემოქართლელებმა 22 უპასუხო ქულა მიითვალეს. მარჯვენა ბურჯ ირაკლი პურიჭამიაშვილის ‘დუბლს’, ‘ხარების’ მგეზავმა ნიკა ღავთაძემ გატანილი ლელო, 2 გარდასხვა და ჯარიმაც დაურთო. მართალია, დარჩენილ დროში მუხიანელები უპირატესობას დაეფლნენ და ანგარიშში ჩამორჩენა, შუამარბ ბესო თაყნიაშვილის, ბურჯ სერგი ლეჟავასა და მხტომელ ლუკა ანსიანის ლელოთა წყალობით  მინიმუმამდე შეამცირეს ( სამივე გარდასახვა ფულბეკმა ზურა ქობელაშვილმა გამოიყენა), თუმცა მატჩის გადამწყვეტ, ბოლო 10 წუთში ქვემოქართლელებმა ძალთა მაქსიმალური კონცენტრაციის ხარჯზე მეტოქეს სივრცე სრულად შეუზღუდეს, დაღლის მიუხედავად ფავორიტს გადამწყვეტი იერიშის წარმატებით დაგვირგვინების შანსი არ მისცეს და  22:21  მოგებული შეხვედრით, ‘ხარებმა’ 3-წლიანი პაუზის შემდეგ მორიგი პოდიუმი გაახერხეს, რაც თემურ ლობჟანიძის შეგირდთათვის დიდი წარმატებაა.  მართალია, ‘ხარების’ მთავარ მწვრთნელად დავით კაკაბაძე მოიაზრება, თუმცა რუსთავის რაგბის ერთ-ერთი ფუძემდებლის, იუბილარ ‘შოროს’ მოუცლელობის გამო, სეზონის უმეტეს ნაწილში  გუნდის გაძღოლა თემურ ლობჟანიძემ ითავა და ახალგაზრდა სპეციალისტმაც დაკისრებულ მოვალეობას საუცხოოდ გაართვა თავი. ლობჟანიძემ საკუთარი გუნდის სპორტული ფორმის ფორსირება სწორედ ფინიშის სწორზე მოახერხა და თან მედლებისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში უკეთესი შემადგენლობის მქონე მუხიანელებს ტაქტიკურადაც აჯობა.

 

‘ლელოსა’ და ‘აიას’ სატიტულო შეხვედრამ, მოსალოდნელისამებრ არნახული ინტერესი გამოიწვია. მილენიუმის დასაბამიდან, ჭაბუკთა ლიგის ლიდერებისა და  განსხვავებული სათამაშო სტილის მქონე სარაგბო სკოლების მოწინავე გუნდების დაპირისპირება ამჯერადაც უშეღავათო ბრძოლითა და დრამატული ფინალით გამოირჩა.  მრავალრიცხოვანმა ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. მართალია ორივე გუნდს 20-წლამდელთა ნაკრებში 5-5 მორაგბე ჰყავდა მივლინებული, თუმცა ქუთათურებმა ბოლო მომენტში ორივე ფრთის მოთამაშე თემურ კოხოძე და იაგო ხაბულიანი იმატეს, ოთარ ბარკალაიას გუნდის მდგომარეობა კი ხსენებული დანაკლისის გარდა, ტრავმირებულ ევროპის ჩემპიონ, მღლეტელ ლუკა ჩქარეულის არყოფნამაც დაამძიმა.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი რიონისპირელთა უპირატესობით აღინიშნა. გაგა გურეშიძის შეგირდები, მასპინძლებს რაქსა და ფეხით თამაშში აღემატებოდნენ და დერეფანშიც უმეტესად უკეთ ირჯებოდნენ. ‘აიას’ რიგებში გამორჩეულ ფულბეკ ნიკა ძნელაძის წყვილ ლელოს(მგეზავმა გიორგი თევდორაძემ ორივე გარდასხვა ზუსტად შეასრულა), ჩემპიონმა მარბიელ თორნიკე ზაქარიაძის ლელო შეაგება(ფულბეკმა კობა ირემაშვილმა გარდასახა), რის შემდგომ მეტოქეებმა თითო ჯარიმის გატანა მოახერხეს და შესვენებაზე სტუმრები 7-ქულიანი უპირატესობით 10:17 წავიდნენ.

 

მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გუნდებმა ჯარიმები ისევ გაცვალეს, რის შემდეგ ‘ლელოს’ უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ და სათამაშო დისციპლინამ იჩინა თავი. მართალია, კოკისპირულმა წვიმამ გუნდებს პრობლემები გაუორმაგა, თუმცა ‘ცოფიანის’ ბიჭებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს,სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და თან ჩვეული იარაღით-მძლავრი შერკინებით მატჩის მიწურულს საწადელსაც მიაღწიეს. ‘აიამ’ მასპინძელთა რამდენიმე მიძალების მოგერიება მოახერხა, რაც რიონისპირელებს 2 მოთამაშის სინბინის ფასად დაუჯდათ და მატჩის ბოლო წუთზე ჩემპიონის აკინძული ფაზების შედეგად, მარქაფადან ჩართულმა ბურჯმა გიორგი ჭანიამ ლელოს გატანა შეძლო, გარდასხვა კი ირემაშვილს არ გაჭირვებია. ფრე 20:20, რაც ‘ლელოსთვის’ ტიტულის შენარჩუნების ტოლფასი გამოდგა.

 

შეხვედრის ფრედ დასრულების შემდეგ, რაკიღა გუნდებს თანაბარი ოდენობის ლელო ჰქონდათ გატანილი, დებულების თანახმად, გამარჯვებულად ნაკლები დისციპლინარული სასჯელის მქონე (წითელ-ყვითელი ბარათები) ‘ლელო’ გამოცხადდა! ‘ლელომ’ ჩემპიონობა მიჯრით მესამედ მოიპოვა და პრინიციპულ მეტოქე ‘აიას’  ბოლო ათწლეულის მანძილზე ტიტულთა საერთო მონაგარითაც გაუსწრო!

 

ჩემპიონ-პრიზიორები, რაგბის კავშირის საშეჯიბრო განყოფილების მენეჯერმა მალხაზ კოროშინაძემ და ‘ლელოს’ მფლობელმა ბათუ (ვასილ) კევლიშვილმა დააჯილდოვეს. ‘ლელოს’ კაპიტანმა დავით აბდუშელიშვილმა საჩემპიონო თასი თავისი კლუბის ლეგენდარული პრეზიდენტისგან ჩაიბარა.

 

განვლილი სეზონი ‘ლელოსთვის’ ფრიად ხვავრიელი გამოდგა. ჭაბუკთა ორივე, ‘ა’ და ‘ბ’ ლიგებში მოპოვებულ ჩემპიონობასთან ერთად, ‘ლელო’ 18 და 20 წლამდელ ნაკრებთა პრაქტიკულად საბაზო გუნდად იქცა, რაც ბათუ კევლიშვილისა და მისი თანამოაზრეებისგან შემდგარი კვალიფიციური სტაფის სწორად გათვლილი მენეჯმენტისა და მრავალწლიანი შრომის ლოგიკური შედეგი გახლავთ.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

მოვარჯიშე რაზმი

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

ქინგზ [აფრ]

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [2952] მორაგბე [ 07/08 @ 19.20 ]

კაცი [1228] | ა’ლიგელი [674] | ბ’ლიგელი [1050]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

9

10

6

6

31

19

14

19

52

83

განაცხადის შევსება-ჩასწორება

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო