დიდი 10 | ‘ბათუმი’ საქართველოს ჩემპიონია!

12-მაის-2019

© გოგიტა ბუხაიძე

 

‘ბათუმმა’ დიდი 10-ის ფინალში რუსთავის ‘ხარებს’ 36:11 სძლია და საქართველოს ჩემპიონი გახდა!

 

ზღვისპირელებს აქამდე საჩემპიონო თასი ორჯერ ჰქონდათ შემართული. მაშინ ამ ქალაქის გუნდი ‘დათვების’ სახელით გამოდიოდა და პირველი ტიტული 1999 წელს, ხოლო მეორე 17 წლის წინ, 2002 წელს მოიპოვა.

 

რუსთავის გუნდი ფინალში 25 წლის შემდეგ დაბრუნდა. მათ 1993 წელს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს, 1994 წელს ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ და ამჯერად მეორე ადგილი დაიბრუნეს.

 

‘ბათუმმა’ დიდი 10-ის მიმდინარე სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა, ფლეი ოფის ეტაპს საუკეთესო ფორმაში შეხვდა და ‘ხარებს’, რომელთანაც რეგულარულ გათამაშებაში ორჯერ დამარცხდა, ორივე გადამწყვეტ მატჩში სოლიდური სხვაობით აჯობა.

 

ფინალური დღე ბათუმის რაგბის სტადიონზე ნამდვილ ზეიმად იქცა. კარგი ამინდის პირობებში, სტადიონის ტრიბუნები პირთამდე შეივსო და ქომაგობაც სამაგალითო, გულიანი იყო. მასპინძლებმა მეტოქეს აგრესიული, ხისტი დაცვა დაუპირისპირეს, ხოლო როდესაც ბურთს მოიხელთებდნენ სწრაფად და მრავალფეროვნად უტევდნენ. გარდა ამისა, ‘ბათუმი’ სრულ უპირატესობას ფლობდა შერკინებაში და ამ ყველაფერმა საფინალო სასტვეთან ერთად, ლოგიკური შედეგი დააფიქსირა.

 

საგულისხმოა, რომ 12-წლიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა. რეფერი საერთაშორისო მსაჯი ნიკა ამაშუკელი იყო, რომელსაც კიდეებიდან ასევე საერთაშორისო მსაჯები - შოთა თევზაძე და სულხან ჩიხლაძე ეხმარებოდნენ, ხოლო ვიდეო-რეფერი საბა აბულაშვილი იყო.

 

ნინიძე მექულეებში დაწინაურდა

თამაშში ბურთი რუსთავის ‘ხარებმა’ შეიყვანა, მეტოქის ნახევარზე 4 წუთი გაატარა, ჯარიმის უფლება მოიპოვა და კობა ბუჯიაშვილმა კიდიდან, 42-44 მეტრიდან ანგარიში გახსნა.

 

მე-7 წუთზე სტუმართა სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა და აქვე გამოჩნდა ამ კომპონენტში მასპინძელთა უპირატესობა. ‘ბათუმმა’ ჯარიმის უფლება მოიპოვა და მამუკა ნინიძემ წონასწორობა აღადგინა, ხუთიოდე წუთში კი მან შერკინების მიერ გამომუშავებული მორიგი ჯარიმიდან საკუთარი გუნდი დააწინაურა.

 

სანამ მაყურებელი ლელოებს იხილავდა, ნინიძემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და ზღვისპირელების უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა - 12:3. ინდივიდუალური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო მატჩში მესამე ჯარიმა, რომლის გატანით ნინიძემ საუკეთესო მექულეთა დავაში ‘არმაზელ’ რეზი ჯინჭველაშვილს გადაასწრო. მთლიანობაში, ბათუმელთა მგეზავმა ამ მატჩში 16, ხოლო ჩემპიონატში 204 ქულას მოუყარა თავი, ხოლო ჯინჭველაშვილი 196 ქულით მეორეზე დარჩა.

 

ბუჯიაშვილმა ნინიძის მეოთხე ჯარიმას 1 წუთში უპასუხა და სხვაობა შეამცირა, თუმცა ის 2 წუთში, ლამაზი ლელოს შემდეგ გაიზარდა. ‘ბათუმმა’ მაღალ ტემპში შეუტია და რამდენჯერმე გადალახა უპირატესობის ხაზი, ლაშა ხმალაძემ მარცხენა ფრთაზე ანზორ სიჭინავა შენიშნა, რომელსაც გასაოცარი სიზუსტით ბურთი ფეხით გადაუკადა და დაგვიანებული ბოჭვის მიუხედავად შეხვედრის პირველი ლელო გავიდა, ხოლო ნინიძემ რთული პოზიციდან გარდასახა. ‘ხარებმა’ ტაიმის დასკვნით წუთებში ჯარიმა აღარ დაარტყა, მაგრამ 5-მეტრიანი დერეფნიდან ორჯერ ვერ იხეირა და ტაიმი 19:6 დასრულდა.

 

დაიწყო მეორე ტაიმი და ჩემპიონმა კიდევ ერთი ლამაზი ლელო გაიტანა. მათ მაღალ ტემპში, ფორვარდებით შეუტიეს, კოკი თხილაიშვილმა ორჯერ მოიგო მანძილი და ლელო ზურაბ ერისთავმა გაიტანა. ამჯერად გარდასახვიდან დარტყმული არაზუსტი იყო. 

 

‘ხარებმა’ გარკვეული დროით ბურთზე კონტროლის დამყარება მოახერხა, მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა და მათ შეტევებს საბა შუბითიძე სინბინით შეეწირა. სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს, თუმცა 61-ე წუთზე ლოგიკური ლელოს გატანა მაინც მოახერხეს. კარგად გათამაშებული შეტევის შემდეგ, ლექსო მელიქიშვილმა გრძელი გადაცემა მიიღო, მბოჭავს გაექცა და ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და მატჩის განახლებისთანავე სტუმრებისთვის ყველაფერი დასრულდა.

 

‘ხარები’ საკუთარ 22-ში შეცდა, ბურთი შუბითიძემ აიტაცა, ნიკა ნინიძეს ოფლოუდი ამოუგო და მანაც ლელო გაიტანა, ხოლო მამუკა ნინიძემ გარდასახა. ‘ხარების’ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე იბრძოლა და მეტოქის ლელოში შესვლა ორჯერ მოახერხა, თუმცა ორივეჯერ მცველებმა ბურთში ჩაჯდომა მოახერხეს. სულ ბოლოს კვლავ მასპინძლებმა შეუტიეს და სიჭინავამ თავისი მეორე ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 36:11.

 

რუსთავის ‘ხარებმა’ ვერცხლის, ხოლო ‘ბათუმმა’ ოქროს მედლები ჩაიბარა და 17 წლის შესვენების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონის თასი შემართა!

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

ტაბლო

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2018-19  |  დიდი 10

დასრულდა

1

ბათუმი  ბათუმი

2

ხარები  რუსთავი

3

არმაზი  მარნეული

ორი წრე

სხვ

    მ-წ *

$

ბათუმი  ბათუმი

66

+139

15-3

6

ხარები  რუსთავი

60

+73

13-4*1

6

ლოკომოტივი  თბ

55

+135

11-7

11

აია  ქუთაისი ^

42

-1

09-8*1

4

არმაზი  მარნეული

42

+77

08-9*1

8

ლელო სარასენს  თბ

37

-40

08-10

5

ჯიქი  გორი

36

-18

06-11*1

10

აკადემია  თბილისი

31

-138

06-10*2

3

ვეფხვები  პატარძეული

30

-94

04-12*2

10

არმია  თბილისი

28

-133

06-12

4

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  ცოცხალი ოქმის სქოლიო

პლეი’ოფის სქემა    მუხლი 2.3

ყველა პრიზიორი და ფინალი  [1990-2019]

2018-19  |  დუბლები

ნაშთი  მაისის ბოლომდე

2018-19  |  პირველი ლიგა

დასრულდა

დიდ 10-ში ავიდნენ
ყოჩები
და იუნკერები

2018-19  |  რეგიონული ლიგა

დასრულდა

10-გუნდა პირველ ლიგაში
ავიდნენ ყაზბეგი და დევები

2018-19  |  ჭაბუკთა ლიგები

"" [2000-01 დაბ]

დასრულდა

1

ლელო  თბილისი

2

აია  ქუთაისი

3

ხარები  რუსთავი

რვეული    მოწინავე  |  სანუგეშო

"" [2002-03 დაბ]

დასრულდა

1

ლელო  თბილისი

2

ხვამლი 1  თბილისი

3

არმაზი  მარნეული

ოთხეულები      I - VIII  |  IX - XVI
სანუგეშო      დას  |  აღმ

ყველა პრიზიორი  [2000-2019]

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2019  |  20წ მსოფლიო

არგენტინა    სანტა’ფე, როსარიო

ისტორია ზოგადი | საქართველო ოდითგან | ალაფაზე

საქართველო

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

04/06

20.00

სტფ

ახ.ზელანდია

0:0

შაბ

08/06

17.30

რსრ

სამხრ.აფრიკა

0:0

ოთხ

12/06

17.30

რსრ

შოტლანდია

0:0

#

სხვ

1

სფრ

0

=0

6

არგ

0

=0

7

უელ

0

=0

12

ფიჯ

0

=0

#

სხვ

2

ინგ

0

=0

5

ავს

0

=0

8

იტა

0

=0

11

ირლ

0

=0

#

სხვ

3

აფრ

0

=0

4

ზელ

0

=0

9

საქ

0

=0

10

შტლ

0

=0

პლეი’ოფი

ორ

17/06

.

.

ნახევარ’ფინალი

0:0

შაბ

22/06

.

.

ფინალი

0:0

2019  |  თასის’წინა მოთელვა

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

რუსეთი

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

2018-19  |  ოვალის ამქარი

ყველა ლიგის ყველა [3383] მორაგბე [18/05]

კაცი [1393]  |  ჭაბ’ა [646]  |  ჭაბ’ბ [1344]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

განახლებული სრული სიები არ მიიღება!

მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ
მინი’ფორმა

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

წიგნების განაწილება და გატანა

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაიბრეიქი

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო