თიბისი რაგბის სერიები | მსაჯების ვინაობა ცნობილია

15-მაის-2019

 

მსოფლიო რაგბმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი მატჩებისთვის მსაჯები დაასახელა. ბორჯღალოსნები აგვისტოს მიწურულსა და სექტემბრის დასაწყისში სამ ტესტს გამართავენ და ამ შეხვედრებს ჩვენთვის ნაცნობი მსაჯები მოემსახურებიან. 

 

თიბისი რაგბის სერიების ბილეთები იყიდება აქ: www.TKT.GE/Rugby

 

თიბისი რაგბის სერიები 2019-ის პირველ რკენაშიმილთონ ჰეიგის შეგირდები 27 აგვისტოს 19:15 საათზე, მესხის სტადიონზე რუსეთის ნაკრებს დაუხვდებიან და მთავარი მსაჯი 30 წლის ირლანდიელი ენდრიუ ბრეისი იქნება. 2016 წელს, მან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნების სადებიუტო მატჩი განსაჯა 20-წლამდე ახალ ზელანდიასთან.

 

 

ირლანდიელს მაღალი დონის ტესტ-მატჩების მსაჯობა 2017 წლიდან მიანდეს და დებიუტი ინგლისის და ბარბაროსების შეხვედრაში ჰქონდა.იმავე წლის10 ივნისს ის ქალგარიში, საქართველოსა და კანადის შეხვედრას სჯიდა და მაშინ ბორჯღალოსნებმა მეტოქე 13:0 დაამარცხეს. ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი გამარჯვება კანადაში. ბრეისს კიდეებიდან ირლანდიელი ფრენკ მერფი და უელსელი დენ ჯონსი დაეხმარებიან. ფრენკ მერფი თავისმხრივ ორჯერაა საქართველოში ნამყოფი - პირველად მან2017 წლის 14 მაისს დიდი 10-ის ფინალი იმსაჯა ჯიქსა და ბათუმს შორის, ხოლო მოგვიანებით, 2017 წლის ივნისში მან საქართველოში გამართულ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იმუშავა.

 

რუსეთის ტესტიდან 4 დღეში, 31 აგვისტოს, დინამო არენაზე ბორჯღალოსნები თიბისი რაგბის სერიების მეორე ტესტში შოტლანდიას უმასპინძლებენ. ეს იქნება ისტორიაული, პირველი შემთხვევა, როდესაც თიერ 1-ის გუნდი ბორჯღალოსნებთან სათამაშოდ საქართველოში ჩამოვა. მატჩი 20 საათზე დაიწყება.

 

 

ამ თამაშზე რეფერი 37 წლის გამოცდილი ფრანგი მატიო რეინალი იქნება, რომელიც საქართველოში მეოთხედ ჩამოდის, ბორჯღალოსნების შეხვედრას კი მეხუთედ მოემსახურება. პირველად მან 2012 წლის რაგბი ევროპაზე საქართველოსა და რუსეთის შეხვედრა იმსაჯა და ბორჯღალოსნებმა იმ მატჩში მეტოქე სარეკორდო სხვაობით, 46:0 დაამარცხა; 

 

2015 წელს რეინალი თბილისის თასზე მუშაობდა და საქართველოსა და მზარდი ირლანდისს შეხვედრას მოემსახურა. 2017 წელს ფრანგი რეფერი კარდიფში, უელსი საქართველოს მსაჯი იყო და ის თამაში მასპინძლებმა ერთი გარდასახული ლელოთი, 13:6 მოიგეს. შარშანდელ თიბისირაგბის სერიების დასკვნით შეხვედრაში მატიომ საქართველოსა და ტონგას თამაში იმსაჯა, რომელიც ბორჯღალოსნებმა 20:9 მოიგეს. 

 

რეინალს კიდეებიდან უელსელი ბენ ვაითჰაუსი და ფრანგი პიერ ბრუსეა დაეხმარებიან. სხვადასხვა დროს საქართველოს ნაკრების მატჩები ორივეს უმსაჯია. ვაითჰაუსი თბილისში პირველად 2016 წელს ჩამოვიდა და რაგბი ევროპაზე საქართველოსა და ესპანეთის მატჩი იმსაჯა (38:7), მომავალ წელს კი რეფერი ბრიუსელში, ბელგიასთან შეხვედრისას (31:6) იყო. იმავე წლის ნოემბერში ის საქართველოსა და კანადის ნაკრებების შეხვედრაში რეფერი იყო და სწორედ მან მოითხოვა ვიდეო-რეფერი, როდესაც სოსო მათიაშვილის გაფრენის შემდეგ გასაოცარი ლელო გავიდა. ბორჯღალოსნებმა ის თამაში 54:22 მოიგეს. 

 

ბრუსეამ 2017 წლის თიბისი რაგბის სერიების დასკვნითი შეხვედრა განსაჯა აშშ-სთან, რომელიც ჩვენმა გუნდმა 21:20 მოიგო.

 

 

მსოფლიო თასის წინ, ბორჯღალოსნები დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას 6 სექტემბერს, იმავე შოტლანდიასთან უკვე სტუმრად, მერიფილდზე გამართავენ და მთავარი მსაჯი 43 წლის რომან პუატიიქნება, რომელსაც ბორჯღალოსნების ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აქვს ნამსაჯი. 

 

2013 წელს, ბორჯღალოსნებმა იმ დროისთვის მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფი სამოა 16:15 დაამარცხეს, 2014 წლის ნოემბერში კი, პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად იაპონიას 35:24 ვძლიეთ. ორივე ამ შეხვედრაში რეფერი პუატი იყო, რომელსაც სამ მსოფლიო თასზე აქვს ნამუშევარი. 

 

ფრანგს კიდეებიდან ირლანდიელი ენდრიუ ბრეისი და ინგლისელი კარლ დიქსონი დაეხმარებიან. 2018 წელს დიქსონმა ბორჯღალოსნებისა და სამოას მატჩი იმსაჯა, რომელიც 27:19 მოვიგეთ. ბრეისი რუსეთთან მთავარი მსაჯია და მის შესახებ ინფორმაცია ზევით მოგაწოდეთ. 

 

თიბისი რაგბის სერიები2019| ბილეთები იყიდება აქ: www.TKT.GE/Rugby

საქართველო - რუსეთი | 27 აგვისტო, 19:30, მესხის სტადიონი

საქართველო - შოტლანდია | 31 აგვისტო, 20:00, დინამო არენა

 

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

ტაბლო

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2018-19  |  დიდი 10

დასრულდა

1

ბათუმი  ბათუმი

2

ხარები  რუსთავი

3

არმაზი  მარნეული

ორი წრე

სხვ

    მ-წ *

$

ბათუმი  ბათუმი

66

+139

15-3

6

ხარები  რუსთავი

60

+73

13-4*1

6

ლოკომოტივი  თბ

55

+135

11-7

11

აია  ქუთაისი ^

42

-1

09-8*1

4

არმაზი  მარნეული

42

+77

08-9*1

8

ლელო სარასენს  თბ

37

-40

08-10

5

ჯიქი  გორი

36

-18

06-11*1

10

აკადემია  თბილისი

31

-138

06-10*2

3

ვეფხვები  პატარძეული

30

-94

04-12*2

10

არმია  თბილისი

28

-133

06-12

4

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  ცოცხალი ოქმის სქოლიო

პლეი’ოფის სქემა    მუხლი 2.3

ყველა პრიზიორი და ფინალი  [1990-2019]

2018-19  |  დუბლები

ნაშთი  მაისის ბოლომდე

2018-19  |  პირველი ლიგა

დასრულდა

დიდ 10-ში ავიდნენ
ყოჩები
და იუნკერები

2018-19  |  რეგიონული ლიგა

დასრულდა

10-გუნდა პირველ ლიგაში
ავიდნენ ყაზბეგი და დევები

2018-19  |  ჭაბუკთა ლიგები

"" [2000-01 დაბ]

დასრულდა

1

ლელო  თბილისი

2

აია  ქუთაისი

3

ხარები  რუსთავი

რვეული    მოწინავე  |  სანუგეშო

"" [2002-03 დაბ]

დასრულდა

1

ლელო  თბილისი

2

ხვამლი 1  თბილისი

3

არმაზი  მარნეული

ოთხეულები      I - VIII  |  IX - XVI
სანუგეშო      დას  |  აღმ

ყველა პრიზიორი  [2000-2019]

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2019  |  20წ მსოფლიო

არგენტინა    სანტა’ფე, როსარიო

ისტორია ზოგადი | საქართველო ოდითგან | ალაფაზე

საქართველო

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

04/06

20.00

სტფ

ახ.ზელანდია

0:0

შაბ

08/06

17.30

რსრ

სამხრ.აფრიკა

0:0

ოთხ

12/06

17.30

რსრ

შოტლანდია

0:0

#

სხვ

1

სფრ

0

=0

6

არგ

0

=0

7

უელ

0

=0

12

ფიჯ

0

=0

#

სხვ

2

ინგ

0

=0

5

ავს

0

=0

8

იტა

0

=0

11

ირლ

0

=0

#

სხვ

3

აფრ

0

=0

4

ზელ

0

=0

9

საქ

0

=0

10

შტლ

0

=0

პლეი’ოფი

ორ

17/06

.

.

ნახევარ’ფინალი

0:0

შაბ

22/06

.

.

ფინალი

0:0

2019  |  თასის’წინა მოთელვა

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

რუსეთი

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

2018-19  |  ოვალის ამქარი

ყველა ლიგის ყველა [3383] მორაგბე [18/05]

კაცი [1393]  |  ჭაბ’ა [646]  |  ჭაბ’ბ [1344]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

განახლებული სრული სიები არ მიიღება!

მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ
მინი’ფორმა

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

წიგნების განაწილება და გატანა

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაიბრეიქი

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო