საქართველო XV | შეცვლილი გუნდით სერიის მეორე მატჩში

10-ივნ-2019

© აჩიკო გეგენავა

 

ხვალ საღამოს, 18 საათზე, საქართველო XVინგლისის საგრაფოების ნაკრებთან სერიის მეორე მატჩს ავჭალის რაგბის სტადიონზე გამართავს და ისევე, როგორც ქუთაისში, მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

 

ამ გუნდებმა პირველი მატჩი 4 დღის წინ „აია არენაზე“ გამართეს და მაშინ სტუმრებმა 28:15 იმარჯვეს. 

 

მას შემდეგ გუნდს ‘ბრივის’ ბურჯი ლუკა ჯაფარიძე შეუერთდა, რომელიც შარშან უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშობდა და 4 შეხვედრაში 2 ლელო გაიტანა (იაპონიასთან და შოტლანდიასთან). მან საფრანგეთის პრო დე2-ის კლუბთან, რომელმაც წელს ტოპ 14-ის საგზური მოიპოვა კონტრაქტი შარშან გააფორმა.

 

„პირველმა თამაშმა დაგვანახა, რომ 3 ნომრის პოზიციაზე პრობლემა გვქონდა, რადგან დიდი 10-ის დასრულების შემდეგ მოთამაშეები ფორმაში არ არიან და ლუკა ჯაფარიძეს თავის გამოჩენის შანსი მივეცით. ვიმედოვნებ, რომ ის ხვალინდელი თამაშისთვის დიდ ძალას შეგვმატებს. რაგბში შერკინება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და 4 დღის წინ მეორე ტაიმში გაგვიჭირდა. ახლა ვიმედოვნებთ, რომ შერკინებაში მთელი 80 წუთი დომინანტები ვიქნებით, რაც რევანშის საშუალებას მოგვცემს“- განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ. 

 

მეორე მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში სულ 8 ცვლილებაა. ჯაფარიძე თამაშს მარჯვენა ბურჯად იწყებს, შეიცვალა მარცხენა ბურჯიც და ძირითადში ირაკლი ჩომახაშვილი იქნება. მეორე ხაზში სანდრო ქოიავას მიხეილ ბაბუნაშვილი შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში ფლანკერად ალექსანდრე კალმახელიძე, ხოლო შემკვრელად ვანო ფუტკარაძე ითამაშებს. 

 

 

სამი ცვლილებაა ხაზში. 9 ნომრად თამაშს კობა ბუჯიაშვილი იწყებს, ცენტრში გიორგი ნათელაშვილი დადგება, ხოლო ფულბეკად დავით გობეჯიშვილს ვიხილავთ. ამჯერად გუნდს ბექა ურჯუკაშვილი უკაპიტნებს.

 

„ამ გუნდის მიზანია, რომ დიდი 10-ის რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ მიიღოს მაღალი დონის თამაშების გამოცდილება და შედეგად ჩვენი ჩემპიონატის დონე ამაღლდეს. ყველა გამოძახებულმა მორაგბემ თავიდანვე იცოდა, რომ შანსს მიიღებდა და ეს ცვლილებები სწორედ ამ მიზანს ემსახუება“ - ამბობს ხამაშურიძე.

 

მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ დიდი 10-ის მოთამაშეები ყოველდღიურად ვითარდებიან და ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან თამაშშიც გამოჩნდა:

 

„ჩვენთან სეზონი ადრე დასრულდა, ბიჭები ბურთთან გაუცხოებული იყვნენ და პირველ თამაშში ამან პრობლემები შეგვიქმნა. სათამაშო სისტემაში ჩავჯექით და კარგი ლელოებიც გავიტანეთ. ინგლისის საგრაფოების ძალიან კარგ ნაკრებთან თამაშში გამოჩნდა, რომ ჩვენი მორაგბეები მათ ბევრით არ ჩამორჩებიან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გვაკლდა ეროვნულ, 20-წლამდე და ეროვნულ 7-კაცაში გამოძახებული მოთამაშეები, ცუდად არ გვითამაშია და მოგების შანსიც გვქონდა, მაგრამ ორი-ერთზე გადაცემა ჩაგვიჭრეს და იქით გასატანი ლელო აქეთ მივიღეთ.”

 

 

ხამაშურიძე იმედოვნებს, რომ ხვალ თამაშის ხარისხი უკეთესი იქნება საქართველო XV რევანშის აღებას მოახერხებს:

 

„ბიჭებმა ირწმუნეს, რომ ამ დონის გუნდისგან შორს არ ვართ. გავიარეთ კონკრეტული დეტალები, ყველანი მოტივირებული არიან და მაქსიმალურად ვეცდებით რევანში ავიღოთ“.  

 

სერიის მეორე მატჩი. თბილისი

11 ივნისი. ავჭალა. 18 საათი 

 

 

საქართველო XV - ინგლისის საგრაფოები

 

შერკინება | ფორვარდები

 

1.ირაკლიჩომახაშვილი (ხარები), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, საფრანგეთი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. ალექსანდრე ქოიავა (ბათუმი), 6. გურამ შენგელია (ჯიქი), 7. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 8. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი).

 

ხაზი | ბექები 

 

15. დავით გობეჯიშვილი (აია), 14. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 13. ბექა ურჯუკაშვილი (კაპ. ბათუმი), 12. გიორგი ნათელაშვილი (ხარები), 11. ალექსანდრე სვანიძე (არმაზი), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. კობა ბუჯიაშვილი (ხარები); 

 

მარქაფა

 

16. ლაშა შალიკაშვილი (ვეფხვები), 17. რამაზ რუხაძე (კემბრიჯი, ინგლისი), 18. რევაზ წიკლაური (აია), 19. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი), 20. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 21. ვაჟა ხუციშვილი (ბათუმი), 22. მამუკა ნინიძე (ბათუმი), 23. ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), 24. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი). 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

მოვარჯიშე რაზმი

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

ქინგზ [აფრ]

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [2952] მორაგბე [ 07/08 @ 19.20 ]

კაცი [1228] | ა’ლიგელი [674] | ბ’ლიგელი [1050]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

9

10

6

6

31

19

14

19

52

83

განაცხადის შევსება-ჩასწორება

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო