20წ | 10 ცვლილება შოტლანდიასთან

11-ივნ-2019

 

12 ივნისს უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას შოტლანდიასთან გამართავს. 

 

თამაში საქართველოს დროით 17:30 საათზე როსარიოშიდაიწყება და გამარჯვებული გუნდი „გ“ ჯგუფს მესამე ადგილზე დაასრულებს. შეგახსენებთ, სამი ჯგუფის ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას, ხოლო უარესი მესამეადგილოსანი მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ითამაშებს (ჯგუფის ბოლოადგილოსნებთან) და 12-გუნდა ელიტაში ადგილის შენარჩუნებას ეცდება.

 

განვლილ ორ ტურში შოტლანდია სამხრეთ აფრიკასთან და ახალ ზელანდიასთან დამარცხდა, თუმცა ერთი ბონუს ქულის აღება მოახერხა. პირველ მატჩში მათ სამხრეთ აფრიკას 3 ლელო გაუტანეს და 19:43 წააგეს, 4 დღის წინ კი ახალ ზელანდიას 5 ლელო დაუდეს, რისთვისაც ბონუსი მიიღეს, თუმცა 33:52 დამარცხდნენ.

 

ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ახალ ზელანდიასთან 60 წუთი იბრძოლა ჩვენმა გუნდმა, მაგრამ გამოცდილმა მეტოქემ დასკვნით მეოთხედში უპირატესობა მოიპოვა - 45:13. მეორე ტურში სამხრეთ აფრიკას სამი ლელო გავუტანეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 48:20.

 

5 ხაზში და 5 შერკინებაში

 

წინა მატჩის შემდეგ, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრისთვის უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობის 2/3 შეცვალა - 5 ხაზში და ამდენივე შერკინებაში. 

 

შერკინების პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა კვაჭმა ვანო კარკაძემ, თუმცა შეიცვალა ორივე ბურჯი. ძირითადში დაბრუნდა ნიკა ღვალაძე, ხოლო ზაურ თევდორაშვილი სასტარტოში პირველადაა. შეიცვალა ორივე მეორეხაზელი და ახალ ზელანდიასთან მატჩის მსგავსად, ძირითადში ლუკა გელაშვილი და ვახტანგ ჯინჭარაძე არიან. მეორე ხაზიდან შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა იოანე იაშაღაშვილმა, ბექა ყორიაული ამჯერად ფლანკერი იქნება, ხოლო მეორე ფლანკერად პაატა ბურჭულაძე დადგება, რომელიც სასტარტოში პირველადაა.

 

 

სრულად შეიცვალა ღერძი და პირველად მიმდინარე ჩემპიონატზე 9-10 ნომრებზე გიორგი მარგალიტაძე და სანდრო მარგიანი შეწყვილდებიან. ფულბეკის პოზიციაზე დამწყებთა შორის პირველად დაწინაურდა დაჩი პაპუნაშვილი. შუამარბად იწყებს თამაშს ირაკლი სიმსივე, რომელიც გუნდის კაპიტანს, დემურ თაფლაძეს შეუწყვილდება. ფრთაზე ბრუნდება კოტე მარჯანიშვილი, ხოლო მეორე ფრთა ოთარ ლაშხი იქნება, რომელმაც აფრიკელებს ორი ლელო გაუტანა.

 

მარქაფაში არ გვყავს ზურა ქავთარაძე, რომელმაც წინა შეხვედრაში თავში დარტყმა მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ტვინის შერყევა არ დაფიქსირდა, მწვრთნელებმა მას დასვენების საშუალება მისცეს. სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ თაფლაძე და ყორიაული. 

 

„ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ძალების გადანაწილება უმნიშვნელოვანესია და შემადგენლობაში ცვლილებები სწორედ ამითაა განპირობებული. მსგავსი როტაცია თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა. ჩვენ კარგად ვიცით ამ ბიჭების შესაძლებლობები და მომავალ მატჩში მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ“ - ამბობს ამონაშვილი. 

 

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

გ ჯგუფი

12 ივნისი

 

 

საქართველო - შოტლანდია (17:30)

საქართველო:

 

ხაზი

15. დაჩი პაპუნაშვილი, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ირაკლი სიმსივე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. სანდრო მარგიანი, 9. გიორგი მარგალიტაძე;

 

შერკინება

1. ნიკაღვალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ზაურ თევდორაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. ვახტანგ ჯინჭარაძე, 6. პაატა ბურჭულაძე, 7. ბექა ყორიაული, 8. იოანე იაშაღაშვილი.

 

მარქაფა

16. ლუკა ნიორაძე, 17. ლუკა აზარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. ტატო გვიმრაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. თედო აბჟანდაძე, 23. თემურ ჭიჭინაძე, 24. გივი ცინცაძე, 25. ლაშა ლომიძე, 27. იოსებ გუშარაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

 

ზურა ქავთარაძე ისვენებს

მთავარი მწვრთნელი:ილია მაისურაძე

მწვრთნელები:ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

მენეჯერი:ოთარ იაშვილი

ფიზ. მომზადება:გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი

ფიზიო:რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე

ექიმი:ოდისეი სადოევი

ვიდეო:ვლადიმერ კუპრეიშვილი

ჯიპიეს:შავლეგ მახარაშვილი

 

სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია (22:30)

 

სამხრეთ აფრიკა      2          2          0          0          91-39  10

ახალი ზელანდია    2          2          0          0          97-46  10

შოტლანდია             2          0          0          2          52-95  1

საქართველო2          0          0          2          33-93  0

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

მოვარჯიშე რაზმი

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

ქინგზ [აფრ]

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [2952] მორაგბე [ 07/08 @ 19.20 ]

კაცი [1228] | ა’ლიგელი [674] | ბ’ლიგელი [1050]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

9

10

6

6

31

19

14

19

52

83

განაცხადის შევსება-ჩასწორება

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო