საქართველო XV | რევანში საგრაფოებთან!

12-ივნ-2019

© გოგიტა ბუხაიძე

 

საქართველო XV-მა სერიის მეორე მატჩში ინგლისის საგრაფოების ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 24:23 სძლია და 4 დღის წინ განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

 

„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში გუნდს აშკარად ეტყობოდა, რომ ერთად გატარებული კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ, უკეთ იყო შეთამაშებული. საქართველო XV-ის თითოეულმა მორაგბემ მაქსიმუმი გაიღო და სამუშაო დღის მიუხედავად სტადიონზე მრავლად მისული გულშემატკივარი დასკვნით წუთებში მოპოვებული გამარჯვებით გაახარა.

 

თამაში ინგლისელების შეტევებით დაიწყო, ჩვენს ნახევარზე 5 წუთი გაატარეს, ჯარიმა გამოიმუშავეს და ანგარიში გახსნეს. საქართველო XV-მა კარგი შეტევით უპასუხა, მარცხენა ფრთაზე უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის ლელოდან 5 მეტრში შერკინების უფლება მიიღო. იქიდან ვანო ფუტკარაძემ შეუტია და ბურთი ბექა ურჯუკაშვილს გაატანა, რომელსაც მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა, ახლოში რამდენიმე დარტყმის შემდეგ კი ფუტკარაძემ მბოჭავი აირიდა და თავისი დაწყებული შეტევა ლელოთი დაასრულა.

 

დავით მოძღვრიშვილს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა ტაიმის შუაში საშუალო დისტანციიდან ჯარიმა გაიტანა. სტუმრებმა ჯარიმით მალევე გვიპასუხეს, 29-ე წუთზე კი შეტევაში, მეტოქის 22-ში დავკარგეთ ბურთი და სწრაფი კონტრშეტევა მივიღეთ. პირველი მიძალება ჩვენს 22-ში შევაჩერეთ, მაგრამ მეორე ეშელონმა ხაზი გაჭრა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. შესვენებამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, სულ ბოლოს ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში ვარჩიეთ, მაგრამ მეტოქემ თავი დაიცვა და ტაიმი 11:16 დასრულდა.

 

მოძღვრიშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე მეორე ტაიმის დასაწყისში დაიყვანა, მაგრამ მალევე მოლში ზედიზედ ორჯერ დავჯარიმდით და გურამ შენგელია სინბინით დაისაჯა. ინგლისელებმა რიცხობრივი უპირატესობა 57-ე წუთზე გამოიყენეს, თავისი ნახევრიდან დაწყებული შეტევა ლელოთი დაასრულეს, გარდასახეს და 23:14 დაწინაურდნენ.

 

საქართველო XV შეტევაში გადავიდა, მალე ჯარიმის უფლება მოიპოვა და 63-ე წუთზე მამუკა ნინიძემ საშუალო მანძილიდან ჯარიმა გაიტანა. მასპინძლებმა 74-ე წუთზე კარგი ხელდახელ შეტევა წამოიწყეს და ლელოსაც უწიეს, მაგრამ ბურთი ჩაიხურა. 5-მეტრიან შერკინებაში უპირატესობის მოპოვების შემდეგ, სტუმრებმა ბურთს ფეხი წაკრეს, ის მათსავე ლელოში შეგორდა და ხვიჩა ბუჯიაშვილმა დაამიწა. ნინიძე გარდასახვიდან ზუსტი იყო და საქართველო XV 24:23 დაწინაურდა.

 

ინგლისის საგრაფოებმა დარჩენილი წუთები შეტევებში გაატარა, მაგრამ მასპინძლებმა თავის უჯარიმოდ დაცვა მოახერხეს, თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს და ქუთაისში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღეს.

 

სერიის მეორე მატჩი. თბილისი

11 ივნისი. ავჭალა.

საქართველო XV - ინგლისის საგრაფოები 24:23

 

შერკინება | ფორვარდები

1. ირაკლი ჩომახაშვილი (ხარები), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, საფრანგეთი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. ალექსანდრე ქოიავა (ბათუმი), 6. გურამ შენგელია (ჯიქი), 7. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 8. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი).

 

ხაზი | ბექები

15. დავით გობეჯიშვილი (აია), 14. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 13. ბექა ურჯუკაშვილი (კაპ. ბათუმი), 12. გიორგი ნათელაშვილი (ხარები), 11. ალექსანდრე სვანიძე (არმაზი), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. კობა ბუჯიაშვილი (ხარები);

 

მარქაფა

16. ლაშა შალიკაშვილი (ვეფხვები), 17. რამაზ რუხაძე (კემბრიჯი, ინგლისი), 18. რევაზ წიკლაური (აია), 19. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი), 20. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 21. ვაჟა ხუციშვილი (ბათუმი), 22. მამუკა ნინიძე (ბათუმი), 23. ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), 24. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი).

 

2 ლელო: ფუტკარაძე, ხ. ბუჯიაშვილი

1 გარდასახვა: ნინიძე

4 ჯარიმა: მოძღვრიშვილი (3), ნინიძე

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

მოვარჯიშე რაზმი

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

ქინგზ [აფრ]

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [2952] მორაგბე [ 07/08 @ 19.20 ]

კაცი [1228] | ა’ლიგელი [674] | ბ’ლიგელი [1050]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

9

10

6

6

31

19

14

19

52

83

განაცხადის შევსება-ჩასწორება

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო