18-წლამდე | 7-კაცა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

12-აგვ-2019

© მარიამ გაგნიძე

 

საქართველოს 18-წლამდე 7-კაცა ნაკრები, 16 აგვისტოს პოლონეთის ქალაქ გდანსკში მიემგზავრება, სადაც ამ შაბათ-კვირას ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში ითამაშებს.

 

საქართველო „ბ“ ჯგუფში ირლანდიის, რუსეთის და ლუქსემბურგის ნაკრებებთან მოხვდა; „ა“ ჯგუფში საფრანგეთი, პორტუგალია, პოლონეთი და რუმინეთი ითამაშებენ; ხოლო „გ“ ჯგუფში ესპანეთი, გერმანია, ლიეტუვა და ბელგია განაწილდნენ.

 

შაბათს, 17 აგვისტოს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია და ჩვენი გუნდი პირველ მატჩს საქართველოს დროით 14:06 საათზე რუსეთთან გამართავს; 16:51 საათზე ლუქსემბურგს, ხოლო 19:14 საათზე ირლანდიას ვეთამაშებით. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი თასისთვის აგრძელებს ბრძოლას, ხოლო დანარჩენი ოთხი გუნდი 9-12 ადგილებისთვის იბრძოლებს. ფლეი ოფები კვირას გაიმართება.

 

ჩვენმა 7-კაცამ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა და გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე იმედოვნებს, რომ წელს ნაკრები თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს:

 

„წინა წლებთან შედარებით, წელს ბევრად უკეთ ვართ მომზადებული, რადგან 7-კაცა რაგბში საქართველოს ჩემპიონატი მოწესრიგდა, სათამაშო პრაქტიკა მივიღეთ და მოსამზადებელ ტურნირზე სანქტ-პეტერბურგშიც ვიყავით (კაცთა ტურნირზე). სამწუხაროდ, უშუალოდ ტურნირის წინ ვერ მოგვიხერხდა ამხანაგური თამაშების გამართვა, თუმცა მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ“.

 

„გვქონდა ორი მოსამზადებელი შეკრება - პირველი ურეკში და მეორე მარტყოფში. პირველ შეკრებაზე 20 მორაგბე გვყავდა, მეორეზე 16 და მათგან შეირჩა 12. ტრავმის გამო რამდენიმე მორაგბე დაგვაკლდა, დაჩი პაპუნაშვილი კი ‘ორიაკმა’ არ გამოუშვა, თუმცა ჯამში კარგი შემადგენლობით მივდივართ. წელს ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა, რაშიც ირლანდიის, საფრანგეთის და ესპანეთის კონკურენციის დაძლევა მოგვიწევს“.  

 

პოლონეთში მიემგზავრებიან:

ბექა შვანგირაძე (აია), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), ლევან მგალობლიშვილი (ნიუ იორკის რაგბის აკადემია, აშშ), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), ლუკა მატკავა (არმაზი, კაპ.), დავით ნინიაშვილი (ხვამლი), თემურ კოხოძე (აია), ზურაბ მინდიაშვილი (აკადემია), ირაკლი ბებია (ხვამლი), იაგო ხაბულიანი (აია), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი).

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

უნარების მწვრთნელი: გიორგი ნოზაძე

ფიზ.მომზადება: გივი ნადარეიშვილი

ფიზიო: გიორგი მურადაშვილი

მენეჯერი: პაატა მაისურაძე

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

ჯეელი ბოკეს სტუმრობა

 

II მატჩი

 

ხუთ 05/12   შევარდენი  11.00 = 09.00 SA

დიდი 10

XI ტური    13-15/12

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო