ბორჯღალოსნები | მზადება მსოფლიო თასისთვის

12-აგვ-2019

© გოგიტა ბუხაიძე

 

ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის ემზადებიან მეორე, ანთალიის შეკრება დაასრულეს და სამშობლოში დაბრუნდნენ.

 

თურქეთში გუნდს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა და ფიზმომზადების გარდა, დიდი დრო ეთმობოდა ვიდეო-ანალიზს, ასევე ბურთით ვარჯიშს.

 

შინ დაბრუნებული ბორჯღალოსნები 10 დღე დაისვენებენ და 19 აგვისტოს, დასკვნით შეკრებაზე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შევლენ.

 

მზადების პროცესში მილტონ ჰეიგის შეგირდები სამ საკონტროლო თამაშს გამართავენ, რომელთაგან ორი თბილისში, თიბისი რაგბის სერიების ეგიდით ჩატარდება. 27 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“ პრო 14-ის სამხრეთ აფრიკული ფრანჩაიზი ‘საუზერნ კინგსი’ გვეწვევა და შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება, ხოლო 31 აგვისტოს შოტლანდიას „დინამო არენაზე“, 20 საათზე დავუხვდებით. აღსანიშნავია, რომ შოტლანდია პირველი გუნდია ტიერ1-ის ქვეყნებიდან, რომელიც საქართველოში ჩამოვა.

 

მსოფლიო თასამდე შოტლანდიას კიდევ ერთხელ, ამჯერად სტუმრად 6 სექტემბერს შევხვდებით. დასკვნითი მოსამზადებელი თამაში ედინბურგში, 67-ათასიან „მარიფილდზე“ ჩვენი დროით 22:30 საათზე დაიწყება.

 

მსოფლიო თასზე საქართველო „დ“ ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებებთან ითამაშებს. პირველი შეხვედრა 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე უელსთან გვაქვს; 29 სექტემბერს, 09:15 საათზე ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს, ასევე 09:15 საათზე ფიჯის შევხვდებით, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს, 14:15 საათზე ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ.

 

მესამე შეკრებაზე შევლენ

შერკინება | ფორვარდები

 

მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა საღინაძე, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა გორგაძე.

 

ხაზი | ბექები

ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო