„უელსთან მატჩს ენერგიით სავსე ვხვდებით“

20-სექ-2019

© Hagiwara Yasuo

 

დღეს იაპონიაში 2019 წლის მსოფლიო თასი იწყება, სამ დღეში კი მასში ბორჯღალოსნები ჩაერთვებიან და ტოიოტაში უელსის ნაკრებს ერკინებიან.

 

ჩვენი გუნდი 9 სექტემბრიდან ამომავალი მზის ქვეყანაში იმყოფება და მზადების დასკვნით ეტაპი ტოკუშიმაში გაიარა, სადაც იაპონიის ტოპ ლიგის ადგილობრივ კლუბ ‘ჰონდა ჰით’-თან ერთობლივი ვარჯიშიც გამართა.

 

„დიდი შეკრების ბოლო ეტაპი იაპონიაში, ტოკუშიმას პრეფექტურაში გავიარეთ. ეს იყო მსოფლიო თასისთვის მზადების ბოლო ეტაპი. აქ ნაკლებად გვქონდა დამღლელი ვარჯიშები. აქცენტი ტექნიკური და ტაქტიკური ელემენტების დახვეწაზე კეთდებოდა და საკმაოდ შედეგიანი, ნაყოფიერი პერიოდი გავიარეთ. გვქონდა ერთობლივი ვარჯიში ადგილობრივ გუნდთან, რომლის დროსაც აქცენტი იმ კომპონენტებზე გაკეთდა, რაც ჩვენ გვსურდა. ფორვარდებმა შერკინებაზე, დერეფანში თამაშზე და მოლებზე, ხოლო ხაზის მოთამაშეებმა თავისი კომბინაციების დახვეწაზე იმუშავეს, რის შემდეგაც 10-15 წუთიანი მატჩი გვქონდა“ - გვიყვება მზადების ერთკვირიან ეტაპზე ყველაზე ასაკოვანი ბორჯღალოსანი მსოფლიო თასზე შალვა სუთიაშვილი.

 

© Hagiwara Yasuo

 

35 წლის მორაგბე, რომელსაც 2011 და 2015 წლის მსოფლიო თასებზე უთამაშია თვლის, რომ ხანგრძლივი, 3-თვიანი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ, გუნდი სასურველ კონდიციაშია და უელსთან მატჩს მომზადებული ხვდება:

 

„ამდენი შრომის შემდეგ, ვფიქრობთ, იმ ფორმაში ვართ, როგორშიც გვსურდა უელსთან მატჩისთვის ვყოფილიყავით. თავს ყველა კარგად გრძნობს და შედარებაც არაა იმ პერიოდთან, როდესაც ‘საუზერნ კინგსთან’ და ორჯერ შოტლანდიის ნაკრებთან მოსამზადებელი თამაშები გვქონდა. ხანგრძლივი ფიზმომზადების შემდეგ, ამ მატჩებს დაღლილები შევხვდით, რაც იმ პერიოდისთვის ნორმალური იყო. მას შემდეგ აღდგენის პერიოდი გავიარეთ და ახლა ყველა იმ ენერგიაზე ვართ, რაც გათვალისწინებული იყო“.

 

© Getty Images

 

სუთიაშვილი დარწმუნებულია, რომ უელსი საქართველოს ნაკრებთან თამაშისთვის განსაკუთრებულად ემზადება, მით უმეტეს, რომ მათ კარგად ახსოვთ ბორჯღალოსნებთან პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი რკენა კარდიფში, 2017 წელს, სადაც გაწითლებულ დროზე გაშვებულ ლელოს გადაურჩნენ და 13:6 იმარჯვეს, თუმცა სარაგბო სამყაროსგან კრიტიკის ობიექტები გახდნენ:

 

„აღარ ვართ ისეთი პატარა გუნდი, რომ უელსმა არ გაგვითვალისწინოს. როგორც ვიცით, ისინი ისევე სერიოზულად ემზადებიან ჩვენთან სათამაშოდ, როგორც შოტლანდია ემზადებოდა. უიმედოდ არც ჩვენ ვართ, მით უმეტეს, რომ 2017 წელს კარდიფში საკმაოდ დრამატული თამაში გვქონდა. ვფიქრობ, ეს შეხვედრა უელსელთა მეხსიარებაშიცაა ჩარჩენილი, რადგან ისინი ყველამ გააკრიტიკა, განსაკუთრებით მწვრთნელები. ველოდებით აგრესიულ, დაძაბულ თამაშს, სადაც ორივე გუნდი მაქსიმალურად მონდომებული იქნება. უელსელები ეცდებიან, ორი წლის წინანდელი კრიტიკის შემდეგ მსოფლიოს დაანახონ, რომ მეტი შეუძლიათ, თუმცა იოლად არაფერს დავთმობთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ“.

 

ბორჯღალოსნები უელსის ნაკრებს 23 სექტემბერს, ქალაქ ტოიოტაში საქართველოს დროით 14:15 საათზე ეთამაშებიან.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო