ბორჯღალოსნები | ავსტრალიასთან მატჩის წინ

10-ოქტ-2019

 

2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნით მატჩში, 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გასამართი შეხვედრის წინ, ბორჯღალოსნებმა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართეს.

 

მილტონ ჰეიგს პირველი კითხვა მეტოქის შემადგენლობაზე დაუსვეს, რომელმაც ბორჯღალოსნებთან სათამაშოდ უძლიერესი შემადგენლობა დააყენა:

 

„ავსტრალია ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა. მათი შემადგენლობა ძლიერ გავს უელსთან ნათამაშებ შემადგენლობას. კარგად გვესმის რამდენად რთული სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ ეს მსოფლიო თასია და ვეცდებით შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ჩვენ ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვანახოთ და ამაყად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა“.

 

შერკინება, რომელიც წლების წინ ავსტრალიელთა სუსტ მხარედ ითვლებოდა, წელს მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული და მაყურებელს ამ კომპონენტში საინტერესო ბრძილის ხილვას პირდება, თუმცა ჰეიგი ფიქრობს, რომ მხოლოდ ეს ასპექტი მატჩის ბედს არ გადაწყვეტს:

 

„უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში მათ საკუთარი შერკინება მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. ახლა ისინი უფრო ერთიანი არიან და უფრო ძლიერად აწვებიან, ვიდრე უწინ. ჩვენ მსოფლიოში ცნობილი ვართ როგორც გუნდი, რომელსაც უყვარს შერკინებით თამაში და ეს მატჩში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. თამაშში შეიძლება უამრავი შერკინება, დერეფანი, ბოჭვა და რაქი იყოს, მაგრამ თამაში მხოლოდ ერთი კომპონენტისგან არ შედგება. უფრო მნიშვნელოვანია რა მოხდება მთელი მატჩის მსვლელობის დროს და არა მხოლოდ შერკინებებში“.

 

ახალ ზელანდიელის აზრით, ბორჯღალოსნებს შერკინების გარდა სხვა ძლიერი მხარეებიც აქვს და მომავალ მატჩში მათ გამოყენებას ეცდება:

 

„ჩვენ გვიცნობენ როგორც დაცვაში მებრძოლ გუნდს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაც მუდამ სამშობლოს დაცვა იყო და ამიტომ, ეს ასპექტი ხშირად გადმოდის მოედანზე. ვფიქრობ, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ და ახლა უფრო კარგად გამოგვდის ბურთის გაშლა. მსგავსი ეპიზოდი რამდენჯერმე გვქონდა ურუგვაისთან მატჩში, ამ ასპექტის გაუმჯობესება და გამოყენება გვინდა და მის გამოყენებას ხვალინდელ თამაშშიც ვეცდებით“.

 

მართალია საქართველოს მსოფლიო თასის დასრულებამდე კიდევ ერთი თამაში აქვს ჩასატარებელი, მაგრამ ჰეიგს მისი შეფასება სთხოვეს:

 

მთლიანობაში, 2015 წელს მიღწეულიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა. ეს ბუნებრივია, იმაზე მეტის გაკეთება გვინდოდა, ვიდრე 2015-ში მოვახერხეთ. ასეთ ტურნირებზე ყოველთვის უნდა გქონდეს მიზნები, რეალისტური მიზნები, რათა ყველა იყოს მოტივირებული. მთლიანობაში, ვერ მივიღეთ ის შედეგი, რასაც ვგეგმავდით, მაგრამ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2015 წლის მსოფლიო თასთან შედარებით მეტი ლელოები გავიტანეთ და უკეთ ვითამაშეთ დაცვაში“.

 

ხვალინდელი მატჩი ბოლო იქნება მილტონ ჰეიგისთვის ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის რანგში, ასევე რამდენიმე მორაგბისთვის ნაკრების კვართით:

 

უკვე ვთქვი, რომ ადრე თუ გვიან წასვლის დრო მოვიდოდა. ეს იყო შესანიშნავი 8 წელიწადი ამ გუნდთან და მოთამაშეებთან. მთავარი ისაა რომ ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და არა ის, რომ ხვალ ჩემი და რამდენიმე მორაგბის ბოლო მატჩია ნაკრებში. ეს ჩვენთვის უდიდესი სტიმულია, რათა გავიღოთ ყველაფერი და მაქსიმუმის გაკეთებას ვეცადოთ“.

 

„იოლი თამაში არცერთისთვის იქნება“

ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე ამბობს, გუნდი ავსტრალიასთან მატჩში საკუთარი რეპუტაციის გამყარებას ეცდება:

 

„განწყობა არ შეცვლილა! ჩვენ ისევ გვინდა, რომ საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ თავი, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. გვინდა ჩვენი რეპუტაცია გავზარდოთ და გავაძლიეროთ იმაზე მეტად, ვიდრე ამ წუთას არის. ამის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. გუნდიც და მეც თავს კარგად ვგრძნობთ. ჩვენ მოტივირებულნი ვართ, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია...“.

 

ის დარწმუნებულია, რომ ავსტრალიის ნაკრებთან თამაში ნებისმიერ ეტაპზე რთული იქნებოდა და მეტოქეს ბოლომდე ბრძოლას პირდება:

 

„ავსტრალიის დარ პირველი დონის გუნდებთან თამაში იოლი არცერთ სტადიაზე არაა. ყველა თამაშში ისინი სრულად იხარჯებიან, რა მნიშვნელობისაც არ უნდა იყოს ის მატჩი. მიდგომის კუთხით მათთვის ხვალინდელი მატჩი განსხვავებული არ იქნება. ჩვენ უფრო რთულ სიტუაციაში ვართ, ვიდრე მეტოქე და ყველაფერს გავაკეთებთ რაც არის შესაძლებელი, რომ ჩვენი საუკეთესო მხარე ვანახოთ. არც ისინი იქნებიან გულ-ხელ-დაკრეფილნი და ამიტომაც იოლი თამაში არცერთისთვის იქნება“.

 

გუნდის კაპიტანს ისიც კითხეს, რამდენად დაეხმარებოდა ქართულ მორაგბეებს განვითარებაში ზე-რაგბში თამაში, რაზეც მან უპასუხა:

 

„ქართველი მორაგბეების მოხვედრა ძალიან კარგი გამოცდილება იქნებოდა. იცით, რომ ერთი მორაგბე, ჯაბა ბრეგვაძე ზე-რაგბის კლუბ ‘სანვულვზში’ თამაშობს და საუცხოო გამოცდილებებს გვიზიარებს. ის ევროპული რაგბისგან განსხვავებულია. უფრო სწრაფი და დინამიური თამაშებია და ვიმედოვნებ, ამ გუნდებში მოხვედრის შანსი ქართველ მორაგბეებსაც გვექნება. იმედია, ამას ხვალინდელ თამაშში ვაჩვენებთ, რომ ქართველი მორაგბეები იმსახურებენ ზე-რაგბის გუნდებში თამაშს“.

 

„ავსტრალიასთან თამაში დიდი პატივია“

ბორჯღალოსანთა ფულბეკის, სოსო მათიაშვილისთვის ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია:

 

„რა თქმა უნდა ამაღელვებელია.... ფაქტიურად, ამ მორაგბეების თამაშის ყურებით გავიზარდეთ და დიდი პატივია მათ წინააღმდეგ თამაში. მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს ჩვენს შესაძლებლობებს ვაჩვენებთ. ავსტრალიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. ძალიან კარგი შეტევა აქვთ და დაცვაში მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. უნდა ვეცადოთ ბურთი გავაკონტროლოთ და უმეტესი დრო შეტევაში გავატაროთ, რათა ნაკლები შესაძლებლობა მივცეთ“.

 

მას ასევე კითხეს - სოსო, რატომაა საქართველო კარგი ძალისმიერ სპორტის სახეობებში, ისეთებში, როგორიც ძიუდო, ჭიდაობა და რაგბია?

 

ალბათ ყველაზე დიდი მიზეზი ისაა, რომ საქართველო მთელი ისტორიის განმავლობაში იბრძოდა, ჩვენ მუდამ სამშობლოს დაცვა გვიწევდა და ქართველებისთვის ბრძოლა ბუნებრივი მდგომარეობაა. ბრძოლა, ჭიდაობა - გენში გვაქვს, ფიზიკურად ძლიერები და ღონიერები ვართ, მე ალბათ გამონაკლისი ვარ (იცინის). ალბათ სწორედ ამიტომ ვართ ძლიერები შერკინებაში. ჩვენ გვიყვარს ბრძოლა და გამარჯვება. იმედი მაქვს რომ ხვალ ამ ნაწილში შევძლებთ დომინირებას და თუ შევძლებთ, თამაშის მოგების შანსიც იქნება“.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო