ქართველი მსაჯები ჩელენჯ ქაფსა და რაგბი ევროპაზე

13-ნოემ-2019

 

ქართველი მსაჯებისგან დაკომპლექტებული ბრიგადა პარასკევს გამთენია გეზს ინგლისისკენ აიღებს და 16 ნოემბერს ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ‘ლესთერ თაიგერსისა’ და ‘პოს’ შეხვედრას, ერთი კვირის შემდეგ კი, ‘უოსპსისა’ და ‘აჟენის’ მატჩს განსჯის.

 

ფრანგულ-ინგლისურ დაპირისპირებებში მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება, რომელსაც კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი დაეხმარებიან.

 

მანამდე, 2 ნოემბერს, თევზაძემ რაგბი ევროპის „ალაფაზე“ პოლონეთი - გერმანია (15:35) იმსაჯა. მას კიდეებიდან აბულაშვილი და შოთა ცაგარეიშვილი ეხმარებოდნენ. ქართველმა რეფერიმ უმაღლესი შეფასება მიიღო და ახლა დანიშვნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ელოდება:

 

„რაგბი ევროპის მსაჯთა კორპუსს ახალი ხელმძღვანელი ყავს - პატრიკ რობენი ჟოელ დუმემ შეცვალა. პოლონეთი-გერმანიის მატჩზე დანიშვნისას თქვა: „ვიცი ამ თამაშის დონე თქვენი მსაჯობის დონეს არ შეესაბამება, მაგრამ ამ პერიოდში სხვა თამაში არ გვაქვს და მსურს თქვენი მუშაობა პირადად ვიხილოო“. ჩვენ ბოლო დროს უმაღლეს დონეზე მუშაობას მივეჩვიეთ და ამ თამაშს თავი კარგად გავართვით. უმაღლესი შეფასება მივიღეთ და გაჩნდა წინაპირობა, რომ იანვარში რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დამნიშნონ“.

 

მანამდე ის ნიკა ამაშუკელთან ერთად გაცვლითი პროგრამით უელსში იმყოფებოდა. მათ იქაური უმაღლესი ლიგის თითო-თითო შეხვედრა იმსაჯეს. თევზაძე ამბობს, რომ მსგავსი გაცვლითი პროგრამები განვითარებისთვის მნიშვნელოვანია:

 

„ჩვენსა და უელსის რაგბის კავშირს შორის კარგი ურთიერთობა დამყარდა, მე და ნიკა უელსში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიყავით. მსგავსი პროგრამები მნიშვნელოვანია. ყველა ქვეყნის ჩემპიონატს თავისი სპეციფიკა აქვს და რაც უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენ, მით უფრო მაღალ დონეზე ახვალ“.

საკლუბო დონეზე, ქართველმა მსაჯებმა უკვე აიწიეს ერთი საფეხურით მაღლა, რაზეც ჩელენჯ ქაფის მატჩების მსაჯობა მეტყველებს. თევზაძეს ამ დონის საკლუბო ტურნირზე აქამდე არასდროს უმუშავია:

 

„შარშან კონტინენტის ფარს ვმსაჯობდი, ამჯერად კი უფრო მაღალ დონეზე მომიწევს მუშაობა. ქართული ბრიგადა ამ დონის შეხვედრაზე პირველად იქნება. ვფიქრობ, რთული შეხვედრები იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ თავს კარგად გავართმევთ. განსაკუთრებით საინტერესო იქნება ‘უოსპსისა’ და ‘აჟენის’ დაპირისპირება. ორივე გუნდს ქართველი ბურჯი ყავს, ყველამ კარგად იცის ისინი რა დონეზე არიან და დიდ ჯახს ველოდებით. ასევე ველოდები, რომ თუ ამავე სეზონში არა, მომდევნო სეზონში აუცილებლად, ჩელენჯ ქაფზე ცენტრში დანიშვნას მეც მივიღებ და უფრო მეტი ქართველი მსაჯი წარვადგენთ ჩვენს ქვეყანას უმაღლეს დონეზე, საერთაშორისო ასპარეზზე“.

 
უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

XI ტური    13-15/12

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო