სამძიმარი | თემურ რუხაძე
14-ნოემ-2019
ქართულმა რაგბის თემმა კიდევ ერთი გამორჩეული წევრი მოისაკლისა:
გარდაიცვალა ძველი ლოკომოტიველი, სპორტის ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი
თემურ რუხაძე
ძირით ხაშურელმა, ამიერ-კავკასიის რკინიგზის მთავარ გუნდში თამაში 1966 წელს დაიწყო.
თბილისის კლუბი საზოგადოების უცვლელი ჩემპიონი იყო, სრულიად საბჭოეთის პირველობაზე კი, რუხაძის მოთამაშეობისას, სამჯერ დაიკავა მესამე ადგილი (1968 1972 1978)
იშვიათი იუმორის პატრონი თემური მესამე ხაზში იდგა და შერკინების ძრავი იყო:
1975 წელს ვაკეში, მოსკოვის "ფილს" 45 მეტრიდანაც კი გაუტანა არეკნი!
1976 წლიდან პარალელურად გუნდის უფროსადაც მუშაობდა და იმდენი იხერხა, რომ საკავშირო ფედერაციას თასის ფინალი ორჯერ დაანიშნინა ვაკეში, რაც 1978 წელს ჯილდოს აღებითაც დასრულდა
შინ მიბრუნებული რუხაძე რაგბში 1987 წელს დაბრუნდა:
აქტიურად ჩაება ქველმოქმედებასა და ვეტერანთა მოძრაობაში, ხაშური კი სულაც რაგბის კერად აქცია ჯერ როგორც მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორმა და მერე -- რაიონის გამგებელმა
ჭარმაგი თემური ბოლო ხანს ერთხელაც დაუბრუნდა საყვარელ სპორტს -- ჭაბუკთა ლიგებში კომისრობდა:
თამაშს ბოლოჯერ 3 მაისს გაუძღვა ...
პანაშვიდი 15-16 ნოემბერი (კოსტავას ქ. 72ა)
გასვენება 17 ნოემბერი (საბურთალოს ეკლესია) 15:00 სთ