დიდი 10 | აია 16:21 ლელო-სარასენსი

01-დეკ-2019

© აჩიკო გეგენავა

 

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ ქუთაისში, „აია არენაზე“ გამართულ მატჩში, 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და საბოლოოდ ‘აია’ 21:16 დაამარცხა.

 

აკაკი ტაბუცაძემ მეტოქეს ორი ლელო გაუტანა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა 3 ჯარიმით და ერთი გარდასახვით გუნდს 11 ქულა შესძინა.  

 

ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე გახსნეს, სტუმრები ფეხით გადაკიდებულ ბურთზე თამაშისას შეცდნენ, ის გიორგი აბრამიძემ აიტაცა და ლელო გაიტანა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. მერაბ კვირიკაშვილმა ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა, თუმცა ბაბუნაშვილმა ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და ‘აია’ 13:3 დაწინაურდა.

 

კვირიკაშვილმა პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში ჯარიმები გაიტანა და სხვაობა 4 ქულამდე დავიდა. 57-ე წუთზე ლაშა გოგიაშვილი სინბინით დაისაჯა და თბილისელებმა რიცხობრივ უპირატესობაში დაწინაურება მოახერხეს. მათ მეტოქის 22-ში რამდენიმე წუთი გაატარეს, 63-ეზე აკაკი ტაბუცაძე ცრუმოძრაობებით სამ მცველს შორის გაძვრა და მისი ლელო კვირიკაშვილმა გარდასახა.

 

71-ე წუთზე ტაბუცაძემ სანდრო მამამთავრიშვილის პასი შეირგო, სიჩქარეს მოუმატა და მარცხენა ალამთან დუბლი შეასრულა. დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ეს მისი მე-7 ლელო იყო და საუკეთესო მელელოვეთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურდა.

 

გარდასახვა არაზუსტი იყო და ბაბუნაშვილმა საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე ჯარიმით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა. დასკვნითი წუთები ‘აიამ’ შეტევაში, წითელ ზოლში გაატარა და მიზანთან რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მხსნელი ლელოს გატანა ვერ მოახერხა - 16:21.

 

ამ მოგების შემდეგ ‘ლელო-სარასენსს’ 30 ქულა გაუხდა და მეოთხე ადგილზეა, ხოლო ‘აია’ 26 ქულით მეხუთეა.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

XI ტური    13-15/12

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო