მე-3 საკონტროლო მატჩის მიმოხილვა

05-სექ-2015

© Getty Images

 

დღეს გლოსთერში, ‘ქინგსჰოლმ სთედიუმზე’, სტადიონზე სადაც 13 დღეში ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე ტონგას დაუპირისპირდებიან, ჩვენმა ნაკრებმა მესამე საკონტროლო მატჩი გამართა. მსოფლიოსთვის სამზადისის მესამე რკენაში იაპონიას ვეთამაშეთ, რომელმაც ანგარიშით 13:10 გაიმარჯვა.

ისევე, როგორც წინა ორი, დღევანდელი მატჩიც, ტესტის მიუხედავად, ჩვენი ნაკრების მსოფლიოსთვის მოთელვასა და სათამაშო კომპონენტების დახვეწას ემსახურებოდა მას შემდეგ რაც გუნდმა დამღლელი 9 კვირიანი ფიზ-მომზადებაზე ორიენტირებული წრთობის კურსი გაიარა საქათველოსა და პოლონეთში.

პირველი ნახევარი

თავიდან ანგარიში იაპონელებმა, მატჩის დაწყებიდან დაახლოებით მე-4 წუთზე გახსნეს. მას შემდეგ რაც შერკინებაში დავჯარიმდით, მეტოქის ფულბეკმა აიუმი გორუმარუმ ჯარიმა ზუსტად შეასრულა 0:3. ცოდაოდენ ხანში მას კიდევ მიეცა დამატებით სამი ქულის მოპოვების შესაძლებლობა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

ამის შემდეგ იაპონია უფრო ფლობდა ბურთს და გვიტევდა, მაგრამ ბორჯღალოსნების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენები თავს კარგად იცავდნენ.

მატჩის დაწყებიდან მე-15 წუთზე, იაპონელებს მარცხენა ფლრთაზე ვეძალებოდით და ზედიზედ რამდენიმე გვარიანი დარტყმაც გავაკეთეთ. მოედნის შუისკენ, მეტოქის 22-ში რომ გადავინაცვლეთ, რაქიდან ვასილ ლობჟანიძემ მარჯვნივ გაუშვა ბურთი, რომელსაც დავით კაჭარავა დაეუფლა და იქვე მერაბ კვირიკაშვილს უპასა. მანაც  ფეხით შეუცურა ლელოსკენ. ბურთს გარემარბი მურაზ გიორგაძე დაეწია და იაპონელთა ლელოში დაახტა. გარდასახვა ზუსტად კვირიკაშვილმა შეასრულა და წინ გავედით 3:7.

ამის შემდეგ ქართველები მეთოდურად უტევდნენ, მაგრამ არც იაპონელები იცავდნენ ურიგოდ თავს.

ტაიმის დასრულებამდე ალუბლების ერთ -ერთ შეტევას ჩვენს 22-ში ჯარიმა მოყვა. გორუმარუმ ამჯერად იზუსტა და ანგარიში 6:7 გახადა. ცოტა ხნის შემდეგ, მატჩის არბიტრმა, ჯონ ლეისიმ გვიანი ბოჭვისათის ვიქტორ კოლელიშვილი გაასინბინა.


მაგრამ არც იაპონელებმა მოახერხეს უყვითლოდ ტაიმის დასრულება. მას შემდეგ რაც მეტოქის კვაჭმა, შოთა ჰორიმ შუბურად დასცა დავით კაჭარავა  ლანსიმ ისიც სინბინისკენ გაისტუმრა.


ცოტახანში მერაბ შარიქაძის გარღვევას იაპონელთა დაჯარიმება მოყვა. დასარტყმელად მერაბ კვირიკაშვილი მოემზადა, რომელმაც ამჯერად ვერ იზუსტა.


მეორე ნახევარი

მატჩის განახლებიდან ბურთიც და ტერიტორუილი უპირატესობა კარგა ხნით ჩვენს მხარეს იყო. იაპონელები კი კარგად იცავდნენ თავს. ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა მურაზ გიორგაძეს, მამუკა გორგოძესა და მერაბ შარიქაძესაც ჰქონდათ, მაგრამ დაგვირგვინება არ გამოდიოდა.


მატჩის 70-ე წუთი იყო, როდესაც ლაშა მალაღურაძეს ჯარიმის დარტყმის შესაძლებლობა მიეცა. ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 6:10 გახადა. ცოტახანში მალაღურაძეს კვლავ მიეცა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ ამჯერად ბურთი ძელებს შორის არ გავიდა.

 

დარჩენილ 3 წუთში იაპონელებმა ჩვენ 5 მეტრიანთან დერეფანი მოიგეს და მოლი ააგორეს, რომლის შეჩერება ვერ მოვახერხეთ და ლელო მივიღეთ. გარდასახვა გორუმარულ შეასრულა, რითაც იაპონია წინ გავიდა 13:10.

დარჩენილ დროში ვუტევდით, მაგრამ გაწითლებულ დროზე ბურთი წინ დაგვივარდა, ჯონ ლეისიმ დასტვინა და მატჩი დაასრულა.

გილდფორდში 13 სექტემბრამდე

 

ამრიგად სამივე საკონტროლო მატჩი ვითამაშეთ. სამწუხაროდ სამივე დავთმეთ, მაგრამ ეს შეხვედრები, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი ტესტი იყო, უპირველეს ყოვლისა ნაკრებისთვის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ხასიათსა იყო. მნიშვნელოვანი იყო, რომ გუნდს გრძელი საწრთობი პერიოდის შემდეგ, სარაგბო კომპონენტებზე და პოტენციურ წუნებზე ემუშავა. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, ამ მხრივ მიღებული გამოცდილება შეუფასებელია, რაც უდაოდ დადებით შედეგს მოიტანს უშუალოდ მსოფლიო თასზე. შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს, მსოფლიო თასის დაწყებიდან მეორე დღეს, ბორჯღალოსნები, ამავე სტადიონზე, ქინგსჰოლმზე დაუპირისპირდებიან ‘ც’ ჯგუფში თავიანთ მთავარ მეტოქეს, ტონგას. აქვე გაცნობებთ, რომ იაპონიასთან მატჩის შემდეგ ყველა მოთამაშე ჯანმრთელად არის.

ჩვენი ნაკრები დღესვე გილდფორდში დაბრუნდება, სადაც სარის სპორტულ ცენტრში 13 სექტემბრამდე გააგრძელებს მსოფლიოსთვის მზადების მესამე ფაზას. დაგეგმილია რამდენიმე ერთობლივი ვარჯიშიც, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით.

 

საქართველო 10:13 იაპონია

საქართველო 

15 მერაბ კვირიკაშვილი (22 თამაზ მჭედლიძე 59 #11) 14 მურაზ გიორგაძე, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 გიორგი აფციაური 59 > #15; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე (21 გიორგი ბეგაძე 56) * არ შესულა: 23 გიორგი ფრუიძე /  

1 მიხეილ ნარიაშვილი (17 კახა ასიეშვილი 62) 2 ჯაბა ბრეგვაძე (16 შალვა მამუკაშვილი 51) 3 დავით ზირაქაშვილი (18 დუდუ ქუბრიაშვილი 62) 4 გიორგი ნემსაძე (19 ლევან დათუნაშვილი 62) 5 კოტე მიქაუტაძე; 6 შალვა სუთიაშვილი, 7 ვიტო კოლელიშვილი სბ 28, 8 მამუკა გორგოძე^კაპ (20 გიორგი ჩხაიძე 68)-

ლ: გიორგაძე; გ: კვირიკაშვილი; ჯ: მალაღურაძე

იაპონია

15 აიუმუ გორომარუ, 14 იოშიკაზუ ფუძიტა (23 კოტარო მაცუშიმა 47) 13 მალე საუ, 12 ქრეიგ ვინგ, 11ჰენდრიკ ტუი; 10 ჰარუმიჩი ტატეკავა (22 კოსეი ონო 51) 9 ფუმიაკი ტანაკა (21 აცუში ჰივასა 63) /

1 მასატაკა მიკამი (18 კენსუკე ჰატაკეიამა 35) 2 შოტა ჰორიე სბ 32  (17 ტაკეში კიზუ 75) 3 ჰიროში იამაშიტა; 4ლუქ თომპსონ, 5 ჰიტოში ონო (19 შინია მაკაბე 55) 6 მაიქლ ლიჩ^კაპ, 7 მაიქლ ბროდჰერსთ, 8რიუ’კოლინისაი ჰოლანი (კიზუ 37-42, 20 ამანაკი ლელეი-მაფი 47) * არ შესულა: 16 ტაკაიუკი ვატანაბე -

ლ: ლელეი-მაფი: გ 2ჯ: გორომარუ

რეფ ჯონ ლეისი (ირლ)  კიდ: მარიუს მიტრეა (იტა) / თომ ფოლი (ინგ) კიდ: საიმონ ადამს (ინგ)

0:3(3) 7:3(17) 7:6(27) სბ(28ს) სბ(32ი) /
10:6(71) 10:13(79) ბოლო (80+1)

შაბ 5/09 2015 @ გლოსთერ (ინგ) ქინგს’ჰოლმ 19.45 საქ



სამწვრთნელო შტაბის კომენტარებსა და მატჩის ვიდეო მიმოხილვას ხვალ შემოგთავაზებთ.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

დიდი 10

 

I ტური

სრულად

პარ 13/09   მუხიანი, ხვამლი   18.00

შაბ 14/09   დიდი დიღომი, ლელო   15.00

შაბ 14/09   ნუცუბიძე   17.00

კვი 15/09   გორი, ჭალა   15.00

კვი 15/09   ნუცუბიძე   17.00

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე

ქნგ [აფრ]

24:20

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდ

10:44

პარ

06/09

22.30

მარიფ

შოტლანდ

09:36

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალ

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფის
ჩვენი 31-კაცა რაზმი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალ

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [3213] მორაგბე [ 15/09 @ 11.20 ]

კაცი [1364] | ა’ლიგელი [723] | ბ’ლიგელი [1126]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

10

6

6

32

19

14

19

52

84

განაცხადის შევსება-ჩასწორება

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო