რაგბი ევროპა | 4 უპასუხო ლელო

12-თებ-2017

© Alain Dams

 

2017 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ გამარჯვებით დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მნიშვნელოვნად გადახალისდა, ბელგიას ბრიუსელში 4 უპასუხო ლელო  მაინც დაუდო და 31:6 დაამარცხა.

 

ამ სეზონიდან "რაგბი ევროპაზე" პრემიის დარიცხვის წესი შეიცვალა - მას მეტოქეზე სამით მეტი ლელოს დამდები გუნდი იღებს.  შესაბამისად, ჩვენი ნაკრები გახდა პირველი, ვინც ეს შეძლო, და ტიტულის შენარჩუნებისკენ პირველი ნაბიჯიც გადადგა.

 

ბელგიასთან „ბორჯღალოსანთა“ სასტარტო 15-ეულში 6 ისეთი მორაგბე იყო, ვისაც 10 კეპიც კი არ მოეხვეჭა. მარქაფაშიც იჯდა ერთი ასეთი, იქვე მყოფ კიდევ ოთხს კი ბრიუსელში დებიუტი ჰქონდა.  რადგან შეცვლაზე ოთხივე შევიდა, პირველი კეპები მოიხვეჭეს თორნიკე მატარაძემ, სოსო ბეკოშვილმა, გიორგი ცუცქირიძემ და გიორგი ჭყოიძემ. ამით „ბორჯღალოსანი ამქრის“ წევრთა ოდენობა 245 გახდა.

 

© Alain Dams

 

თოვლიან ეიზელზე

 

თამაში თოვლში, ატალახებულ მოედანზე გაიმართა.  ამან სანახაობრივ მხარეს დაღი დაასვა.  ბევრი იყო ტექნიკური წუნი, ჯარიმა და პაუზა. მეტოქე 4 წლის წინანდელის მსგავსად, არა-რაგბული მეთოდებით შეეცადა სიტუაციის დაძაბვას, მაგრამ ჩვენმა გამოცდილებმა ახალბედები დაამშვიდეს - ჩხუბი და სასჯელი თავიდან აირიდეს.

 

რადგან ტემპი დაბალი იყო, გადამწყვეტი სიტყვა შერკინებამ თქვა.  პირველ ტაიმში თამაში მხოლოდ მეტოქის ნახევარზე მიდიოდა.  ლელოს მალე გატანა რომ ვერ მოხერხდა, ანგარიში მე-12 წუთზე ჯარიმით გახსნა მერაბ კვირიკაშვილმა 3:0

 

ბორჯღალოსნებმა თამაშის გაშლა სცადეს.  ჯერ გიორგი თხილაიშვილი მიჰყვა ფეხით შეცურებულ ბურთს, მაგრამ მოკლე ლელოში მას ვერ მისწვდა.  მერე გიორგი კოშაძემ გაჭრა ხაზი და „წითელ ზონამდეც“ ირბინა, რაქიდან კი გიორგი ბეგაძემ შეუტია უცებ, მაგრამ მიზანს ვერც იგი ეწია.

 

23-ე წუთზე პირველი ლელო მივითვალეთ:  დერეფანს მოლი მოჰყვა და ბურთი თხილაიშვილმა დაამიწა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახა 10:0.  შესვენებამდე მეტოქის ლელოს კიდევ სამჯერ მივუახლოვდეთ:  ორჯერ იერიში უშედეგოდ დასრულდა, 39-ე წუთზე კი, ლაშა ხმალაძის პასით, კოშაძემ ხაზი გაჭრა და კარიერის პირველი სანაკრებო ლელო ძელებშუა მიითვალა.  კვირიკაშვილს გარდასახვის გატანა არ გასჭირვებია - ტაიმი 17:0 დასრულდა.

 

მარქაფა ჩაერთო

 

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები პირველად და ერთადერთხელ მოუახლოვდნენ ჩვენს ლელოს, მაგრამ წითელ ზოლში თავი კარგად დავიცავით. ბელგიამ გააგრძელა იერიშები და ორი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა  17:6.  მაშინ თამაშში ჩვენი მარქაფა ჩაერთო.  დებიუტანტმა ბურჯებმა ვიზავები დაჩაგრეს და საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს, კვირიკაშვილმა კი ზუსტად დაარტყა 24:6

 

ბოლო წუთებზე გადაღლილი ბელგიელი ბურჯი მოედნიდან გავიდა. ამის გამო შერკინებაში მიწოლა რომ აიკრძალა, ბორჯღალოსნებმა დერეფნიდან შეუტიეს მოლით, მისი ჩაქცევის შემდეგ ჯერ ოთარ გიორგაძე მიეძალა, მერე კი ბექა გორგაძე და ლელოს ხაზიც გადაკვეთა.  გარდასახვა ლაშა მალაღურაძემ შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა 31:6

 

მალევე შემოვაბრუნეთ

 

ნამატჩევს ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, მილთონ ჰეიგმა განაცხადა:

“დიდი ბრძოლა გადავიხადეთ.  ასეთ ამინდში სწრაფი რაგბის თამაში ვერ გამოგვივიდა, უფრო შერკინებაზე ორიენტირებული რაგბი იყო.

 

“ცხადია, პირველი ნახევარი მომეწონა - ამ დროს ვდომინირებდით.  მეორე ტაიმის დასაწყისში ინიციატივა გარკვეული დროით ხელიდან გავუშვით, მაგრამ მალევე შემოვაბრუნეთ თამაში.  მთლიანობაში, შედეგითა და ბონუსის მოპოვებით კმაყოფილი ვარ.

 

“უკანა-ხაზელებს თუ არ ჩავთვლით, ჩვენი საუკეთესო ოსტატები ბელგიაში არ ჩამოგვიყვანია.  2019 წლის მსოფლიო თასამდე გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა ახალბედებს მივეცით.  და მაინც, ჩვენი მიზანი „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მოგებაა

 

რუსთავში - სენსაციის ავტორთან

 

ჩვენმა შემდეგმა მეტოქემ, გერმანიამ, ფრანკფურტის შემოგარენში, ქალაქ ოფენბახში, რუმინეთს უმასპინძლა და სეზონის პირველი სენსაცია გამოაცხო.  10-ლელოიან მატჩში მასპინძელმა ფორვარდებმა სტუმრები პირ-წმინდად დაჯაბნეს და მოლით გადაუჭრელი პრობლემები შეუქმნეს.

 

პირველი ტაიმში რუმინეთი 24:6 დაწინაურდა, მაგრამ ტაიმი 4 ქულითღა მოიგო 24:20.  მეორეში სტუმრებმა ტემპს უმატეს და ისე ბევრით გაიჭრნენ წინ 38:20, მაგრამ ბოლო 30 წუთში გერმანელებმა მორკინალებით სამი ლელოც გაიტანეს, სამივე გარდასახეს და 41:38 გაიმარჯვეს.  ამავე ტურში ესპანეთმა მადრიდში კარს ბლოად აცილა, მაგრამ რუსეთს 16:6 მაინც აჯობა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველო - გერმანიის მატჩი კვირა დღეს, 19 თებერვალს, რუსთავის სარაგბო სტადიონზე, 15 საათზე დაიწყება.  ბილეთები კვირის განმავლობაში გაიყიდება.

 

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

 

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2017-18 * დიდი 10

21/08_2017 @ 18.05

დებულება

 განრიგი   მთელი სეზონი

 საწყისი 5 ტური დღეებისა და
 სტადიონების მითითებით
 

განაცხადები.xls    ტრანსფერები  

1

ჯიქი  გორი

2

ბათუმი  ბათუმი

3

ლელო სარასენს  თბილისი

4

აკადემია  თბილისი

5

ლოკომოტივი  თბილისი

6

აია  ქუთაისი

7

არმია  თბილისი

8

ბაგრატ  ქუთაისი

9

არმაზი  მარნეული

10

ხარები  რუსთავი

2016-17  |  დიდი ფინალის ვებ’ოქმი

შინაური კვარცხლბეკი 1990-2017

2017-18 * პირველი ლიგა

17/08_2017 @ 10.05

დებულება  |  2016-17

 განრიგი   საწყისი 9 ტური
განაცხადები.xls

1

ყოჩები  ბოლნისი

2

ივერია  თბილის

3

ვეფხვები  პატარძეული

4

დინამო  თბილისი

5

არესი  ქუთაისი

6

ხულიგანა  თბილისი

7

იუნკერები  კიკეთი

8

არწივები  ოზურგეთი

2017-18 * რეგიონული ლიგა

17/08_2017 @ 10.05

დებულება  |  2016-17

 განრიგი   მთელი სეზონი

დასავლეთი

განაცხადები.xls

1

ფირალები  ქედა

2

კოლხი რაინდები  ფოთი

3

ტაო  სამცხე-ჯავახეთი

4

წყალტუბო  წყალტუბო

5

რაგბის სკოლა  ჭიათურა

6

აიეტი  ვანი

7

არწივები  ზესტაფონი

აღმოსავლეთი

განაცხადები.xls

1

სტუ  თბილისი

2

ცივი  თელავი

3

ტორნადო  დუშეთი

4

გორდა  გორი

5

დევები  თბილისი

6

იბერია სპორტუნი  მცხეთა

ესები

25/07_2017 @ 10.20

ახალი წესები დამდეგი სეზონისთვის

15-ვე სიახლე 4-გვერდა ბროშურად (ა5)

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

ოქმის ბლანკი და
შევსების ინსტრუქცია

წესების წიგნი 

2017 * შემოდგომის ტესტები

22/07_2017 @ 21.30

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

11/11

.

შინ

.

.

შაბ

18/11

18.30

კარდიფ

უელსი

.

შაბ

25/11

.

შინ

შტატები

.

2017 * ჭაბუკთა ლიგები

14/06_2017 @ 19.20

"" ლიგ

არდადეგები  5/09-მდე

მოწინავე  რვეული

სანუგეშო ჯგუფები     

"" ლიგ

არდადეგები  14/09-მდე

ზედა რვეული         შუა რვეული     

განრიგი დამტკიცდა

სანუგეშო ჯგუფები   აღმ   დას

შავი დაფა

23/05_2017 @ 20.10

ვის როდის უმთავრდება სასჯელი

2018 * რაგბი ევროპა

10/07_2017 @ 19.05   წყარო_EN

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

10/02

15.00

შინ

ბელგია

0:0

შაბ

17/02

17.30

გარეთ

გერმანია

0:0

შაბ

03/03

15.00

შინ

ესპანეთი

0:0

შაბ

10/03

16.00

სოჭი

რუსეთი

0:0

კვი

18/03

13.00

შინ

რუმინეთი

0:0

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები

2019 * მსოფლიო თასი

15/07_2017 @ 09.50

იაპონია * პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
ევრ’1 აფრ’1  აშშ   ფიჯ 
ევრ’2 | სამ რეპ  ტონ  ამე’2

2017 ზაფხულის შესარჩევებში
გამოვლინდა სამი ფინალისტიც:

ამე’1 = შტატები,
ზღვ’1 = ფიჯი, ზღვ’2 = ტონგა

ოთხ 10/05 @ 12.00 საქ 

კიოტო (იაპონია)   წილისყრა

20 ფინალისტი განაწილდა ოთხ 5-გუნდა ჯგუფად

შესარჩევთა ზემო დონე

სახელმძღვანელო

28/10_2016 @ 17.45

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

ლექსიკონი

23/01_2017 @ 21.00

ნულოვანი ვერსია

+ დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

\

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი

 

 

რადიო პალიტრა

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო ნატახტარის ლოგო მინდა ჯგუფის ლოგო