მეტოქეთა შესახებ

14-თებ-2017

© DRV

მეტოქე | გერმანია

 

ბორჯღალოსნები 2017 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მეორე მატჩს კვირას, 19 თებერვალს გამართავენ.  მეტოქე გერმანიაა, რომელმაც პირველ ტურში რუმინეთთან ორჯერ აღმოფხვრა 18-ქულიანი ჩამორჩენა და სენსაციურად, 41:38 გაიმარჯვა.

 

გერმანული რაგბი საუკუნე-ნახევრისაა. ამ ქვეყანაში ოვალური ბურთით პირველად 1850 წელს ჰაიდელბერგის კოლეჯის ბრიტანელმა სტუდენტებმა ითამაშეს და 1872 წელს იქვე რაგბის სექციაც გახსნეს. პარალელურად, თამაში ჰანოვერში დანერგეს ბრიტანელმა სამხედროებმა და სექციად 1878 წელს გაფორმდნენ. პირველი, ალალად გერმანული რაგბის კლუბი 1891 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო ქვეყნის პირველი ჩემპიონი 1909 წელს გამოვლინდა.

 

დღეს-დღეობით რაგბს გერმანიის 12 „მიწაზე“ თამაშობენ.  2014 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 125 კლუბი და 14 ათასი მოთამაშეა.  შარშან ბუნდეს-ლიგა 10-დან 16 კლუბამდე გაფართოვდა.  2015 წლიდან გერმანიის ჩემპიონი მესამე დონის ევრო-ტურნირში – ჩელენჯის შესარჩევში – მონაწილეობს.

 

გერმანიის რაგბის კავშირი (ფერბანდ) 1900 წელს დაარსდა. 1934 წელს იგი „ფირა“-ს (რაგბი ევროპა) დაარსების ერთ-ერთი მოთავე იყო, ხოლო 1988 წელს „ირბ“-ის (მსოფლიო რაგბი) წევრი გახდა.  გერმანული რაგბის ყველაზე დიდი მიღწევა 1900 წელს უკავშირდება – გუნდმა, საფრანგეთის კვალად, ზაფხულის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.  არადა, შეჯიბრში მხოლოდ ეს ორი გუნდი მონაწილეობდა.

 

ნაკრებმა პირველი ტესტი 1927 წელს გამართა – პარიზში საფრანგეთთან 5:30 დამარცხდა.  იმავე წელს საპასუხო მატჩი ფრანკფურტში გაიმართა და ის გერმანელების გამარჯვებით დასრულდა 17:16.  თამაშს 14 ათასი მაყურებელი დაესწრო – დღემდე ეს მაჩვენებელი საუკეთესოდ რჩება.

 

1927-1938 წლებში გერმანია, საფრანგეთის შემდეგ, მეორე გუნდად ითვლებოდა კონტინენტურ ევროპაში.  ამ პერიოდში მან გალებთან 14 მატჩი გამართა და ორჯერ იმარჯვა.  1938 წლიდან ნაცისტურ გერმანიაში რაგბი „ბრიტანულ თამაშად“ გამოცხადდა და მის მიმართ ინტერესი განელდა, მეორე მსოფლიო ომმა კი თემი მთლად გამოხშირა.

 

ომის შემდეგ დასავლეთი, „ფედერაციული“ გერმანიის ნაკრებმა პირველი თამაში 1952 წელსღა გამართა, მაგრამ ფირა-ს „ერთა თასის“ პირველ ჯგუფში ფეხის მოკიდება გაუჭირდა, კომუნისტურ აღმოსავლეთში კი არა-ოლიმპიური სახეობა სულს ღაფავდა.  

 

1990 წელს ორად გაყოფილი ქვეყანაცა და მისი რაგბიც გაერთიანდნენ.  2000 წლის რეორგანიზაციის შემდეგ, გერმანია „ერთა თასის“ მეორე დონეზე მოხვდა.  მაშინვე, გერმანული რაგბის საუკუნოვან იუბილეზე, ქვეყანას ცნობილი კლუბი ‘ბარბაროსები’ ეწვია.

 

გერმანიამ 2006-2008 წლების „ერთა თასის“ მეორე ჯგუფი მოიგო და 2009-2010 წლებში ელიტაში, საქართველოსთან ამოვიდა, მაგრამ ათივე თამაში წააგო და გავარდა.

 

2012-2014 წლებში გერმანელებმა კიდევ ერთხელ მოიგეს მეორე ჯგუფი.  2015 წელს მათ ელიტაში ისევ წააგეს ხუთივე თამაში და 1 ქულაღა მოიპოვეს. სამაგიეროდ, შარშან გერმანიამ პორტუგალია 50:26 დაამარცხა, ფინიშზე ესპანეთს 17:17 დაუზავდა და ქვემოთ პორტუგალია გაისტუმრა.

 

ესაა შედეგი პროგრამისა, რომელიც ქვეყანაში 2012 წელს, რაგბის კრიზისიდან გამოსაყვანად ამუშავდა. მის ფარგალში თამაშის ასაღორძინებლად 200 მილიონი ევრო გამოიყო.  ჰოდა, პირველ შედეგს მალე მეორეც მოჰყვა - წინა ვიქენდზე გერმანიამ თვით ფავორიტი რუმინეთი ძლია 41:38

 

საქართველოსა და გერმანიის გზები აქამდე ხუთჯერ გადაიკვეთა გამარჯვება ყოველ ჯერზე ჩვენ დაგვრჩა.

 

საქართველო - გერმანია

1995

15/10

ეროვნული

ფირა

14:03

1/0

ლ: იურინი; 3ჯ: ნ.ძაგნიძე 2, ე.ძაგნიძე წბ ზ.ლეჟავა – ჯ: კოხერ წბ ლეხტ

რეფ კაზმიერჩაკ (სფრ) 3:0(15) 3:3(23) 8:3(25) / 11:3(48) 14:3(74) წბ^წბ(80+1)

 

2009

07/02

ჰაიდელბერგ

ეთ

38:05

6/1

6ლ: ჩხიკვაძე ზირაქაშვილი მაჩხანელი გორგოძე (4 5) კაჭარავა; 4გ: კვირიკაშვილი 3, ბარკალაია – ლ: ბრირლი სბ კაშტენ

რეფ ნოქს (შტლ) წვიმა 0:5(14) 5:5(20) სბ(28გ) 10:5(31) / 17:5(56) 24:5(62) 31:5(72) 38:5(80+)

 

2010

06/02

ეროვნული

ეთ

77:03

11/0

11ლ: [საჯ^უდესიანი] ნემსაძე (2 4) კვირიკაშვილი (3 9) მაჩხანელი (5 8) სამხარაძე (6 7) ზიბზიბაძე უდესიანი; 11გ: კვირიკაშვილი – ჯ: დევის

რეფ პეშონბერ (სფრ) თოვლი 7:0(11) 14:0(19) 21:0(22) 28:0(27) 35:0(31) 35:3(33) 42:3(35) / 49:3(47) 56:3(55) 63:3(69) 70:3(78) 77:3(80+3)

 

2015

07/02

ჰოიზენშტამ

რეჩ

64:08

10/1

10ლ: ჟვანია (1 3 4) [საჯ^(2 7: ბიწაძე)] თოდუა (5 9) ხმალაძე ნემსაძე ხუციშვილი; 7გ: ხმალაძე 4, მალაღურაძე 3 – ლ: ლიბიგ; ა: ტე’ჰუია სბ შტინდერა

რეფ კარდონა (სფრ) 0:3(2ა) სბ(6გ) 7:3(12) 14:3(16) 14:8(28) 21:8(36) 26:8(40$) 31:8(40+) / 38:8(45) 45:8(60) 50:8(62) 57:8(65) 64:8(78)

2016

06/02

ავჭალა

რეჩ

59:07

9/1

9ლ: გორგაძე ნარიაშვილი ნემსაძე ფეიქრიშვილი თხილაიშვილი ლომიძე (6 7) ხმალაძე სუთიაშვილი; 7გ: მალაღურაძე – ლ: პეინ; გ: სოტერას-მერც სბ ფიუხზელ პეინ

 რეფ ბიურლე (ბელ) 0:7(7) 7:7(13) 14:7(26) 19:7(31) 26:7(40$სბ(46გ) 33:7(52) 40:7(58) სბ(65გ) 47:7(67) 54:7(71) 59:7(80)

 

სულ

 (3 ' 2)

5-0

252:26

37/3

 

გერმანიის ნაკრების საუკეთესო მექულე წარმოშობით სამხრეთ-აფრიკელი, მგეზავი რეინორ პარქინსონია. მან რუმინეთს 5 გარდასახვა, თითო არეკნი და ჯარიმა გაუტანა.  გუნდში კიდევ რამდენიმე ნატურალიზებული მოთამაშეა. ბირთვს ადგილობრივი კლუბების წევრები შეადგენენ.  გერმანია მსოფლიო რეიტინგში 10 ადგილით და 1341 წერტით ჩამოგვრჩება.

 

საქართველო – გერმანიის შეხვედრა 19 თებერვალს, რუსთავში, 15 საათზე დაიწყება 

 

ბილეთების შეძენა
ღონისძიების გვერდი

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

2016-17 * დიდი 10

25/03 @ 17.00

25-26/03   XVI ტური

ბაგრატი

8:32

აკადემია $

არმია $

23:26

აია

ლოკომოტ $

20:26

ჯიქი

არმაზი

კვი 14.00 შევ

ბათუმი

ლელო

კვი 14.00 ლელ

ყოჩები

25/03 @ 17.00

სხვ

 მ-წ *

$

აია ქუთაისი

53

+98

12-4

5

ჯიქი გორი

52

+160

10-5*1

10

ლელო სარასენს

47

+59

  9-3*3

5

ლოკომოტივი

46

+56

  9-5*2

6

ბათუმი

45

+134

  9-4*2

5

აკადემია

42

+46

  9-7

6

არმია

37

-12

  8-8

5

ბაგრატ ქუთ

18

-247

  3-13

6

არმაზი

16

-126

  3-12

4

ყოჩები ბოლნისი

12

-168

  2-13

4

თაი’ბრეიქი ^ პირისპირ ბალანსით  სტატისტიკა

განაცხადი >> დაწკაპეთ გუნდზე   დუბლები

2016-17 * პირველი ლიგა

19/03 @ 16.40

18-19/03   XIII ტური
რუსთავი ამოვიდა დიდ 10-ში!

2016-17 * რეგიონული ლიგა

21/03 @ 20.10

26-27/03

დასავლეთი   XVII ტური

აღმოსავლეთი   XIII ტური

2017 * ჭაბუკთა ლიგები

24/03 @ 18.30

"" ლიგ

04-05/04   მეორე ეტაპი

მოწინავე  რვეული  

სანუგეშო ჯგუფები     

სრული განრიგი (ა4)

"" ლიგ

23-24/03   IV ტურ (დას)

აღმ               დას           

30-31/03   V ტურ (აღმ)

შავი დაფა

15/03 @ 18.50

ვის როდის უმთავრდება სასჯელი

2017 * 20წ მსოფლიო

18/01 @ 17.30

თბილისი, ქუთაისი   ოფიციოზი_EN

საქართველო -

ოთხ

31/05

18.00

ავჭალა

არგენტინა

.

კვი

04/06

18.00

ავჭალა

აფრიკა

.

ხუთ

08/06

18.00

ავჭალა

საფრანგეთი

.

ავჭალა

#

სხვ

1

ინგ

0

=0

6

ავს

0

=0

7

უელ

0

=0

12

სამ

0

=0

ქუთაისი

#

სხვ

2

ირლ

0

=0

5

ზელ

0

=0

8

შტლ

0

=0

11

იტა

0

=0

ავჭალა

#

სხვ

3

არგ

0

=0

4

აფრ

0

=0

9

სფრ

0

=0

10

საქ

0

=0

პლეი’ოფი: ვაკე, ავჭალა

სამ

13/06

.

ნფ

.

.

კვი

18/06

.

.

.

2017 * ტურნე ამერიკაში

24/03 @ 11.30

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

კვი

11/06

01.00

ქალგარი

კანადა

.

შაბ

17/06

.

ატლანტა

შტატები

.

შაბ

24/06

.

ხუხუი

არგენტინა

.

ესები

1/09_2016 @ 12.45

ახალი წესები ამ სეზონისთვის

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

ოქმის ბლანკი და
შევსების ინსტრუქცია

წესების წიგნი 

რაგბული ლექსიკონი

23/01 @ 21.00

ნულოვანი ვერსია

+ დამატებითი საკითხავი

სამწვრთნელო კურსები

28/10_2016 @ 17.45

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

2017 * რაგბი ევროპა

21/03 @ 20.15    სრულად   ოფიციოზი_EN

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

11/02

18.00

ბრიუსელ

ბელგია

$ 31:6

კვი

19/02

15.00

რუსთავი

გერმანია

$ 50:6

შაბ

04/03

19.00

ვაია’დოლიდ

ესპანეთი

20:10

კვი

12/03

18.00

დინამო

რუსეთი

28:14

კვი

19/03

17.00

ბუკურეშტ

რუმინეთი

$ 7:8

საბოლოო

სხვ

გატ

 მ-წ

$

რუმინეთი ^

19

+44

16

122

4-1

3

საქართველო

19

+92

19

136

4-1

3

ესპანეთი

13

+37

9

91

3-2

1

რუსეთი

9

-10

14

107

2-3

1

გერმანია

8

-80

14

121

2-3

0

ბელგია

2

-83

7

70

0-5

2

^ პირისპირ ბალანსით  *  ჩემპიონები და სლემოსნები

სხვა დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

\

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი

 

 

რადიო პალიტრა

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო ნატახტარის ლოგო მინდა ჯგუფის ლოგო