20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი

16-თებ-2017

© თამარ ყულუმბეგაშვილი

14 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ექვსმა სუბიექტმა გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ინფრა-სტრუქტურით უზრუნველყოფას ეხება.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, საფეხბურთო კლუბ ‘ზესტაფონის’ გენერალურმა დირექტორმა კორნელი კოკაიამ, ‘ოლიმპიკის’ დირექტორმა კარლო მჭედლიძემ და თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ სულაქველიძემ.

 

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოხატავენ ნებას, ხელი შეუწყონ მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებას.  კერძოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, შპს საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი’, შპს ოლიმპიკი და შპს თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია უზრუნველყოფენ მათ საკუთრებაში / სარგებლობაში არსებული სათამაშო მოედნების საქართველოს რაგბის კავშირისთვის იჯარით გადაცემას, რათა ეს ბაზები ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა სავარჯიშოდ გამოიყენ.

 

საქართველოს რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ოპერაციული მიმართულების ხელმძღვანელმა, 2017 წლის „მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის“ დირექტორმა ბაჩო ხურციძემ განაცხადა:

 

“ქონების გადაცემის კონკრეტული პირობების განსაზღვრისთვის ზემოთ-ჩამოთვლილ ორგანიზაციებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები გვექნება და ხელშეკრულებებიც გაფორმდება. მოედნების იჯარის თანხას მსოფლიო ჩემპიონატის ბიუჯეტიდან გადავიხდით. ეს ხარჯი გათვალისწინებული გვქონდა.

 

“მემორანდუმის გაფორმების შემდეგ თბილისში სავარჯიშო მოედნების პრობლემა აღარ გვექნება. რაგბის კავშირის არსებული და მშენებარე, და ზემოთ-ჩამოთვლილი მოედნები ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის საკმარისი იქნება.  მალე მსგავსი შეთანხმება ქუთაისის ‘ტორპედოსთანაც’ გაფორმდება.  ‘აიას’ ბაზაზე ორი გუნდი დაბანაკდება, დანარჩენი ორი კი ქუთაისის ცენტრალურ სტადიონსა და ‘ტორპედოს’ ბაზაზე ივარჯიშებს.

 

“მოედნების გარკვეულ ნაწილს რეაბილიტაცია ჭირდება. საფეხბურთო მოედნების შემთხვევაში ამას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველ-ჰყოფს ‘მსოფლიო რაგბის’ ინგლისელი აგრონომის მეთვალყურეობით“.

 

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მხარეებმა მედია-კომენტარები გააკეთეს. სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დაადასტურა, რომ შეპირებული 20 მოედანი მაინც მოეწყობა და ისინი რაგბსა და ფეხბურთს მსოფლიო ჩემპიონატის მემკვიდრეობად დარჩება:

 

"აღნიშნული ბაზები უკვე მოინახულეს ‘მსოფლიო რაგბის’ საერთაშორისო ექსპერტებმა და დაადასტურეს, რომ ისინი სტანდარტებს აკმაყოფილებს.  ამის შემდეგღა დავიწყეთ თანა-მშრომლობა ფედერაციებთან და კერძო სექტორთან. უკვე შეგვიძლია დავგეგმოთ, თუ რომელ სასტუმროში განთავსდება თითოეული სტუმარი გუნდები და რომელ მოედანზე ივარჯიშებს. ამიერიდან სხვადასხვა მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხსა და მუშაობის ახალ ეტაპზე გადავდივართ.

 

"ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და კერძო სექტორის წარმომადგენლებს დიდ მადლობას ვუხდი თანა-მშრომლობისთვის.  ვფიქრობ, რომ ასეთი ერთიანობით არა-ერთი საერთაშორისო შეჯიბრის მაღალ დონეზე მასპინძლობას შევძლებთ.  მსურს ასევე განმარტება გავაკეთო იმ პროექტის შესახებ, რომელიც მომავალში აუცილებლად განხორციელდება და 20 ახალი მოედანი მოეწყობა - თავიდან 10, შემდეგ კი კიდევ 10 მოედანი შეემატება ჩვენს ინფრა-სტრუქტურას და მას რაგბი და ფეხბურთი გაიყოფენ.  ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და მასში ყველა მსურველს შეეძლება მონაწილეობა."

 

გოჩა სვანიძე: „პროცესები ისე ვითარდება, როგორც უნდა ყოფილიყო.  კიდევ ბევრი სამუშაო გველის.  მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფი საბოლოო სახეს მალე მიიღებს.  საერთო საქმეში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ჩაერთვებიან, რათა ეს ტურნირი მაქსიმალურად ეფექტური იყოს“.

 

კახა ჭუმბურიძე: „ფეხბურთის ფედერაცია მზაა მეგობარს - რაგბის კავშირს ყველანაირად დაეხმაროს.  მაქსიმუმს გავიღებთ, რათა უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლოთ ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირს“.

 

კორნელი კოკაია: „ეს არის უნიკალური შემთხვევა და სასიამოვნო ფაქტი საქართველოს სინამდვილეში:  ერთმანეთს მხარში უდგანან ორი პოპულარული სპორტის - რაგბისა და ფეხბურთის წარმომადგენლები. ერთობლივი მუშაობით მინდვრების პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდება“.

 

თენგიზ სულაქველიძე: „ძალიან სასიხარული ფაქტია, რომ საფეხბურთო ოჯახის წევრები ამ პროცესში ვიღებთ მონაწილეობას. „თენგიზ სულაქველიძის აკადემია“ „კარლო მჭედლიძის სკოლა“ და საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ მზად ვართ დავეხმაროთ რაგბის კავშირს, რათა გავერთიანდეთ და მაღალ დონეზე ჩავატაროთ ეს დიდი საერთაშორისო ტურნირი“.

 

კარლო მჭედლიძე: „ძალიან მიხარია, რომ ასეთი გაერთიანება მოხდა.  რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია პროცესში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ჩართვა და მონაწილეობა“.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

 

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2017-18 * კონტინენტის ფარი

15/10_2017 @ 13.05

  სრულად    ოფიციოზი_EN

ბათუმი -

საქართველოს თარიღითა და დროით, შაბათობით

14/10

17.00

როვიგო (იტა)

27:31

21/10

15.00

ჰაიდელბერგ (გერ)

0:0

09/12

18.00

ვიადანა (იტა)

0:0

16/12

15.00

ტიმიშოარა (რუმ)

0:0

"ა"

სხვ

რვგ (იტა)

5

+4

4/4

ტმშ (რუმ)

4

+4

2/1

ჰდლ (გერ)

4

+4

2/3

ვდნ (იტა)

1

-5

2/3

"ბ"

სხვ

ლშბ (პორ)

4

+5

3/2

ბთმ (საქ)

2

-4

4/4

კლვ (იტა)

1

-4

3/2

პდვ (იტა)

1

-4

1/2

გუნდი თანაჯგუფელებს ეჯიბრება,
მაგრამ ... არ ეთამაშება!
პლეი
ოფში გადის ორ-ორი მოწინავე

სახელმძღვანელო

13/10_2017 @ 11.05

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე
72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

2017-18 * დიდი 10

10/10_2017 @ 18.25

განახლდება  27/10

8/10 @ 19.40

სხვ

 მ-წ *

$

აია  ქუთაისი

24

+57

6-0

0

ლელო სარასენს

18

+28

4-2

2

ბათუმი

17

+75

3-1*1

3

ხარები  რუსთავი

17

-1

4-2

1

ჯიქი  გორი

16

+28

3-3

4

ლოკომოტივი

14

+11

3-2

2

არმაზი  მარნეული

13

-4

2-3*1

3

არმია

9

-78

2-4

1

აკადემია

5

-42

0-6

5

ბაგრატ  ქუთაისი

5

-74

1-5

1

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  სქოლიო

2017-18 * პირველი ლიგა

16/10_2017 @ 20.00

19-22/10   IV ტური

2017-18 * რეგიონული ლიგა

17/10_2017 @ 19.40

22/10   დას VII ტური | აღმ VI ტური

2017 * ჭაბუკთა ლიგები

18/10_2017 @ 19.00

"" ლიგ

17-18/10  მოწინავენი  ბოლო, XIV ტური

სარეიტინგო მატჩები

სანუგეშო ჯგუფები     

"" ლიგ

19-20/10   III ეტაპის ბოლო, VI ტური

ზედა რვეული         შუა რვეული     

სანუგეშო ჯგუფები   აღმ   დას

შავი დაფა

16/10_2017 @ 20.10

ვის როდის უმთავრდება სასჯელი

2017 * შემოდგომის ტესტები

9/10_2017 @ 18.55

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

 1989-2017   203 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად

შაბ

11/11

18.00

დინამო

კანადა

.

შაბ

18/11

18.30

კარდიფ

უელსი

.

შაბ

25/11

18.00

მესხი

შტატები

.

2018 * რაგბი ევროპა

10/07_2017 @ 19.05   წყარო_EN

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

10/02

15.00

შინ

ბელგია

0:0

შაბ

17/02

17.30

გარეთ

გერმანია

0:0

შაბ

03/03

15.00

შინ

ესპანეთი

0:0

შაბ

10/03

16.00

სოჭი

რუსეთი

0:0

კვი

18/03

13.00

შინ

რუმინეთი

0:0

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები

2019 * მსოფლიო თასი

15/07_2017 @ 09.50

იაპონია * პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
ევრ’1 აფრ’1  აშშ   ფიჯ 
ევრ’2 | სამ რეპ  ტონ  ამე’2

2017 ზაფხულის შესარჩევებში
გამოვლინდა სამი ფინალისტიც:

ამე’1 = შტატები,
ზღვ’1 = ფიჯი, ზღვ’2 = ტონგა

ოთხ 10/05 @ 12.00 საქ 

კიოტო (იაპონია)   წილისყრა

20 ფინალისტი განაწილდა ოთხ 5-გუნდა ჯგუფად

შესარჩევთა ზემო დონე

ესები

28/08_2017 @ 22.30

ახალი წესები დამდეგი სეზონისთვის

15-ვე სიახლე 4-გვერდა ბროშურად (ა5)

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

ოქმის ბლანკი და
შევსების ინსტრუქცია

განახლებული წიგნი 

ლექსიკონი

23/01_2017 @ 21.00

ნულოვანი ვერსია

+ დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

\

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი

 

 

რადიო პალიტრა

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო ნატახტარის ლოგო მინდა ჯგუფის ლოგო