საქართველოში რაგბის განვითარება აჩქარდება

16-თებ-2017

 

წყარო >>>

 

ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს მიაჩნია, რომ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ქვეყანაში ისედაც ძალზედ პოპულარული სპორტის სახეობის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

 

ახალ-ზელანდიელი ჰეიგი საქართველოს კაცთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაინიშნა. მისი ზეობა ყველაზე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს ბორჯღალოსნების ისტორიაში თუნდაც იმიტომ, რომ გუნდმა 2015 წლის მსოფლიო თასის ჯგუფში მესამე ადგილის დაიკავებით 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა.

 

ბორჯღალოსნების რაზმში მრავლად არიან მორაგბეები, რომლებმაც 2015 წლის ‘მსოფლიო რაგბის ალაფა მოიგეს, 2016 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს და მე-10 ადგილი დაიკავეს.  მათგან ყველაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, ვასილ ლობჟანიძეა, ვინაც ორი წლის წინ მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე შეიქნა.

 

20-წლამდელთაგან რამდენიმე ჰეიგმა წლევანდელი "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველ მატჩში, ბელგიის წინააღმდეგ ათამაშა.

 

ჰეიგს ასევე მიაჩნია, რომ ქართული რაგბის ახალგაზრდა თაობას შინ – თბილისსა და ქუთაისში, უამრავი ქომაგის წინაშე – საკუთარი უნარის, ხოლო მსოფლიო მასშტაბით – სამშობლოს წარმოჩენის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა, და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.

 

“ეს წარმოუდგენელი და ძალზე სასიხარულოა,” ამბობს ჰეიგი. “იანვარში ზელანდიაში გახლდით და ვისთანაც არ უნდა მესაუბრა, ყველამ იცოდა, რომ წელს "ჭაბუკთა მსოფლიო" საქართველოში იმართება.  მეკითხებოდნენ, როგორ მიდიოდა მზადება, და რაც მთავარია – ხალხი თუ მოვა თამაშებზეო.

 

“მე მათ ვეუბნებოდი, რომ ჩვენთან – საქართველოში – საკმარისია რაგბის მატჩი დაინიშნოს და ხალხის მოსვლა გარანტირებულია.

 

“მიმაჩნია, რომ ჩვენ-ნაირი მზარდი სარაგბო ქვეყნისთვის "მსოფლიო რაგბის" მიერ ამხელა ტურნირის მასპინძლობის დაკისრება უდიდესი მიღწევაა.

 

“საქართველოს მოსახლეობა, ახალი ზელანდიის მსგავსად, 4 მილიონზე ოდნავ მეტია. ამიტომ არსებითია, რომ უფრო მეტი ბავშვი მოდიოდეს რაგბში და ამბობდეს, რომ იგი მისი თამაშია. ეს ტურნირი ამას ნამდვილად შეუწყობს ხელს.

 

“ტურნირის უმაღლეს დონეზე გამართვა ჩვენი ვალდებულებაა.  ყველანი ვაცნობიერებთ, თუ რამდენად კარგად უნდა შევასრულოთ საქმე არა მარტო ჩვენივე პრესტიჟის, არამედ სხვა მომცრო ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ მსგავს ღონისძიებებს უმასპინძლონ.

 

“საქართველოში რაგბი ვითარდება და ამავდროულად, ძალიან პოპულარულია.

 

“2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დიდი ზრდა შეინიშნება.  20-წლამდელთა ჩემპიონატი კიდევ ერთ ბიძგს მისცემს ჩვენ მოსახლეობას, რომ მხარი დაგვიჭიროს, და დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირის შემდეგ უფრო მეტი ბავშვი ჩაერთვება რაგბში.”

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

2017 * ტურნე ამერიკაში

25/06 @ 02.05

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

1989-2017 200 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად

ბალანსი | ახალი წესები სანაკრებო რაგბისთვის

11/06

01.00

ქალგარი

კანადა

13:0

რაზმი | ბარათი | ოქმი | ვიდეო

18/06

03.00

ატლანტა

შტატები

21:17

რაზმი | ბარათი | ოქმი | ვიდეო

24/06

23.15

ხუხუი

არგენტინა

29:45

რაზმი | ბარათი | ოქმი

2017 * 20წ მსოფლიო

20/06 @ 11.30

თბილისი,  ქუთაისი

განრიგი + შედეგები + ცხრილები + ბარათები

 ჩვენი რაზმი | 12-ვე გუნდი და მსაჯები | 23-კაცა სიები EN

ისტორია ზოგადი | ბორჯღალოსნები ოდითგან | ალაფაზე

 წესები ახალი - ნაკრებთათვის | საცდელი - ტურნირისთვის

საქართველო -

ოთხ

31/05

18.00

ავჭ

არგენტინა

26:37$

კვი

04/06

18.00

ავჭ

აფრიკა

14:38$

ხუთ

08/06

18.00

ავჭ

საფრანგეთი

00:54$

ავჭალა

#

სხვ

2

ინგ

14

+70

5

ავს

10

+13

7

უელ

6

+15

11

სამ

1

-98

ქუთაისი

#

სხვ

1

ზელ

15

+130

6

შტლ

9

-17

8

იტა

6

-42

10

ირლ

2

-71

ავჭალა

#

სხვ

3

აფრ

12

+82

4

სფრ

11

+55

9

არგ

6

-48

12

საქ

0

-89

პლეი’ოფი:  ვაკე, ავჭალა

სამ

13/06

15.30

ვაკე

არგენტინა IX-XII

26:25

კვი

18/06

13.00

ვაკე

ირლანდია  IX-X

18:24

კიბე

1. ზელანდია 2. ინგლისი 3. აფრიკა 4. საფრანგეთი
5. შოტლანდია 6. ავსტრალია 7. უელსი 8. იტალია
9. ირლანდია 10. საქართველო 11. არგენტინა 12. სამოა

2016-17 * დიდი 10

24/05 @ 19.55

დასრულდა

1

ჯიქი  გორი

2

ბათუმი  ბათუმი

3

ლელო სარასენს  თბილისი

4

აკადემია  თბილისი

5

ლოკომოტივი  თბილისი

6

აია  ქუთაისი

7

არმია  თბილისი

8

ბაგრატ  ქუთაისი

9

არმაზი  თბილისი

10

ყოჩები  ბოლნისი

დიდი ფინალის ვებ’ოქმი

შინაური კვარცხლბეკი 1990-2017

2016-17 * პირველი ლიგა

1/05 @ 11.50

დასრულდა

2016-17 * რეგიონული ლიგა

27/05 @ 20.05

დასრულდა

2017 * ჭაბუკთა ლიგები

14/06 @ 19.20

"" ლიგ

არდადეგები  5/09-მდე

მოწინავე  რვეული

სანუგეშო ჯგუფები     

"" ლიგ

არდადეგები  14/09-მდე

ზედა რვეული         შუა რვეული     

განრიგი დამტკიცდა

სანუგეშო ჯგუფები   აღმ   დას

შავი დაფა

23/05 @ 20.10

ვის როდის უმთავრდება სასჯელი

2017 * შემოდგომის ტესტები

26/06 @ 13.30

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

11/11

.

შინ

შტატები

.

შაბ

18/11

18.30

კარდიფ

უელსი

.

შაბ

25/11

.

შინ

კანადა

.

2019 * მსოფლიო თასი

23/05 @ 20.15

ოთხ 10/05 @ 12.00 საქ 

კიოტო (იაპონია)   წილისყრა

20 ფინალისტი განაწილდა
ოთხ 5-გუნდა ჯგუფად

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
ევრ’1 აფრ’1 ამე’1 ზღვ’1
ევრ’2|ზღვ’3 რეპ ზღვ’2 ამე’2

შესარჩევთა ზემო დონე

სახელმძღვანელო

28/10_2016 @ 17.45

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

ლექსიკონი

23/01 @ 21.00

ნულოვანი ვერსია

+ დამატებითი საკითხავი

ესები

27/05_2017 @ 19.20

ახალი წესები დამდეგი სეზონისთვის

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

ოქმის ბლანკი და
შევსების ინსტრუქცია

წესების წიგნი 

 

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

 

\

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი

 

 

რადიო პალიტრა

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო ნატახტარის ლოგო მინდა ჯგუფის ლოგო