რაგბი ევროპა | მეტოქის შესახებ

16-მარ-2017

კვირას, 19 მარტს, ჩვენებურად 17 საათზე, ბუქარესტის "არკულზე" 2017 წლის "რაგბი ევროპის" პირველობის გადამწყვეტი რკენაა:  რუმინეთის "მუხები" (სტეჟარი) მასპინძლობენ ბოლო 6 სეზონის უცვლელ ჩემპიონს – საქართველოს "ბორჯღალოსნებს"

მეტოქეს 3 ქულით რომ ვუსწრებთ, ფრეც ხელს გვაძლევს – ამ შემთხვევაშიც შევინარჩუნებთ როგორც ტიტულს, ასევე "ანთიმოზ ივერიელის" თასს.  "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ტრადიციულად შემოგვთავაზებს მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს

ყველაფერში ვჯობნით

რუმინული რაგბი ქართულზე ძველია – 2013 წელს საუკუნოვანი იუბილე გადაიხადა.  გამოიცა წიგნი და მოიჭრა მონეტა, და რაც მთავარია, დაისახა დაკარგულ პოზიციათა დაბრუნების გეგმაც

დიახ, ვიდრე ჩვენ საბჭოეთის პირველობაზე კლუბებით ვმონაწილეობდით, რუმინეთი ნაკრებით ეტოქებოდა თვით საფრანგეთს და "ხუთ ერში" ჩაბმის პრეტენზიაც ჰქონდა, მაგრამ მერე თანდათან დაკნინდა და დღესდღეობით ყველაფერში ჩამოგვრჩება

2000 წლიდან ორივენი ვმონაწილეობთ "ერთა თასში" (ახლანდელი "რაგბი ევროპა").  14 გათამაშებაში ჩვენ 9-ჯერ ვიჩემპიონეთ, 11-ჯერ დავასრულეთ სეზონი პირველ ადგილზე და 6-ჯერ გავახერხეთ სლემი, მაშინ როცა იმათი იგივე მაჩვენებლებია 4, 5 და 1

ბორჯღალოსნები მუხებს უკვე პირისპირ ბალანსითაც უსწრებენ  20: 11-8*1 (ქულა 385:348, ლელო 33/29), 2002 წელს დაწესებული, სამეზობლო "ანთიმოზის" ანგარიში კია 10-5

და კიდევ:  საქართველო 2019 წლის მსოფლიო თასის მონაწილე ორი წლის წინ, ინგლისშივე გახდა, ხოლო რუმინეთი ამისთვის ახლა იბრძვის და საგზურს გაისად (2018), გაზაფხულზე თუღა მოიპოვებს, "მსოფლიო რაგბის" უახლეს რეიტინგში კი მეტოქეს 4 ადგილითა და 521 წერტით ვჯობივართ

ბრინჯაო, მარკა, რეკორდი

საქართველოსი არ იყოს, რუმინეთშიც რაგბი კარგა ხანს ენთუზიასტთა თამაში იყო – ეტანებოდა მხოლოდ დედა’ქალაქელი სტუდენტობა

ამათ იმდენი ჰქნეს, რომ 1924 წელს, პარიზის ოლიმპიადაზე ჩავიდნენ, და თუმც ორივე მატჩი ბარაქიანად წააგეს (შტატებთან 0:37, საფრანგეთთან 3:61), რუმინული სპორტის ისტორიაში პირველი მედალი – ბრინჯაოსი – კი ჩამოიტანეს შინ

1944 წელს, გაგანია მეორე მსოფლიო ომში, რუმინეთში გამოიცა მსოფლიოში პირველი სარაგბო მარკა, 1957 წელს კი, ფრანგებთან თამაშზე  ბუქარესტში სარეკორდოდ ბევრი – 110 ათასი მაყურებელი შეიკრიბა, რადგან რაგბის შემდეგ იქვე საკლუბო ფეხბურთი ტარდებოდა

ორი არ ჩაუთვალეს

რუმინეთმა საფრანგეთი პირველად 1960 წელს ძლია 11:5.  ძველი ერთა თასი "კარპატების ციხე-სიმაგრემ" 5-ჯერ მოიგო (1969 1975 1977 1981 1983).  1980 წელს სერჟ ბლანკოს მყოლი "ლე ბლე" ბუქარესტში 0:15 მოისრა, 1983 წელს კი იქვე, ტესტში, 6:24 შერცხვა უელსი

რაღა ბევრი გავაგრძელოთ: 1981 წელს რუმინეთში შეიარა თვით ახალი ზელანდიის "ოლ ბლექსმა" და 14:6-ღა მოიგო – თანაც სქოთმა მსაჯმა მასპინძლებს მოლით შეტანილი ორი ლელო არ ჩაუთვალა!

ამასობაში კი ქვეყანაში ცხოვრების დონე ერთობ დაეცა – საგარეო ვალისა და სოციალიზმის გადამკიდე ხალხი შიმშილობდა.  დაკნინდა რაგბიც – თუ რუმინეთმა 1980 წელს ირლანდიას დაბლინში 13:13 დაუმთავრა ტესტი, იქვე 1986 წელს 0:60 განადგურდა, ჩაუშესკუს ხანის ბოლო წარმატება კი 1988 წელს, კარდიფში, უელსთან 15:9 გამარჯვება იყო 

ფრანგთა მოკავშირეები

დიქტატურის დამხობამ და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ ხომ მთლად მოშალა რუმინული სპორტი

რაგბი მაინც სულდგმულობდა ირბ-ის (ახლანდელი "მსოფლიო რაგბი") გრანტებით და საქველმოქმედო შოუთა ამონაგებით.  მოკეთეებმა ბრიტანეთის სკოლებში ნახმარი სამოსის შეგროვება და რუმინეთში ჩატანაც დაიწყეს, მაგრამ დაღმასვლას ვერაფერი ეშველა:

რუმინეთი 2001 წელს თვიქნემში 0:134 გაბურთავდა ინგლისთან.  არადა, იმავე ვიქენდზე, ვაკეში, "მზარდმა ბოკემ" გაჭირვებით,  31:17 მოგვიგო

რუმინელთა მოკეთეები ვახსენეთ და კარპატელებს ოდითგან მფარველობდნენ მათივე მთავარი მეტოქეები – ფრანგები.  აკი ორივე ქვეყანა მონაწილეობდა 1934 წელს, ბრიტანელთა საპირწონედ ჩაფიქრებული ფირა-ს (ახლანდელი "რაგბი ევროპა") შექმნაში

მერეც, კარგა ხანს, რუმინელი ვიორელ მორარიუ იყო კონტინენტური ევროპის დესპანი ირბ-ში, ამჟამად კი მისი ვაჟი, ოკტავიანი განაგებს ევროპულ გაერთიანებას და ლობირებს "ექვსი ერის" აღმოსავლეთისკენ გაფართოებას

რვავე მსოფლიოზე

ირბ-ში რუმინეთი 1987 წელს, პირველ მსოფლიო თასზე მიწვევის გამო მიიღეს (მაშინ შესარჩევები არ იმართებოდა)

სტეჟარი აქამდე გამართულ რვავე გათამაშებაში მონაწილეობდა, მაგრამ ჯგუფს ერთხელაც ვერ გასცდა და დაიკავა შემდეგი ადგილები:

12 (1987), 12 (1991), 14 (1995), 14 (1999), 15 (2003), 15 (2007), 19 (2011), 16 (2015)

რუმინეთის ჯამური ბალანსია 28: 6-22 და 25 ქვეყანაში მე-15 ადგილზეა,

მაშინ როცა ნაკლები ტრადიციის მქონე საქართველოს იგივე მაჩვენებლებია:

19 (2003), 13 (2007), 15 (2011), 12 (2015) და 16: 4-12 (ჯამური მე-17 ადგილი), ანუ

მეზობელს ბოლო სამ (!) გათამაშებაში გავუსწარით

კლუბურ დონეზე

ვიდრე ნაკრებებით შევიბმებოდით, საბჭოთა ხანაში კლუბებითაც გვითამაშნია – იმის და მიუხედავად, რომ ციმბირული ნავთობის სოც’ბანაკში ექსპორტის გამო, ჩაუშესკუ უბრად იყო "ძერჟავასთან" და პირი უფრო დასავლეთისკენ ეჭირა

1973 წლის გაზაფხულზე "ლოკომოტივი" ტურისტული ვიზით ეწვია რუმინეთს და ორი ამხანაგური თამაში გაჩარხა; მაგავე წლის აგვისტოში კი საბჭოეთში 8-მატჩა ტურნე გამართა ქალაქ სიბიუს "მშრომელთა კლუბმა" – ვაკეში 3:15 წააგო დინამოსთან, მაგრამ 9:4 ძლია ლოკომოტივი

"პერე’სტროიკის" წლებში გვეწვია მამა-შვილ მორარიუთა სახელოვანი კლუბი – რკინიგზის "გრივიცა" და ვაკეში მარგი გაკვეთილიც ჩაგვიტარა – 32:9 გაგვიბურთავა "თბილისის ნაკრები", მაგრამ ქუთაისთან კი ორივეჯერ დამარცხდა – 10:12 (1986) და 12:18 (1989 ბათდათში)

საბჭოეთის დაშლის შემდეგ რუმინეთს რამდენჯერმე შევთავაზეთ "შავი ზღვის თასის" დაწესება, მაგრამ მათ ჩაშალეს ყოველი წამოწყება და პირველად 2008 წელსღა მოავლინეს ჭაბუკები ფოთში, ხოლო 2010 წელს – კაცთა ორი კლუბი, ვაკეში

სამაგიეროდ, ბორჯღალოსანთა ნაწილი (სამხარაძე, თავართქილაძე, ნატრიაშვილი, უჩავა ...) გაუშინაურდა რუმინეთის ლიგას და იქ სახელიც მალე დაიგდო, ხოლო უნივერსიტეტელი ოთარ ტურაშვილი დღესდღეობით "სტეჟარის" დამწყები კვაჭია

წმინდანის სახელობისა

რუმინეთი, ხედავდა და ჩვენს მოძლიერებას, გაგვირბოდა, მაგრამ მაინც გადაგვეყარა 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევში და დაბლინში, ჩვენი ბექების გამოუცდელობით, 27:23 დაგვაშამათა

2000 წელს სტეჟარმა ეგრევე მოგვიგო "ერთა თასის" პირველი რკენა, ეროვნულზე 23:20, მაგრამ ჩვენ სამაგიერო პირველ სტუმრობაზევე გადავუხადეთ ლევან ცაბაძის საარაკო ლელოთი 31:20 და თასი კავკასიაში წამოვიღეთ

მალევე თავი დაედგა გარდამავალი, სამეზობლო ჯილდოს დაწესებას:  "რაგბის მეოხთა ლიგის" (თამაზ მგელაძე) წარდგინებით, უწმინდესმა და უნეტარესმა დალოცა საქმის წამომწყებნი და ძველმა მორაგბემ, გია ჯაფარიძემ დაამზადა ბრინჯაოს, მოოქროვილი თასი

ჯილდოს მე-18 საუკუნის განმანათლებლის, საქართველოსა და რუმინეთის მართლ’მადიდებელ ეკლესიათა მიერ წმინდანად შერაცხული, ანთიმოზ ივერიელის სახელი დაენათლა – ამ მოღვაწემ ვლახეთში ღვთის მსახურება ძველ’სლავურიდან მანამდე დაჩაგრულ რუმინულზე გადაიყვანა,  ტფილისში კი სტამბა დააარსა და ქართული სახარება დააბეჭდინა

ახალი თასი პირველად 2002 წელს, ეროვნულზე გათამაშდა და რუმინეთმა მოიგო 31:23

9 ნომრის, პეტრე მიტუს წყალობით – ჩვენს წინააღმდეგ კარიერა 5-0 ბალანსით დაასრულა – სტეჟარი მერეც გვჯობნიდა, მაგრამ 2007 წლიდან მეკოს, მამუკას, კაჭის პლეადამ იძალა

ჰოდა, ბოლო 11 რკენის ჯამია 9-1*1  ბორჯღალოსნების სასარგებლოდ!

საქართველო - რუმინეთი

1998

18/11

ბლინი (ირლ)

მთშ

23:27

2/3

2000

02/04

ეროვნული

ეთ

20:23

2/2

2001

07/04

ბუქარესტი  

ეთ

31:20

3/3

3ლ: აბუსერიძე ბოლღაშვილი ცაბაძე; 2გ: ჯიმშელაძე; 4ჯ: ჯიმშელაძე 3, ურჯუკაშვილი სბ  ა.გიორგაძე –

3ლ: გიოკ, კოროდეანუ 2; გ: ჩოლაკუ; ა: გონტინეაკ სბ პ.ბალან

რეფ დარტიჟაზ (სფრ) 0:3(3ა) 3:3(24) 10:3(32) 13:3(40) / 13:8(49) 13:13(54) 16:13(61სბ) 23:13(66) 28:13(72) სბ(75ს) 28:20(77) 31:20(79)

 

2002

06/04

ეროვნული

ეთ + ანთ

23:31

2/3

2003

30/03

ეროვნული

ეთ + ანთ

  6:19

0/3

2004

27/03

იაში

ეთ + ანთ

18:25

2/2

2005

12/03

ეროვნული

ეთ + ანთ

20:13

2/1

2ლ: ლაბაძე ზიბზიბაძე; 2გ 2ჯ: ჯიმშელაძე სბ ზ.მაისურაძე –

ლ: სოკოლ; გ 2ჯ: ტოფან სბ კოროდეანუ

რეფ დე’სანტის (იტა) 0:3(4) 3:3(13) 3:6(22) სბ(40ს) 6:6(40+4სბ) / 13:6(53) 13:13(61) 20:13(80+4) ბოლო(80+8)

2006

25/02

ბუქარესტი

ეთ + ანთ

10:35

1/4

2006

07/10

ბუქარესტი

მთშ

  8:20

1/1

2007

03/02

ბუქარესტი

ეთ + ანთ

20:17

2/1

2ლ: ა.გიორგაძე უდესიანი; 2გ 2ჯ: კვირიკაშვილი სბ ი.მაისურაძე – 

ლ: პეტრე; 3ჯ: ვლაიკუ; ა: ტოფან

რეფ სთენლი (ირლ) 3:0(3) 6:0(20) 6:3(30) 13:3(32) 13:6(34) / 13:9(42ა) 20:9(46) 20:14(53) სბ(64ს) 20:17(67) ბოლო(80+6)

2008

09/02

ვაკე

ეთ + ანთ

22:  7

1/1

2009

14/03

ეროვნული

ეთ + ანთ

28:23

3/2

3ლ: მაჩხანელი (1 2) ურჯუკაშვილი; 2გ: კვირიკაშვილი მალაღურაძე; 3ჯ: კვირიკაშვილი, მალაღურაძე (2 3) სბ ნატრიაშვილი – 

2ლ: ბარბულიჩანუ; 2გ 3ჯ: კალაფეტეანუ სბ ტაშკა

რეფ მაკ’მენემი (შტლ) 0:3(2) 0:10(5) 7:10(7) 7:13(8) 10:13(31) სბ-სბ(38) 15:13(40+5) / 22:13(50) 25:13(60) 25:16(63) 28:16(77) 28:23(80+4)

2010

13/03

ბუქარესტი

ეთ + ანთ

10:22

1/1

2011

12/03

ვაკე

ეთ + ანთ

18:11

2/1

2011

28/09

პამერსთონ (ზელ)

მთ

25:  9

1/0

ლ: გორგოძე; გ: კვირიკაშვილი; 6ჯ: კვირიკაშვილი 5, ურჯუკაშვილი – 

3ჯ: დუმბრავა 2, ვლაიკუ

რეფ პირსონ (ინგ) 3:0(9) 3:3(12) 6:3(24) 9:3(31) 9:6(33) 12:6(35) / 19:6(57) 22:6(70) 22:9(72) 25:9(76)

2012

10/03

ბუქარესტი

ეთ + ანთ

19:13

1/1

2013

16/03

ბუქარესტი

ეთ + ანთ

09:09

0/0

2014

15/03

ვაკე

ეთ + ანთ

22:09

1/0

2015

21/03

ბუქარესტი

რეჩ + ანთ

15:06

0/0

5ჯ: კვირიკაშვილი სბ ნემსაძე – 

2ჯ: კალაფეტეანუ დუმბრავა სბ ბოტეზატუ

რეფ ქონვეი (ირლ) 0:3(15) 3:3(19) სბ(29ს) 6:3(33) 9:3(37სბ) ნახ(40-1) / 12:3(46) 15:3(63) 15:6(66) ბოლო(80-3)

2016

19/03

ეროვნული

რეჩ + ანთ

38:09

6/0

6ლ: ფეიქრიშვილი (1 3) თოდუა ფრუიძე ნემსაძე ასიეშვილი; 4გ: კვირიკაშვილი 3, მალაღურაძე სბ ფეიქრიშვილი კაჭარავა –

3ჯ: ვლაიკუ სბ პრისტავიცა ვლაიკუ

რეფ ტრენინი (სფრ) 7:0(5) სბ(7ს) 7:3(13) 12:3(18) 12:6(30) 12:9(36) 19:9(40) ნახ(40+2) /
26:9(45$პ) 31:9(60) სბ(62რ) სბ-სბ(71) 38:9(80+2)

 

სულ

20  (9 ' 9გ ' 2)

11-8*1 (ანთ 10-5)

385:348

33/29

 

@

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

 

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2017-18 * კონტინენტის ფარი

შაბ 21/10  ბათუმი  15.00

21/10_2017 @ 24.50

  სრულად    ოფიციოზი_EN

ბათუმი -

საქართველოს თარიღითა და დროით, შაბათობით

14/10

17.00

როვიგო (იტა)

27:31

21/10

15.00

ჰაიდელბერგ (გერ)

33:16

09/12

18.00

ვიადანა (იტა)

0:0

16/12

15.00

ტიმიშოარა (რუმ)

0:0

"ა"

სხვ

ტმშ (რუმ)

9

+39

9/3

რვგ (იტა)

6

-1

5/6

ჰდლ (გერ)

4

-13

3/7

ვდნ (იტა)

1

-32

4/9

"ბ"

სხვ

ბთმ (საქ)

7

+13

8/5

კლვ (იტა)

6

+23

9/4

პდვ (იტა)

5

+1

3/3

ლშბ (პორ)

4

-30

5/9

  ლელოთა ფარდობა დადგინდა!  

გუნდი თანაჯგუფელებს ეჯიბრება,
მაგრამ ... არ ეთამაშება!
პლეი
ოფში გადის ორ-ორი მოწინავე

2017-18 * დიდი 10

10/10_2017 @ 18.25

განახლდება  27/10

8/10 @ 19.40

სხვ

 მ-წ *

$

აია  ქუთაისი

24

+57

6-0

0

ლელო სარასენს

18

+28

4-2

2

ბათუმი

17

+75

3-1*1

3

ხარები  რუსთავი

17

-1

4-2

1

ჯიქი  გორი

16

+28

3-3

4

ლოკომოტივი

14

+11

3-2

2

არმაზი  მარნეული

13

-4

2-3*1

3

არმია

9

-78

2-4

1

აკადემია

5

-42

0-6

5

ბაგრატ  ქუთაისი

5

-74

1-5

1

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  სქოლიო

2017-18 * პირველი ლიგა

21/10_2017 @ 16.30

19-22/10   IV ტური

2017-18 * რეგიონული ლიგა

17/10_2017 @ 19.40

22/10   დას VII ტური | აღმ VI ტური

2017 * ჭაბუკთა ლიგები

20/10_2017 @ 19.15

"" ლიგ

24-26/10  საჩემპიონო ნახევარ’ფინალები

საპასუხო სრეიტინგო მატჩები

სანუგეშო ჯგუფები     

"" ლიგ

19-20/10   III ეტაპის ბოლო, VI ტური

ზედა რვეული         შუა რვეული     

სანუგეშო ჯგუფები   აღმ   დას

შავი დაფა

20/10_2017 @ 17.20

ვის როდის უმთავრდება სასჯელი

2017 * შემოდგომის ტესტები

9/10_2017 @ 18.55

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

 1989-2017   203 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად

შაბ

11/11

18.00

დინამო

კანადა

.

შაბ

18/11

18.30

კარდიფ

უელსი

.

შაბ

25/11

18.00

მესხი

შტატები

.

2018 * რაგბი ევროპა

10/07_2017 @ 19.05   წყარო_EN

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

10/02

15.00

შინ

ბელგია

0:0

შაბ

17/02

17.30

გარეთ

გერმანია

0:0

შაბ

03/03

15.00

შინ

ესპანეთი

0:0

შაბ

10/03

16.00

სოჭი

რუსეთი

0:0

კვი

18/03

13.00

შინ

რუმინეთი

0:0

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები

2019 * მსოფლიო თასი

15/07_2017 @ 09.50

იაპონია * პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
ევრ’1 აფრ’1  აშშ   ფიჯ 
ევრ’2 | სამ რეპ  ტონ  ამე’2

2017 ზაფხულის შესარჩევებში
გამოვლინდა სამი ფინალისტიც:

ამე’1 = შტატები,
ზღვ’1 = ფიჯი, ზღვ’2 = ტონგა

ოთხ 10/05 @ 12.00 საქ 

კიოტო (იაპონია)   წილისყრა

20 ფინალისტი განაწილდა ოთხ 5-გუნდა ჯგუფად

შესარჩევთა ზემო დონე

ესები

28/08_2017 @ 22.30

ახალი წესები დამდეგი სეზონისთვის

15-ვე სიახლე 4-გვერდა ბროშურად (ა5)

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

ოქმის ბლანკი და
შევსების ინსტრუქცია

განახლებული წიგნი 

სახელმძღვანელო

13/10_2017 @ 11.05

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

23/01_2017 @ 21.00

ნულოვანი ვერსია

+ დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

\

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი

 

 

რადიო პალიტრა

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო ნატახტარის ლოგო მინდა ჯგუფის ლოგო