ინტერვიუ მარკ იგანთან

16-მარ-2017

გასულ კვირაში საქართველოს ‘მსოფლიო რაგბის’ მაღალი მიღწევებისა და საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ იგანი სტუმრობდა.

 

იგანი წლებია ‘მსოფლიო რაგბში’ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს და საქართველოს დიდი ხნის მეგობარია. ამ ვიზიტის ფარგლებში იგი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩს დაესწრო; გაეცნო სიახლეებს წელს საქართველოში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ; შეაფასა საქართველოში რაგბის განვითარება და სრკ-ს ხელმძღვანელობასთან მსოფლიო რაგბის სანაკრებო პროგრამაში ინვესტირების საკითხები გაიარა.

 

ასეთი რანგის მაღალჩინოსანთან გასაუბრების შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით და მასთან საუბარი 20-წლამდელთა ჩემპიონატით დავიწყეთ. წელს ის ‘მსოფლიო რაგბის’ უმაღლესი დონის ტურნირია (მთლიანობაში, მეორეა კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ) და მისი დონის ჩემპიონატისთვის საქართველოს არასდროს უმასპინძლია (სპორტის არცერთ სახეობაში).

 

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება. ამ ეტაპისთვის, კმაყოფილი ხართ მზადების პროცესით?

 

მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. საქართველოს რაგბის კავშირი ყველაფერს აკეთებს რათა მოთამაშეებისთვის, გულშემატკივრებისა და ზოგადად მსოფლიო სარაგბო ოჯახისთვის ეს დაუვიწყარი ტურნირი იყოს. 20-წლამდელთა ჩემპიონატი ‘მსოფლიო რაგბისთვის’ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრია, ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ფლაგმანი ღონისძიებაა.

 

ის წარმოადგენს მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავების განვითარების, ასევე მსოფლიოს მასშტაბით რაგბის პოპულარიზაციის ამაღლების ძალიან კარგ შესაძლებლობას. ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს მთავრობა და რაგბის კავშირი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ტურნირი იმ სტანდარტების შესაბამისად გამართონ, როგორსაც მათგან ველით და რომელზეც ტენდერის დროს შევთანხმდით.

 

თქვენი აზრით, რა შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა?

 

ეს მოიტანს ქვეყანაში სპორტის განვითარებას და ცნობადობის იმგვარ გაზრდას, როგორიც მსგავსი დონის სარაგბო ტურნირების მასპინძლობას მოაქვს. ასევე, დამატებით მოედნებს და ინფრასტრუქტურას, რომლების მოწყობის ვალდებულება სახელმწიფომ ტენდერის პირობების თანახმად აიღო. საქართველო მყარად დაფიქსირდება მსოფლიოს სარაგბო რუქაზე, როგორც ქვეყანა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი მსხვილი და  მნიშვნელოვანი სარაგბო და სხვა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა.

 

ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სტუმრად ჩამოსულ ყველა მორაგბეს და ამა თუ იმ ნაკრების ქომაგს ქვეყანაზე დადებითი შთაბეჭდილება შეექმნას - საქართველოს კულტურასა და ისტორიაზე, აქ არსებულ სარაგბო ინფრასტრუქტურასა და იმ მხურვალე სიყვარულზე, რომელსაც ქართველი ხალხი ჩვენი შესანიშნავი თამაშის მიმართ განიცდის. უნდა გახსოვდეთ, რომ საქართველოში დიდი გუნდების მომავალი ვარსკვლავები ჩამოდიან და მაქვს იმედი, რომ აქ მიღებული დადებითი ემოციების საფუძველზე, კიდევ ბევრჯერ მოინდომებენ საქართველოში დაბრუნებას, ამჯერად ეროვნული ნაკრებების სახელით.

 

გულშემატკივარი აიზბერგის მწვერვალს ხედავს, ეროვნულ გუნდს, რომლის წინსვლა ყველასთვის თვალნათელია. კადრს მიღმა ბევრი რამ რჩება და თქვენ, როგორც მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, როგორ შეაფასებთ სრკ-ს მუშაობას და მისი მსოფლიო რაგბისთან თანამშრომლობას?

 

საქართველოს რაგბის კავშირთან მყარი და ნაყოფიერი ურთიერთობა გვაქვს. კმაყოფილნი ვართ იმ პროგრესით, რომელიც საქართველოში ჩვენს მიერ ჩადებული ინვესტირებით ხორციელდება. ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ დიდი ძალები იხარჯება აკადემიის სისტემის მუშაობაზე, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების პროგრამებზე, რომლის შედეგადაც მაღალი დონის მორაგბეებს ვიღებთ. მიგვაჩნია, რომ საქართველო განვითარების სწორ გზაზე დგას, 2019 წლის მსოფლიო თასზე კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და გააუმჯობესებს 2015 წლის მსოფლიო თასზე ნაჩვენებ შედეგს.

 

ბოლო დროს ექვსი ერის გაფართოების მოთხოვნა სულ უფრო ხშირად ისმის. ამის ფონზე, თქვენ, როგორც რაგბის სამყაროს უმაღლესი დონის ფუნქციონერი, როგორ ხედავთ ქართული რაგბის განვითარების პერსპექტივებს?

 

მიმაჩნია, რომ მსგავსი მოთხოვნები ბუნებრივია და მედია აქტიურად უნდა განიხილავდეს საქართველოსთვის ექვს ერში ჩართვის შესაძლებლობას. თუმცა, ჩემი აზრით ფოკუსი ტურნირის გაზრდისკენ, საქართველოს და მისი მსგავსი გუნდების მიღებისკენ უნდა იყოს მიმართული და არა რომელიმე ნაკრების გავარდნასა და ჩანაცვლებისკენ. მნიშვნელოვანია ყველამ გაიაზროს, რომ ექვსი ერი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური, დიდი კონკურენციის მქონე ტურნირია. მასში ჩართულ კავშირებს უნდა ჰქონდეთ დროში გაწერილი მოთამაშეთა განვითარების სწორი პროგრამები, ძლიერი და მყარი სანაკრებო მხარდაჭერის სტრუქტურები. ამ კუთხით საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და თუ როდისმე ტურნირის გაზრდა მოხდება, თქვენ უკვე გექნებათ მყარი საფუძველი, რათა ექვსი ერის მონაწილე გახდეთ. ვფიქრობ, ამის განხორციელების გზები არსებობს და სანამ ეს რეალობად იქცევა მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო რეიტინგში მაღალი ადგილი შეინარჩუნოთ და კიდევ უფრო წინ წახვიდეთ.

 

რა კონკრეტული ნაბიჯები იგეგმება ტიერ 2 ქვეყნებში რაგბის განვითარებისთვის?

 

ვგეგმავთ და ვახორციელებთ ინვესტიციების გაზრდას. ჩვენი ყოველწლიური სანაკრებო გრანტის პროგრამა, 4-წლიან ციკლში 10 მილიონი გირვანქიდან 12 მილიონამდე გავზარდეთ. ამით დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოსთვისაც, რადგან საქართველოს რაგბის კავშირი ამ პროგრამის პრიორიტეტულ მონაწილედ მიგვაჩნია. გამოქვეყნდა 2020-2032 წლების საერთაშორისო კალენდარი, რომლის ფარგლებში ექვსი ერის მონაწილე ნაკრებები პირველად ეწვევიან საქართველოს. საქართველოს ყოველი წლის ნოემბერში გარანტირებული ექნება მინიმუმ ერთი ტესტი ექვსი ერის მონაწილე ნაკრებთან.

 

სად და როგორ ხედავთ საქართველოს უახლოეს 10 წელიწადში?

 

უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ვხედავ როგორც ანგარიშგასაწევ სარაგბო ქვეყანას, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მოწინავე პოზიციაზე იქნება, რეგულარულად ითამაშებს უმაღლესი დონის სხვადასხვა ტურნირებში და შეერკინება ტიერ 1-ის ნაკრებებს. გარდა ამისა, მინდა ვხედავდე ქართულ პროფესიულ კლუბებს, რომლებიც რეგულარულად მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში, რადგან ეს წარმატებული სანაკრებო პროგრამის ერთ-ერთი ძლიერი საფუძველია.

 

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანად მიმაჩნია, რომ ჩვენი თამაშის გლობალური ზრდის პარალელურად, ყველა ბავშვს (ბიჭს თუ გოგოს), რომელიც ხელში ოვალს აიღებს ავუხსნათ, რომ უმნიშვნელოვანესია რაგბის ფასეულობების შენარჩუნება. ყოველთვის, როცა საქართველოში ჩამოვდივარ, ვხედავ როგორ ხდება ახალგაზრდებში ამ ფასეულობების გაზიარება და ეს უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ქართული რაგბი განვითარების არსებულ ტემპს შეინარჩუნებს, 10 წლის შემდეგ საქართველო მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება.

 

თვქენ დაესწარით საქართველოსა და რუსეთის მატჩს, როგორ მოგეწონათ სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო?

 

სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო და ეს გულგრილს ვერავის დატოვებდა. სასიხარულოა, რომ საქართველოში რაგბის პოპულარობა იზრდება და ჩვეულებრივ ამბად იქცა სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში. მნიშვნელოვანია, რომ სპორტულის პარალელურად ამ კუთხითაც იგრძნობა პროგრესი და საქართველოში სტუმრობა ნებისმიერი ქვეყნის გუნდისთვის დიდ ზეიმად იქცევა.  

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

2016-17 * დიდი 10

22/04 @ 19.20

22-23/04  პლეი’ოფი I წრე

ლელო

15:5

ლოკომოტ

აია

კვი 15.00 ქუთ

აკადემია

8/04 @ 16.10

სხვ

 მ-წ *

$

ჯიქი გორი

61

+204

12-5*1

11

ბათუმი ^

59

+186

12-4*2

7

აია ქუთაისი

59

+126

13-5

7

ლელო სარასენს

58

+114

11-4*3

8

ლოკომოტივი

51

+86

10-6*2

7

აკადემია

42

=0

  9-9

6

არმია

37

-78

  8-10

5

ბაგრატ ქუთ

22

-303

  4-14

6

არმაზი ^

19

-168

  3-14*1

5

ყოჩები ბოლნისი

19

-167

  3-14*1

5

თაი’ბრეიქი ^ პირისპირ ბალანსით  სტატისტიკა

განაცხადი >> დაწკაპეთ გუნდზე   დუბლები

2016-17 * პირველი ლიგა

19/04 @ 17.00

23/04   პლეი’ოფ

2016-17 * რეგიონული ლიგა

22/04 @ 20.00

დასავლეთი   აღმოსავლეთი

22/04   პლეი’ოფი

2017 * ჭაბუკთა ლიგები

22/04 @ 21.05

"" ლიგ

25-26/04   II ეტაპის V ტური

მოწინავე  რვეული

სანუგეშო ჯგუფები     

"" ლიგ

21-23/04   II ეტაპის I ტური

აღმ         დას     

სანუგეშო ჯგუფები   აღმ   დას

შავი დაფა

20/04 @ 18.35

ვის როდის უმთავრდება სასჯელი

2017 * 20წ მსოფლიო

18/01 @ 17.30

თბილისი, ქუთაისი   ოფიციოზი_EN

საქართველო -

ოთხ

31/05

18.00

ავჭალა

არგენტინა

.

კვი

04/06

18.00

ავჭალა

აფრიკა

.

ხუთ

08/06

18.00

ავჭალა

საფრანგეთი

.

ავჭალა

#

სხვ

1

ინგ

0

=0

6

ავს

0

=0

7

უელ

0

=0

12

სამ

0

=0

ქუთაისი

#

სხვ

2

ირლ

0

=0

5

ზელ

0

=0

8

შტლ

0

=0

11

იტა

0

=0

ავჭალა

#

სხვ

3

არგ

0

=0

4

აფრ

0

=0

9

სფრ

0

=0

10

საქ

0

=0

პლეი’ოფი: ვაკე, ავჭალა

სამ

13/06

.

ნფ

.

.

კვი

18/06

.

.

.

2017 * ტურნე ამერიკაში

24/03 @ 11.30

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

კვი

11/06

01.00

ქალგარი

კანადა

.

შაბ

17/06

.

ატლანტა

შტატები

.

შაბ

24/06

.

ხუხუი

არგენტინა

.

სახელმძღვანელო

28/10_2016 @ 17.45

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

ლექსიკონი

23/01 @ 21.00

ნულოვანი ვერსია

+ დამატებითი საკითხავი

ესები

1/09_2016 @ 12.45

ახალი წესები ამ სეზონისთვის

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

ოქმის ბლანკი და
შევსების ინსტრუქცია

წესების წიგნი 

2017 * 18წ ევროპის ღია

16/04 @ 21.15

ბრეტანი (საფრანგეთი)   სრულად

საქართველო -

პარ

07/04

21.00

1/4   კანადა  ოქმი

43:3

სამ

11/04

21.00

1/2   იაპონია  ოქმი

42:17

შაბ

15/04

20.00

     საფრანგეთი  ოქმი

18:36

რაზმი

ისტორია დავიკავეთ II ადგილი

1

საფრანგეთი

2

საქართველო

3

იაპონია

4

პორტუგალია

5

ესპანეთი

6

ბელგია

7

კანადა

8

შტატები

სხვა დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

\

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი

 

 

რადიო პალიტრა

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო ნატახტარის ლოგო მინდა ჯგუფის ლოგო