18-წლამდელები | ევროპის ღია ჩემპიონატი

01-აპრ-2017

 

18 წლამდელები 2 აპრილს გამთენიისას საფრანგეთში, ბრეტანში მიემგზავრებიან, სადაც 6-16 აპრილს რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

 

მატჩების სთრიმი ტრადიციულად რაგბი ევროპის სამაუწყებლო პორტალზე გაიმართება

RugbyEurope.TV 

ტურნირის გვერდი >>>

 

ელიტ დივიზიონიდან ღია ჩემპიონატამდე

 

 

ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატმა ცვლილება რამდენჯერმე განიცადა და მეორე ეშელონის სარაგბო ქვეყნების 18-წლამდელთა ნაკრებებმა ელიტის წარმომადგენლებთან თამაშის საშუალება მიიღეს.

 

2012 წლიდან ტურნირს ელიტური დივიზიონი ეწოდა და მასში ექვსი ერის წარმომადგენლებთან ერთად რაგბი ევროპის ორი საუკეთესო გუნდი თამაშობდა - საქართველო და პორტუგალია.

 

ტურნირმა ეს ფორმატი 4 წელი შეინარჩუნა, უმცროსი ბორჯღალოსნები მუდმივად პროგრესირებდნენ და 2015 წელს პირველად ითამაშეს ფინალში (მეოთხედფინალში ირლანდიას და ნახევარფინალში იტალიას სძლიეს), სადაც მასპინძელ საფრანგეთთან დამარცხდნენ. მაგრამ გაგრძელება არალოგიკური იყო, ტურნირი ირლანდიამ, ინგლისმა, შოტლანდიამ, უელსმა და იტალიამ დატოვეს და ელიტურ დივიზიონს ელიტიდან მხოლოდ საფრანგეთი შემორჩა.

 

2016 წელს ქართველებმა მეორედ ითამაშეს ფინალში და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს. პარალელურად კი, რაგბი ევროპამ ნაყოფიერად იმუშავა და “განდეგილების” ნაცვლად ევროპის ჩემპიონატს კანადის, აშშ-სა და იაპონიის 18-წლამდელთა ნაკრებები დაემატა. შედეგად, ტურნირმა ევროპის ღია ჩემპიონატის სახე მიიღო და მასში თამაში უფრო საინტერესო გახდა.

 

უცვლელი მიზნით

 

უმცროსი ბორჯღალოსნები აწეული თამასის დაწევას არ აპირებენ და მომავალ გათამაშებაში მიზნად მინიმუმ ფინალში გასვლას გეგმავენ. მეოთხედფინალურ ეტაპზე დავით ჩავლეიშვილის შეგირდები კანადის ნაკრებს შეხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში იაპონიისა და ბელგიის წყვილს შორის გამარჯვებული შეხვდება.

 

დანარჩენი მეოთხედფინალური წყვილები აშშ-სა და პორტუგალიის, ასევე საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებმა შეადგინეს.

 

ტურნირისთვის უკეთ მომზადების მიზნით, საქართველოს რაგბის კავშირსა და მოედ ალტრადის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 12-იდან 24 მარტამდე ტოპ 14-ის ‘მონპელიეს’ ბაზაზე შეკრება გაიარეს და ორი საკონტროლო თამაში გამართეს. ქართველმა მორაგბეებმა ‘მონპელიესა’ და ‘ბეზიეს’ გაერთიანებული გუნდი 33-17, ხოლო ‘მონპელიესა’ და ‘ნარბონის’ ნაკრები 40-14 დაამარცხეს.

დავით ჩავლეიშვილი შეკრებით კმაყოფილი დარჩა:

 

ძალიან კარგ სპორტულ ბაზაზე იმ სასტუმროში ვიყავით, სადაც თავის დროზე დუდუ ქუბრიაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი და კოტე მიქაუტაძე ცხოვრობდნენ. სავარჯიშოდ ძალიან კარგი პირობები გვქონდა, მასპინძლები დიდ ყურადღებას გვაქცევდნენ და ‘მონპელიეს’ ქართველი ვარსკვლავები ჩვენს ბიჭებს ამხნევებდნენ.

 

ამ ბიჭების 95-მა პროცენტმა მონპელიეში გამართულ შეკრებაზე პირველად ითამაშა უცხოელების წინააღმდეგ. ეს ბარიერი ყოველთვის იჩენდა ხოლმე თავს და კარგია, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა გადავლახეთ. თავიდან დაბნეულობა იყო, მაგრამ ბიჭები მას კარგად გაუმკლავდნენ და დავალებების დაახლოებით 70% კარგად შეასრულეს. გუნდი შეთამაშდა, კანადასთან მატჩამდე ხარვეზებს გამოვასწორებთ და ვფიქრობ, ევროპიის ჩემპიონატს მზადყოფნაში შევხვდებით.

 

მეტოქეებზე და თამაშებზე რას გვეტყვით?

 

გვსურს, რომ შეტევაში გაშლილი თამაში ვაჩვენოთ და ეს გამოგვივიდა. პირველი თამაში ‘მონპელიესა’ და ‘ბეზიეს’ ძალიან კარგ ნაკრებთან გვქონდა. მეტოქემ სწრაფი რაგბი შემოგვთავაზა, ბურთის გაშლას ცდილობდნენ და კარგია, რომ არსად არაფერი დავთმეთ. მეორე გუნდი უფრო ძლიერი იყო და რამდენიმე უფროსი ასაკის ბიჭიც ყავდათ. ამ თამაშებმა მოგვცა ის, რისი სურვილიც გვქონდა. მორაგბეები წნეხში თამაშს მიეჩვივნენ, ამ წნეხს კარგად გაუმკლავდნენ, არ იყო დაბნეულობა და ქაოსი და დავალებები კარგად შესრულდა. კმაყოფილი ვარ ხაზის თამაშით.

 

შერკინებაში გვექნება ის უპირატესობა რასაც მიჩვეული ვართ?

 

ხაზმა კარგად იმიტომ ითამაშა, რომ შერკინებამ უპირატესობა შექმნა და ეს ერთიანობა იყო ყველაზე კარგი. სტატიკაში კარგად ვიდექით, დერეფანში ყველა ჩვენი აუტი მოვიგეთ, პირველი ხაზი კარგი იყო ღია თამაშში და რაქებში. რაც მთავარია, ჩვენ გვყავს ძალიან მებრძოლი გუნდი, რომლის დიდი ნაწილი 2000-იანი ბიჭები არიან და ისინი 18-წლამდელთა ნაკრებში გაისადაც ითამაშებენ.

 

ევროპის ღია ჩემპიონატზე მიზნად რას ისახავთ?

 

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეებზე ინფორმაცია არ გვაქვს, მიზნად თავიდანვე ფინალში თამაში დავისახეთ და ის არ შეცვლილა. პირველი თამაში კანადასთან გვაქვს, რომელსაც მასიური და მოძრავი ბიჭები ყავს, თუმცა ჩვენი გუნდის მებრძოლი ხასიათი მაფიქრებინებს, რომ ამ ბარიერს აუცილებლად გადავლახავთ.

 

18-წლამდელთა ნაკრებს რატი ჟორჟოლიანი უკაპიტნებს და ის ქართველ ქომაგს ბოლომდე ბრძოლას პირდება:

 

“ამ ტურნირისთვის სექტემბრიდან ვემზადებით. სელექციის შემდეგ მონპელიეში 33 მორაგბე გავემგზავრეთ და ორი კარგი თამაში ჩავატარეთ. უმრავლესობისთვის ეს პირველი თამაში იყო უცხოელების წინააღმდეგ და გამოცდილება შევიძინეთ, რაც ევროპის ჩემპიონატზე წნეხს მოგვიხსნის. ცოტას ვნერვიულობდით, თუმცა ვფიქრობ დავალებები კარგად შევასრულეთ და ეს შედეგზეც აისახა. მომავალ მეტოქეებზე ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ მაქსიმუმს გავიღებთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ და ქართველი ქომაგი გავახაროთ”

 

18-წლამდელები რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატზე:

 

 

შერკინება: გიორგი ახალაძე (აია), ლუკა ჭელიძე (ლელო), სოსო ჭყოიძე (ლელო), ვანო კარკაძე (აია), გია ხარაიშვილი (ხაშური), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), საბა ჯღარკავა (ლელო), ნიკა წივწივაძე (აია), რატი ჟორჟოლიანი (ლელო, კაპ.), ბექა ყორიაული (ლელო), იოანე იაშაღაშვილი (ჩოხოსნები), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), კობა კოლოტაური (ლელო);

 

ხაზი: საბა ხურცილავა (არმაზი), მიხეილ ალანია (ჩოხოსნები), თედო აბჟანდაძე (აია), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), გოჩა ჩანადირი (არმაზი), ლაშა ლომიძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო), ირაკლი სიმსივე (აია), ოთარ ძაგნიძე (აია), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), გიორგი ასათიანი (ლელო).

 

სამწვრთნელო შტაბი: დავით ჩავლეიშვილი - მთ. მწვრთნელი, ლევან შარვაშიძე - მწვრთნელი, მიხეილ სუჯაშვილი - მწვრთნელი, მამუკა ტყეშელაშვილი - მწვრთნელი, გივი ნადარეიშვილი - ფიზ. მწვრთნელი, სერგო ბერიაშვილი - ექიმი, გიორგი სვანიძე - ფიზიო, დავით რამიშვილი - ვიდეოანალიტიკოსი, მალხაზ დავითაშვილი - ფსიქოლოგი, ზაზა ლეჟავა - რაგბის აკადემიის ხელმძღვანელი, პაატა მაისურაძე - მენეჯერი

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

 

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2017-18 * კონტინენტის ფარი

15/10_2017 @ 13.05

  სრულად    ოფიციოზი_EN

ბათუმი -

საქართველოს თარიღითა და დროით, შაბათობით

14/10

17.00

როვიგო (იტა)

27:31

21/10

15.00

ჰაიდელბერგ (გერ)

0:0

09/12

18.00

ვიადანა (იტა)

0:0

16/12

15.00

ტიმიშოარა (რუმ)

0:0

"ა"

სხვ

რვგ (იტა)

5

+4

4/4

ტმშ (რუმ)

4

+4

2/1

ჰდლ (გერ)

4

+4

2/3

ვდნ (იტა)

1

-5

2/3

"ბ"

სხვ

ლშბ (პორ)

4

+5

3/2

ბთმ (საქ)

2

-4

4/4

კლვ (იტა)

1

-4

3/2

პდვ (იტა)

1

-4

1/2

გუნდი თანაჯგუფელებს ეჯიბრება,
მაგრამ ... არ ეთამაშება!
პლეი
ოფში გადის ორ-ორი მოწინავე

სახელმძღვანელო

13/10_2017 @ 11.05

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე
72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

2017-18 * დიდი 10

10/10_2017 @ 18.25

განახლდება  27/10

8/10 @ 19.40

სხვ

 მ-წ *

$

აია  ქუთაისი

24

+57

6-0

0

ლელო სარასენს

18

+28

4-2

2

ბათუმი

17

+75

3-1*1

3

ხარები  რუსთავი

17

-1

4-2

1

ჯიქი  გორი

16

+28

3-3

4

ლოკომოტივი

14

+11

3-2

2

არმაზი  მარნეული

13

-4

2-3*1

3

არმია

9

-78

2-4

1

აკადემია

5

-42

0-6

5

ბაგრატ  ქუთაისი

5

-74

1-5

1

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  სქოლიო

2017-18 * პირველი ლიგა

16/10_2017 @ 20.00

19-22/10   IV ტური

2017-18 * რეგიონული ლიგა

17/10_2017 @ 19.40

22/10   დას VII ტური | აღმ VI ტური

2017 * ჭაბუკთა ლიგები

17/10_2017 @ 20.00

"" ლიგ

17-18/10  მოწინავენი  ბოლო, XIV ტური

სარეიტინგო მატჩები

სანუგეშო ჯგუფები     

"" ლიგ

19-20/10   III ეტაპის ბოლო, VI ტური

ზედა რვეული         შუა რვეული     

სანუგეშო ჯგუფები   აღმ   დას

შავი დაფა

16/10_2017 @ 20.10

ვის როდის უმთავრდება სასჯელი

2017 * შემოდგომის ტესტები

9/10_2017 @ 18.55

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

 1989-2017   203 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად

შაბ

11/11

18.00

დინამო

კანადა

.

შაბ

18/11

18.30

კარდიფ

უელსი

.

შაბ

25/11

18.00

მესხი

შტატები

.

2018 * რაგბი ევროპა

10/07_2017 @ 19.05   წყარო_EN

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

10/02

15.00

შინ

ბელგია

0:0

შაბ

17/02

17.30

გარეთ

გერმანია

0:0

შაბ

03/03

15.00

შინ

ესპანეთი

0:0

შაბ

10/03

16.00

სოჭი

რუსეთი

0:0

კვი

18/03

13.00

შინ

რუმინეთი

0:0

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები

2019 * მსოფლიო თასი

15/07_2017 @ 09.50

იაპონია * პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
ევრ’1 აფრ’1  აშშ   ფიჯ 
ევრ’2 | სამ რეპ  ტონ  ამე’2

2017 ზაფხულის შესარჩევებში
გამოვლინდა სამი ფინალისტიც:

ამე’1 = შტატები,
ზღვ’1 = ფიჯი, ზღვ’2 = ტონგა

ოთხ 10/05 @ 12.00 საქ 

კიოტო (იაპონია)   წილისყრა

20 ფინალისტი განაწილდა ოთხ 5-გუნდა ჯგუფად

შესარჩევთა ზემო დონე

ესები

28/08_2017 @ 22.30

ახალი წესები დამდეგი სეზონისთვის

15-ვე სიახლე 4-გვერდა ბროშურად (ა5)

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

ოქმის ბლანკი და
შევსების ინსტრუქცია

განახლებული წიგნი 

ლექსიკონი

23/01_2017 @ 21.00

ნულოვანი ვერსია

+ დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

\

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი

 

 

რადიო პალიტრა

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო ნატახტარის ლოგო მინდა ჯგუფის ლოგო