მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2017

12-აპრ-2017

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს. ასპარეზობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები  მონაწილეობს. 20-წლამდელთა ჩემპიონატი სარაგბო სამყაროში მნიშვნელობითა და სიდიდით მეორეა, რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ.

 

ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ ჩატარდება. ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში გაიმართება - თბილისში (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში (აია არენა); ნახევარ-ფინალები და ფინალები (14 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში - ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება.

 

ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო. მსურველებს შეძენა შეუძლიათ გვერდზე TKT.GE/U20, ბილეთების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილე აქ >>>

 

ტურნირის შესახებ

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან იმართება. ჩემპიონატში მონაწილე დაახლოებით 500-მა მორაგბემ უკვე ითამაშა თავის ეროვნულ ნაკრებში. ტურნირი გამოიარეს თანამედროვე რაგბის სამყაროს ისეთმა ცნობილმა ვარსკვლავებმა როგორებიც არიან: მსოფლიოს 2016 წლის საუკეთესო მორაგბე ბოდენ ბარეთი, ჯულიან სავეა, სემ ვაითლოქი, აარონ ქრუდენი (ახალი ზელანდია,  2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებულები), დევიდ პოქოქი, ვილ გენია (ავსტრალია), სემ ვორბერთონი,  ლი ჰაფპენი (უელსი), მარო ითოჟე (ინგლისის 2016 წლის საუკეთესო მორაგბე).

 

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირში მონაწილეობა პირველად შარშან, მანჩესტერში მიიღეს (მას შემდეგ რაც 2015 წელს მოიგეს საკვალიფიკაციო ტურნირი, მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ალაფა). პირველივე ცდაზე ჩვენმა 20-წლამდელებმა პლეიოფში იტალია ძლიეს, მე-10 ადგილი დაიკავეს და ამით წლევანდელ ტურნირში არა მარტო, მასპინძლის სტატუსით არამედ სპორტული შედეგითაც დაიმსახურეს მონაწილეობის უფლება.

 

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, სამოა (ჩაანაცვლა შარშან ბოლო ადგილზე გასული იაპონია).

 

საქართველო  უკვე მეორედ მონაწილეობს 20-წლამდელთა ჩემპიონატში. შარშანდელ ტურნირში მონაწილეთაგან უკვე ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ: ვასილ ლობჟანიძე, ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, გელა აფრასიძე, ლაშა ტაბიძე, ირაკლი სვანიძე, თორნიკე მატარაძე და გიორგი ცუცქირიძე.

 

პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია

 

დღეს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის დროსაც ტურნირის პარტნიორებმა, მხარდამჭერებმა და მეგობრება მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

ვახტანგ ბუცხრიკიძე

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი

 

“31 მაისი -18 ივნისი იქნება გამორჩეული დღეები არამარტო რაგბის მოყვარულებისათვის არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.  დარწმუნებული ვარ, ამ ჩემპიონატის ორგანიზება მოხდება ძალიან მაღალ დონეზე და იქნება კიდევ ერთი საშუალება საქართველოს წარმოჩენა მოხდეს მსოფლიო მაშტაბით. თიბისი ბანკი დიდი ხანია თანამშრომლობს რაგბის კავშირთან და არის ოფიციალური პარტნიორი რაბგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საუკეთესო მხრიდან წარმოვაჩინით ჩვენი ქვეყანა”

 

 

ტარიელ ხეჩიკაშვილი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი

 

“წლეულს ჩვენი ქვეყანა არაერთ დიდ სპორტულ შეჯიბრებას მასპინძლობს პროექტ Check in Georgia"-ს ფარგლებში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი კი თავისი მნიშვნელობით და დონით მათ შორის უდავოდ გამორჩეულია. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან დიდი აღიარება ჩვენი ქვეყნის და იმ მიღწევების და მიმდინარე პროგრესის, რომელიც სპორტის განვითარების მხრივ გვაქვს. 20 წლამდე ჩემპიონატს აქვს განსაკუთრებული როლი. განსაკუთრებით ვემზადებით. მით უმეტეს ეს ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობაა. ეს არის აღიარება იმ დიდი შრომისა, რომელიც გაწიეს ვეტერანმა და მოქმედმა მიორაგბებმა,  რაგბის კავშირმა და კერძო სექტორმა.

 

“განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართუ ჯგუფს - 100 მილიონამდე ინვესტიცია განახორციელეს რაგბის განვითარისთვის და დღეს რომ ამ მოვლენს ავღნიშნავთ მათი დიდი დამსახურებაა. მსოფლიო სტანდარტების ინფრასტრუქტურა შეიქმნა, რომელიც საშუალებას მისცემს მომავალ თაობებს კიდევ არაერთხელ ასახელონ საქართველო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს - თიბისი ბანკს, ისინი ყოველთვის მხარს უჭერენ ეროვნული საქმის წამოწყებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ხელოვნებაში, ქველმოქმედებაში და სპორტიც რომ უყვართ, ეს განსაკუთრებულად მახარებს.

 

“იმედია ეს პროექტი იქნება გაგრძელება იმ ბევრი სასიკეთო საქმისა და შემდეგში ჩვენი თანამშრომლობა თიბისი ბანკთან იქნება კიდევ უფრო მაშტაბური.  ამის წინაპირობა არის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც უჩუმრად აკეთებს თავის სქმეს და ემსახურება ეროვნულ საქმეს. მე დარწმუნებული ვარ ეს ჩემპიონატი, რომელიც არის სამჭედლო მომავალი ვარსკვლავებისა, იქნება ძალიან წარმატებული. პირველ რიგში ჩვენს ნაკრებს ვუსურვებ წარმატებას და ყველა მონაწილეს, რაგბის გურმანებს ვუსურვებ დატკბნენ, ისიამოვნონ და ჩვენის მხრიდან და პარტნიორების - კერძო სექტორის მხრიდან, ვპირდებით სპორტის მოყვარულებს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს ზეიმი შედგეს და შემდგომშიც გავანებივროთ არაერთი საერთაშორისო მასპინძლობით.

 

გიორგი ჩოგოვაძე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

 

“მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისი შრომის შედეგადაც 20-წლამდელთა ჩემპიონატი ჩატარდება საქართველოში. ეს დიდი ძალისხმევა, რომელსაც მთავრობა და კერძო სექტორი ახორციელებს, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანასში სპორტის განვითარებას და ცნობადობას გაუზრდის ქვეყანას. ამასთ გარდა, ეს თასი იმოგზაურებს საქართველოში და ამას ცალკე მედიაპროექტი მიეძღვნება, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ. ასევე მნიშნელოვანია აღინიშნოს რომ ეს ღონისძება შევიდა ჩეკ ინ ჯორჯიას ფარგლებში. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ღონისძების შესვლას ჩეკ ინ ჯორჯიაში  - მთავრობისა და კერძო სექტორის ეს ძალისხმევა მოიტანს კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებს. ეს იქნება მეტი ტურისტი და მეტი ცნობდობა ჩვენი ქვეყნისა. მე მინდა მადლობა ვუთხრა ორგანიზატორებს და სპონსორებს

 

ჯასტინ მაკკენზი სმიტი

დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

 

“რაგბი აახლოვებს ერებს, მოთამაშეებს და მათ მხარდამჭერებს. დიდი ბრიტანეთიდან და მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ადამიანებს ამ ჩემპიონატის საშუალებით პირველად ექნებათ საქართველოს გაცნობის შესაძლებლობა. მათ საქართველოში დახვდებიან გულთბილად და ისინი აღმოაჩენენ ქვეყანას, რომელიც ამაყობს თავისი ტრადიციებით, კულტურითა და რაგბით. დარწმუნებული ვარ, ამ ჩემპიონატის დროს დაწყებულ ურთიერთობებს გაგრძელება ექნება და იგი ხელს შეუწყობს საქართველოს დიდ ევროპულ ოჯახში დამკვიდრებას.“

 

გოჩა სვანიძე

რაგბის კავშირის პრეზიდენტი

 

“ამ ჩემპიონატის ორგანიზებაში ყველა ჩართულია, სახელმწიფო უწყებები თუ კერძო სექტორი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო დიდი პასუხისმგებლობის ეკიდება ამ ტურნირს.  თუ გავითვალისწინებთ, რომ გენეტიკურად ქართველები კარგი მასპინძლები ვართ, უნდა ვიმედოვნოთ, რომ შესანიშნავად გავართმევთ თავს და ძალიან კარგ სანახაობას შევთავაზებთ რაგბის გულშემატკივარს.

 

"ერთი მონაწილე, რომელიც არ ჩანს და რატომღაც თავს არიდებს გამოჩენას, ეს არის ქართუ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი ახლაც კი მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ავჭალის სტადიონზე, ქართუს  დიდი რესურსი - ფინანსური და მატერიალური იხარჯება, რომ მათ მიერ წლების წინ დაწყებული დიდი საქმე დაასრულონ და ბოლომდე მიიყვანონ, რასაც ჰქვია ჩემპიონატის ხარისხიანად და ღირსეულად ჩატარება.

 

"აქვე მინდა გითხრათ სასიხარულ ინფორმაცია, რომ დღეიდან დაიწყო ბილეთების გაყიდვა გვერდზე TKT.GE/U20, ეს მნიშვნელოვანია გულშემატკივრებისთვის.   დეტალურ ინფორმაციას ბილეთებზე და თამაშების განრიგზე მიიღებთ რაგბის კავშირის გვერდიდან და ფეისბუქის გვერდიდან. ასევე მინდა გითხრათ, რომ ინტერნეტ მაღაზიაში  rugbystore.ge -ზე გაიყიდება ჩემპიონატის სუვენირები და სხვადასხვა ატრიბუტიკა"

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

 

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2017-18 * დიდი 10

21/08_2017 @ 18.05

დებულება

 განრიგი   მთელი სეზონი

 საწყისი 5 ტური დღეებისა და
 სტადიონების მითითებით
 

განაცხადები.xls    ტრანსფერები  

1

ჯიქი  გორი

2

ბათუმი  ბათუმი

3

ლელო სარასენს  თბილისი

4

აკადემია  თბილისი

5

ლოკომოტივი  თბილისი

6

აია  ქუთაისი

7

არმია  თბილისი

8

ბაგრატ  ქუთაისი

9

არმაზი  მარნეული

10

ხარები  რუსთავი

2016-17  |  დიდი ფინალის ვებ’ოქმი

შინაური კვარცხლბეკი 1990-2017

2017-18 * პირველი ლიგა

17/08_2017 @ 10.05

დებულება  |  2016-17

 განრიგი   საწყისი 9 ტური
განაცხადები.xls

1

ყოჩები  ბოლნისი

2

ივერია  თბილის

3

ვეფხვები  პატარძეული

4

დინამო  თბილისი

5

არესი  ქუთაისი

6

ხულიგანა  თბილისი

7

იუნკერები  კიკეთი

8

არწივები  ოზურგეთი

2017-18 * რეგიონული ლიგა

17/08_2017 @ 10.05

დებულება  |  2016-17

 განრიგი   მთელი სეზონი

დასავლეთი

განაცხადები.xls

1

ფირალები  ქედა

2

კოლხი რაინდები  ფოთი

3

ტაო  სამცხე-ჯავახეთი

4

წყალტუბო  წყალტუბო

5

რაგბის სკოლა  ჭიათურა

6

აიეტი  ვანი

7

არწივები  ზესტაფონი

აღმოსავლეთი

განაცხადები.xls

1

სტუ  თბილისი

2

ცივი  თელავი

3

ტორნადო  დუშეთი

4

გორდა  გორი

5

დევები  თბილისი

6

იბერია სპორტუნი  მცხეთა

ესები

25/07_2017 @ 10.20

ახალი წესები დამდეგი სეზონისთვის

15-ვე სიახლე 4-გვერდა ბროშურად (ა5)

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

ოქმის ბლანკი და
შევსების ინსტრუქცია

წესების წიგნი 

2017 * შემოდგომის ტესტები

22/07_2017 @ 21.30

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

11/11

.

შინ

.

.

შაბ

18/11

18.30

კარდიფ

უელსი

.

შაბ

25/11

.

შინ

შტატები

.

2017 * ჭაბუკთა ლიგები

14/06_2017 @ 19.20

"" ლიგ

არდადეგები  5/09-მდე

მოწინავე  რვეული

სანუგეშო ჯგუფები     

"" ლიგ

არდადეგები  14/09-მდე

ზედა რვეული         შუა რვეული     

განრიგი დამტკიცდა

სანუგეშო ჯგუფები   აღმ   დას

შავი დაფა

23/05_2017 @ 20.10

ვის როდის უმთავრდება სასჯელი

2018 * რაგბი ევროპა

10/07_2017 @ 19.05   წყარო_EN

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

10/02

15.00

შინ

ბელგია

0:0

შაბ

17/02

17.30

გარეთ

გერმანია

0:0

შაბ

03/03

15.00

შინ

ესპანეთი

0:0

შაბ

10/03

16.00

სოჭი

რუსეთი

0:0

კვი

18/03

13.00

შინ

რუმინეთი

0:0

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები

2019 * მსოფლიო თასი

15/07_2017 @ 09.50

იაპონია * პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
ევრ’1 აფრ’1  აშშ   ფიჯ 
ევრ’2 | სამ რეპ  ტონ  ამე’2

2017 ზაფხულის შესარჩევებში
გამოვლინდა სამი ფინალისტიც:

ამე’1 = შტატები,
ზღვ’1 = ფიჯი, ზღვ’2 = ტონგა

ოთხ 10/05 @ 12.00 საქ 

კიოტო (იაპონია)   წილისყრა

20 ფინალისტი განაწილდა ოთხ 5-გუნდა ჯგუფად

შესარჩევთა ზემო დონე

სახელმძღვანელო

28/10_2016 @ 17.45

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

ლექსიკონი

23/01_2017 @ 21.00

ნულოვანი ვერსია

+ დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

\

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი

 

 

რადიო პალიტრა

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო ნატახტარის ლოგო მინდა ჯგუფის ლოგო