18-წლამდელები | ორი ლელო და ჯარიმა

15-აპრ-2017

 

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა (18-წლამდელებმა) რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის ფინალში მასპინძელ საფრანგეთს 2 ლელო დაუდეს, 2 ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაუტანეს, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 18:36.

 

ეს იყო ზედიზედ მესამე ფინალი ევროპაში, რომელშიც ერთმანეთს ფრანგი და ქართველი 18-წლამდელები შეხვდნენ. 2015 წელს გადამწყვეტ მატჩში ირლანდიისა და იტალიის ნაკრებების გავლით მოვხვდით და 0:57 დავთმეთ; შარშან ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონში თამაშზე უარი ინგლისმა, ირლანდიამ, უელსმა, შოტლანდიამ და იტალიამ თქვეს, ფინალში მარტივად გავედით და ფრანგებმა 42:0 იმარჯვეს.

 

 

წელს განდგომილების ნაცვლად ტურნირს კანადა, აშშ და იაპონია დაემატნენ. საფრანგეთში, ბრეტანში გამართულ რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის მეოთხედფინალში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კანადა 43:3, ხოლო ნახევარფინალში იაპონია 42:17 დაამარცხეს და ფინალში მასპინძელ საფრანგეთს ზედიზედ მესამედ შეხვდნენ.

 

ქართველმა 18-წლამდელებმა ნავსი გატეხეს და წელს მოედანი უქულოდ აღარ დავტოვეს, ფრანგებს ფინალში პირველად დავუდეთ ლელო (თანაც ორი) და მეტოქესთან 24 ქულით, 18-მდე შევამცირეთ ჩამორჩენა.

 

 

დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა მაღალი დონის მეტოქეს ბოლო წუთამდე ბრძოლა შესთავაზეს და რიგ ეპიზოდებში სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს.

 

მაგრამ იყო შეცდომები, რომლითაც გამოცდილმა გუნდმა კარგად ისარგებლა. ფრანგი მორაგბეები გამოირჩეოდნენ სიმაღლით და აღნაგობით, რამაც დერეფანში თამაშისას პრობლემები შეგვიქმნა. მასპინძლებმა კარგად ითამაშეს დაცვაში და რამდენჯერმე შეძლეს ქართველთა იერიშების მოგერიება, შეტევებში კი, ჩვენი შცდომების და საკუთაერი სისწრაფის ხარჯზე 5 ლელო დაგვიდეს.

 

 

მეტოქის პირველი შეტევა ლელოს ხაზზე მოვიგერიეთ, მერე იქით შევუტიეთ და გიორგი ასათიანმა 55 მეტრიდან სცადა ანგარიშის გახსნა - მიმართულება კარგი იყო, მაგრამ დარტყმას ოდნავ ძალა დააკლდა. მეორე ჯერზე ლელოზე ვცადეთ თამაში და დერეფნის შემდეგ მეტოქის 22-ში მოლით შევედით, მაგრამ იქ ბურთი დაიკარგა. ფრანგებმა აღარ გარისკეს და მე-10 წუთზე ახლოდან ჯარიმა გაიტანეს, ხოლო მე-20 წუთზე სისწრაფეზე ხაზი გაჭრეს და პირველი ლელო დადეს  - 10:0.

 

2 წუთში უმცროსი ბორჯღალოსნების მოლი მეტოქემ ჯარიმით შეაჩერა და თედო აბჟანდაძემ ფინალურ მატჩში ქართველებს პირველი ქულები შესძინა. ტაიმის ბოლოს ფრანგებმა ორი ლელოს დადება მოახერხეს და შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 22:3.

 

მეორე ტაიმი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და აბჟანდაძემ ჯარიმიდან მორიგი 3 ქულა აიღო. ფრანგები მთელი თამაშის განმავლობაში ხშირად ჯარიმდებოდნენ და მატჩის მიწურულს ამის გამო სინბინით კაციც დაკარგეს, მაგრამ მანამდე კიდევ ორი ლელოს დადება მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ლელომდე უპირატესობას ქართველი მორაგბეები ფლობდნენ, ჯარიმას კარში არ ურტყამდნენ და ლელოზე თამაშობდნენ, მაგრამ დასკვნით ეპიზოდებში ბურთი იკარგებოდა და ამ ფონზე მე-5 ლელო ალოგიკური იყო.

 

მიუხედავად 30-ქულიანი უპიირატესობისა (36:6), უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბოლომდე იბრძოლეს და ეს ბრძოლა დაუფასდათ. შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 5-მეტრა დერეფანს მოლი მოყვა და ფინალში ფრანგებთან პირველი ქართული ლელო გიორგი ახალაძემ დაამიწა. მატჩის მიწურულს ფრანგები მოლში გაგვიძალიანდნენ, ვანო კარკაძემ შეტევის დასრულება თავის თავზე აიღო, კონტაქტით ორი მბოჭავი ჩამოიცილა და ბურთი ლელოში დაამიწა. აბჟანდაძემ ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და ფრანგებთან მისაღები შედეგი დააფიქსირა - 18:36.

 

ამრიგად, 18-წლამდელთა შორის უმცროსი ბორჯღალოსნები ზედიზედ მესამედ გავიდნენ მეორე ადგილზე, ჩემპიონი მესამედ გახდა საფრანგეთი, ხოლო მესამე ადგილი იაპონიას ერგო, რომელმაც პორტუგალიას 22:16 მოუგო. მე-5 ადგილისთვის ესპანეთმა ბელგიას 55:7 აჯობა, ხოლო მე-7 ადგილი კანადას ერგო, რომელმაც აშშ-ს 13:12 სძლია.     

 

რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატი

15 აპრილი | ფინალი

საქართველო 18:36 (3:22) საფრანგეთი 

 

საქართველო: 15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა; 1. გიორგი ახალაძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. იოანე იაშაღაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი (კაპ.), 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.

 

მარქაფა: 16. ლუკა ჭელიძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გოჩა ჩანადირი, 26. ლუკა გელაშვილი.

 

სამწვრთნელო შტაბი: დავით ჩავლეიშვილი - მთ. მწვრთნელი, ლევან შარვაშიძე - მწვრთნელი, მიხეილ სუჯაშვილი - მწვრთნელი, მამუკა ტყეშელაშვილი - მწვრთნელი, გივი ნადარეიშვილი - ფიზ. მწვრთნელი, სერგო ბერიაშვილი - ექიმი, გიორგი სვანიძე - ფიზიო, დავით რამიშვილი - ვიდეოანალიტიკოსი, მალხაზ დავითაშვილი - ფსიქოლოგი, ზაზა ლეჟავა - რაგბის აკადემიის ხელმძღვანელი, პაატა მაისურაძე - მენეჯერი

2 ლელო: ახალაძე, კარკაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 ჯარიმა: აბჟანდაძე

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

2017 * ტურნე ამერიკაში

23/06 @ 13.25

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

1989-2017 200 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად

ბალანსი | ახალი წესები სანაკრებო რაგბისთვის

11/06

01.00

ქალგარი

კანადა

13:0

რაზმი | ბარათი | ოქმი | ვიდეო

18/06

03.00

ატლანტა

შტატები

21:17

რაზმი | ბარათი | ოქმი | ვიდეო

24/06

23.15

ხუხუი

არგენტინა

0:0

რაზმი | ბარათი | ოქმი | ვიდეო

2017 * 20წ მსოფლიო

20/06 @ 11.30

თბილისი,  ქუთაისი

განრიგი + შედეგები + ცხრილები + ბარათები

 ჩვენი რაზმი | 12-ვე გუნდი და მსაჯები | 23-კაცა სიები EN

ისტორია ზოგადი | ბორჯღალოსნები ოდითგან | ალაფაზე

 წესები ახალი - ნაკრებთათვის | საცდელი - ტურნირისთვის

საქართველო -

ოთხ

31/05

18.00

ავჭ

არგენტინა

26:37$

კვი

04/06

18.00

ავჭ

აფრიკა

14:38$

ხუთ

08/06

18.00

ავჭ

საფრანგეთი

00:54$

ავჭალა

#

სხვ

2

ინგ

14

+70

5

ავს

10

+13

7

უელ

6

+15

11

სამ

1

-98

ქუთაისი

#

სხვ

1

ზელ

15

+130

6

შტლ

9

-17

8

იტა

6

-42

10

ირლ

2

-71

ავჭალა

#

სხვ

3

აფრ

12

+82

4

სფრ

11

+55

9

არგ

6

-48

12

საქ

0

-89

პლეი’ოფი:  ვაკე, ავჭალა

სამ

13/06

15.30

ვაკე

არგენტინა IX-XII

26:25

კვი

18/06

13.00

ვაკე

ირლანდია  IX-X

18:24

კიბე

1. ზელანდია 2. ინგლისი 3. აფრიკა 4. საფრანგეთი
5. შოტლანდია 6. ავსტრალია 7. უელსი 8. იტალია
9. ირლანდია 10. საქართველო 11. არგენტინა 12. სამოა

2016-17 * დიდი 10

24/05 @ 19.55

დასრულდა

1

ჯიქი  გორი

2

ბათუმი  ბათუმი

3

ლელო სარასენს  თბილისი

4

აკადემია  თბილისი

5

ლოკომოტივი  თბილისი

6

აია  ქუთაისი

7

არმია  თბილისი

8

ბაგრატ  ქუთაისი

9

არმაზი  თბილისი

10

ყოჩები  ბოლნისი

დიდი ფინალის ვებ’ოქმი

შინაური კვარცხლბეკი 1990-2017

2016-17 * პირველი ლიგა

1/05 @ 11.50

დასრულდა

2016-17 * რეგიონული ლიგა

27/05 @ 20.05

დასრულდა

2017 * ჭაბუკთა ლიგები

14/06 @ 19.20

"" ლიგ

არდადეგები  5/09-მდე

მოწინავე  რვეული

სანუგეშო ჯგუფები     

"" ლიგ

არდადეგები  14/09-მდე

ზედა რვეული         შუა რვეული     

განრიგი დამტკიცდა

სანუგეშო ჯგუფები   აღმ   დას

შავი დაფა

23/05 @ 20.10

ვის როდის უმთავრდება სასჯელი

2017 * შემოდგომის ტესტები

9/05 @ 17.30

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

11/11

.

შინ

ტონგა

.

შაბ

18/11

18.30

კარდიფ

უელსი

.

შაბ

25/11

.

შინ

ფიჯი

.

2019 * მსოფლიო თასი

23/05 @ 20.15

ოთხ 10/05 @ 12.00 საქ 

კიოტო (იაპონია)   წილისყრა

20 ფინალისტი განაწილდა
ოთხ 5-გუნდა ჯგუფად

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
ევრ’1 აფრ’1 ამე’1 ზღვ’1
ევრ’2|ზღვ’3 რეპ ზღვ’2 ამე’2

შესარჩევთა ზემო დონე

სახელმძღვანელო

28/10_2016 @ 17.45

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

ლექსიკონი

23/01 @ 21.00

ნულოვანი ვერსია

+ დამატებითი საკითხავი

ესები

27/05_2017 @ 19.20

ახალი წესები დამდეგი სეზონისთვის

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

ოქმის ბლანკი და
შევსების ინსტრუქცია

წესების წიგნი 

 

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

 

\

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი

 

 

რადიო პალიტრა

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო ნატახტარის ლოგო მინდა ჯგუფის ლოგო