გავეშებული ხარები

18-აპრ-2017
 
რუსთავის „ხარები“ დიდ 10-ს ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დიდი ზარ-ზეიმით დაუბრუნდნენ.  ქვემო ქართლის დედა-ქალაქის გუნდმა პირველი ლიგა შთამბეჭდავად მოიგო: 14-ვე შეხვედრაში პრემიით იმარჯვა, უახლოესი მდევარი 19 ქულით ჩამოიტოვა და ელიტაში ბოლნისის "ყოჩები“ ჩაანაცვლა.
 
 
რუსთავს ქართული რაგბის სამყაროში ღირსეული ადგილი უკავია. „ხარების“ 27-წლიანი ისტორიაში ეროვნული ნაკრების კვართი სულ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა მოირგეს.
 
ოვალური ბურთის აღიარებული ოსტატების - ლევან ცაბიძის, დავით ზირაქაშვილის, მევლუდ მთიულიშვილის, გოდერძი შველიძის, პალიკო ჯიმშელაძის, კახა უჩავას, ზაზა და ვაჟა ხუციშვილების, ბექა გორგაძისა და გიორგი მელიქიძის კვალად ბორჯღალოსანი „ხარების“ ამჟამინდელი ლიდერიც - 21 წლის შუამარბი გიორგი კოშაძე გახდა.
 
18 წლამდელთა ნაკრების წევრია გარემარბი ლევან ნარიმანიძე, ხოლო 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყნის ღირსებას თორნიკე აქუბარდია და გიორგი ნარიმანიძე დაიცავენ.
 
შარშანდელი წარუმატებლობის მიუხედავად, ქალაქის თავი დავით ჯიქია „ხარებს“ ყურადღებას არ აკლებს და გუნდის სამომავლო განვითარებაშიც დიდი წვლილი შეაქვს. კლუბს ფინანსური პრობლემა არ აწუხებს და სამომავლოდ დიდ მიზნებს ისახავს.
 
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რუსთაველ მორაგბეებზე „ქართუ ჯგუფის“ ზრუნვა.  ჩვენი რაგბის უპირველესმა მეოხმა ამ 4 წლის წინ თანამედროვე ინფრა-სტრუქტურის, 3500 კაცის დამტევი და სათადარიგო მოედნიანი სარაგბო სტადიონით ქვემო ქართლის დედა-ქალაქს ჩინებული საჩუქარი უძღვნა.
 
„რუსთავი არენის“ დირექტორის, გია ქერაშვილის თქმით, „ქართუ“ ამჟამად ახორციელებს სტადიონის მინი-რეკონსტრუქციას, რაც კარს არაერთ ნიჭიერ ყმაწვილს გაუღებს და რუსთავ-ქალაქსაც ნებისმიერი საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობის შესაძლებლობას გაუჩენს.
 
 
„ხარები“ მთლიანად ადგილობრივი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. გუნდის მთავარი მწვრთნელი მამუკა მინდორაშვილი და მისი თანაშემწე ზაზა ხუციშვილი შევსებას ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგებში მოასპარეზე რუსთავის გუნდებიდან იღებენ.
 
მამუკას თქმით, მომავალ სეზონში „ხარების“ პროგრამა-მინიმუმი დიდ 10-ში ადგილის შენარჩუნება იქნება, პლეი-ოფში მოსახვედრად კი კლუბი რამდენიმე გამოცდილი მოთამაშის დამატებას საჭიროებს.
 
უნარიანად უძღვებიან საქმეს ჭაბუკთა „ა“ ლიგაში მოასპარეზე „ხარების“ თავკაცები - დავით კაკაბაძე და თემურ ლობჟანიძე.  ამ დუეტის ნაყოფიერი მუშაობის შედეგად კაცთა გუნდმა მარტო გასულ წელს 8 ჭაბუკი აიმატა. ასევე ნაყოფიერია „ბ“ ლიგაში“ მოასპარეზე ყმაწვილთა ხელმძღვანელების - რუბენ თევზაძისა და ლაშა კაკაბაძის გარჯაც.
 
 
„ა“ ლიგის“ მესამე ტურის გამორჩეულ შეხვედრაში „ხარები“ პრინციპულ მეტოქეს - თბილისის „ლოკომოტივს“ თავიანთი არენის ხელოვნურ მოედანზე დაუხვდნენ.  ქვემო-ქართლელებმა „რკინიგზელებს“ 4 ლელო დაუდეს, მეტოქე ნუგეშსღა დააჯერეს და დაძაბულ ბრძოლაში 24:17 იმარჯვეს.
 
ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ ჭაბუკი „ ხარები“ „ა“ ლიგას 14 ქულით სათავეში უდგანან და მდევარს -„იუნკერებ - ჩოხოსნებს“ 1 ქულით უსწრებენ.  მოწინავე რვეულის მორიგ, მეოთხე ტურის შეხვედრაში რუსთაველები „ყოჩებ - ხულიგანას“ 19 აპრილს, ავჭალაში ეწვევიან.
 
დიტო მარინაშვილი
 
 
 
 
 
 
უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

 

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2017-18 * კონტინენტის ფარი

15/10_2017 @ 13.05

  სრულად    ოფიციოზი_EN

ბათუმი -

საქართველოს თარიღითა და დროით, შაბათობით

14/10

17.00

როვიგო (იტა)

27:31

21/10

15.00

ჰაიდელბერგ (გერ)

0:0

09/12

18.00

ვიადანა (იტა)

0:0

16/12

15.00

ტიმიშოარა (რუმ)

0:0

"ა"

სხვ

რვგ (იტა)

5

+4

4/4

ტმშ (რუმ)

4

+4

2/1

ჰდლ (გერ)

4

+4

2/3

ვდნ (იტა)

1

-5

2/3

"ბ"

სხვ

ლშბ (პორ)

4

+5

3/2

ბთმ (საქ)

2

-4

4/4

კლვ (იტა)

1

-4

3/2

პდვ (იტა)

1

-4

1/2

გუნდი თანაჯგუფელებს ეჯიბრება,
მაგრამ ... არ ეთამაშება!
პლეი
ოფში გადის ორ-ორი მოწინავე

სახელმძღვანელო

13/10_2017 @ 11.05

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე
72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

2017-18 * დიდი 10

10/10_2017 @ 18.25

განახლდება  27/10

8/10 @ 19.40

სხვ

 მ-წ *

$

აია  ქუთაისი

24

+57

6-0

0

ლელო სარასენს

18

+28

4-2

2

ბათუმი

17

+75

3-1*1

3

ხარები  რუსთავი

17

-1

4-2

1

ჯიქი  გორი

16

+28

3-3

4

ლოკომოტივი

14

+11

3-2

2

არმაზი  მარნეული

13

-4

2-3*1

3

არმია

9

-78

2-4

1

აკადემია

5

-42

0-6

5

ბაგრატ  ქუთაისი

5

-74

1-5

1

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  სქოლიო

2017-18 * პირველი ლიგა

16/10_2017 @ 20.00

19-22/10   IV ტური

2017-18 * რეგიონული ლიგა

17/10_2017 @ 19.40

22/10   დას VII ტური | აღმ VI ტური

2017 * ჭაბუკთა ლიგები

17/10_2017 @ 20.00

"" ლიგ

17-18/10  მოწინავენი  ბოლო, XIV ტური

სარეიტინგო მატჩები

სანუგეშო ჯგუფები     

"" ლიგ

19-20/10   III ეტაპის ბოლო, VI ტური

ზედა რვეული         შუა რვეული     

სანუგეშო ჯგუფები   აღმ   დას

შავი დაფა

16/10_2017 @ 20.10

ვის როდის უმთავრდება სასჯელი

2017 * შემოდგომის ტესტები

9/10_2017 @ 18.55

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

 1989-2017   203 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად

შაბ

11/11

18.00

დინამო

კანადა

.

შაბ

18/11

18.30

კარდიფ

უელსი

.

შაბ

25/11

18.00

მესხი

შტატები

.

2018 * რაგბი ევროპა

10/07_2017 @ 19.05   წყარო_EN

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

10/02

15.00

შინ

ბელგია

0:0

შაბ

17/02

17.30

გარეთ

გერმანია

0:0

შაბ

03/03

15.00

შინ

ესპანეთი

0:0

შაბ

10/03

16.00

სოჭი

რუსეთი

0:0

კვი

18/03

13.00

შინ

რუმინეთი

0:0

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები

2019 * მსოფლიო თასი

15/07_2017 @ 09.50

იაპონია * პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
ევრ’1 აფრ’1  აშშ   ფიჯ 
ევრ’2 | სამ რეპ  ტონ  ამე’2

2017 ზაფხულის შესარჩევებში
გამოვლინდა სამი ფინალისტიც:

ამე’1 = შტატები,
ზღვ’1 = ფიჯი, ზღვ’2 = ტონგა

ოთხ 10/05 @ 12.00 საქ 

კიოტო (იაპონია)   წილისყრა

20 ფინალისტი განაწილდა ოთხ 5-გუნდა ჯგუფად

შესარჩევთა ზემო დონე

ესები

28/08_2017 @ 22.30

ახალი წესები დამდეგი სეზონისთვის

15-ვე სიახლე 4-გვერდა ბროშურად (ა5)

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

ოქმის ბლანკი და
შევსების ინსტრუქცია

განახლებული წიგნი 

ლექსიკონი

23/01_2017 @ 21.00

ნულოვანი ვერსია

+ დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

\

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი

 

 

რადიო პალიტრა

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო ნატახტარის ლოგო მინდა ჯგუფის ლოგო