ქართველი მსაჯები ევროტურნირებზე!

26-სექ-2017

© გოგიტა ბუხაიძე

 

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ქართველი მსაჯებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები ევროთასების მატჩებს განსჯიან.

 

ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე ორი ქართველი ცენტრალური მსაჯი იქნება - შოთა თევზაძე და ნიკა ამაშუკელი, რომლებსაც დამხმარებად ასევე ქართველი მსაჯები ეყოლება.

 

14 ოქტომბერს, როდესაც ‘ბათუმი’ ‘კონტინენტის ფარის’ სადებიუტო მატჩში ‘როვიგოს’ იტალიაში შეხვდება, ასევე იტალიაში, ‘ვიადანასა’ და ‘ლისაბონის უნივერსიტეტის’ შეხვედრაში ქართველი მსაჯთა ბრიგადის ევრო-დებიუტი შედგება: მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელია და მას კიდეებიდან საბა აბულაშვილი და ილია საჯაია დაეხმარებიან.

 

„ძალიან გახარებული ვარ, რადგან ‘ბათუმთან’ ერთად, ჩვენც გავალთ ევროთასებზე და დიდი 10-ის ყველა მსაჯს წინსვლის საშუალება გვექნება. უკვე ვიწყებთ მზადებას, იმ გუნდების შესწავლას, რომელთა შეხვედრის მსაჯობაც მოგვიწევს. ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან კიდის მსაჯებიც ქართველები იქნებიან, რომელთაც ძალიან კარგად ვიცნობ და ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. ასეთი დონის შეხვედრების მსაჯობით, შევიძენთ უდიდეს გამოცდილებას და ეს ქართული რაგბის წინსვლას დაეხმარება“ - გვეუბნება ნიკა ამაშუკელი, რომელიც ევროტურნირების ისტორიაში პირველი ქართველი ცენტრალური მსაჯი იქნება.

 

ამაშუკელის საერთაშორისო მატჩების განსჯის გამოცდილება არ აკლია. მას 3 წელია სხვადასხვა დონის სანაკრებო ტურნირებზე იწვევენ და წელს კიდით მსაჯად მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც იმუშავა. სწორედ 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შესთავაზა ალან როლანმა ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის სამსაჯო განყოფილებას მისი და შოთა თევზაძის საკლუბო ევროტურნირებში მიწვევა.

 

© ია მირიანაშვილი

 

„20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ალან როლანისგან კარგი დახასიათება მივიღეთ და ასე მოვხვდით საკლუბო ტურნირებზე. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბი მხოლოდ მთავარ მსაჯებს ნიშნავს, ხოლო კიდით მსაჯებს საქართველოს სამსაჯო კომიტეტი არჩევს. პირველ მატჩში საბა აბულაშვილი და ილია საჯაია დამეხმარებიან. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მოხდება კიდითი მსაჯების როტაცია, რათა ყველამ მიიღოს მაღალ დონეზე მუშაობის გამოცდილება. თამაშამდე, 2-6 ოქტომბერს, პარიზში გაიმართება ევროტურნირებში ჩართული მსაჯების სემინარი და იქ გვეტყვიან რას ელოდებიან ჩვენგან. „კონტინენტის ფარი“ ერთგვარი ხიდია და თუ თავს კარგად წარმოვაჩენთ, გაისად ჩელენჯ ქაფის შეხვედრების განსჯის უფლებასაც მოგვცემენ“ - გვიყვება შერჩევის პრინციპებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ამაშუკელი.

 

21 ოქტომბერს, მეორე ტურში კონტინენტის ფარის იტალიურ დერბის ‘პეტრარკასა’ და ‘როვიგოს’ შორის შოთა თევზაძე განსჯის, რომელსაც კიდეებიდან სულხან ჩიხლაძე და თორნიკე გვირჯიშვილი დაეხმარებიან. ამაშუკელის მსგავსად, თევზაძეც 3 წელია საერთაშორისო სანაკრებო თამაშებს მსაჯობს, ივნისში საქართველოში გამართულ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გვერდითი მსაჯი იყო და ალან როლანისაგან მაღალი შეფასება დაიმსახურა, რის შემდეგაც საკლუბო ევროტურნირზე მიიწვიეს.

 

ევროტურნირებზე პირველი თამაშის მაღალ დონეზე მსაჯობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თევზაძე, რათა უფრო მაღალ დონეზე ასვლის შანსი გაუჩნდეს და იტალიურ დერბიში საინტერესო ბრძოლას ელოდება:

 

„ეს საწყისია და მნიშვნელოვანია, რომ ამოცანას კარგად გავართვათ თავი. არის პრიობა, რომ თავის გამოჩენის შემთხვევაში უფრო მაღალ დონეზე მსაჯობის საშუალებაც გვექნება. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა იქნება, რადგან ერთმანეთს იტალიის ჩემპიონატის მეორე-მესამეადგილოსნები ხვდებიან. ამ გუნდების თამაშებს აუცილებლად ვნახავ და გავარჩევ. როგორც წესი, მომავალი შხვედრისთვის მზადებას უშუალოდ თამაშის კვირაში ვიწყებ და ამჯერადაც ასე იქნება. სულხანთან და თორნიკესთან ერთად ადრეც მიმუშავია, ერთმანეთის კარგად გვესმის და ვფიქრობ, იტალიაშიც ყველაფერი კარგად ჩაივლის. სიახლე მხოლოდ ისაა, რომ ამჯერად ჩვენ ევროტურნირების თამაშს ვიმსაჯებთ“

 

© გოგიტა ბუხაიძე

 

გაირკვა იმ მთავარი მსაჯის ვინაობაც, რომელიც პირველ ორ ტურში ‘ბათუმის’ თამაშებს განსჯის. ის ქართველებისთვის კარგად ნაცნობი, ბელგიელი მაქსიმ ბიურლეა, რომელმაც 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში რუსთავში, საქართველოსა და გერმანიის შეხვედრა იმსაჯა. ისე მოხდა, რომ ბიურლე განსჯის როგორც გასვლაზე ‘როვიგოსა’ და ‘ბათუმის’ (14 ოქტომბერი), ასევე შინ, ბათუმის 'რაგბი არენაზე' (ლეონიძის 2) ‘ბათუმისა’ და ‘ჰაიდელბერგის’ (21 ოქტომბერი) შეხვედრას. 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

2018 * ზაფხულის თასი

თბილისი, ვაკე, მესხი    სრულად

შაბ 28/07

19.00

საქართველო

0:0

არგენტინა

. .

21.30

რასინგი

0:0

ბრაზილია


პარ  03/08

19.00

რასინგი

0:0

არგენტინა

. .

21.30

საქართველო

0:0

ბრაზილია

0 ტური

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*

$

არგენტინა XV

0

=0

00:00

0/0

0-0

0

ბრაზილია

0

=0

00:00

0/0

0-0

0

რასინგ 92 [სფრ]

0

=0

00:00

0/0

0-0

0

საქართველო XV

0

=0

00:00

0/0

0-0

0

2019 * მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

14/07  სამოამ აჯობა გერმანიას

  ევროპის შესარჩევი

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს აფრ’1  აშშ   ფიჯ 
სამ რეპ  ტონ  ურუ

2018-19 * დიდი 10

განრიგი  |  წინა სეზონი [2017-18]

1

ლოკომოტივი  თბილისი

2

აია  ქუთაისი

3

ჯიქი  გორი

4

ბათუმი  ბათუმი

5

ლელო სარასენს  თბილისი

6

ხარები  რუსთავი

7

აკადემია  თბილისი

8

არმაზი  მარნეული

9

არმია  თბილისი

10

ვეფხვები  პატარძეული

2018-19 * პირველი ლიგა

განრიგი  |  წინა სეზონი [2017-18]

1

ბაგრატ  ქუთაისი

2

ყოჩები  ბოლნისი

3

არესი  ქუთაისი

4

იუნკერები  კიკეთი

5

დინამო  თბილისი

6

არწივები  ოზურგეთი

7

ივერია  ფოთი

8

ტაო  სამცხე-ჯავახეთი

2018-19 * რეგიონული ლიგა

წინა სეზონი [2017-18]

დასავლეთი

განრიგი

1

რაგბის სკოლა  ჭიათურა

2

დინოზავრი  წყალტუბო

3

აიეტი  ვანი

4

ფირალები  ქედა

5

არწივები  ზესტაფონი

6

გორ  გორი

აღმოსავლეთი

განრიგი

1

რაგბის კლუბი  თელავი

2

დევები  თბილისი

3

სტუ  თბილისი

4

იბერია სპორტუნი  მცხეთა

5

ტორნადო  დუშეთი

+

ყაზბეგი  სტეფან’წმინდა

+

წიქარა  თბილისი

+

რუსთავი  რუსთავი

ოვალის ამქარი

კაცთა ლიგების     ყველა [1395] მოთამაშე

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2018 * ჭაბუკთა ლიგები

გარდამავალი სეზონი     "ა"   "ბ"

ესები

გამარტივებული და დამოკლებული

ახალი წესები 2017-18 სეზონისთვის

15-ვე სიახლე 4-გვერდა ბროშურად (ა5)

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

  კაცთა | ჭაბუკთა ოქმის
ბლანკი და მისი შევსების
ინსტრუქცია

განახლებული წიგნი 

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

მსოფლიო

სად მივაბაროთ ბიჭი

სარაგაბო ბაზები

ევროპის ერთა თასი

ვიდეო გალერეა

არქივი

მსოფლიო თასი 2015

ლეგიონერები

referee

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

რაგბი თივი

 

 

imedi

 

logo_palace

 

რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო   აისის ლოგო     მინდა ჯგუფის ლოგო