რუსეთმა საქართველო რეგიონის ლიდერად აღიარა
18-მაის-2018

რუსეთის რაგბის კავშირი საქართველოს რეგიონის ლიდერად აღიარებს და აღნიშნავს, რომ ახალი საერთაშორისო ტურნირი მის გარეშე ვერ დაარსდება.
საუბარია ახალი საკლუბო ტურნირის შექმნის შესაძლებლობაზე, სადაც 10-მდე ქვეყნის გუნდი ითამაშებს, მათ შორის საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, უკრაინის და ა.შ.
აღნიშნულთა დაკავშირებით მოსკოვში მყოფმა სრკ-ს პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კირილ იაშენკომ პირველი მოლაპარაკებები გამართეს.
„ერთ რამეში თანამოაზრეები ვართ - ახალი საერთაშორისო საკლუბო ტურნირი უნდა შედგეს. მასში მონაწილე ქვეყნებსა და კლუბებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ერთი რამის თქმა ახლავე შეგვიძლია - საქართველოს გარეშე ეს ტურნირი ვერ შედგება. კონსულტაციები გაგრძელდება და ვიმედოვნებ, უახლოეს თვეებში ქართულ მხარესთან წერილობით შეთანხმებას მივაღწევთ, რის შემდეგაც კონკრეტულ დეტალებს განვიხილავთ. წინ რთული სამუშაო გველის, რომელიც მინიმუმ 2-3 წელი გაგრძელდება“ - ამბობს იაშენკო.