20წ | სამი მოგება მსოფლიოზე!

17-ივნ-2018

© ლევან ვერძეული

 

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ზედიზედ სამი თამაში მოიგეს და წინა ორი წლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.

 

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილი გუნდი, აქამდე გამართულ ჩემპიონატებში მე-4 თამაშს იგებდა (2016 წელს იტალიასთან და 2017 წელს არგენტინასთან) და ჩემპიონატს მე-10 ადგილზე ასრულებდა, წელს კი ეს მაჩვენებელი ორი მოგებით და ერთი ადგილით გაუმჯობესდა.

 

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ირლანდიის დამარცხების (24:20) შემდეგ, იყო რეალური შანსი, რომ კიდევ უფრო მაღალი, მე-5-მე-8 ადგილებისთვის გვეთამაშა, მაგრამ არ გაგვიმართლა. სანაცვლოდ ბიჭებმა მე-4, დაძაბულ მატჩში იაპონია 24:22 დაამარცხეს და ელიტაში ზედიზედ მეოთხედ თამაში დაიბევეს, ხოლო ტურნირის დასკვნით შეხვედრაში შოტლანდიას 39:31 აჯობეს და მე-9 ადგილი დაიკავეს.

 

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ხუთივე შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, რაც შედეგებზეც აისახა და პირველ მატჩში თასის ნახევარფინალისტ, მრისხანე სამხრეთ აფრიკასთან ბონუსი ავიღეთ (27:33), ხოლო ფინალისტს, მასპინძელ საფრანგეთს მხოლოდ 12 ქულით (12:24) ჩამოვრჩით.

 

თავის მხრივ, ასეთი თამაშის ხარისხი და შესაბამისად შედეგი, კარგად დაგეგმილი მოსამზადებელი ეტაპის ნაყოფია. ამა წლის თებერვალში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ბაზაზე ერთკვირიანი შეკრება გაიარეს და საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან ორი ტესტი გამართეს; აპრილში გუნდი 12 დღით სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა და მასპინძელთა 20-წლამდე ნაკრებს ორჯერ ეთამაშა; მაისში, უშუალოდ ჩემპიონატზე გამგზავრების წინ, თბილისს ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ძალიან ძლიერი ნაკრები ეწვია და უმცროს ბორჯღალოსნებთან ‘ავჭალაზე’ ითამაშა. ამ ხუთმა მაღალი დონის შეხვედრამ, ჩვენს გუნდს უმაღლეს სათამაშო ტემპთან შეჩვევის შესაძლებლობა მისცა, რამაც შედეგი მოიტანა!

 

შოტლანდიელებთან პირველ ტაიმში პირქარში ვითამაშეთ, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა და საწყის 20 წუთში თამაშის დალაგებაც გაგვიჭირდა, თუმცა მთლიანობაში, კარგი ტაიმი ჩავატარეთ და ლოგიკურად ის ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყი. მეორე ტაიმის 30 წუთი მეტოქე პირწმინდად დავჯაბნეთ და დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, თუმცა დასკვნით წუთებში ნერვიულობამ მაინც მოგვიწია.

 

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მე-3 წუთზე გახსნა. გუნდის კაპიტანმა ბექა საღინაძემ ბურთი დერეფანში მოიგო და კარგად დაყენებულმა მოლმა დაახლოებით 15 მეტრი იარა, მერე მას ლუკა ჯაფარიძე მოწყდა, რომელმაც დარჩენილი 6-7 მეტრი ბრძოლით დაფარა და მიზანს უწია. ქარმა გელა აფრასიძეს მიზნის გასწორების საშუალება არ მისცა და მალე წონასწორობაც აღდგა. ამჯერად მოლი შოტლანდიამ დააყენა, ხოლო გარდასახვა მათაც გაუცუდდათ.

 

მე-13 წუთზე შოტლანდიელთა ფლანკერმა აფრასიძეზე ჯერ უხეში ბოჭვა შეასრულა, მერე წაქცეულს თავში ხელი ჩაარტყა და გუნდური ჩხუბი ატყდა. ეპიზოდი ვიდეო-რეფერიმ განიხილა და ჩხუბის ინიციატორები სინბინში გაუშვა, ხოლო ხურდის დაბრუნების გამო, ჯარიმა შოტლანდიას გადასცა. მეტოქემ დერეფნიდან შეგვიტია და იქვე ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოყვა.

 

მალე ჩვენი თამაში დალაგდა, დაცვა აგრესიული, ხოლო შეტევები თანმიმდევრული გახდა და საპასუხო, ლამაზმა ლელომაც არ დააყოვნა. მეტოქემ ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა და ბექა მამუკაშვილმა ხაზი გაჭრა, მიყოლამ დააგვიანა და შოტლანდიამ საკუთარი 22-იდან ფეხით ითამაშა, ამჯერად სწრაფ იერიშში მთელი გუნდი ჩაერთო, უპირატესობის ხაზი ყველა ჯერზე გადაიკვეთა, მარჯვენა ფრთაზე მეტობა გაჩნდა და კოტე მარჯანიშვილი ლელოში შეფრინდა, ხოლო აფრასიძის არყოფნაში აბჟანდაძემ ურთულესი გარდასახვა გაიტანა - 12:12.

 

ტაიმის მეორე ნახევარში ვდომინირებდით, ვაკონტროლებდით ბურთს და თითქმის მთელი დრო მეტოქის ნახევარზე გავატარეთ. ჯარიმა კარის წინ 5 მეტრიდანაც არ დავარტყით და სწრაფი გათამაშებით ვცადეთ უპირატესობის გამოყენება, მაგრამ ბოლო პასი მეტოქემ ჩაჭრა და იქით გასატანი ლელო აქეთ მივიღეთ.

 

მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ამჯერად ქარიც ჩვენს სასარგებლოდ ქროდა და დებიუტშივე მაღალ ტემპში შევუტიეთ. ჯარიმიდან ბურთი 5-მეტრიან წყვეტილთან ჩავაგდეთ და იქ ჩვენი დერეფანი ვერ მოვიგეთ, თუმცა ბურთს ვერც შოტლანდიელები დაეუფლნენ, სიტუაციაში ყველაზე სწრაფად თენგიზ გიგოლაშვილი გაერკვა, ოვალი აიტაცა და ლელოში შეხტა, ხოლო აბჟანდაძემ ანგარიში გაათანაბრა. 49-ე წუთზე მეტოქე შერკინებაში დავაჯარიმეთ, ამჯერად აბჟანდაძემ კარში დარტყმა გადაწყვიტა და ცენტრიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა - 22:19.

 

საქართველოს ნაკრები წნეხს აძლიერებდა და მომენტს მომენტზე ქმნიდა. ლევან პაპიძემ მეტოქეს რომ დაუფარა ლელომდე სანტიმეტრები დაგვაკლდა, თუმცა 57-ე წუთზე მოსახდენი მაინც მოხდა. აბჟანდაძე, აფრასიძე და გიგოლაშვილი მცველებმა წითელ ზოლში შეაჩერეს, რაქიდან გურამ გოგიჩაშვილის მიძალებას კი, წინ ვეღარავინ აღუდგა. თედო გარდასახვიდან ზუსტი იყო.

 

აგრესიული დაცვით მეტოქეს თავის ნახევრიდან გამოსვლის საშუალება არ მივეცით, 64-ე წუთზე სქოთებს ფეხით თამაშისას კიდევ ერთხელ დავუფარეთ, მორკინალებმა ურთულესი ბურთი შეინარჩუნეს, ხაზმა ის მარჯვნივ სწრაფად ჩაათამაშა და მარჯანიშვილმა თავისი მეორე ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძე რთული პოზიციიდან არ შეცდა - 36:19.

 

ორიოდე წუთში მარჯანიშვილს მესამე ლელოც უნდა გაეტანა, თორნიკე ჯალაღონიამ ცენტრთან კარგად გაჭრა ხაზი და 5-მეტრიან წყვეტილამდე ირბინა, თუმცა მისი გადაცემა კოტემ ვერ შეიმაგრა და ამ ეპიზოდში ორივე შემტევი დაშავდა. 70-ე წუთზე რეფერიმ სანდრო კალმახელიძე გაასინბინა და დასკვნითი 10 წუთი კაცნაკლულებმა გავატარეთ.

 

ასეთ ვითარებაში შოტლანდიამ შეტევაში გადასვლა მოახერხა, 5 წუთში 2 ლელო გაიტანა, ერთი გარდასახა და სხვაობა 5 ქულამდე დავიდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ძალები მოიკრიბეს, მეტოქე მათსავე ნახევარზე კიდევ ერთხელ შეავიწროვეს და შეცდომე დააშვებინეს, მერე ჯარიმა გამოიმუშავეს, აბჟანდაძემ მეექვსე დარტყმაც უნაკლოდ შეასრულა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება დაუბევა - 39:31.  

 

უმცროსი ბორჯღალოსნები, რომლებმაც განსაკუთრებული დახვედრა დაიმსახურეს, სამშობლოში 19 ივნისს, 03:05 საათზე ბრუნდებიან.

 

 

საქართველო 39:31 შოტლანდია

საქ: მამუკაშვილი თაფლაძე სვანიძე (წიკლაური 35) ლომიძე მარჯანიშვილი <10-9> აბჟანდაძე აფრასიძე სბ 14 (დვალიშვილი 66) / ნუცუბიძე (გოგიჩაშვილი 41) პაპიძე (ზამთარაძე 61) ჯაფარიძე (აზარიაშვილი 48) მაჩალაძე (კალმახელიძე 37 სბ 71) ჯაიანი (ხარაიშვილი 48) საღინაძე^კაპ გიგოლაშვილი ჯალაღონია (ჭიჭინაძე 68) 5ლ: ჯაფარიძე მარჯანიშვილი (2 5) გიგოლაშვილი გოგიჩაშვილი; 4გ 2ჯ: აბჟანდაძე

შტლ: დიუ’ჰერსთ თროთერ (სთრონ 57) ჰაჩინსონ მაკ’დაუვალ^კაპ როუ <10-9> მაკ’ლელანდ (თომპსონ 65) ჩეპმენ (გაულინგ 69) / დანბარ (გრემსლოუ 48) სმით (სქოთ 48) რიჩარდსონ (ვოქერ 69) ჰოჯსონ (ჯაპ 48) საიქს; გრემ სბ 14 (მილერ 41) დარგ ონოჯეიფ 5ლ: სმით თროთერ (2 3) როუ მილერ; 3გ: ჩეპმენ 2, თომპსონ

რეფ პიარდი [იტა]; კიდ: დელუკა [არგ] | ნუარო [სფრ]; ვიდ ბონურ [სფრ]

კვი 17/06 ბეზიე, მედიტერანე [სათადარიგო] @ 15.30 საქ

5:0(3) 5:5(8) სბ-სბ(14) 5:12(16) 12:12(24) 12:19(34) /
19:19(44) 22:19(50) 29:19(57) 36:19(65) სბ(71ს) 36:24(71) 36:31(76) 39:31(80)

ცოცხალი   დედანი

 

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2019  |  18წ ევროპა

კალინინგრად (რუსეთი)   ოფიციოზი_EN
საქართველოს თარიღითა და დროით
 სთრიმი | ვიდეო 
  წკაპი ანგარიშზე 

საქართველო –

კვი

14/04

20.30

1/4   გერმანია  ოქმი

46:00

ოთხ

17/04

20.30

1/2   რუსეთი  ოქმი

64:10

შაბ

20/04

20.00

     ესპანეთი  ოქმი

20:10

2 x 35 წთ (შეს 5’)  |  26-დან თამაშობს 23  |  12 როტაციული შეცვლა
ფრეზე:  1) მეტი ლელო, 2) მეტი გარდასახვა, 3) შუთაუთი

ისტორია

დავიკავეთ I ადგილი !

2018-19  |  დიდი 10

 

შესარჩევი ფინალი

სრულად

შაბ 20/04   ბათუმი   16.00

ბათუმი გავიდა დიდ ფინალში (12/05 ბთმ)
ხარები
დაეშვა წინასწარ ფინალში
(05/05 რსთ)

პლეი’ოფის სქემა    მუხლი 2.3

 

გასავარდნი ფინალი

 

კვი 21/04   ავჭალა   16.00

არმაზი გავიდა წინასწარ ფინალში (05/05 რსთ)

ფრეზე:  0) 2 x 10 წთ; 1) მეტი ლელო, 2) ნაკლები წითელი,
3) ნაკლები სინბინი, 4) უკეთესი ადგილი ორ წრეში 
  მუხლი 2.4

ორი წრე

სხვ

    მ-წ *

$

ბათუმი  ბათუმი

66

+139

15-3

6

ხარები  რუსთავი

60

+73

13-4*1

6

ლოკომოტივი  თბ

55

+135

11-7

11

აია  ქუთაისი ^

42

-1

09-8*1

4

არმაზი  მარნეული

42

+77

08-9*1

8

ლელო სარასენს  თბ

37

-40

08-10

5

ჯიქი  გორი

36

-18

06-11*1

10

აკადემია  თბილისი

31

-138

06-10*2

3

ვეფხვები  პატარძეული

30

-94

04-12*2

10

არმია  თბილისი

28

-133

06-12

4

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  ცოცხალი ოქმის სქოლიო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

2018-19  |  დუბლები

19-23/04   XIII ტური

2018-19  |  პირველი ლიგა

დასრულდა

დიდ 10-ში ავიდა ყოჩები

ასვლა | დარჩენა:  21/04  II მატჩი
ვეფხვები 22:6 იუნკერები

დიდ 10-ში ავიდა იუნკერები

2018-19  |  რეგიონული ლიგა

დასრულდა

პირველ ლიგაში ავიდნენ
ყაზბეგი და დევები

ასვლა | დარჩენა:  21/04   II მატჩი
ბაგრატი 19:3
ჭიათურა

პირველ ლიგაში დარჩა ბაგრატი

2018-19  |  სამოყვარულო ლიგა

რაგბობს  სახალისოდ

2018-19  |  ჭაბუკთა ლიგები

"" [2000-01 დაბ]

04/05   ნახევარ’ფინალები

რვეული    მოწინავე  |  სანუგეშო

"" [2002-03 დაბ]

24-25/04  III ეტაპის ბოლო, VI ტური
ოთხეულები      I - VIII  |  IX - XVI
სანუგეშო ჯგუფები     დას  |  აღმ

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2018-19  |  ოვალის ამქარი

ყველა ლიგის ყველა [3382] მორაგბე [18/04]

კაცი [1392]  |  ჭაბ’ა [646]  |  ჭაბ’ბ [1344]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

განახლებული სრული სიები არ მიიღება!

მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ
მინი’ფორმა

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

2019  |  20წ მსოფლიო

არგენტინა    სანტა’ფე, როსარიო

ისტორია ზოგადი | საქართველო ოდითგან | ალაფაზე

საქართველო

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

04/06

20.00

სტფ

ახ.ზელანდია

0:0

შაბ

08/06

17.30

რსრ

სამხრ.აფრიკა

0:0

ოთხ

12/06

17.30

რსრ

შოტლანდია

0:0

#

სხვ

1

სფრ

0

=0

6

არგ

0

=0

7

უელ

0

=0

12

ფიჯ

0

=0

#

სხვ

2

ინგ

0

=0

5

ავს

0

=0

8

იტა

0

=0

11

ირლ

0

=0

#

სხვ

3

აფრ

0

=0

4

ზელ

0

=0

9

საქ

0

=0

10

შტლ

0

=0

პლეი’ოფი

ორ

17/06

.

.

ნახევარ’ფინალი

0:0

შაბ

22/06

.

.

ფინალი

0:0

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

წიგნების განაწილება და გატანა

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაიბრეიქი

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო