ზაფხულის დამაგვირგვინებელი ტესტ-მატჩის შემადგენლობა

21-ივნ-2018

 

23 ივნისს, საქართველოს დროით 09:45 საათზე, ბორჯღალოსნები 2018 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის დასკვნით თამაშს ტოიოტაში, იაპონიის წინააღმდეგ გამართავენ.

 

აზიელ მეტოქეს აქამდე 5-ჯერ შევხვედრივართ, თუმცა ბოლო 12 წელია მათ სამშობლოში არ გვითამაშია. იაპონიას პირველად 2006 წელს ვეწვიეთ და ოსაკაში მასპინძლებმა 32:7 იმარჯვეს.

 

2012 წლიდან დღემდე, ‘საკურები. თბილისს სამჯერ სტუმრობდნენ. 6 წლის წინ, უკვე გაწითლებულ დროზე, სტუმრებმა კონტრშეტევა საკუთარი 5-მეტრიანიდან წამოიღეს და გამარჯვების არეკნი გაიტანეს - 25:22.

 

2014 წელს იაპონიას პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ მოვუგეთ. ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 5 ლელო გაუტანეს და 35:24 სძლიეს.

 

2015 წლის მსოფლიო თასის გასახურებელ შეხვედრაში აზიელებს 5 სექტემბერს, გლოსთერში ვეთამაშეთ -10:13. რეპეტიცია ორივე გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა და ტურნირის პირველ მატჩში საქართველომ ტონგას 17:10 სძლია, ხოლო იაპონიამ სენსაცია მოახდინა და სამხრეთ აფრიკა 34:32 დაამარცხა.

 

2016 წელს იაპონიას მესამედ ვუმასპინძლეთ ვაკეში და 60-წუთიანი დომინირების მიუხედავად, კონტრშეტევაზე მოთამაშე მეტოქემ 28:22 იმარჯვა.

 

იაპონია ბორჯღალოსნებისთვის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა მასთან უარყოფითი ბალანსი გვაქ - 4:1. განვლილ 5 მატჩში იაპონიამ გაიტანა 14 ლელო, ჩვენ - 11; ხოლო ქულათა ბალანსი 96:122-ზეა.

 

რეპეტიცია მსოფლიო თასის წინ

 

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბისთვის, მენეჯმენტისა და მოთამაშეებისთვის ამ თამაშს სპორტულის გარდა სხვა დატვირთვაც აქვს. 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩს, საქართველო სწორედ ‘ტოიოტა სთედიუმზე’, უელსის წინააღმდეგ გამართავს და ახლა გუნდი ზუსტად იმ პირობებში ემზადება, როგორ პირობებშიც დაახლოებით 1 წლის შემდეგ მოუწევს ყოფნა.

 

მილთონ ჰეიგი ამ შესაძლებლობით კმაყოფილია, რაც არაერთხელ აღნიშნა:

„მოხარული ვარ, რომ იაპონიას ტოიოტა სიტიში ვეთამაშებით, იმ სტადიონზე, რომელზეც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩში უელსს დავუპირისპირდებით. იგივე ბაზაზე ვივარჯიშებთ, იგივე სასტუმროში გავჩერდებით და იგივე სატრანსპორტო სისტემას გამოვიყენებთ. მსოფლიოსთვის მოსამზადებლად ამაზე კარგი რა უნდა გინდოდეს.

 

„ჩვენთვის დიდი პატივია იაპონიასთან მათსავე ქვეყანაში თამაში. რაც მე ბორჯღალოსნების მწვრთნელი ვარ, მათ სამჯერ ვეთამაშეთ თბილისში და ერთხელ ბრიტანეთში, აქედან გამომდინარე დიდებულია, რომ იაპონელებს თავიანთ მშობლიურ კედლებში დავუპირისპირდებით“.

 

ორი შერკინებაში, ორი ხაზში

 

საქართველოსა და იაპონიის ნაკრებების შეხვედრას ცნობილი უელსელი რეფერი, ლეგენდარული ნაიჯელ ოუენსი განსჯის, რაც თამაშს დამატებით ხიბლს შესძენს.

 

ამ თამაშამდე იაპონია ორჯერ შეხვდა იტალიას და ორი კვირის წინ ის 34:17 დაამარცხა, ხოლო გასულ შაბათს 22:25 დამარცხდა. ბორჯღალოსნებმა ზაფხული სხვებზე 10 დღით ადრე დაიწყეს და თბილისში, ‘დინამო არენაზე’ ‘ფრანგ ბარბაროსებს’ 16:15 სძლიეს, 9 ივნისს იგივე ანგარიშით ტონგა დაამარცხეს, ხოლო ერთი კვირის წინ ფიჯის შეხვდნენ და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 37:15.

 

მას შემდეგ ჰეიგმა სასტარტო 15-ში ოთხი ცვლილება განახორციელა. შერკინების მეორე და მესამე ხაზი უცვლელი დარჩა: გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ვიტო კოლელიშვილი და ოთარ გიორგაძე. ძირითადში შეინარჩუნა ადგილი მარცხენა ბურჯმა კახა ასიეშვილმა, შეიცვალა მარჯვენა ბურჯი და ლევან ჩილაჩავას ნაცვლად თამაშს ირაკლი მირცხულავა იწყებს. შეიცვალა კვაჭიც და შალვა მამუკაშვილის ნაცვლად სასტარტოში ჯაბა ბრეგვაძე გამოჩნდა, რომელიც იაპონურ ‘სანვულვზში’ თამაშობს.

 

წყნარი ოკეანის ტურნეზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და ლაშა ხმალაძის წყვილი. წინა მატჩისგან განსხვავებით, ცენტრში დაბრუნდა გიორგი კვესელაძე, რომელიც დავით კაჭარავას შეუწყვილდება. 2 კვირის წინ, ამ წყვილმა ტონგასთან მატჩი დაიწყო, თუმცა კვესელაძე მე-4 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს იწყებს მერაბ კვირიკაშვილი, ფრთაზე გადაინაცვლა იოსებ მათიაშვილმა, ხოლო მეორე ფრთა ალექსანდრე თოდუა იქნება.

 

მარქაფაში გადაინაცვლა კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა. ფიჯისთან მატჩის მსგავსად, თადარიგში არიან ბურჯები ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე, ასევე მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი. მესამე ხაზში შეცვლაზე მიხეილ გაჩეჩილაძე შევა, რომელმაც წინა მატჩი გამოტოვა. ხაზის თადარიგში არიან გიორგი ბეგაძე, ლაშა მალაღურაძე და ანზორ სიჭინავა.

 

 

საქართველოს ბორჯღალოსნები

– იაპონია  |  ზაფხულის ტურნე

შაბ 23/06_2018  |  ტოიოტა, სენგოკუჩო  |  09.45 საქ

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

 

უკანა ხაზი [ბექები]

 

15

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

113

16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ

14

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

74

11ლ 2სბ

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

111

22ლ [4 კაპ] 3სბ

12

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997 10

3

11

სოსო მათიაშვილი

აკადემია [საქ დ 10]

1993 12

6 18გ 18ჯ [120 ქ]

10

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

65

8ლ 4გ [48 ქ]

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

35

5

 

შერკინება [ფორვარდები]

 

1

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

33

5

2

ჯაბა ბრეგვაძე

სან’ვულვზ [იაპ ზე 15]

1987

50

2 3სბ

3

ირაკლი მირცხულავა

უაიონაკს [სფრ ტოპ 14]

1988 13

:

4

გიორგი ნემსაძე^კაპ

ოსპრეიზ [უელ პრო 14]

1984

84

13ლ [8 კაპ] 6სბ

5

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

56

2ლ 3სბ

6

გიორგი ცუცქირიძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1996

9

სბ

7

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

49

5ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ

8

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

13

2

 

მარქაფა [თადარიგი]

 

23

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

8

3 სბ

22

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

86

4ლ 40გ 25 3ა [184 ქ] 2სბ

21

გიორგი ბეგაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1986

62

2სბ

 

16

შალვა მამუკაშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1990 57

5ლ სბ

17

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

34

10ლ 2სბ

18

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

9

19

ნოდარ ჭეიშვილი

შონბრი [სფრ ფედ1]

1990

14

:

20

მიხეილ გაჩეჩილაძე

ენისეი [რუს სუპერ]

1990 7

2 სბ

21/06_2018 @ 11.00

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

2018 * ზაფხულის თასი

თბილისი, ვაკე, მესხი    სრულად

შაბ 28/07

19.00

საქართველო

0:0

არგენტინა

. .

21.30

რასინგი

0:0

ბრაზილია


პარ  03/08

19.00

რასინგი

0:0

არგენტინა

. .

21.30

საქართველო

0:0

ბრაზილია

0 ტური

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*

$

არგენტინა XV

0

=0

00:00

0/0

0-0

0

ბრაზილია

0

=0

00:00

0/0

0-0

0

რასინგ 92 [სფრ]

0

=0

00:00

0/0

0-0

0

საქართველო XV

0

=0

00:00

0/0

0-0

0

2019 * მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

14/07  სამოამ აჯობა გერმანიას

  ევროპის შესარჩევი

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს აფრ’1  აშშ   ფიჯ 
სამ რეპ  ტონ  ურუ

2018-19 * დიდი 10

განრიგი  |  წინა სეზონი [2017-18]

1

ლოკომოტივი  თბილისი

2

აია  ქუთაისი

3

ჯიქი  გორი

4

ბათუმი  ბათუმი

5

ლელო სარასენს  თბილისი

6

ხარები  რუსთავი

7

აკადემია  თბილისი

8

არმაზი  მარნეული

9

არმია  თბილისი

10

ვეფხვები  პატარძეული

2018-19 * პირველი ლიგა

განრიგი  |  წინა სეზონი [2017-18]

1

ბაგრატ  ქუთაისი

2

ყოჩები  ბოლნისი

3

არესი  ქუთაისი

4

იუნკერები  კიკეთი

5

დინამო  თბილისი

6

არწივები  ოზურგეთი

7

ივერია  ფოთი

8

ტაო  სამცხე-ჯავახეთი

2018-19 * რეგიონული ლიგა

წინა სეზონი [2017-18]

დასავლეთი

განრიგი

1

რაგბის სკოლა  ჭიათურა

2

დინოზავრი  წყალტუბო

3

აიეტი  ვანი

4

ფირალები  ქედა

5

არწივები  ზესტაფონი

6

გორ  გორი

აღმოსავლეთი

განრიგი

1

რაგბის კლუბი  თელავი

2

დევები  თბილისი

3

სტუ  თბილისი

4

იბერია სპორტუნი  მცხეთა

5

ტორნადო  დუშეთი

+

ყაზბეგი  სტეფან’წმინდა

+

წიქარა  თბილისი

+

რუსთავი  რუსთავი

ოვალის ამქარი

კაცთა ლიგების     ყველა [1395] მოთამაშე

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2018 * ჭაბუკთა ლიგები

გარდამავალი სეზონი     "ა"   "ბ"

ესები

გამარტივებული და დამოკლებული

ახალი წესები 2017-18 სეზონისთვის

15-ვე სიახლე 4-გვერდა ბროშურად (ა5)

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაი’ბრეიქი

  კაცთა | ჭაბუკთა ოქმის
ბლანკი და მისი შევსების
ინსტრუქცია

განახლებული წიგნი 

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

მსოფლიო

სად მივაბაროთ ბიჭი

სარაგაბო ბაზები

ევროპის ერთა თასი

ვიდეო გალერეა

არქივი

მსოფლიო თასი 2015

ლეგიონერები

referee

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

რაგბი თივი

 

 

imedi

 

logo_palace

 

რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო   აისის ლოგო     მინდა ჯგუფის ლოგო