7-კაცა | ევროპის გრან-პრი

25-ივნ-2018

 

7-კაცა დღეს საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც 5-დღიან შეკრებას გაივლის და რაგბი ევროპის გრან პრის მეორე ეტაპს ითამაშებს. ჩვენმა გუნდმა პირველ ეტაპზე 19-20 მაისს, მოსკოვში ითამაშა და მხოლოდ ბოლო, მეხუთე თამაში მოიგო, რის შემდეგაც მე-11 ადგილი დაიკავა. მას შემდეგ 7-კაცა საქართველოში ემზადებოდა და მარტყოფის ბაზაზე 1-კვირიანი შეკრებაც გაიარა.

 

დღეს 14-კაციანი შემადგენლობა საფრანგეთში გაემგზავრა და ორლეანში 5-დღიანი შეკრება ექნება, რის შემდეგაც პარიზის მახლობლად, მარკუსიში ‘ლე ბლეს’ (საფრანგეთის ეროვნული ნაკრები) ბაზაზე ჩავა და 30 ივნისსა და 1 ივლისს გრან პრის მეორე ეტაპზე ითამაშებს.

 

პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია და საქართველო „ბ“ ჯგუფში გერმანიის, რუსეთისა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს, 1 ივლისს კი ფლეი ოფებია.

 

 

მარკუსის ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდი საფრანგეთში დარჩება და ორლეანში განაგრძობს მზადებას, საიდანაც ინგლისში გადაინაცვლებს და 7-8 ივლისს მესამე, ექსეთერის ეტაპს ითამაშებს.

 

ევროპის გრან პრი ოთხ ეტაპად ტარდება და ბოლო ეტაპს 8-9 სექტემბერს პოლონეთი, ლოძი უმასპინძლებს.

 

საფრანგეთში ახალგაზრდებთან ერთად

 

მოსკოვის ეტაპის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ლეჟავამ ფრანგულ შეკრებაზე გადახალისებული შემადგენლობა წაიყვანა. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გუნდს უმცროსი ბორჯღალოსნებიდან ლაშა ლომიძე და ოთარ ძაგნიძე დაემატნენ, ასევე თენგიზ პერანიძე, რომელიც 20-წლამდელთა გაფართოებულ შემადგენლობაში იყო და რეზი ხარაზიშვილი, რომელმაც 20-წლამდელთა რეზერვის შემადგენლობაში ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

 

„აქცენტი მომავალზე კეთდება და შანსს ახალგაზრდებს ვაძლევთ. ჩვენი მიზანია, რომ ეროვნულ ნაკრებს გავუზარდოთ მაღალი დონის უკანახაზელები, რაშიც მოთამაშეებს 7-კაცაში მიღებული გამოცდილება დაეხმარებათ და ასევე ჩამოვაყალიბოთ ძლიერი გუნდი, რომელიც მომდევნო წლებში სტაბილურად ითამაშებს“ - ამბობს ლეჟავა.

 

 

მოსკოვის ეტაპზე არ უთამაშიათ და საფრანგეთში გაემგზავრნენ გიორგი ჭუაძე, ირაკლი სვანიძე, აკაკი ტაბუცაძე და იოანე ხელაია. გაფართოებულ სიაშია ბორჯღალოსანი სოსო მათიაშვილი, რომელიც ეროვნულში სწორედ 7-კაცადან დაწინაურდა. ის 1 კვირა დაისვენებს, 7-კაცას 2 ივლისს შეუერთდება და მასთან ერთად მომდევნო, ექსეთერის ეტაპისთვის მოემზადება.

 

ფრანგულ-ინგლისურ ეტაპებზე გაემგზავრნენ:

 

ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ჭუაძე (აკადემია), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ლაშა ლომიძე (აია), ოთარ ძაგნიძე (აია), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენს), რეზი ხარაზიშვილი (იუნკერები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფრანგეთი), რამაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), იოანე ხელაია (აკადემია), თორნიკე მანაგაძე (აია), სოსო მათიაშვილი (აკადემია).  

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

2018-19  |  დიდი 10

 

IV ტური

სრულად

პარ 21/09   ბათუმი   17.00

შაბ 22/09   გორი   15.00

შაბ 22/09   ქუთაისი   17.30

კვი 23/09   ავჭალა   15.00

კვი 23/09   ავჭალა   17.30

23/09 @ 19.25

სხვ

მ-წ *

$

ლოკომოტივი  თბ

18

+75

4-0

2

ბათუმი  ბათუმი

15

+70

3-1

3

ხარები  რუსთავი ^

14

+35

3-1

2

აია  ქუთაისი

14

+45

3-1

2

ლელო სარასენს  თბ

12

-5

3-1

0

არმაზი  მარნეული

11

+38

2-2

3

ჯიქი  გორი

6

-34

1-3

2

ვეფხვები  პატარძეული

5

-49

1-3

1

არმია  თბილისი

1

-81

0-4

1

აკადემია  თბილისი

1

-94

0-4

1

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  ცოცხალი ოქმის სქოლიო

23-კაცა სამატჩო სიის ახალი ფორმა

2018-19  |  ჭაბუკთა ლიგები

"" [2000-01 დაბ]

21-23/09  III ტური

"" [2002-03 დაბ]

26-27/09  აღმ  IV ტური  |  დას  III ტური

2018-19  |  რეგიონული ლიგა

22-23/09  II ტური  დას  |  აღმ

2018-19  |  დუბლები

24-25/09  II ტური

2018-19  |  პირველი ლიგა

იწყება  6/10

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2018-19  |  კონტინენტის ფარი

 სრულად   ოფიციოზი_EN

ლოკომოტივი  –

საქართველოს თარიღითა და დროით, შაბათობით

13/10

15.00

კალვიზანო

0:0

08/12

18.00

ფიამე ორო

0:0

15/12

18.00

კალვიზანო

0:0

12/01

15.00

ფიამე ორო

0:0

""

სხვ

ლოკ (საქ)

0

=0

კლვ (იტა)

0

=0

ფმრ (იტა)

0

=0

""

სხვ

პდვ (იტა)

0

=0

ბრბ (ბელ)

0

=0

რვგ (იტა)

0

=0

30/03

ფინალი

ბ1

0:0

20/04

ბ1

0:0

მოგებული ადის 2019-20 ჩელენჯზე

2018-19  |  ოვალის ამქარი

ყველა [3162] მოთამაშე  [23/09]

კაცი [1257]  |  ჭაბ’ა [622]  |  ჭაბ’ბ [1283]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

განახლებული სრული სიები არ მიიღება!

მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ
მინი’ფორმა

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

წიგნების განაწილება და გატანა

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაიბრეიქი

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

2018  |  შემოდგომის ტესტები

არაფორმალური წყარო_EN

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

10/11

18.00

ფლორენცია

იტალია

0:0

17/11

.

შინ

სამოა

0:0

24/11

.

შინ

ტონგა

0:0

2019  |  რაგბი ევროპა

ოფიციოზი_EN

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

09/02

.

გარეთ

რუმ | პორ

0:0

შაბ

16/02

.

შინ

ესპანეთი

0:0

შაბ

02/03

.

გარეთ

ბელგია

0:0

შაბ

09/03

.

შინ

გერმანია

0:0

კვი

17/03

.

გარეთ

რუსეთი

0:0

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები

წინა სეზონი [2018]

1989 - 2018    215 ტესტი  |  254 ბორჯღალოსანი  |  სრულად [1/06]

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

  ევროპის შესარჩევი

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ რეპ  ტონ  ურუ

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

 

დ10 მეორე
მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

რაგბი თივი

 

 

imedi

 

logo_palace

 

რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო   აისის ლოგო     მინდა ჯგუფის ლოგო