მსოლფიო რაგბი აქვეყნებს 2017 წლის ანტი–დოპინგური პროგრამის შედეგებს

03-ივლ-2018

მსოფლიო რაგბიმ გამოაქვეყნა 2017 წლის ანტი–დოპინგური პროგრამის დეტალები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის პოზიციას თანაბარი დონის თამაშის მიმართ მსოფლიო ანტი–დოპინგური სააგენტოს “Play True Day” (სუფთა თამაშის დღე) დღესთან დაკავშირებით.

 

  • ინტელექტუალური ტესტირების პროგრამა, რომელიც მოიცავს არასაშეჯიბრო ტესტების 72 პროცენტს
  • მსოფლიო რაგბი ორიენტირებულია განავითაროს სტრატეგიული თანამშრომლობა ეროვნულ ანტი–დოპინგურ ასოციაციებთან
  • მსოფლიო რაგბი და კავშირები (ფედერაციები) ფოკუსირებულნი იქნებიან ახალგაზრდების განათლებაზე

პროგრამა მოიცავს 72 პროცენტს არასაშეჯიბრო ჩატარებულ ტესტს, რამდენადაც საერთაშორისო ფედერაცია განაგრძობს ინტელექტუალურ ტესტირებაზე პრიორიტეტის მინიჭებას ელიტარულ რაგბში სადაც უფრო მეტი რისკია.

თანაბარი დონის თამაშის შენარჩუნება არის იმპერატიული სპორტის მთლიანობისთვის და მსოფლიო რაგბის 2017 წლის პროგრამისთვის, რომლის იმპლემენტაციაც ხდება რეგიონალურ და ეროვნულ ანტი–დოპინგურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მოიცავს 2,433 სისხლის და შარდის ტესტს ჩატარებულს კაცთა და ქალთა შვიდკაცა და 15 კაცა პროგრამებში.

მსოფლიო რაგბი ფოკუსირებულია მუდმივ გაუმჯობესებაზე რისთვისაც გააფართოვა თანამშრომლობის არეალი პარტნიორ ორგანიზაციებთან რათა გაზარდოს ეფექტურობა და ოპერატიულობა. ეს მიდგომა მოიცავს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას ახალ დამოუკიდებელ ტესტირების სერვისის პროვაიდერებთან და გაზრდილ ფოკუსირებას დაკვირვება/გამოძიებაზე და ინფორმაციის გაზიარებაზე და საგანმანათლებლო პროგრამებზე.

პროგრამის უმთავრესი მომენტები

  • პროგრამა ხორციელდება 62 ეროვნების მოთამაშეებისთვის 35 ქვეყანაში
  • 1 წლის განმავლობაში ჩატარებული იქნა 2,433 ტესტი საიდანაც 72 პროცენტი იყო არასაშეჯიბრო
  • ტესტების 48 პროცენტი გახდა დამატებითი ანალიზის საგანი შემდეგზე: ერითროპოიეზისის სტიმულირების აგენტები (ESAs), ზრდის ჰორმონი (GH) ან ზრდის ჰორმონის განთავისუფლების ფაქტორი (GHRFs)
  • 187 დამატებითი სინჯი იქნა აღებული მსოფლიო რაგბის სპორტსმენის ბიოლოგიური პასპორტის (ABP) პროგრამის ფარგლებში
  • 131 ტესტი იქნა ჩატარებული ქალთა რაგბის 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პროგრამის ფარგლებში
  • შემთხვევები დაკავშირებული სამ ანტი–დოპინგური წესის დარღვევასთან, რომელიც განიხილება ან ელოდება განხილვას
  • Keep Rugby Clean (შეინარჩუნე სუფთა რაგბი) საგანმანათლებლო პროგრამა ჩაუტარდა მოთამაშეებს და გუნდის პერსონალს ქალთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, კაცთა და ქალთა HSBC მსოფლიო შვიდკაცა რაგბის სერიებზე და მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატზე და ალაფაზე
  • სინჯების სტრატეგიული შენახვა ხანგრძლივი ვადით, რომელიც იძლევა განმეორებითი ანალიზის შესაძლებლობას მომავალში

მსოფლიო რაგბის პროგრამა არის დამატება საყოველთაო პროგრამის, რომელიც ხორციელდება რეგიონალური და ეროვნული ანტი–დოპინგური სააგენტოების მიერ და ტარდება ეროვნულ ფედერაციებთან/კავშირებთან და ტურნირებთან ერთად. 2017 წლის პროგრამის სრული ვერსია გამოქვეყნებულ იქნება წლის ბოლოს მსოფლიო ანტი–დოპინგური სააგენტოს მიერ.

ბიოლოგიური პროფილირება კვლავაც რჩება სამეცნიერო პროგრამის საფუძვლად სარისკო სინჯების შენახვის და განმეორებითი ანალიზის პროგრამასთან ერთად, რომელიც ნვითარდება ყოველ წლიურად რათა მოხდეს შეჩერება და ისტორიული დოპინგის აღმოჩენა.

პროპორციულად, მსოფლიო რაგბი განაგრძობს პროგრამის ორი მესამედი გატარებას არასაშეჯიბრო პერიოდში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მაღალი რისკის მქონე პერიოდებს – სეზონის ახლოს, ტრავმა ან აღდგენის პერიოდებს. საშეჯიბრო ტესტირება ასევე რჩება მსოფლიო რაგბის და რეგიონალური ტურნირების განუყრელ ნაწილად შედეგების ერთიანობის დასაცავად მსოფლიო მასშტაბით.

2017 წლის საერთო პროგრამიდან შესრულებულ და დაფიქსირებულ იქნა ერთი ანტი–დოპინგური წესის დარღვევა მაშინ როდესაც 2 საქმე არის განხილვის პროცესში.

ტესტირების პროგრამასთან დამატები, მსოფლიო რაგბიმ ჩაატარა ინდივიდუალური “Keep Rugby Clean”–ის (შეინარჩუნე სუფთა რაგბი) საგანმანათლებლო პროგრამა 1500 მოთამაშესთან ღონისძებაზე, ასევე 5500 მოთამაშემ და დამხმარე პერსონალმა შეასრულა სავალდებულო ელექტრონული სასწავლო პროგრამა.

ანტი–დოპინგი აგრძელებს ინფორმაციის მიწოდებას ახალგაზრდა მოთმაშეებისთვის მსოფლიო რაგბის სოციალური კანალების და Keep Rugby Clean ვებ–საიტის მეშვეობით , ახალი საგანმანათლებლო ფილმებით რომლებიც შექმნილია ახალგაზრდა აუდიტორიისთვის.

მსოფლიო რაგბის ანტი–დოპინგური მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ ო დრისკოლმა განაცხადა: „დოპინგი რჩება ერთერთ ყველაზე დიდ საფრთხედ სპორტის ერთიანობისთვის და მსოფლიო რაგბი მოწოდებულია დაიცვას სუფთა სპორტსმენები  და უზრუნველყოს მაღალი დონის თამაში ინტელექტუალური ტესტირებით და ფასეულობებზე დაყრდნობილი განათლებით“.

მსოფლიო რაგბის ანტი–დოპინგის გენერალურმა მენეჯერმა დაამატა: „მსოფლიო რაგბი მოწოდებულია ეფექტურ, რისკზე დაფუძნებულ ანტი–დოპინგ ტესტირებაზე. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს ვალდებულებას და ვიბრძვით რომ ყველა დონის მოთამაშეს ესმოდეს სუფთა ასპარეზობის მნიშვნელობა და ის ვინც ირჩევს დოპინგს იქნას აღმოჩენილი და დისკვალიფიცირებული სპორტიდან“.

შესაბამისი პროგრამის ტესტირებები (საშეჯიბრო და არასაშეჯიბრო), ჰემატოლოგიური და სტეროიდული ბიოლოგიური პასპორტები, და დამატებითი ანალიზები, ასახავს მსოფლიო რაგბის ძალისხმევას ეფექტურ ტესტირებასთან დაკავშირებით.

„რაგბი ამაყობს რომ თანამშრომლობს ეროვნულ და რეგიონალურ ანტი–დოპინგურ ორგანიზაციებთან და მსოფლიო ანტი–დოპინგურ სააგენტოსთან რათა უზრუნველყოს საუკეთესო სტანდარტები სარაგბო და სპორტულ ოჯახში.“

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

XI ტური

სრულად

პარ 13/12   გორი, ჭალა   17.00

შაბ 14/12   რაგბი პლატო   15.00

შაბ 14/12   ქუთაისი   17.00

კვი 15/12   რაგბი პლატო   15.00

კვი 15/12   დიდი დიღომი, ლელო   17.00

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო